Home რუბრიკები პოლიტიკა კუდიანები და ამერიკული ჯარი

კუდიანები და ამერიკული ჯარი

927

ამერიკის შეერთებულ შტატებში «ალქაჯთა რელიგია» საკმაოდ პოპულარული გახდა. ნეო- წარმართული რელიგია ვიკა პოპულარული 1954 წლიდანაა.

«ვიკა დიდ ბრიტანეთში 1951 წელს დაიწყო, სადაც ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში (ზუსტად კი _ 1735 წელს) მიღებული «ჯადოქრობის შესახებ აქტის» გაუქმების შემდეგ, ვინმე ჯერალდ გარდნერმა საყოველთაოდ განაცხადა, რომ იგი უძველესი რელიგიის მიმდევარია, რომელიც სასწაულად გადარჩა ქრისტიანულ ქვეყანაში.

გარდნერის განცხადება იატაკქვეშ მოქმედ ალქაჯთა მოძრაობაში მისი გაწევრიანების შესახებ გამოგონილს ჰგავდა, ხოლო რეკონსტრუირებადი რწმენა ძალიან ჰგავდა იმას, რაზეც მარგარეტ მერეის პოპულარულ წიგნებში «ვედური კულტი დასავლეთ ევროპაში» (1921 წელი) და «ალქაჯთა ღმერთი» (1933 წელი) იყო საუბარი. იმ წლების ბრიტანეთში, რომელიც ნელ-ნელა თავიდან იშორებდა კონსერვატიულ მემკვიდრეობას, ადგილი გამოინახა ალქაჯებისთვის, და კიდევ იმ წლებში თავიდან დაბადებული დრუიდული მოძრაობისთვისაც», – წერს სტატიის ავტორი.

საქართველოს მითოლოგიაში მოიპოვება ამჯერად უკვე ამერიკული რეალობის ანალოგიური არსებების შესახებ ინფორმაცია. როგორც ცნობილია, ქართველებს გაქრისტიანებამდე სჯეროდათ, რომ არსებობდნენ ალები, ქაჯები, კუდიანები, ჭინკები, წყარიშდიდა  ბატონები,  ბაყბაყდევი, გველისფერი, დედაბერი, დევი,  დობილნი და ა. შ.

ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ ამ არსებებმა უკვე ზღაპრებში გადაინაცვლეს და რეალობას არასოდეს დაბრუნებიან; თუმცა ვლადიმიროვის მიერ სტატიაში მოყვანილი სტატისტიკა აშშ-ის შესახებ შოკისმომგვრელია:

«კრეიგ ხოუკინსის სტატიაში «ჯადოქრობის თანამედროვე სამყარო», რომელიც «ქრისტიან რესერჩ ჯურნალის» ამა წლის ზამთარ-გაზაფხულის ნომერში გამოქვეყნდა, აღნიშნულია:

«სხვადასხვა მიზეზის გამო რთულია, თუ არა შეუძლებელი, დავასახელოთ «ალქაჯთა» სრული რიცხვი ჩრდილოეთ ამერიკაში. მიახლოებითი შეფასება კონსერვატორთა მხრიდან არის 5-დან 10-ათასამდე. უფრო ლიბერალური შეფასებებით _ 30-დან 50 ათასის და 70-დან 80 ათასის დიაპაზონში არიან ნეოწარმართები. რეალური ციფრი, როგორც ჩანს, კონსერვატორთა შეფასების ქვედა ზღვარს უახლოვდება».

«მაგრამ, _ აღნიშნავდა მკვლევარი, _ ალქაჯური კულტი მდგრადი ტემპით იზრდება და, თუ რამენაირად მკვეთრად არ გარდავტეხავთ ამერიკის სულიერ კლიმატს და არაფერს გავაკეთებთ ოკულტიზმთან სწრაფვის წინააღმდეგ, მაშინ ალქაჯური სათემო სულ უფრო დიდი უმცირესობა გახდება. და ეს გამომაფხიზლებელი შესაძლებლობა არ აძლევს საშუალებას ეკლესიას, ამის იგნორირება მოახდინოს».

თუ სტატისტიკას მივმართავთ, მთავარ წყაროდ «ამერიკული რელიგიური იდენტიფიკაციის კვლევების» მონაცემები გამოგვადგება, რომელიც ნიუ იორკის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მიერ პერიოდულად ტარდება. მონაცემები მასობრივ, ათი და ხანდახან ასი ათასობით სატელეფონო ზარში გამოხატულ  სატელეფონო გამოკითხვებს ეფუძნება. ამ გამოკითხვებიდან მიღებული პროპორციებისგან, შესაძლოა, აშშ-ის სრული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის მიღება.

1990 წლის გამოკითხვამ მოგვცა საფუძველი, გვევარაუდა, რომ აშშ-ში იყო დაახლოებით 8 ათასი ვიკანელი. 2001 წლის კვლევამ მიგვიყვანა ციფრთან _ 134 ათასთან, ხოლო 2008 წლის კვლევამ _ 342 ათას ვიკანელთან. და ეს ყველაფერი, სხვა ნეოწარმართების გარეშე, რომელთა რიცხვიც 2001 წელს ასეთი იყო: 33 ათასი «დრუიდი» და 134 ათასი, უბრალოდ, «წარმართი». ამგვარად, კვლევის მიხედვით, 2001 წელს აშშ-ში სხვადასხვა წარმართული მიმდინარეობის  დაახლოებით 300 ათასი მიმდევარი ცხოვრობდა.

საკუთარმა გამოკითხვამ, რომელიც აშშ-ის ვიკანელებმა და წარმართებმა 1999 წლის ივლისიდან წლის ბოლომდე ჩაატარეს, ციფრი _ 768 ათას 400 ადამიანი დაასახელა. ეს გამოკითხვა გვაძლევს საშუალებას, დავაზუსტოთ მოძრაობის სტრუქტურა. გამოკითხვაში მონაწილეთა 71% ქალი იყო, ხოლო 29% _ მამაკაცი. 11%-ს შეადგენდა ხალხი ასაკით 17 წლამდე, 25%-ს _ 17-25 წლამდე, 40%-ს _ 26-39 წლამდე, 23%-ს _ 40-59 წლამდე, 1%-ს _ 60 წელს ზევით.

1990-იან წლებში, როგორც ვხედავთ, ალქაჯურმა სარწმუნოებამ შტატებში ნამდვილი აფრენა განიცადა. «მისი მიმდევრები ირწმუნებიან, რომ ეს ყველაზე მზარდი რელიგიაა შეერთებულ შტატებში, თითქმის ნახევარმილიონიანი მრევლით», _ წერდა 1999 წლის ნოემბერში, ანუ ჯერ კიდევ ზემოაღნიშნული სოციოლოგიური კვლევების გამოქვეყნებამდე ჟურნალ Christianity Today-ში ლორენ უილკინსონი.

«ბრიტანული კოლუმბიის მიყრუებულ სოფელში, სადაც მე ჩემს ცოლთან ერთად ვცხოვრობ წარმართული, და მათ შორის ვიკანური ბუნიაობის აღნიშვნას უფრო მეტი ადამიანი ესწრება, ვიდრე წირვას ადგილობრივი ეკლესიაში», _ ნათქვამია სტატიაში.

ალქაჯების წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ ანტიკური დროიდანაა ცნობილი, თუმცა პიკს დასავლეთ ევროპაში მე-15 საუკუნეში მიაღწია. კათოლიკურ ქვეყნებში საქმეები, რომლებიც ჯადოქრობას ეხებოდა, საეკლესიო სასამართლოს, ანუ ინკვიზიციის მიერ განიხილებოდა.

ინკვიზიციის დროიდან დიდი ხანი გავიდა, მაგრამ სოლიდარობით ცნობილი ამერიკა თურმე უკმაყოფილებას მაინც გამოთქვამს ახალი რელიგიის მიმდევრების მიმართ.

«1999 წელს ასევე გაირკვა, რომ 1997 წლის აგვისტოდან აშშ-ის ყველაზე დიდ სამხედრო ბაზაზე, ფორტ-ხუდზე, ტეხასში ამ რელიგიის 300-მდე მიმდევრისთვის ვიკანური რიტუალები კვირაში ორჯერ ტარდება. სამხედრო კაპელანის როლში «ალქაჯი» მერი პალმერი გამოდიოდა, რომელმაც მანამდე 5 წელი სამხედრო პოლიციაში, ხოლო აღნიშნულ წლებში კი ფორტ-ხუდის ჰოსპიტალში იმსახურა».

პირველი პუბლიკაცია წარმართულ რიტუალებსა და კაპელანის შესახებ პრესაში 1999 წლის 11 მაისს გაზეთ American Statement-ში გამოქვეყნდა, ხოლო უკვე 9 ივნისს 13 კონსერვატიული და ქრისტიანული ორგანიზაცია გამოვიდა განცხადებით:

«მანამ, სანამ ჯარი უარს არ იტყვის ჯადოქრობის ყოველგვარი ოფიციალური მხარდაჭერისა და მოწონებაზე, არც ერთი ქრისტიანი არ უნდა მივიდეს ჯარში მიწვევით და მშობელმა-ქრისტიანებმა არ უნდა დაუშვან, რომ მათი შვილები შეუერთდნენ ჯარს. ჯარი, რომელიც აფინანსებს სატანისტურ რიტუალებს, არ არის ღირსი, წარმოადგინოს ამერიკის შეერთებული შტატები», – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ალქაჯების საწინააღმდეგო განცხადებით ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი ჯორჯ ბუშ-უმცროსი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელებს პასუხი პირადად ჯადოქრებმა გასცეს და 2004 წლის აგვისტოში, რესპუბლიკელთა წინასაარჩევნო შეკრებისას, ნიუ იორკში «გამწმენდი რიტუალების» სერია დაგეგმეს. როგორც ყოველკვირეულ წწწ.უსნეწს.ცომ-ს ერთ-ერთმა ალქაჯმა ტრეისი ლეიდმა განუცხადა, 31 აგვისტოს ნიუ იორკში სპეციალური «მაგიური» ცერემონია ჩატარდება, რომელიც ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

«სამშაბათს ღამით ჩატარდება დახურული რიტუალი, რომელიც, ვიმედოვნებთ, გამოიყენებს შეკრებით გამომუშავებულ ენერგიას, რათა ჯადოქრობით მოვაშოროთ ბუში ვაშინგტონს», _ განაცხადა ლეირდმა.

ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ჯორჯ ბუშ-უმცროსი მეორედ გახდა პრეზიდენტი, ვიკანელებმა უკვე თავიანთი სიმბოლიკის აღიარებასაც მიაღწიეს.

«ჯორჯ ბუშ-უმცროსის მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს, ვიკანელებმა შეძლეს თავიანთი სიმბოლიკის ოფიციალურად აღიარება, სამხედრო სასაფლაოებზე, საფლავებსა და მემორიალურ დაფებზე დასატანად. 2006 წლის ნოემბერში პენტაგრამა, როგორც ვიკანური რელიგიის სიმბოლო, შტატ დაკოტაში, ფერნლიში მდებარე ვეტერანთა სამხედრო მემორიალურ სასაფლაოზე გაჩნდა – 2005 წლის სექტემბერში ავღანეთში დაღუპული სერჟანტ პატრიკ სტიუარტის მოსაგონებლად».

მინდა, მკითხველს შევახსენო, რომ ალქაჯებთან ბრძოლაში არც აშშ ჩამორჩა ევროპას. მაგალითად, 1692 წელს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სალემში გამართული სასამართლოს შემდეგ 19 ადამიანი ჩამოახრჩეს, 1 ქვებით ჩაქოლეს და 175-200 ადამიანი ციხეში მოხვდა.

ინგლისური კანონების თანახმად, 1641 წელს ჯადოქრობა სისხლის სამართლის დანაშაული იყო. თუ სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი სისხლის სამართლის წარმოების ისტორიას გადახედავს, ნახავს, რომ საბჭოთა ქვეყნებში ჰომოსექსუალიზმიც კრიმინალი იყო და სიკვდილითაც კი ისჯებოდა. როგორც ჩანს, ქვეყნებს ძველი პრობლემები უბრუნდებათ: აშშ-ს _ ალქაჯების, ხოლო საქართველოს _ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა.

«1974 წლის ოქტომბერში სელენა ფოქსი ქმნის საკუთარ ორგანიზაციას «ვიკას წრე». ყველა რიტუალი ამის შემდეგ ტარდება ნაქირავები ფერმის, «მზიანი პრერიის» ტერიტორიაზე შტატ ვისკონსინში.

1978 წელს «ვიკის წრის ეკლესია» შტატის ხელისუფლებამ, ხოლო 1980 წელს კი ფედერალურმა ხელისუფლებამ, ოფიციალურად ცნო რელიგიურ ორგანიზაციად. 1985 წელს კონგრესის მოსმენისას, სელენა ფოქსის გამოსვლის შემდეგ ვიკას ეკლესია გათავისუფლდა გადასახადებისგან, ისევე, როგორც აშშ-ის სხვა რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც სახელმწიფომ ცნო.

ვიკას წრის რიტუალების ადგილი 1983 წლიდან ორგანიზაციის მიერ ნაყიდ ტერიტორიაზეა, რომელიც 200 აკრს ითვლის და ვისკონსინში მთა ხორივზეა განლაგებული, მას 1988 წლიდან ოფიციალურად ბუნებრივი ტყე-პარკის სტატუსი აქვს», – წერს ვლადიმეროვი სტატიაში.

ანუ თავიდან აშშ-მა ვიკანელები რელიგიურ ჯგუფად სცნო, ყველა უფლება მისცა, მაგრამ ახლა უკვე აღარ მოსწონს მისი თავხედობა. ვიკანელებს კი უკვე აღარ აინტერესებთ ხელისუფლების აზრი – ისინი, უბრალოდ, მრავლდებიან (როგორც ჩანს, წარსულში  მათ საწინააღმდეგოდ მომართული მრავალრიცხვოვანი ქმედებებისთვის სამაგიეროს იხდიან). ახლა კი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენ «გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ».

«ყველა ხმამაღალმა პროტესტმა, მათ შორის რამდენიმე დღის მანძილზე გაჟღერებულმა მუქარებმა ქრისტიანული ორგანიზაციების მხრიდან იმის შესახებ, რომ «მოეწყობა მარში ბაზასთან, რათა ხელი შეეშალოს რიტუალებს, რომლებმაც იძულებული გახადეს ჯარი, გაეძლიერებინათ ბაზის დაცვა», არანაირი მოქმედება არ გამოიწვია: წელიწადზე ოდნავ მეტის შემდეგ, 2000 წლის 27 ოქტომბერს უცნობებმა დაამტვრიეს ვიკანელთა საკურთხეველი ფორტ-ხუდეში, მაგრამ ამით ყველაფერი დასრულდა», _ ნათქვამია სტატიაში.

ალბათ, ხელისუფლებამ საკურთხევლის დამტვრევა იქაც დაგმო, მაგრამ ფაქტია, რომ ამით სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. ამერიკელები კვლავ განიცდიან თანამემამულეთა შორის «ალქაჯების» გამრავლებას. სიმართლე რომ ითქვას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ხშირად თავად ეწევა ამ ყველაფრის პოპულარიზაციას: ისეთი ფილმები, როგორებიცაა «ისტვიკელი ალქაჯები», «ალქაჯი ბლერიდან», «დიდი ინკვიზიტორი», «ალქაჯებზე მონადირენი», «საბრინა _ პატარა ალქაჯი», «მე ცოლად ალქაჯი მოვიყვანე» (1942 წლის ფილმი!) ინტერესს ახალგაზრდობაში უკვე იწვევს. როგორც ჩანს, ამჯერად დიდ ქვეყანას, რომლის ერთ-ერთი სიმბოლოც პენტაგონია, მაგიურ ძალებთან ბრძოლა მოუწევს.

Teraa-america.ru-ს მიხედვით

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here