Home რუბრიკები პოლიტიკა ზაალ კასრელიშვილი: დათა ახალაიას ბოლოდროინდელი განცხადება სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას უკავშირდება

ზაალ კასრელიშვილი: დათა ახალაიას ბოლოდროინდელი განცხადება სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას უკავშირდება

887

«საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია «კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის» თავმჯდომარე, პოლიტოლოგი _ ზაალ კასრელიშვილი.

 

_ ზაალ ბატონო, რას ნიშნავს დათა ახალაიას ბოლოდროინდელი განცხადება და რაღა მაინცდამაინც ახლა მოხდა ეს ყოველივე, როცა 19 აპრილის ყბადაღებულ აქციამდე სამი დღეღა დარჩა? ახალაიამ, ფაქტობრივად, დაადასტურა ის, რაც თქვენ არაერთხელ გითქვამთ, კერძოდ, ლაფანყურის სისხლიან სპეცოპერაციაში საქართველოს ხელისუფლების მთავარი ფიგურა იყო გია ლორთქიფანიძე!..

_ დავიწყებ იმით, რაც სახარებაში წერია, _ არა არს რა დამალული, რაიცა არა განცხადდეს!.. ლაფანყურის ოპერაცია რომ პროვოკაცია იყო, ეს იმთავითვე ჩანდა და ეს სპეცოპარაცია ჩავარდა იმიტომ, რომ ხელისუფლების შიგნით არსებობდა ძალიან სერიოზული დაპირისპირება. ლაფანყურის დიდი ხნის განმავლობაში შეუფერხებლად და კარგად მუშაობდა, მაგრამ მოაწყვეს ისე, რომ მაინცადამაინც ბოლო ჯგუფზე და თან არჩევნების წინ მოხდა ჩავარდნა; თუმცა მე და ჩემი თანამოაზრეები ადრეც მივიჩნევდით და ახლაც მივიჩნევთ, რომ ახალაიებსა და მერაბიშვილს შორის ეს არ იყო მხოლოდ პიროვნული დაპირისპირება და დაპირისპირება რეალურად დაიწყო მათ პატრონებს შორის. სულ თავიდან ახალაიებსა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირება იმაზე აგორდა, თუ რომელი დაჯგუფება უფრო ახლოს იქნებოდა მიხეილ სააკაშვილთან და ვინ უფრო გაძლიერდებოდა სააკაშვილის ფრთის ქვეშ.

_ ძალიან დელიკატური თემაა, მაგრამ დათა ახალაიასა და ვანო მერაბიშვილს შორის ხომ არ იყო დაპირისპირების მიზეზი ქალი? მეტად ფრჩხილებს ვეღარ გავხსნი, დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველაფერს ხვდებით!..

_ რასაკვირველია, ვხვდები… დაპირისპირების საგნად და საბაბად შეიძლება ბევრი რამ დასახელდეს _ ქალი, ფული, პირველობის მოპოვების სურვილი, მაგრამ მე ისევ იმ აზრზე ვარ, რის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, _ მთავარი არის ის, რომ დაიწყო ახალაიების, მერაბიშვილისა და სხვათა პატრონების დაპირისპირება!.. საქმე ისაა, რომ «ნაცმოძრაობა» არასოდეს ყოფილა ერთიანი იდეისა და აზრის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ძალა, ეს იყო და არის ძალა, რომლის წევრებსაც აქვთ ერთადერთი მიზანი: იყვნენ ხელისუფლებაში!.. ამ მიზნის მისაღწევად ისინი, როგორც წესი, ყველაფერზე მიდიოდნენ და მიდიან!.. «ნაცმოძრაობის» წევრების ერთ ჯგუფს პატრონობს სომხური ლობი, მეორე გავლენიან ჯგუფს პატრონობს ებრაული ჯგუფი, მესამეს _ თურქეთის სპეცსამსახურები, ხოლო მეოთხეს ევროპაში ჰყავს პატრონები(!!!)…

_ შეგიძლიათ ამ ჯგუფების წევრების ჩამოთვლა?

_ რა თქმა უნდა, ჩემთვის ამის გაკეთება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას!.. ხომ ამდენი ლობი და სპეცსამსახური პატრონობდა და აკონტროლებდა «ნაცმოძრაობას», მაგრამ სანამ მათი მიზანი იყო სააკაშვილის დახმარება და გაძლიერება, ისინი იყვნენ ერთად, რათა სააკაშვილს თავისი კერძო ინტერესები ქართველი ერისა და საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ გაეტარებინა. როგორც კი სააკაშვილი დასუსტდა, მაშინვე ლობებმა დაიწყეს თავიანთი ინტერესჯგუფების გაძლიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ავტომატურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აი, ეს არის თავი და თავი და დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

_ ზაალ ბატონო, დათა ახალაიას წერილი, რომელიც «ფეისბუქზე» გამოქვეყნდა და რომელშიც მან ვანო მერაბიშვილს ხელი დაადო, შეშინებული კაცის მიერ დაწერილი წერილია? ახალაიებს ჩეჩნებმა ლაფანყურის გამო ვერდიქტი გამოუტანეს? იქნებადა, იმ ტერორისტი პაპასკირისა არ იყოს, დათა ახალაიასაც ურჩევნია, ციხეში ჩაჯდეს, ვიდრე ვიღაც კავკასიელმა ქუჩაში ყელი გამოსჭრას?

_ რა თქმა უნდა!.. როგორც ჩანს, დათა ახალაია უფრო დაფიქრებულად და მიზანმიმართულად მოქმედებს!.. პაპასკირივით მან ძმა ჩასვა ციხეში, ახლა კი თვითონ სიმართლის გარკვევას აპირებს, რადგან მიხვდა, რომ ორივე ძმას განაჩენი აქვს გამოტანილი და თან იმასაც მიხვდა, რომ ლაფანყურის ოპერაციით ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა ახალაიების დაჯგუფება გაწირეს!.. ლაფანყურის ოპერაციამდე ახალაიების დაჯგუფება მიხეილ სააკაშვილის ორბიტაზე ისე გაძლიერდა, რომ ყველას დისკომფორტი შეუქმნა, _ უგულავასაც, ბოკერიასაც, მერაბიშვილსაც, სააკაშვილსაც!.. სააკაშვილი ახალაიებს არასდროს  მიიჩნევდა მაღალი დონის ადამიანებად, მაგრამ იძულებული იყო, მათთან ეთანამშრომლა, როგორც შემსრულებლებთან. დროთა განმავლობაში ახალაიებმა შემსრულებლების როლის თამაში იუკადრისეს და «ნაცმოძრაობაში» მოგვევლინნენ, როგორც დამგეგმავები და თავიანთი ორბიტის შემქმნელები. ამან ყველა გააღიზიანა და მოხდა ის, რაც მოხდა.

_ დათა ახალაიას წერილს ვანო მერაბიშვილი ჯერჯერობით დუმილით პასუხობს, რა ხდება?

_ ასე დუმდა და დღემდე ხმას არ იღებდა დათა ახალაიაც, მაგრამ ხომ ვხედავთ, დაჰკრა ვანო მერაბიშვილს!.. მე ძალიან მეეჭვება, რომ ეს ამბავი ასე ჩაიფარცხოს და დამთავრდეს!.. დაიმახსოვრეთ, თუ ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის გარეშე ხდება, ანუ დათა ახალაია სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე ებრდღვნა ვანო მერაბიშვილს, მაშინ ახალაიები მალე სააკაშვილსაც დაარტყამენ, ხოლო, თუ ეს ყველაფერი სააკაშვილთან არის შეთანხმებული, მაშინ იცოდეთ, რომ მერაბიშვილი და უგულავა გაწირულები არიან!..(!!!) ორივე შემთხვევაში მომგებიან პოზიციაშია დათო ბაქრაძის დაჯგუფება!..(!!!)

_ ამ ბოლო დროს სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაციაზე ალაპარაკდნენ და რა ხდება?

_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ «ნაცმოძრაობის» ლიდერებში, უფრო კონკრეტულად კი მერაბიშვილი-უგულავას დაჯგუფებაში, ასევე მიხეილ სააკაშვილის დასავლელ პატრონებში და სხვა დაჯგუფებებში, რომელთაც სააკაშვილი პრობლემებსაც უქმნიდა და საფრთხეებსაც, ამ ბოლო დროს რაღაც ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა!.. საუბარია მიხეილ საააკაშვილის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე. ეს დაჯგუფებები მიიჩნევენ, რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, რადგან მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ შევარდნაძესავით კრწანისის რეზიდენციაში დაჯდება და გაჩუმდება. მათ აქვთ შიში, რომ სააკაშვილი არ მოისვენებს და გამწარებული ყველაფერს ილაპარაკებს. ამდენად, მათი აზრით, აუცილებელია სააკაშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია!.. ერთი სიტყვით ამ სამი მიმართულების ინტერესები, გინდა არ გინდა, ერთმანეთს ემთხვევა და ეს კი სააკაშვილისთვის დიდი საფრთხის მატარებელია!.. დააკვირდით, მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო ხშირად არის დატოვებული დაცვის გარეშე… ველოსიპედით რომ შეეჯახა ტრაილერს, მაშინაც დაცვის გარეშე იყო, ანუ ვიღაცის უჩინარი ხელი მიშას დაცვის გარეშე ტოვებს და ეს რით შეიძლება დამთავრდეს, ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს!..

ჩვენი თანამოაზრეების ყურამდე მოაღწია ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ კავკასიელ მებრძოლთა შორის უკვე დაწყებულია გარკვეული მოძრაობა…

_ ვერ გავიგე, ზაალ ბატონო!..

_ საუბარია იმაზე, რომ ის ზემოხსენებული დაჯგუფებები კავკასიელ მებრძოლთა შორის ეძიებენ ისეთს, ვინც მათ დავალებას შეასრულებს!.. ჩვენმა თანამოაზრეებმა ამის შესახებ ყურმოკვრით შეიტყვეს თუ არა, ჩვენ ეს ყველაფერი მაშინვე გავახმაურეთ. მე მიმაჩნია, რომ დათა ახალაიას ბოლოდროინდელი განცხადება სწორედ სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას უკავშირდება და ეს ყველაფერი ერთი ტალღიდან მოდის. დარწმუნებული ვარ, დათა ახალაიამ იცის, რაც ხდება და ამიტომაც გააკეთა ეს განცხადება.

მინდა გითხრათ, რომ მან მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, ანუ დათა ახალაია ახლა რასაც აკეთებს, ეს არის სწორი ნაბიჯი და ის მოქმედებს თვითგადარჩენის ინსტიქტიდან გამომდინარე. დათა ახალაია კავკასიელების წინაშე, ფაქტობრივად, თავს იმართლებს, რომ ლაფანყურის სისხლი, კავკასიელი მებრძოლების სისხლი არ არის მისი და მისი ძმის კისერზე. თუ უნდათ, რომ გადარჩნენ, ახალაიებმა უნდა დაასახელონ ლაფანყურის სისხლიან პროვოკაციაში მონაწილე ყველა ქართველი მაღალჩინოსანი!.. ამით ისინი გადაირჩენენ თავს, გადაარჩენენ თავიანთ ოჯახის წევრებს და გადაარჩენენ საქართველოსაც მოსალოდნელი ტერაქტებისა და უბედურებისგან!..

ესაუბრა
ლუკა აბუსერიძე 

1 COMMENT

  1. "…გადაარჩენენ საქართველოსაც მოსალოდნელი ტერაქტებისა და უბედურებისგან"!..

    გარეწრების გამო, რომლებმაც საქართველოს უამრავი უბედურება დამართეს, ეს კაცი უკვე მერმდენედ ემუქრება საქართველოს ტერორისტებით!
    ძალიან კარგი, თუ ასე გინდათ, გამოსცადეთ ქართველი ხალხი…ღვთის შემწეობით, ამასაც გადავიტანთ… აფხაზეთიც არ დაივიწყოთ, პანკისიც, სადაც თქვენი ლტოლვილი ოჯახები შევიფარეთ და, თუ ერთ მშვენიერ დღეს ქართველებმა რუსებთან "მეგობრობა" ამჯობინეს ჩეჩნებთან "ძმობას", საკუთარ თავს დააბრალეთ!

  2. უნდა დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი მიძრაობა "ნაციონალური მოძრაობის" ასაკრძალათ. "მიშღორის" ლიკვიდაცია აწყობს მის თანამზრახველებს რომ თავისი ცოდვებიც ამ საქონელს დააბრალონ. ეს აწყობს რუსეთსაც რომ, მასთან თანამშრომლობა საიდუმლოთ დარჩეს, აწყობს ცოლსაც რომ საქართველოდან მოპარული თანხები შერჩეს. აწყობთ მის ხარჭებსაც რომ მიშას სიბინძურე ჩამოირეცხონ. მიშღორი ყველგან დაძირულია, რაც დათესა იმას მოიმკის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here