Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბასილ მკალავიშვილი: ვეკითხები ცოლ-ქმარს _ ხიდაშელ-უსუფაშვილს და მათ მხარდამჭერებს: თქვენმა ვაჟმა...

მამა ბასილ მკალავიშვილი: ვეკითხები ცოლ-ქმარს _ ხიდაშელ-უსუფაშვილს და მათ მხარდამჭერებს: თქვენმა ვაჟმა სახლში რძლად მამაკაცი რომ მოგიყვანოთ, რა ჭკუაზე დადგებით?

841

ინტერვიუ გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ეკლესიის წინამძღვართან, მამა ბასილ მკალავიშვილთან.

_ მამაო, თქვენ ერთერთი აქტიური მონაწილე იყავით 17 მაისის აქციისა, რომელიც გაიმართა გეების წინააღმდეგ. რას გვეტყვით ამის შესახებ?

_ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ჩვენთან არს ღმერთი!

მე დაახლოებით 4 თვის წინ ინტერვიუში განვაცხადე, რომ მაისში ღვთისმგმობი რამ მოხდებოდა. გიგა ბოკერია, მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერი, რომელსაც ბოროტების მეტი არაფერი უკეთებია ერისთვის, ახლა თუ უზნეო ე. წ. საზოგადოების მოძრაობას ჩაუდგებოდა სათავეში, ვერ წარმოვიდგენდი. ამჟამად ბოკერიასა და მისი ცოლის მიზანი იყო, საქართველოში   დიდი პროვოცირება გამოეწვიათ. კერძოდ, ჩაეტარებინათ მამათმავლების, ლესბოსელებისა და სხვა ჯგუფების ზნედაცემულთა აღლუმი, შემდეგ კი წარედგინათ მოთხოვნა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით. «ნაცმოძრაობის» ოფისში დაიგეგმა ყველაფერი. მათი დიდი სურვილით, «სისხლი უნდა დაიღვაროს, ძალიან გვაწყობს თუ მსხვერპლი იქნება». ამით შეილახებოდა ახალი მთავრობის იმიჯი მსოფლიოს წინაშე.

ისმის კითხვა: სანამ უნდა მფარველობდეს ბოკერია ანტიმართლმადიდებლურ ორგანიზაციებს? ციხის ბუნტის დროს 8 პატიმრის სიკვდილი მის კისერზეა. ამ შემთხვევაში, ჩვენდა საბედნიეროდ და მათდა სამწუხაროდ, პოლიციის პროფესიული ქმედებით ყოველივე უმსხვერპლოდ დამთავრდა, რამაც წონასწორობა დააკარგვინა ბოკერიას, რამეთუ მისი დირექტივებით არ წარიმართა პროცესი.

_ მამაო, დარწმუნებული ხართ, რომ მათ ბოკერია ხელმძღვანელობდა?

_ გარწმუნებთ, ფაქტებსაც მოგახსენებთ. ლგბტ-ს წევრები პოლიციამ განარიდა იქაურობას და ზემო ფონიჭალისკენ წაიყვანა. ჩვენი მრევლის წარმომადგენელი შეესწრო, ერთ-ერთი მათი აქტივისტი როგორ ეკითხებოდა ბოკერიას, _ ბატონო გიგა, ახლა რა გავაკეთოთო. ეტყობა, ბოკერიამ ანიშნა, პუშკინის ქუჩით ადითო, რაც მათ გააკეთეს კიდეც. ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა დაფიქსირებულიყო მსოფლიოს დასანახად მათი მსვლელობა. ქართველი ერის ერთსულოვნებამ ეს არ დაუშვა. ბოკერიას გეგმით, მათ რუსთაველის პროსპექტი უნდა გამოევლოთ და თავიანთ გარყვნილ წარმოდგენას დაასრულებდნენ მთავრობის სახლის წინ, იქ, სადაც 9 აპრილს ნიჩბებით დაჩეხილი ადამიანების სისხლი დაიღვარა. ღვთის განგებით, მათ ვერაფერი მოახერხეს. მსხვერპლიც არ იყო. დღის ბოლოს, ბოკერიას ბრძანებით, ჩვენს მრევლში შემოგზავნეს სამი პიროვნება. სამთავეს ყველგან საყურეები ეკეთათ, ენაზეც კი. ისინი მრევლთან კონფლიქტში შედიოდნენ. იქ იდგნენ სხვა ახალგაზრდებიც, რომელთაც მათ მიაგეს საკადრისი, ხოლო პოლიციამ ისინი მეტროში შეიყვანა  და გააპარა. ეს კადრები ტელევიზიით იხილა საზოგადოებამ.

კატეგორიულად მოვითხოვ, ამდენი არეულობისა და ბოროტების ჩამდენი ბოკერია ჩამოშორდეს საზოგადოებას. იგი უნდა დააპატიმრონ, რათა პასუხი აგოს მართლმსაჯულების წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბევრ უსიამოვნებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

_ მამაო, გვახსოვს, რომ მარტო ებრძოდით თქვენს მრევლთან ერთად იეღოველთა და სხვა სექტებს. ამჯერად სხვა სამღვდელოებაც დაგიდგათ გვერდით, რომელთაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს პროცესებში. რით ახსნით?

_ ჩემო კარგო, ჩვენი მრავალჭირნახული საქართველო ტანჯვა-ვაებით მოაბიჯებს დღემდე. დღეს მეტად შეჭირვებულნი ვართ. 9-წლიანმა რეჟიმმა სულ უკან დაგვწია. ქვეყანა მაშინ არის ძლიერი, როცა მას მორწმუნე ხელისუფალი უძღვება, ასევე, როცა ერის სულიერი წინამძღოლი, ეკლესია, მოწოდების სიმაღლეზე დგას. დღეს კი ყოველი მხრიდან შემოტევაა და შეჭირვება, ამიტომ ერი და ბერი ერთად უნდა დადგეს და დაიცვას წინაპართა მონაპოვარი. მადლობა უფალს, რომ ამჯერად საპატრიარქოს გარკვეული ნაწილი, რომელსაც აწუხებს სამშობლოს ბედი, გამოვიდა ერის ზნეობისა და მართლმადიდებლობის სადარაჯოზე. განსაკუთრებით მეუფე იაკობი, რომელიც ბოლო დროს გამოირჩევა აქტიურობით, ერის სასიხარულო ქადაგებებით, ღმერთმა მისცეს ძალა, მადლი, წყალობა. დღესდღეობით იგი ყველაზე აქტიური, ჭეშმარიტი ეპისკოპოსია. შევევედრები უფალს, რაიმე ცუდი არ მოუწყონ მას.

_ მამაო, მართალია, სასულიერო პირები გამოვიდნენ, მაგრამ, საპატრიარქოს განცხადებით, მათ დასჯით დაემუქრნენ.

_ აქ გასაკვირი არაფერია. ვინც მეტ-ნაკლებად ჩახედულია სასულიერო საქმეში, ყველამ უწყის, რომ ჭეშმარიტი წმიდა მამები, რომლებიც მხოლოდ სიმართლეს ემსახურებოდნენ, ყოველთვის ისჯებოდნენ, როგორც საერო ხელისუფლებიდან, ასევე სასულიერო იერარქიის წარმომადგენელთაგან. მათი ცხოვრების თანამგზავრი იყო დევნილობა, პატიმრობა, განკვეთა ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვისთვის. მათ ისე ჰქონდათ გამჯდარი შინაგანად ღვთის მცნებების ერთგული მსახურება, წინააღმდეგობებს არ უშინდებოდნენ, ისევ აგრძელებდნენ თავიანთ საქმიანობას.

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, მთავრობამ ხომ არ დაუქნია მათ თითი?

_ წინა ხელისუფლება აშკარად ერეოდა საეკლესიო საქმეებში. უფრო სწორად, ისინი მართავდნენ სინოდის კრებებს და მათი მითითებით იღებდა საპატრიარქო დადგენილებებს. მაგალითისთვის საკმარისია გარეგინის ვიზიტი და სამარცხვინო გადაწყვეტილებების მიღება.

გასაკვირი არ არის, ახლადარჩეულმა ხელისუფლებამ იგივე კურსი გააგრძელოს. ეკლესიის როლი მოისუსტებს სარწმუნოების დაცვის საქმეში, ამიტომ გვჭირდება ჩვენ მსგავსი დავით აღმაშენებლისა, თამარისა, ვახტანგისა, ხოლო ეკლესიაში ამბროსი ხელაიას, კირიონის მსგავსი, სამწუხაროდ, ეს შემართება გვაკლია ჩვენ. თუ ვინმე ხმას გაიღებს, მართლაც უქნევენ თითს. მათ ვურჩევდი: ღმერთს მინდობილი ადამიანი ყველაზე ძლიერია. ვინც შემართებით იბრძვის, მას ერი უნდა დაუდგეს გვერდით. ჩვენი სახელოვანი მეფეები ეკლესიას ემორჩილებოდნენ, ყოველი საერო საქმის ან საბრძოლო მდგომარეობისას პატრიარქისგან იღებდნენ ლოცვა-კურთხევას.

_ ლგბტ დაჯგუფებას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უჭერენ მხარს. რით ახსნით ყოველივე ამას?

_ მე გული მტკივა ყოველივე ამაზე. სწორედ ეს ორგანიზაციაა, რომელიც ანგრევს ყოველგვარ ეროვნულს.

17 მაისს, ჩვენდა საბედნიეროდ, აქცია მშვიდობიანად, უმსხვერპლოდ დამთავრდა, რის გამოც ბევრი გაღიზიანდა. იქედან მოყოლებული, ტელეეკრანებს არ მოშორებია საქართველოს ისტორიის უცოდინარები და სარწმუნოების მტრები, მეტს ვერაფერს დავარქმევ ამ ფაქტს. მეტად საინტერესოა, მარტო ელიზბარ ჯაველიძის, რეზო ამაშუკელის და სხვათა, ღმერთმა დალოცოს, დასაცველია ჩვენი ქვეყნის ინტერესები? როგორ ამბობთ, 50-მდე დაუცველი პიროვნების წინააღმდეგ 30 ათასი გავეშებული ბრბო გამოდიოდაო! სულ დაგიბნელდათ გონება? 50 გარყვნილი დასაცველია და 30 ათასი, უფრო სწორად 4 მილიონი მართლმადიდებელი ბრბოა ან ჩარეცხილები, როგორც სააკაშვილი «ბრძანებდა»? ამის შემდეგ როგორ აცხადებთ, რომ ქართველები ხართ?

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ფიქსირდება იეღოველები საქართველოში. სულ რაღაც 60-65 წლის ისტორია აქვთ. ისინი უსინდისოდ აცხადებენ, რომ საქართველოში ქრისტიანობა XX საუკუნეში შემოვიდაო, მათ შემოსვლას უკავშირებენ. 65 წლის წინ იყვნენ ერთეულები, დღეს კი ათასობით არიან, კალიებივით მოედნენ მთელ საქართველოს. მაშინ მე ხმამაღლა ვაცხადებდი, მიგვეხედა ამ სექტისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი წალეკავდნენ საქართველოს, ბოლოს კი საპატრიარქოს კარზეც მიაკაკუნებდნენ. სავალალო ფაქტი სახეზეა. ჩვენ რომ იმათი მსვლელობა დავუშვათ ხვალ, ზეგ და ა.შ. უკვე იეღოველებივით გამრავლდებიან. აცნობიერებთ, 60-65 წლის შემდეგ, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით, ჩვენი მომავალი თაობა ამ სიბილწის მორევში აღმოჩნდება. თქვენ დღეს ეკრანებიდან მორალს გვიკითხავთ. ხვალ მაგ ეკრანებთან არ იქნებით, მაგრამ გარწმუნებთ, ღმერთთან მოგიწევთ წარდგომა. სწორედ თქვენნაირები აბრკოლებენ ერის წინსვლას. ასე ძალიან თუ მოგწონთ ის 50 ზნედაცემული, ჩაუდექით წინ, ბოკერიასა და მისი ცოლის ხელმძღვანელობით, და ატარეთ თქვენი აგარაკების ეზოში. თქვენი ე. წ. ცივილიზებული ევროპული გამოსვლებით ნუ აღიზიანებთ ხალხს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ე. წ. აღლუმის წინა დღეს მერიას ოფიციალურად მიემართა განცხადებით, გაუქმებულიყო მაგათი მსვლელობის ნებართვა. თუ ჭეშმარიტი ხელისუფალი ხართ და გაწუხებთ სამშობლოს ბედი, გაგეთვალათ, რომ მათ ქმედებას რეაქცია მოჰყვებოდა საზოგადოების მხრიდან და გაგეუქმებინათ ნებართვა. მაგრამ ეს იმიტომ არ გააკეთეთ, რომ გრანტები არ დაგეკარგათ, ელიტარულო საზოგადოებავ…

_ მამაო, ეს ორგანიზაცია დიდი ხანია ჩამოყალიბდა საქართველოში?

_ ამას წინათ გაზეთში წავიკითხე, რომ ნინია კაკაბაძე რაღაც ორგანიზაციის ჩამოყალიბებას აპირებდა. როგორც ირკვევა, სწორედ ეს არის ის ლგბტ ორგანიზაცია, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება და იმართება. 17 მაისს ამ გარყვნილების დაცვის საერთაშორისო დღე იყო. ყველა ქვეყანაში უნდა ეჩვენებინათ მაგათი ბინძური მსვლელობა. საბედნიეროდ, ეს საქართველოდან ვერ იხილეს.

მეტად სამწუხაროა, რომ სოდომ-გომორის ცოდვით დაცემულთ შეუერთდნენ მართლმადიდებლობის მტერი ვაიქართველები.

_ მამაო, როგორც ვიცი პარლამენტშიც ჰყავთ მათ დამცველები

_ როგორ არა. «ნაცმოძრაობის» თითქმის ყველა წევრი და ისინიც, ვინც «ქართულ ოცნებაში» მოღვაწეობენ, რომლებიც ყურადღებას და მზრუნველობას არ აკლებენ მათ…

_ მამაო, იქნებ დააკონკრეტოთ?

_ ახლავე მოგახსენებთ. სიმართლე რაც უნდა მწარე იყოს, უნდა ითქვას.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ტელევიზიით გამომწვევად აცხადებდა, რომ ეს მსვლელობა მაინც ჩატარდებაო. სწორედ ამ მოწოდებამ გააღიზიანა მოსახლეობა და იმიტომ გამოვიდა იმდენი ხალხი. მისმა მეუღლემ, თინა ხიდაშელმა, ხალხს გავეშებული ბრბო უწოდა. ვეკითხები ცოლ-ქმარს _ ხიდაშელ-უსუფაშვილს და ყველა მათ მხარდამჭერს: თქვენმა ვაჟიშვილმა სახლში რძლად მამაკაცი რომ მოგიყვანოთ, გვაინტერესებს, რა ჭკუაზე დადგებით? ის, რაც პირადად თქვენთვის მიღებულია, სხვასაც ნუ მოახვევთ თავს. თქვენი სავარძლები დროებითია. ხვალ მაქ სხვები იქნებიან. 17 მაისს ის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა 50 ზნედაცემულს კი არა, ფაქტობრივად, მსოფლიოს უზნეობას ებრძოდა.

_ მამაო, როგორც ცნობილია, დაიწყეს მათი მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვება, წარმოიდგინეთ, თითქმის 10 ათასამდე არიან

_ მე მგონი, 10 ათასი და 3 მილიონი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. აი, ვინც ხელს აწერს, ყველა შავ სიაშია, საშინელი განკითხვისთვის. დღეს ყველგან _ ქუჩაში თუ ტრანსპორტში _ მათ მხარდამჭერებს აკრიტიკებენ. ხალხნო, დაფიქრებულხართ, ვის იცავთ? ერმა აგირჩიათ თქვენ და ნდობის მანდატი მოგანიჭათ. ამართლებთ მაგ ნდობას? რაღაც მეეჭვება. მოგვიტევონ პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებსაც მართლაც აწუხებთ ქვეყნის ბედი და, როგორც შეუძლიათ, იბრძვიან კიდეც.

ახლა ვეცდები, მოკლედ შევეხო მართლაც უზნეო ბრბოს მხარდამჭერებს. ვითომ მწერლები: კოტე ყუბანეიშვილი, ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი (მეზღაპრე), ამჟამად განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, ძმები ბერძენიშვილები, ჟურნალისტი ია ანთაძე, დავით პაიჭაძე, ეკა კვესიტაძე, ეკა ბერიძე, ელენე ხოშტარია, «რუსთავი 2»-ის, მე-9 არხის წარმომადგენლები საკმაო დროს უთმობენ მამათმავლებს, მათ მხარდამჭერებს, მიიწვევენ სტუდიაში და ცალსახად წარმოაჩენენ ყოველივეს. ქულებს იწერენ სოროსთან. მოგმართავთ ჟურნალისტებო! წმიდა მამები გვასწავლიან: «გიყვარდეს მტერი შენი, ებრძოდე მტერს მამულისას, გძაგდეს მტერი უფლისა».

პრეტენზიებს აცხადებთ, ეს ჩვენთვის ღმერთის მიერ მოცემული უფლებააო. რომელ უფლებაზეა ლაპარაკი ან რომელ კონსტიტუციაზე, რომელიც სააკაშვილმა ათასჯერ შეცვალა და თავისთავზე მოირგო?

ღვთივბოძებული კანონები კი დიდი სჯულის კანონია მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დადგენილი, და წმიდა სახარება, რომელიც დოგმაა და არანაირ სიახლეს არ ექვემდებარება. უდიდესი მწვალებლები ექცეოდნენ მართლმადიდებელთა სასწაულებზე, თქვენ რა ხართ ასეთები, ასე გააფთრებით რომ ებრძვით უფალს!

ია ანთაძე აცხადებს, ქართველებმა ვერ ვისწავლეთ თანაცხოვრებაო. თითქმის მთელი მსოფლიო ჩვენთან დასახლდა თქვენივე ხელშეწყობით. რატომ მაშინ არ ატეხეთ ასეთი აჟიოტაჟი, როცა მეჩეთების მშენებლობის საკითხი წყდებოდა? როცა გაიყიდა სრულიად საქართველო და ღვთივბოძებული წყალი და ჰაერიც აღარ დაგვრჩა? იქნებ აქციის მეორე დღეს კანცელარიის წინ მომიტინგეები 15-20 კაცი რომ იდექით, ისინი წარმოადგენთ საქართველოს ან დავით ზურაბიშვილი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება და ქართული მართლმადიდებლობა ინფექციურ დაავადებად და სახადად გამოაცხადა? იქნებ გიგი თევზაძე, რომელსაც დიდი ილიას ინსტიტუტში მამათმავალი მასწავლებლები ჰყავს, რომლებიც სტუდენტებმა ცემეს, ინსტიტუტი გარყვნილების ბუდედ აქცია; თქვენ აცხადებთ, საქართველო დასცილდა მართლმადიდებლობას და ცივილიზაციასო. მამათმავალი უნდა იყო, ცივილიზებულ ელიტაში რომ მოხვდე და ნატოში შეხვიდე? ან უზნეო დეისაძე? ჩვენ იმიტომა ვართ გაუნათლებლები, რომ მათ გარყვნილ მსვლელობას ტაშით არ შევხვდით?

თქვენ, უმჯობესია, ზედმეტ ფილოსოფიას შეეშვათ, ხშირად წაიკითხოთ საქართველოს ისტორია და სჯულის კანონი. ამის შემდეგ ეგრე არ «იჭიკჭიკებთ». ტელევიზიები საკუთარ ბიზნესად და ამორალიზმის ბუდეებად აქციეთ.

აი, ჩემო ერო, ხელისუფლებაში სწორედ ის ხალხი მოვიდა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სააკაშვილს ედგა გვერდით და ზურგს უმაგრებდა. არ ვიცი, როგორ ერგებით ყველა ხელისუფლებას და ანგრევთ ერის მონაპოვარს, მაგრამ 17 მაისმა აჩვენა, რომ საქართველო არ გადაშენდება, ჰყავს მას დამცველნი. თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს ამას, ჩვენ, ხალხი, გავაკეთებთ.

_ მამაო, როგორც ვიცით, ისინი კვლავ აპირებენ აღლუმის ჩატარებას, სავარაუდოდ, ივლისში. თქვენ ისევ შეეწინააღმდეგებით?

_ როგორც მოგახსენეთ, მსვლელობა არ შედგა, რის გამოც მათ გრანტები დაკარგეს. ორგანიზატორები უსახსროდ დარჩნენ, ამიტომ ისინი კვლავ ეცდებიან, მოახდინონ ამ უზნეობის გამომზეურება. თუმცა მსვლელობა არ მოუწყვიათ,  მაგრამ 24 მაისს, პოლიციის გაძლიერებული კორდონის თანხლებით, თავისი პოზიცია დააფიქსირეს. წაგვიბილწეს დედა ენის ძეგლი. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვიქნებით იქ, სადაც საჭიროა, და წინ აღვუდგებით ყოველგვარ სიბილწესა და გარყვნილებას.

ე.წ. პატრიოტები ჩააგონებენ პოლიციას, რომ მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ წყლის ჭავლი, ხელკეტები და დაეშალათ ქართველები.

მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს: სჯობს, სამსახური მიატოვოთ, ვიდრე ხელი აღმართოთ მართლმადიდებელზე, რამეთუ თქვენი სული, გული, კაცობა ქართული გენიდან მოდის, ამიტომ მოიქეცით 17 მაისს ისე ღირსეულად.

გთხოვთ, გაამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ეს ზნედაცემულნი სრულიად საქართველოს შეურაცხყოფენ. სხვას რას უნდა მივაწეროთ მათი პროპაგანდა, სამარცხვინო გამოსვლები. ამიტომ მთელი ერი უნდა დავდგეთ ერთად. ძალა ერთობაშია. ხმა ღმრთისა, ხმა ერისა.

_ მამაო, თქვენ იქ ჭინჭრებით მიხვედით. რას ნიშნავდა ეს?

_ ჭინჭარი იყო სიმბოლო მამათმავლების წინააღმდეგ მიმართული, როგორც დამსუსხავი და ამომძირკველი ყოველგვარი უზნეობისა. თუმცა ზოგიერთი აღნიშნავს, ჭინჭრით დასუსხვა გარკვეულწილად მკურნალიაო, ღმერთმა ქნას განიკურნონ.

მივმართავთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს: ყოველგვარი ეს სიბილწე მიუღებელია ჩვენთვის. მას ჩვენი ერის საღი ნაწილი ვერ შეეგუება. გთხოვთ, თქვენი მეშვეობით წერტილი დაუსვათ ერის გადაგვარების ქმედებებს, სწორედ ამაზე ოცნებობს ამერიკა.

იმ შემთხვევაში კი, თუ მთავრობა კვლავ დაუშვებს მათი სიბილწის წარმოჩენას, გარწმუნებთ, არ აგვცდება სოდომ-გომორის სასჯელი.

მოვუწოდებ ქართველ ხალხს, წინ აღვუდგეთ ყოველგვარ უმსგავსობას, რათა დავიცვათ «ენა, მამული, სარწმუნოება».

ღმერთმა დაგლოცოთ!

ესაუბრა

გიორგი მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. ბიჭმა რომ ბიჭი მოიყვანოს რძლად და გოგომ გოგო, ეს არავის არ უნდა და ისე ეთანხმებიან… რატომ ეთანხმებით თუ თქვენმა არ გინდათ შვილმაც იგივე გაიმეოროს?! ვინც ეთანხმებით ჰომოსექსუალთა პროპაგანდას, ზუსტად ისეთ შვილებს გისურვებთ!!!

  2. მიუღებელია ნამდვილად ყველა მართლმადიდებლისტვის ეს წესები და უფალს ვტხოვოტ გონზე მოიყვანოს ფულისაგან გაზუზულაქებული ადამიანები ,მადლობა უფალს იმისატვის რომ უმეტესობა ასე არ ფიქრობს

  3. ღმერთმა გაგაძლიეროთ მამა ბასილ.დიდხანს იცოცხლეთ.გვეიმედებით.

  4. მამა ბასალი ამყოფოს ღმერთმა დიდხანს. ამა ადამიანის წყალობითაა რომ დამპალმა სექტანტებმა ვერ მოიკიდეს საქართველოში ფეხი და ვერ პიდერები მოიკიდებენ. და ხალხი კი ამ გულანთებულ ქართველ კაცს აქილიკებს.
    მიდი მამაო ესე გააგრძელე.
    ჩვენთან არს ღმერთი!

  5. ყოველთვის ვაკვირდებოდი მამა ბასილის ქმედებებს და გამოსვლებს. ჩემის აზრით უნიკალური მოვლენაა ქართული ეკლესიის ისტორიაში. გმართმა გააძლიაეროს!

  6. ჭეშმარიტი მოძღვარი! ყოველთვის უშიშრად ამბობს სიმართლეს, ყოველთვის შესტკივა გული სარწმუნოებაზე და ქართველ ერზე! ღმერთმა გააძლიეროს!

  7. ჯერ ერთი, დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი ერს და ბერს არ აურჩევია, ეს ბიძინას გადაწყვეტილება იყო, ერი და ბერი აირჩევს
    ღირსეულ ადამიანებს: საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს!

  8. უფალმა გააძლიეროს სრულიად საქართველო და უმრავლოს მსგავსი ჭეშმარიტი მოძღვრები.რაც შეეხება სოდომ–გომორის საშინელი ცოდვის დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მტრების სამწუხაროდ, ამას ვერასოდეს შეძლებენ.ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანიც რომ დარჩეს კურთხეულ ქართულ მიწაზე, მანამ იქნება დაცული ქრისტეს წმინდა სახელი.ჩვენი მომავლისთვის ვიბრძოლოთ ქართველნო, ქრისტეს წმინდა ეკლესიისათვის და სულიერებისათვის. უფალო დიდება შენდა.ამინ.

  9. ან მათი ვაჟი შევიდეს სხვის ოჯახში რძლად,იქნებ უკეთესი გამოსავალია…

  10. ტავსაც გავწირავ ტუ საწირო გახდა, ცემი სვილები დაუცველია,

  11. შექსპირი -‘"ყველა შენსავით რომ მოიქცეს კაცობრიობა სამოც წელში
    გადაშენდება"ქართველები ამ უკუღმართობას აცდებიან ანუ ამ უკუღმართ ქორწინებას სანამ ჩენამდე მოვა ეს სენი მანამ კაცობრიობა ამის წინააღმდეგ წავა ღმერთის შემწეობით

  12. მოგეხსენებათ მძიმე ცოდვა მძიმე სნეულებაცაა! სნეულების დანერგვა და თავს მოხვევაც უმძიმესი ცოდვა და ავადობაა! ასეთი ადამიანები აღრიცხვაზე უნდა აიყვანოს ჯანდაცვის მესვეურებმა და უმკურნალონ, თუ ეს შესაძლებელია!

  13. მაგრად უნდა დავდგეთ ქართველები,არ უნდა დავუშვათ მსგავსი აღლუმები და აღვირახსნილობები. მიწები ხომ დავკარგეთ და ღირსებას მაინც ნუღა დავკარგავთ. ოდესღაც გაგვიჭირდება ჩვენი წინაპრებისთვის თვალებში შეხედვა და ეს იქნება ნამდვილი ჯოჯოხეთი! გაგვიჭირდება თვალი გავუსწოროდ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს და ეს იქნება ნამდვილი სირცხვილი! სირცხვილი ,რომელსაც ვეღარაფერი ჩამორეცხავს! დავანებოთ თავი იმას,სხვას რა მოსწონს. ,,ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთვნოდეს!!!"

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here