Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბასილი (ახვლედიანი): უწმინდესმა პირდაპირ რომ თქვას, ID ბარათი არ აიღოთო, სინოდი...

მამა ბასილი (ახვლედიანი): უწმინდესმა პირდაპირ რომ თქვას, ID ბარათი არ აიღოთო, სინოდი გაიხლიჩება და ეკლესია თავზე დაგვემხობა

ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა აკაურთას სიონის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა ბასილი (ახვლედიანი).

_ მამაო, 17 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა რატომ დაინახა ქვეყანაში თეოკრატიის საფრთხე?

_  მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების დაკვირვება ცხადყოფს, რომ კაცობრიობის არსებობა გადავიდა ქაოტურ, უმართავ პროცესებში და ეს, ბუნებრივია, საქართველოზეც აისახება. 17 მაისს განვითარებული მოვლენებიც ამას ადასტურებს. გარკვეული ჯგუფი მსოფლიოში, რომელიც სიონისტების მიერ იმართება, ცდილობს, მსოფლიო ერთ სახელმწიფოდ აქციოს. მათი შტაბ-ბინა დედამიწაა. ამერიკას ზესახელმწიფოს ტიტული მიენიჭა მხოლოდ გარკვეული პროცესების მართვის მიზნით, დღეს ვიცით, რომ ამერიკის ბიუჯეტში დიდი პროფიციტია. ამერიკამ, როგორც ქვეყანამ, თავისი მისია ამოწურა და გლობალისტების დისლოკაციის ადგილმა ევროპაში გადაინაცვლა. დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესებიც გლობალიზაციის ნაწილია, ვინაიდან ერთადერთი, რაც გლობალიზაციას ხელს უშლის, ადგილობრივი ტრადიციები და ფასეულობებია. როდესაც რომელიმე ქვეყანაში გლობალისტები შედიან, ისინი ფუნდამენტურ მოთხოვნებს აყენებენ, უნდა მოხდეს სექსუალური რევოლუცია და სახელმწიფომ მიიღოს ლიბერალური კანონები ყველა მიმართულებით, მათ შორის ეს ეხება საზღვრებისა და მიწების საკითხსაც.

 დღეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. ადამიანები იმაზე კი არ მსჯელობენ, რომ იმ ჰომოსექსუალების პროპაგანდა, რომლებიც იმ დღეს ქუჩაში გამოვიდნენ, დიდი საფრთხის შემცველია, არამედ იმაზე, რომ თურმე 50 ათასი გააფთრებული კაცი გამოვიდა ქუჩაში. მათ შორის ყველაზე ხელჩასაჭიდი რაც მიეცათ, თურმე სასულიერო პირები იქცეოდნენ ცუდად. ჩვენ თავს გვახვევენ, თითქოს მრისხანება მიუღებელია. სამყაროში ღმერთზე მოსიყვარულე  ვინ შეიძლება იყოს, მაგრამ მან სოდომ-გომორი გაანადგურა. ასევე გავიხსენოთ, როგორ შევიდა მაცხოვარი სოლომონის ტაძარში შოლტით.

_ ანუ ძალადობა სასულიერო პირების მხრიდან გარკვეულ შემთხვევებში გამართლებულია?

_ საქართველო ახლა არის თავდაცვის რეჟიმში. ჰომოსექსუალები ამ გამოსვლით იწყებენ ჩვენი სულის მოკვლის პროცესს, ისინი ჩვენი სულის მკვლელები არიან. ბასილი დიდი ამბობს: «მოკრძალებულიც შეიძლება გონივრულად განრისხდეს, მაგრამ ისე, რომ საკუთარ თავში მოკრძალებულობის სრულყოფილება არ დააზიანოს. შეუძვრელად დარჩენა, ანდა საჭიროების შემთხვევაში, აღშფოთების არგამოხატვა უსულო ბუნების ნიშანია და არა მოკრძალებისა». მაგრამ ამასთან, ბასილი დიდი  იმასაც ამბობს, რომ აღშფოთება გონიერებასთან უნდა იყოს შეზავებული, რამეთუ დანას მკვლელებიც იყენებენ და ექიმებიცო, ოღონდ მკვლელები _ თავისივე მსგავსის მოსაკლავად, ექიმები კი _ სიცოცხლს გადასარჩენად.

«მას, ვისაც გონივრული აღშფოთება შეუძლია, უდიდესი სარგებელი მოაქვს იმისთვის, ვის წინააღმდეგაც არის ეს აღშფოთება მიმართული». გრიგოლ ღვთისმეტყველი კი ამბობს: «არსებობს დამღუპველი სიმშვიდე და არსებობს კეთილშობილი მრისხანება».

პატიმარს ხშირად უთქვამს ჩემთვის, _ რატომ არ გამოიყენა შოლტი ჩემმა მშობელმა, დღეს ხომ ციხეში არ მოვხვდებოდიო.

  სასულიერო პირის დაპატიმრება მიუღებელია. მღვდელი ადამიანის სულის მესაჭეა და მისი რიგით მოქალაქესთან გათანაბრება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, მღვდელიც უნდა დაისაჯოს, თუ დააშავებს, მაგრამ ეკლესიას აქვს სასულიერო პირის დასჯის ბერკეტები. ეს იწყება გაფრთხილებით და გარკვეულ შემთხვევებში მღვდლობის ჩამორთმევითაც სრულდება.

ხმლით მოსულ მტერზე გაცილებით საშიში მშვიდად მოსული მტერია, რომელიც მომავალ თაობებს გახრწნას უქადის და სამუდამო ჯოჯოხეთს უმზადებს. ამასთან, აგრესიული პროპაგანდის გასატარებლად იშველიებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, არადა, ის 50 ათასი კაცი თავს იცავდა იმ დღეს.

_ თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ხომ დაგმო აქციის მონაწილეების საქციელი?

_ ამ შემთხვევაში ჩვენთვის უმთავრესია არა საერთაშორისო საზოგადოების აზრი, არამედ ის გამოცდილება, ის ფასეულობები და ტრადიციები, რომლებმაც დღემდე მოიყვანა საქართველო. ეს კიდევ ერთი თავსმოხვეული აზრია, რომ, თუ ჩვენ უპირობოდ არ მივიღებთ მათ ყველა შემოთავაზებას, ვერ გავხდებით საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი. ეს სიცრუეა. ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ საზღვარგარეთიდან უნდა შემოვიტანოთ სიახლეები, მაგრამ ღვარძლი ხორბლისგან უნდა გავარჩიოთო. ამას გარდა, ისიც უნდა ითქვას, რომ ადრე ევროპა სულ სხვა იყო, სულ სხვა ფასეულობებზე იყო დაფუძნებული. დღეს ევროპა აბსოლუტურად შეიცვალა.

არც ერთ ცივილურ ქვეყანაში მიწის გაყიდვის უფლება არავის აქვს, მაგრამ ისეთი მეორე, მესამეხარისხოვანი ქვეყნებისთვის, როგორადაც საქართველოს გაიხილავენ, ეს აუცილებელი პირობაა, ანუ ჩვენ გვაკეთებინებენ იმას, რასაც თავად არ აკეთებენ.

ასევე ხშირად გვესმის, რომ ჰომოსექსუალებს არ უნდა შევეხოთ, მათი უფლებაა, როგორ მოიქცევიან. ეს მათი ირიბი წაქეზებაა. მე ჩემს შვილს ყოველთვის ვეტყვი, რომ ასეთ ადამიანთან არ იმეგობროს.

_ აბა, როგორ უნდა მოვექცეთ მათ?

_ ჰომოსექსუალთან ოჯახში როგორ შევალ და მათ მოწოდებულ საჭმელს როგორ შევჭამ?! მათ უნდა მოვექცეთ, როგორც ავადმყოფებს. 1993 წლამდე ჰომოსექსუალიზმი დაავადებების სიაში იყო შესული. შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ამოიღო ის დაავადებების სიიდან.

_ მამა ლევან მათეშვილს, რომელმაც დაგმო აქციის მონაწილეების ქმედება, «ფეისბუქზე» თქვენი მობილურის ნომერი მისწერეთ და შეხვედრა სთხოვეთ. ეს საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მუქარად აღიქვა.

_ 50 ათას კაცზე მეტს გიჟი არ უნდა უწოდო და არ უნდა თქვა, რომ თურმე მათ ქრისტიანობის ნატამალი არ გააჩნიათ. მე არავის დავმუქრებივარ, შეიძლება ვიღაცამ ასე აღიქვა, მაგრამ მამა ლევანი ყოველთვის ასეთი სიტყვიერებით გამოირჩევა ჩვენ მიმართ _ დიდ მამებს აკრიტიკებს. ის ჩვენი საძმოს წევრია და, რადგან მან საჯაროდ გამოაქვეყნა თავისი ნააზრევი, მეც საჯაროდ მივწერე, _ იქნებ დამიკავშირდე და ვისაუბროთ-მეთქი.

ამის შემდეგ რამდენიმე სოდომელმა დამირეკა და მამა ლევანის დაცვა დაიწყო, მომთხოვა ახსნა-განმარტება, რას ვგულისხმობდი და იყო თუ არა მუქარა ჩემს ნათქვამში. ამითაც გამოჩნდა, ვის წისქვილზე ასხამს წყალს მამა ლევანის გამონათქვამები. სასულიერო პირს რატომ უნდა გაგიხდეს სოდომელების დასაცავად საქმე და არ იყო 50 ათასი კაცის გვერდზე?! რომ არა სასულიერო პირები, 17 მაისს მოხდებოდა ის, რისთვისაც დაიგეგმა ეს აქცია. ეს ადამიანები თავადაც მოატყუეს და სასაკლაოზე გამოიყვანეს.

_ ვის გულისხმობთ, ვინ მოატყუა ისინი?

_ ისინი, ვინც არიან გარე ძალების დაკვეთის შემომტანები და აღმასრულებლები ქვეყანაში. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ წინა ხელისუფლებაში თითქმის ყველა იყო აღმასრულებელი, დამკვეთი და უპირობო შემსრულებელი ამ ყველაფრის.

_ მაგრამ ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა  პროცესები დღესაც გრძელდება. ახალ ხელისუფლებაშიც ხომ იცავენ მათ უფლებებს

_ უფალი ამბობს, ნეტარია ადამიანი, ვინც მე მაღიაროს წინაშე კაცთაო. როდესაც სასიკვდილო ცოდვას მხარს უჭერ, რადგან დღევანდელი მსოფლიო დემოკრატია მოითხოვს ამას, ღმერთი პასუხს აუცილებლად მოგთხოვს. არსებობს ფასეულობები, რომელთაც არ უნდა უღალატო.

_ მამაო ბასილ, სინოდის სხდომა კვლავ ID ბარათებს მიეძღვნა, თქვენ რამდენიმე ხნის წინ მრევლი ერთწლიანი უზიარებლობით დასაჯეთ, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც სჭირდება ეს ბარათი ყოვედღიურ ცხოვრებაში?

_ მე ასე ვიტყვი და გამგები გაიგებს:  ID ბარათებთან დაკავშირებით სამი დონის ინფორმაცია არსებობს. ჩვენ ვაპელირებთ პირველი დონის ინფორმაციით. არ დავკონკრეტდები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ადამიანები ამას ვერ გაიგებენ და ეს თემა, რომელიც გაქილიკებული აქვს თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანებს, კიდევ უფრო მეტად დასაცინი გახდება. პირველი დონის ინფორმაცია საკმარისია განვაცხადო, რომ ID ბარათი _ ეს არის ჩემი უფლებების დარღვევა.

  ასევე მინდა ყველა დავამშვიდო, მე მოვუხსენი მრევლს სასჯელი. ეს იყო მოკლევადიანი წკეპლა, რათა სხვების ყურამდე მისულიყო ეს თემა და ყურადღება მიექციათ.

_ თუ ID ბარათი ასეთ საფრთხეს წარმოადგენს, მაშინ საპატრიარქომ რატომ დაადგინა, რომ არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი?

_ უწმინდესმა პირდაპირ რომ თქვას,  ID ბარათი არ აიღოთო, სინოდი გაიხლიჩება და ეკლესია თავზე დაგვემხობა. უწმინდესს არასდროს უთქვამს, რომ ID ბარათი უპრობლემოდ აიღეთო. აღნიშნულ საკითხზე კულუარებში რას ამბობს პატრიარქი, ყველამ კარგად იცის. მე არ მითქვამს, რომ ID ბარათი _ ეს არის ანტიქრისტეს ბეჭედი. ვადასტურებ სინოდის განცხადებას, ID ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ ადამიანებს ვურჩევ, ნუ აიღებენ მას. ვინც აიღო, უკან დააბრუნოს და შენდობა ითხოვოს ეკლესიაში. ID ბარათები წამყვანმა ცივილიზებულმა ქვეყნებმაც უარყვეს, რადგან ის ტოტალური კონტროლის მსხვერპლად აქცევს ადამიანს. იმავე დიდი ბრიტანეთის მაგალითი ავიღოთ, სადაც  ID ბარათები 2010 წელს გაუქმდა. მე არ მომიგონია ეს ყველაფერი, ამას ამბობს დიდი ბრიტანეთი, ეს თქვა ევროკავშირის წევრმა საბერძნეთმა, ეს თქვა რუსეთმა და უკრაინამ. მე, უბრალოდ, ვეთანხმები მათ.

_ რატომ არ არის ერთიანი აზრი ეკლესიაში ID ბარათებთან დაკავშირებით?

_ სამწუხაროდ, ეკლესიაში ერთიანი აზრი მართლაც არ არსებობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა სასულიერო პირი თანხმდება, რომ ID ბარათის მეშვეობით  ტოტალური კონტროლი და ადამიანის უფლებების დარღვევა ინერგება. მერწმუნეთ, საქართველოში მილიონზე მეტი ადამიანი მაინცაა, რომლებიც გააზრებულად ეწინააღმდეგება ამ ბარათებს. ამ საკითხზე რეფერენდუმი რომ ჩატარდეს ქვეყანაში, ქართველი ხალხის პოზიცია ნათლად გამოჩნდება. მინდა ვუთხრა ამ საქმის მესვეურებს, ამხელა ცოდვას ნუ აიღებენ საკუთარ თავზე, რადგან ამას აუცილებლად მოჰყვება სისხლი და მსხვერპლი. ადამიანები არ აიღებენ ბარათებს და ისინი დაიწყებენ პროტესტს, როცა მათ გაუშვებენ სამსახურებიდან, ვერაფერს იყიდიან და იზოლირებულები გახდებიან. მათ პროტესტს კი «დემოკრატიულად» ჩაახშობენ, როგორც ხდება ხოლმე. საქართველოში, ასი ათასი მოწამის ქვეყანაში, სარწმუნოებისთვის უამრავი ადამიანი დადებს თავს და ნუ მიიყვანენ საქმეს აქამდე, დაუშვან ალტერნატიული საშუალება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. სინოდი ქართველებს გვყავს?ეს სინოდი კი არა აგენტურაა ჩანერგილი საქართველოში.

  2. ვარ 19 წლის და მაქვს დიაბეტი – ტიპი 1(ინსული დამოკიდებული ვარ) როდესაც მე და ჩემნაირ ადამიანებს პპირაადობის დამადასტურებელ საბუთზე ვადა გაგვივა და არ ავიღებთ ID ბარათს ელემენტარულად ინსულინს ვერ მივიღებთ სახელმწიფოსგან არამარტო ინსულინს არამედ ვერანაირ დახმარებას, პენსია და ა.შ.
    რა უნდა ვქნათ ?

  3. ყველაფერი ღვთის ნებაა!განსაცდელი გვიახლოვდება,ღმერთმა ძალა მოგვცეს არ შევდრკეთ, ალბათ უნდა განვიცადოთ!
    ძალა მოგვეცემა ნუ შევშინდებით,სულზე არ ააქვთ უფლება!

  4. ლაშა

    ძალიან სამწუხაროა რაც გჭირს და არ ვიცი პირადად რა დამოკიდებულებაშ ხარ ID ბარათის მიმართ, მაგრამ თუ უარყოფითი დამოკიდებულება გაქვს და არ გინდა აღება, ეგ კითხვა მამა ბასილის კი არა, მთავრობას უნდა დაუსვა ზუსტად, რომ არჩევანის საშუალების უფლებას არ გაძლევს და გაიძულებს აიღო, ზუსტად იმ ხერხებით, რომ მის გარეშე ცხოვრება შეუძებელი იყოს.. ზუსტად ეგ არის კონტროლი, რომ ღმერთმა დაგიფაროს და რამე დაჭირდეთ შენგან ისე მოგიქცევენ, ზუსტად მაგ ID ბარათით, საქმეს, რომ დაგტოვებენ მაგ ყველაფრის გარეშე, როცა უნდათ და როგორც უნდათ…

  5. მე არ მსურს აიდი ბარათის აღება.ცალმხრივი დემოკრატია ადამიანებზე ძალადობაა. არ ვეთანხმები წულუკიანს. უნდა შეგროვდეს ხელმოწერები და კანონმდებლობაში ცვლილება უნდა შევიდეს, რათა ჩვენზე გაიცეს ალტერნატიული პირადი ბარათები.

  6. ამ ქვეყნად ცხოვრებაზე დიდი ჯოჯოხეთი, არ მეგულება სამყაროში.ტვინი ამიდუღდა,სად გადავიკარგო არ ვიცი…ადამიანი უძლურია. ღმერთმა უნდა გააძლიეროს და უჩვენოს გადარჩენის გზა.

  7. ვარ აბიტურიენტი და უნდა გავიდე ეროვნულ გამოცდებზე,ამისათვის აუცილებლად მესაჭიროება იდ ბარათი, რა ვქნა? სხვა რაიმე გზა მაქვს?

  8. აი, მაგრად ბოლოაბს ეს საცოდავი. არაფერი აქვს წაკითხული ეტყობა. არც სახარება არც დიდი სჯულის კანონი და არც არაფერი

  9. პირადობის მოწმობაზე დაწერილი ციფრები რომ რამეს წყვეტდეს – აშენდებოდა საქართველო და ეგაა.
    აიღეთ ახალი პირადობის მოწმობა -და ზედ ფლომასტერით დააწერეთ დიდი სამი შვიდიანი – 777 და მაშინვე წმინდანი გახდებით და შეიძლება სხეულებრივად ამაღლდეთ ზეცაში ვიტარცა ილია წინასწარმეტყველი, მგრამ ამისათვის უნდა შეასრულოთ ერთი აუცილებელი პირობა – თქვენს მიერ დაწერილი 777 სამჯერ უფრო დიდი უნდა იყოს ვიდრე პირადობის მოწმობაზე დაბეჭდილი 666

  10. კონტროლირებადი სიციალური ქსელებიც არი. მაშინ გავაუქმოთ ინტერნეტიც!

  11. ყველა თემაზე გამოდის უწმინდესი და საუბრობს ღიათ! ID ბარათი, რომ არ იყოს მისაღები მაგასაც გვეტყოდა. ჯობია საკუთარ ცოდვებს მივხედოთ!

  12. დასავლეთმა ქვეყანა წაგვართვა და გაგვითახსირა და პატრიარქი არაფერს ამბობს, ამის შესახებ როგორ იტყვის იმავე დასავლეთის შიშით,id ბარათი დიდი პოლიტიკის შედეგია.

  13. ალტერნატივა უნდა არსებობდეს.უნდა გავიღვიძოთ და ხმა ამოვიღოთ ხალხო მარტო პატრიარქს რო ველოდებით.ამკაცმაც რაღაქნას გვერდში უნდა დავუდგეთ

  14. ალტერნატივა უნდა არსებობდეს.უნდა გავიღვიძოთ და ხმა ამოვიღოთ ხალხო მარტო პატრიარქს რო ველოდებით.ამკაცმაც რაღაქნას გვერდში უნდა დავუდგეთ

  15. ამ ID ბარათებზეც არ შეიძლება ქვეყნის უბედურება ან ბედნიერება ავაგოთ, ღმერთი ხომ სულში იხედება და არა ჯიბეში, რწმენით უნდა იყოს ქრთველი, ილოცოს, ტაძარში იაროს, იმარხვოდეს გულით და არ გადაუდგეს ქრთულ რწმენას. ქართული საქმე ვაკეთოთ ხალხნო და ID ბარათები კი არა მთელი მსოფლიოს მასონები ვერას დაგვაკლებს მერწმუნეთ

  16. როდემდე უნდა ითმინოს საზოგადოებამ ამ შიზოიდი და ფაშისტი მღვდლების პარპაში? მართლა წადი თქვენი რა!

  17. ხ ა ლ ხ ნ ო!!!გონს მოდით!!! აიდი ბარათები ადამიანების მასობრივი კონტორლის საშუალებას იძლევა ჯერ აიდი ბარათებს შემოგვტენიან მერე ამ ჩიპების ორგანიზმში ჩანერგვასაც მოგვთხოვენ და ისინი ვინც ამა ჩიპებს მიიღებენ ცხოველებივით გახდებიან! გინდათ თქვენ რომ ვიღაცამ გმართოთ?გინდა თქვენზე აბსოლიტურად ყველა ინფორმაცია ხელიმისაწვდომი იყოს? სად იქნებით მათ ყოველთვის ეცოდინებათ ეს არის მასონების მზაკვრული გეგმა მათ სურთ მსოფლიოში მასობრივი კონტროლის შემოღება ადამიანები რობოტებივით გახდებიან!! ყველაზე მეტად ხელისუფლების დამოკიდებულება მაღიზიანებს 50მდე მამათმავალს ასე რომ იცავენ მათ გამო მღვდლებს დევნიან და ამდენი ათი ათასობით ადამიანის სურვლს არ ითვალისწინებენ!!შემოიღონ ალტერნატივა ამ აიდი ბართების ნება ყოფლობითი უნდა იყოს და არა იძულებითი არავის მივცეთ უფლება ჩვენს პირად ცხოვრებაში ჩაერინონ ყველამ ერთად გამოვხატოთ ჩვენი პროსტესტი ხელიმოწერები შევაგროვოთ რეფერენდუმი ჩავატაროთ საქართველოს კონსტიტუციის 67მუხლის 1პუნქტის თანახმად საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს 30ათას ამომრჩეველს…გამოვიყენოთ ცვენი უფლებები გავხადოთ ნებაყოფლობითი და ალტენატიული საშუალებებიც გამოვანახინოთ ჩვენ მთავრობას

  18. 20 საუკუნეა კაცობრიობა ცხენით დადის და ბოლო ათწლეულებია რაც ტექნოლოგიური საშუალებებით გლობალიზაციის შედეგად ხდება მსოფლიოს გაერთიანება,ადამიანს ენიჭება პირადი ნომერი ,ეს აერ უნდა გაითვალისწინოს სინოდმა? მაგრამ პაგონიანი დავერბოვკებული წევრები რას გადაწყვეტენ.

  19. ქართველი ხალხი ძალიან გონიერია, წმინდა სამების სიწმინდის მატარებელია თითიეული ჩვენთაგანი, ამოტომაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაც ჩვენ გვენიჭება უფლის წინაშე.სიწმინდეების სავანეა კურთხეული საქართველო და არ შეიძლება უფლება მივცეთ ვინმეს ჩაგვითრიოს უსჯულოების საიდუმლოებაში, რომელიც დიდი ხანია რაც აღესრულება. უარს ვამბობ ყოველგვარ ელექტრონულ თუ ბიომეტრიულ ბარათებზე და მზად ვარ ეკლიან გზაზე ვიარო უფალ იესოსთან მისასვლელად. იმიტომ, რომ ის ჩემი ცხოვრების უდიდესი ხატია, პირველი მამა, და ქრისტეს სახელით მზად ვარ დავითმინო ყოველგვარი ტანჯვა. უფალი ყოველთვის ჩვენთან იქნება ქართველებო, გავძლიერდეთ და ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ.უფალი გვფარავდეს თითოეულ ჩვენთაგანს. ამინ.

  20. მე ვირჩევ მართლმადიდებლურ სუვერენიტეტულ განვითარებულ საქართველოს!
    სხვადასხვა ალტერნატივის არჩევის უფლება ყველა ადამიანს აქვს! _ვიზიარებ ამ აზრს.და რომ არავის აქვს უფლება დამაძალოს ვაკეთო ის რაც მე არ მინდა,ეს უკვე დემოკრატიის პრინციპეპს ეწინააღმდეგება. მაგრამ არ ვეთანხმები იმ აზრს,როდესაც საუბრობთ დასავლეთის გარყვნილებაზე, ან საზგვარგარეთიდან რაიმე ტიპის საფრთხეზე.საზღვარგარეთ ბევრი მორწმუნე ადამიანია,ბევრს სწამს ღმერთის,სიკეთის,სიყვარულის,პატივს სცემს დედას, მამაშვილობას,პატივს სცემს ქალსაც და ბავშვსაც.თუ ეს ყველაფერი არის ჩვენი ცხოვრების მიზანი _მაშინ რისი უნდა გვეშინოდეს..? ID ბარათის ყოფნა არ ყოფნა ნამდვილად არ უნდა გახდეს მიზეზი აურზაურის ან ხალხში შიშის დანერგვის. პირადად მე არავითარი ციფრები და ნიშნები ვერ ჩემიცვლის იმ სიკეთეს რაც ღმერთმა მიბოძა.
    ქართველ ერს თუ გადარჩენა გვინდა: 1)არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი წინაპრები და მათი ტრადიციები.2)პატივი უნდა ვცეთ უფროსსაც და უმცროსსაც.3)პატივი ვცეთ ქალსაც და კაცსაც.4)ადამიანებმა ვეცადოთ მართლები ვიყოთ ღმერთის წინაშე და საკუთარ თავთან.
    ყველა ოჯახში არსებობს განსხვავებული აზრი,მაგრამ ყველა ზრუნავს ოჯახის კეთილდღეობაზე.ჩვენ ქართველ ერს გვჭირდება დიდი ოჯახის შექმნა,სადაც მტყუანიც და მართალიც ერთად აზროვნებს და ლოგიკურ თუ ჭეშმარიტ გზას ერთად ადგას. ეს ჩემი შეხედულებაა და მგონია,რომ მართალი ვარ,სხვას შეუძლია გამამტყუნოს და სხვა შეხედულება გამიზიაროს.პირადად მე ვაფასებ ყველას აზრს.უმრავლესობამ პატივი უნდა სცეს უმცირესობას და უმცირესობამ უმრავლესობას,ზუსტად ისე როგორც ოჯახში_ დიდმა პატარას და პირიქით.

  21. მიეცით შვილებს განათლება, რადგან მომავალში შეძლონ თეთრი და შავის გარჩევა,რომ ჩვენმა შვილებმა შეძლონ სწორი არჩევანის გაკეთება იმისა თუ,როგორი გზა უნდა აირჩიონ და როგორი კანონები დაუწესონ საკუთარ ოჯახს თუ ქვეყანას. ID ბარათი არ არის ჩვენი პრობლემა,ჩვენი პრობლემაა _არანათელი(ჩლუნგი)გონება..
    რატომ ფიქრობენ ზოგიერთები,რომ ინტერნეტი არასასურველია, ან სიბინძურეა ან ეშმაკისეულია. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ირჩევს სიბინძურესაც და სისუფთავესაც. მე იმ ზოგიერთებისგან განსხვავებით ვთვლი,რომ ღმერთმა მოგვცა ინტერნეტი ადამიანებთან კომუნიკაციებისთვის,ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა ერთმანეთის უკეთ გასაცნობად, საუკეთესო საშუალებაა საკუთარი აზრის გამოხატვის.

  22. ყველაფერი სიმართლეა!!!!მე მოგიყვებით რაც დამემართა.ხალხნო არ აიღოთ ბარათი!!! უცხოეთში ვაპირებდი წასვლას და ახალი აიდ ბარათი ავიღე…მადლი დამეკარგა :/ ეკლესიაში შევდივარ მაგრამ ვერაფერს ვერ ვგრნობ,სინანული დავკარგე..:((( და ეს ყველაფერი უცებ მოხდა.სიცარეილეს ვგრძნობ სულ და საშინლად ვარ,მეტსაც გეტყვით აიდ ბარათმა დიდი ზეგავლენა მოახდინა და სრულიად შემცვალა.მე ჩემ აზრს გამოვხატავ ამით არავის არ ვაშინებ.უბრალოდ კარგი იქნება თუ არ აიღებთ.

  23. ID ბარათის არსი რაში მდგომარეობს? რას შეიცავს განსხვავებულს წინა პირადობის დამადასტურებელი ბარათებისგან? ჩვენი პირადი მონაცემები, თითის ანაბეჭდები, ბანკის მოაცემები, ოჯახური მდგომარეობა, ნასამართლეობა და მსგავსი რამეები, რაც შესაბამისი პირებისა და ორგანიზაციებისთვის ისედაც ნათელია, თქვენ გგონიათ, ჩვენი ქმედებები ვინმესთვის დაფარულია? ძალიანაც შემცდარხართ თუ ასე ფიქრობთ!ID ბარათი იმ ინფორმაციის შედარებით კომპაქრტი შესანახი ნივთია, ე.წ. მეხსიერების ბარათი, დასტა ფურცლების ნაცვლად, რაც აქამომდე გააჩნდა კაცობრიობას. მასე თუ ვიმსჯელეთ, ტელევიზორიც, კომპიუტერიც, მობილური ტელეფონებიც, თქვენ წარმოიდგინეთ ავტომანქანებიც ეშმაკის მოგონილია,რაგდანაც პირველი ქრისტიანები არ ფლობდნენ მათ, მაგრამ განა არ ჰქონდათ მათ საცდური? ვინმე ამბობს დღეს მათზე უარს(თუნდაც სასულიერო პირები)? უამრავი წმინდა მამა გვირჩევს, რომ ეშმაკს საქმით, გულისხმით, ფიქრით არ უნდა დავემონოთ და ზემოთჩამოთვლილი "ეშმაკეული საგნებიც" კარგ საქმეს უნდა მოვახმაროთ, და არა ფუფუნებას. ID ბარათის აღებასთან დაკავშირებული რწმენის დაკარგვა თავისმართლებაა და პასუხისმგებლობის სხვა საგანზე გადაბარება, მერედა თქვენ ხომ ატარებთ გულით ჯვარცმას, განა არსებობს რამე ჯვარცმაზე ძლიერი? რწმენისა და მადლის დაკარგვა შესაძლოა ისევე გამოეწვია ნებისმიერ სხვა ნივთის შეძენა-არშეძენას, ავტომობილს, ახლობლის სიტყვას, ნაცნობი თუ უცნობი სახის დანახვას, ვიღაცის მადლიან ან უმადლო ქცევას. მე ვისურვებდი, რომ გამოვსულიყავით ქართველები ცრუმორწმუნეობის მდგომარეობიდან, ვისურვებ, რომ შევძლოთ პასუხისმგებლობის თავზე აღება და ნივთებს აღარ დავაბრალოთ რწმენის შერყევა

  24. მერე მაგას რათ უნდა ბევრი ლაპარაკი უნდა გამოვიდეს ქუჩაში ხალხი დიდი საპროტესტო ტალღა უნდა აგორდეს ქვეყანაში მერე მთავრობა მიხვდება და გააუქმებს აიდი ბარათებს სანამ ქართველი ერი არ გამოფხიზლდება ასე იქნება ყოველთვის ყველაფერს მოგვახვევენ თავზე რაც ჩვენთვის საზიანოა და მათთვის სასარგებლო

  25. მამა ლევანი ჩემი პირადი მგვდელია და სულაც არ დაუცვია სოდომელები. კი სწორი პოზიცია იყო მაგრამ არასწორე მიდგომა მან ეს ტქვა. ლოტი ეგრე ელაპარაკებოდა სოდომელებს???? მაგასჰიც მარტალია 90 პროცენტმა საერტოდ რას ნისჰნავს ქრისტიანობა აზრზე არარი მიუხედავათ ხალხმრავალი მრევლისა. იმიტო არ ვამბობ რომ ჩემი მოდზგვარია მარტალი იყოოოო. სოდომელმა ტავისებურად გაიგო ეგ მამა ლევანის ბრალი არარ. და აიდის გულიზე უზიარებლად არუნდა დაგესაჯა მტავარი პასპორტი კიარა გულიაა აქაც მარტალია მამა ლევანი. ყტუბზე მოუსმიმეტ მის ქადაგებას საოცარი მასცავლებელია. გრმა სულიერებას ვერ ცჰაწვდე და ლევანს დააბრალოოო????

  26. ევროპა და ნატოზე ნაბიჯების გადამდგმელი კი ყველა მოგალატეა გეტანხმები. მაგრამ ტუ აიდი საშიშია მასჰინ იმის გამო არტქვას არანაირი გამარტლება ექნება პატრიარქს. ტუ სასჰისჰია პირდაპირ უნდა ტქვან. მაგრამ არარი სასჰისჰი მტავარია გული ყველა წმინდა მამა მაგას ამბობს. წმინდა მამებს ტქვენ ეცინააგმდეგებიტ და არა მამა ლევანი

  27. სიკვდილი ამერიკას. ევროპას. და ყველა მაგათ მომხრეს ამინ!!!.. დიდ ხარ შენ უფალო!

  28. ტუგინდა დამაბრალონ რუსეტის აგენტობა მე მაინც საქარტველოსკენვარ და რუსეტტან სჰერიგება ეროვნული ინტერესიაა. ვისაც ევროპა და ნატო უნდა ყველა ესჰმაკის მონააა. ერტი ვინმემ ამიხსენიტ ქარტველმა საქ1არტველო უნდა დაიცვას ტუ ავგანეტის

  29. ღმერტმა დაგლოცოთ და გაგძლიეროთ ისინი ვინც უარს ამბობთ ID ბარათებზე ჩემსავით,ვინც მისი აგების მომხრეები ხართ ღმერთმა გამოგაფხიზლოთ.ბედნიერია მისი მრევლი ასეთი მოძღვარი რომ ყავს და არ აძლევს დაძინების საშუალებას.დიაბეტით დაავადებულ ლაშას ვეტყოდი რომ ამ დაავადებისგან განკურნებას შედძლებს ძალიან მარტივად თუ ის მივა 300არაგველზე,ინგოროყვას კლინიკამდე,მარჯვენა მხარეს .იქ არის მამა სოგრატე რომელიც სასწაულებს ახდენს ღმერთმა კურნების ნიჭი მისცა.

  30. ს წ ა ვ ლ ა შ ე ს ა ძ ლ ე ბ ე ლ ი ა I D ბ ა რ ა ტ ე ბ ი ს გ ა რ ე ს შ ე ც.ამითომ გხოვთ სანამ შესაძლებელია მის გარეშე სწავლა ნუ შეშინდებით და ნუ აიგებთ.დ ა ი შ ვ ა ფ უ რ ც ე ლ ი რომელსაც ისეტივე პუნკცია აქვს ამ კონკრეტულ სიტუაციაში სწავლაში და უნივერსიტეტში ჩარიცხვაში,როგორც პირადობას.წინა წელს მისი საშუალებით ჩაირიცხა ერთ_ერთი მოსწავლე,ეს განათლების ეროვნულ ცენტრში მითხრეს ამიტომ სარწმუნოა.იქ ფერებას არავინ არ დაგიწყებს და ჩემს გასახარებლად არ მეთყოდნენ.მაია მიმინოშვილსაც ვკიტხეტ პირდაპირ ეთერში და იმანაც შესაძლებელია ამ პურცლებიტო.ასე რომ მიხვალთ განატლების ეროვნულ ცენტრში და იკ გეტყვიან ზუსტად როგორი სახის პურცელი უნდა მოგცენ იუსტიციის სახლში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here