Home რუბრიკები საზოგადოება აუცილებელია, კანონმდებლობით აიკრძალოს სოდომიისა და გარყვნილების პროპაგანდა

აუცილებელია, კანონმდებლობით აიკრძალოს სოდომიისა და გარყვნილების პროპაგანდა

570

17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს თითქმის ყველა გავლენიანი გამოცემა გამოეხმაურა. მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულება ლგბტების მიმართ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია. ნეგატიურ მუხტს აღვივებს ხელისუფლების მიერ სოდომისტების მიკერძოებულად წახალისება, რაც უკიდურესად არასახარბიელოდ მოქმედებს «ქართული ოცნების» რეიტინგზე. «საქართველო და მსოფლიომ» საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს დაუსვა შეკითხვა _ მათი აზრით, საჭიროა თუ არა კანონი, რომელიც აკრძალავს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას და სოდომიის, გარყვნილების პროპაგანდას? ჩვენს რესპონდენტებს ასევე ვკითხეთ _ დაუჭერენ თუ არა მხარს «ქართული ოცნების» კანდიდატს, თუკი ხელისუფლება გააგრძელებს მართმადიდებელ ქრისტიანთა ხარჯზე სოდომისტების პარპაშის წახალისებას?

სანდრო ბრეგაძე, მოძრაობა «ეროვნულების» ერთერთი ლიდერი:

_ ჩემი აზრით, გარყვნილების პროპაგანდა ისედაც აკრძალული უნდა იყოს, მაგრამ, თუ ამას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, ალბათ, ლოგიკურია, რომ ეს ცვლილებები სასწრაფოდ შევიდეს კანონში.

რაც შეეხება მეორე კითხვას, არ ვარ ჩამოყალიბებული, თუ რომელ კანდიდატს დავუჭერ მხარს.

_ თუ დაუჭერთ მხარს ისეთ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც წინააღმდეგი არ იქნება, ვთქვათ, ერთსქესიანთა ქორწინებების ან აღლუმების ჩატარების?

_ მე მხარს დავუჭერ ისეთ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ეროვნულ ნიადაგზე იდგება.

ნიკოლოზ მჟავანაძე, ადვოკატი, არასამთავრობო ორგანიზაციის «უფლებადამცველთა გაერთიანება» თავმჯდომარე:

_ კანონმდებლობა ისეთი უნდა იყოს, რომ არ ხდებოდეს გარყვნილების პროპაგანდა, რაც დღეს საქართველოში ხდება. ჩვენთვის ცნობილია, რომ დასავლეთ ევროპაში აქტიურად მსჯელობენ ინცესტის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. შვედეთისა და დანიის პარლამენტში იმაზე ფიქრობენ, რომ ინცესტი განიხილებოდეს, როგორც ახალი გენდერული კავშირი. აი, აქამდე მივიდა ევროპა! დროა, ავირჩიოთ, _ საით მივდივართ. თუ დღეს იმის უფლებას მივცემთ სექსუალურ უმცირესობებს, რომ თავისუფლად ატარონ აქციები და აღლუმები (რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ამათ სურთ), შემდეგში დაიწყება საუბარი ერთსქესიანთა ქორწინებებზე, ინცესტზე და სხვა გარყვნილებებზე, რომელთა დაკანონებაზე ევროპაში უკვე აქტიურად იბრძვიან. აუცილებელია ჩვენს კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები და აიკრძალოს გარყვნილების პროპაგანდა, რისკენაც პატრიარქიც მოუწოდებს ხელისუფლებას.

მიხეილ სააკაშვილის პერიოდშიც კი არ მომხდარა, რომელიმე სასულერო პირისთვის ბრალი წაეყენებინოთ, თუ არ ჩავთვლით ეკლესიისგან განკვეთილ მამა ბასილ მკალავიშვილის დაკავებას. აქედან გამომდინარე, ესაა სირცხვილი. დასავლეთი რასაც გვეტყვის, ყველა შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ?! 

«ქართული ოცნება» თუკი ასეთ პოლიტიკას გააგრძელებს, დაკარგავს რეიტინგს საზოგადოებაში და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ შემდეგ არჩევნებზე მათ სრული ფიასკო ემუქრებათ. ის, რომ მათ ავტორიტეტი უკვე შეერყათ, ნაძალადევის მაჟორიტარობის არჩევნებმაც გვიჩვენა. ისინი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ, სანამ ასეთ პოლიტიკას გააგრძელებენ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ დიდი ფილოსოფია არ სჭირდება იმას, რომ ამ კანონის მიღება აუცილებელია. სამწუხაროდ, ამ ბოლო წლებში გარყვნილების პროპაგანდა ძალიან გაძლიერდა. ამის წინააღმდეგ სერიოზული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. რაც შეეხება რელიგიას, ეს ისეთი რამ არის, რაც სათუთ მოპყრობას საჭიროებს. სახელმწიფოსა და რელიგიას შორის არსებობს შეთანხმება _ კონკორდატი და, თუ ჩვენ დავიცავთ ამ პრინციპებს, რომლებიც ამ შეთანხმებითაა განსაზღვრული, სპეციალურად ახალი კანონის მიღება საჭირო აღარ იქნება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ნაკლებად აქცევენ ყურადღებას სხვისი რწმენის პატივისცემის საკითხებს.

ცხადია, საზოგადოების დიდი ნაწილი რელიგიას მიიჩნევს ისეთად, რომელიც საჭიროებს ფაქიზ მოპყრობას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ ან ლანძღავენ და ა.შ., რაც გამოწვეულია გარკვეული თავისუფლების ტალღით, რომელიც დასავლეთიდან მოდის.

ამით გალაღებულმა ქართველი საზოგადოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეკლესიის აუგად მოხსენიება დაიწყო. ინტერნეტში ხშირად აყენებენ შეურაცხყოფას პატრიარქს. მსგავს რამეს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს, ისევე, როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა წერტილი დაესვას იმ აღვირახსნილობას, რომელიც დღესდღეობით საქართველოში მიმდინარეობს.

თვითონ «ქართული ოცნების» ზოგიერთი წარმომადგენლის ან ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები, რომ საქართველო ყველა უმცირესობის უფლებებს დაიცავს, ასეთი თამაში იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნო, მისაღები არაა. შეხედეთ, საფრანგეთში რა ხდება. მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა და  მოითხოვა პრეზიდენტ ოლანდის გადადგომა, რომელმაც მიიღო კანონი ერთსქესიანთა ქორწინებასა და ბავშვის აყვანის უფლების შესახებ. ასე რომ, ნუ ვიქნებით რომის პაპზე უწმინდესნი.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სისუსტეა, როდესაც აკრედიტებული ქვეყნის ელჩები გიბარებენ და თითს გიქნევენ. რატომღაც ეს დიპლომატები არასდროს შეკრებილან სააკაშვილის ბანდიტური ქმედებების წინააღმდეგ 9 წლის განმავლოაბაში და დღეს გაახსენდათ კონსტიტუცია და კანონები. ეს კონსტიტუცია და კანონები ნორმალურობას უნდა იცავდეს და არა ასეთ აღვირახსნილობას. რატომღაც ჩვენი ევროპელი დიპლომატები დაბეჯითებით იცავენ იმას, რის წინააღმდეგაც გამოდის მილიონზე მეტი ფრანგი და სხვა ქვეყნების აღშფოთებული საზოგადოება.

რაც შეეხება პრეზიდენტის კანდიდატურის მხარის დაჭერას, არც ვაპირებდი მისთვის მხარი დამეჭირა. და საერთოდ, ჩემი აზრით, არ ღირს ამ არჩვენებში მონაწილეობა. თუკი «ქართული ოცნება» და ბიძინა ივანიშივილი ასეთი გამონათქამების გაკეთებას გააგრძელებს, ცუდად დაამთავრებენ. რატომღაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ასეთი პოზიცია მისაღები იქნება ქართული საზოგადოებისთვის. პირიქით, ამით შეიძლება მან ის ამომრჩეველიც დაკარგოს, რომელიც ჰყავდა.

გოგა ხაინდრავა, კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი:

_ კანონი, რომელიც აკრძალავს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას და სოდომიის, გარყვნილების პროპაგანდას, აუცილებლად მისაღებია, რათა ამ პროპაგანდით ჩვენი ახალგაზრდობა არ გაიხრწნას. დღეს ყველაფერი დაშვებულია. ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიცაა მართლმადიდებლობა საქართველოში და რომელზეც დგას დღეს სახელმწიფო და იდგა 2000 წლის განმავლობაში, ვერ ეგუება გარყვნილების, სოდომისა და გომორის პროპაგანდასა და აფიშირებას.

მეორე კითხვა არაკორექტულად მიმაჩნია. არ ვთვლი, რომ ხელისუფლება ახალისებს ასეთ ფაქტებს. არა მგონია. ხელისუფლება აქ არაფერ შუაშია.

_ ყოველ შემთხვევაში, მხარს უჭერს. რომელიმე კანდიდატი თავის წინასაარჩევნო პროგრამაში თუ ჩაწერს, რომ ლოიალური იქნება სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ და ერთგვარად წაახალისებს კიდეც მათ ქმედებებს, ამ შემთხვევაში რამდენად მისაღები იქნება თქვენთვის ეს კანდიდატურა?

_ ჩემი აზრით, ამ თემაზე საუბარი ნაადრევია. ბუნებრივია, ყველა ამომრჩეველი თავის არჩევანს გააკეთებს, როცა გაერკვევა კანდიდატების საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამაში. დღეს ამაზე საუბარი, ჩემი აზრით, უაზრობაა. ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც სოდომიის პროპაგანდისტი იქნება, მხარდაჭერას ვერასდროს მიიღებს საქართველოში.

როლანდ ჯალაღანია, გაზეთ «ილორის» რედაქტორი:

_ გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი რიგ ქვეყნებში უკვე მიიღეს. ახლა მიიღო რუსეთის რესპუბლიკის ქვედა პალატამაც. ინტერპრეტაცია ასეთი აქვს ამ კანონს: მოზარდი თაობის გამრყვნელი ქმედებების წინააღმდეგ მიმართული კანონი, რომელიც, აუცილებელია, ზუსტად ამ კონტექსტით მიიღონ საქართველოშიც.

რაც შეეხება იმას, დავუჭერ თუ არა მხარს «ქართული ოცნების» საპრეზიდენტო კანდიდატს, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ არ დავუჭერ! ეს არაა ქართული სინამდვილე. ქართული საზოგადოებისთვის ცხვირში ამის ტენვა არ შეიძლება. ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში და ნურც ნურავინ შემოგვივარდება. ქუჩაში რომ გამოდიან და თავიანთ ორიენტაციას თავს რომ გვახვევენ, ჰკითხონ საკუთარ თავს: მათი მშობლები რომ მათნაირები ყოფილიყვნენ, მოევლინებოდნენ ქვეყანას?! კი ამბობენ, ავადმყოფები არ ვართო, მაგრამ მგონია, რომ გენეტიკური შეცდომის შედეგნი არიან. იყვნენ თავისთვის და ჩვენ ნუ მოგვახვევენ საკუთარ აზრს. «ქართულ ოცნებას» მათ მიმართ მხარდაჭერას ვერ მოვუწონებ. ჩემთვის მთავარი არაა, პენსია მომემატოს, რა თქმა უნდა, ესეც არსებითია, მაგრამ მთავარი მაინც მორალია და ზნეობა. რაც მივიღე მამა-პაპათაგან, ის უცვლელად უნდა გადავცე შვილებსა და შვილიშვილებს.

ირინა სარიშვილი, პარტია «იმედის» ლიდერი:

_ ეს კანონი უკვე უნდა არსებობდეს, უბრალოდ, აქამდე გარყვნილების, ცოდვის პროპაგანდის ასე აშკარა მცდელობაც არ ყოფილა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები უცოდველები არიან, ლაპარაკია ამ ცოდვბის პროპაგანდაზე. ეს კანონი ისევეა საჭირო, როგორც მკვლელობის და ნებისმიერი სხვა დანაშაულის ცოდვის იდენტურობის აკრძალვა. კანონი ჩვენთან კრძალავს ყველაფერს, რაც ხელყოფს ადამიანს ამა თუ იმ ფორმით, იქნება ეს ქურდობა, მკვლელობა, უბრალოდ, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ა. შ. ცოდვისა და გარყვნილების პროპაგანდაც არის ადამიანის უფლებების ხელყოფა.

არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს, მათ შორის «ქართული ოცნებისაც», არ დავუჭერ მხარს, თუკი ხელისუფლება გააგრძელებს მართლმადიდებელ ქრისტიანთა ხარჯზე სექსუალური უმცირესობების წახალისებას, და მას ამ საკითხზე ჩემთვის მისაღები პოზიცია არ ექნება.

ვიქტორ ცაავა, გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე:

_ რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ, აუცილებელია. დღეს, როცა გლობალიზაცია ასე მასიურად გვიტევს, ამ კანონის მიღებით ქართულ ფსიქოლოგიას, ქართულ ადამიანობას დავიცავთ, რომ არ დავიკარგოთ გლობალიზაციის მორევში.

თუკი ხელისუფლება გააგრძელებს მართლმადიდებელ ქრისტიანთა ხარჯზე სოდომისტების პარპაშის წახალისებას, მხარს არ დავუჭერ «ქართული ოცნების» საპრეზიდენტო კანდიდატს. ჩვენ წინა ხელისუფლება იმიტომ გადავაგდეთ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგმლი ჰქონდა, და ამ ხელისუფლებას, თუ იმავე გზას გააგრძელებს, მხარს კი არ დავუჭერთ, წინამორბედის ბედს დავუჩქარებთ.

მოამზადა

ლილი მიროტაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here