თუ გსურს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცე, ისეთი სისულელე უნდა “დააბრეხვო”, როგორიც მარიხუანის მოწევის ლეგალიზაციაა. მაგრამ ეს თემა საქართველოში არის თავის გამოჩენის საშუალება, საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად კი საჯაროდ უნდა აღიარო, რომ წლების წინათ ვიღაც ვნებიანად მოგაშტერდა ან მეტიც _ გაგაუპატიურა.
ამერიკელი ქალი, 44 წლის აიანა ჯექსონი, სწორედ ასე მოიქცა. მან 25 წლის შემდეგ უჩივლა რეპერ თუფაქს, რომელმაც ქალი თავის მეგობრებთან ერთად გააუპატიურა. იმხანად აიანა 19 წლისა იყო (1993 წელს), მასაჟის გასაკეთებლად სასტუმროში დადიოდა აწ გარდაცვლილ რეპერ თუფაქ შაკურთან. თავიდან მხოლოდ ვფლირტაობდითო და, როცა “მასაჟის” დრო დადგა (ეს მეორე მისვლაზე იყო), ოთახში რამდენიმე კაცი შემოვარდა და “დაამასაჟა” მასაჟისტი “მსხვერპლი”. თუფაქმა პირდაპირ უთხრა: ჩემს მეგობრებს უნდა გავუზიარო შენი თავიო. იმათაც “გაიზიარეს”.
რეპერს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ გისოსებს მიღმა მხოლოდ 9 თვეს დაჰყო. 3 წლის შემდეგ, 1996 წელს, კი მოკლეს გაურკვეველ ვითარებაში. მოკვდა ისე, რომ დანაშაული არ უღიარებია.