Home რუბრიკები პოლიტიკა ბილწთ არ შევეკვრი ზავითა!

ბილწთ არ შევეკვრი ზავითა!

693

არა გაზრდილი პენსიახელფასების, განახევრებული დენის თუ გაზის ტარიფების და სხვა დაპირებული სოციალური სიკეთეების გამო, არამედ, პირველ რიგში, დაკარგული სამშობლოს დაბრუნების იდეის გარშემო გაერთიანდა ქართველი ერი და უპირობოდ მიენდო «ქართულ ოცნებას»; იქამდეც კი, რომ «ბიძინამ იცის, ალბათ, ასეა საჭიროო» არგუმენტით ისეთ პარტიებსა და, მცირედი გამონაკლისების გარდა, ისეთ პერსონებს მივეცით ხმა, რომლებიც უკვე პოლიტიკურ მორგში ეყარნენ და მხოლოდ ბალზამირებაღა აკლდათ!

მართლაც, 1 ოქტომბერს «ქართულმა ოცნებამ» ის შედეგი დადო, რომელსაც ერთი წლის წინ ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა _ არჩევნების გზით შეიცვალა სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი და გვეგონა, მყისიერად, მეორე დღესვე უპრობლემოდ დაიწყებოდა სამართლიანობის აღდგენა. და რაკი სამართლიანობის აღდგენას, ივანიშვილისვე მრავალგზისი ხაზგასმით, მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდებოდა, ხოლო ეკონომიკა-სამუშაო ადგილების აღდგენა-შექმნას დრო და ფინანსები, გვეგონა უცბად მოგვარდებოდა პირველი, მაგრამ ასე არ მოხდა!

რადგანაც…

ივანიშვილის (დიახ, პირადად ივანიშვილის, რადგან მას მიეწერება პიროვნულად არჩევნების მოგება, ასევე ყველა შეცდომა თუ გადაცდომაზეც თვითონაა პასუხისმგებელი და არა «ქართული ოცნების» ჭრელი შემადგენლობა) პირველი და ყველაზე დიდი შეცდომა, რომლის მტკივნეულ შედეგებსაც ახლა ვიმკით და მომავალში კიდევ მეტს მოვიმკით, ის იყო, რომ უკრიტიკოდ მიიღო ამერიკელების მიერ «შემოგდებული» თეზა, გნებავთ პარადიგმა, რომ თურმე 1 ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზოციის გამარჯვება, «ნაცების მიერ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებადათმობა», სააკაშვილის ხელისუფლების «დემოკრატიულობის» დამსახურებაა და არა ქართველი ხალხის «განწირული სულისკვეთებისა».

რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება, რომ ამ თავსმოხვეული «კოაბიტაციის» გარდა, არსებობს ობიექტური ფაქტორები, რომლებიც «ნაცმოძრაობის» თუ მისი წინამორბედი მოქალაქეთა კავშირის (რაც თვისობრივად ერთი და იგივეა) დროს ჩადებული ნელი მოქმედების ნაღმებია, რომელთაგან ზოგიერთს უსაფრთხოების რგოლი მოგლეჯილი აქვს და საშინელი აფეთქების მომასწავებლად წივიან!

ერთერთი ასეთი ნაღმი 1999 წელს ჩაიდო, როდესაც ევროსაბჭოში სასწრაფოდ გაწევრების სანაცვლოდ, მაშინ ჯერ კიდევ შევარდნაძის გვერდით მდგომ . . ახალგაზრდა რეფორმატორთა მეცადინეობით, რომელსაც ზურაბ ჟვანია ედგა სათავეში, დაუფიქრებლად (იქნებ პირიქით?) იკისრეს .. თურქი მესხების მასიური ჩამოსახლების, ასევე . . სექსუალური უმცირესობების  უფლებების დაცვის და . . ნაცუმცირესობათათვის, სადაც ისინი კომპაქტურად სახლობენ, მათი მშობლიური ენებისთვის (ძირითადად, სომხური და აზერბეიჯანული იგულისხმება) .. რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების ვალდებულებები!

ხედავთ, რამდენჯერ მომიწია ე.წ.-ის გამოყენება და ახლა _ ის, თუ რა ამუშავდა უკვე და რა შეიძლება ამუშავდეს იმ ვალდებულებებიდან, რომლებიც უკვე ბიძინა ივანიშვილის თავში საცემი გახდება!

ერთი ასეთი ნაღმი უკვე ამოქმედდა და საქართველოში სომხური დიასპორის თავკაცმა თბილისში თურქების მიერ სომხების გენოციდისადმი მიძღვნილი ძეგლის დადგმა მოითხოვა!

იმის მერე, რაც ამერიკელების მითითებითა და რუსეთის გასაღიზიანებლად ჩერქეზთა გენოციდს აღიარებ, რა ლოგიკით უნდა უთხრა უარი სომეხ თანამემამულეებს იმაზე, რაც ლამის მთელ ცივილიზირებულ მსოფლიოს, დიდი ხანია, აღიარებული აქვს?

არადა, საქართველოს მიერ მსგავსი ძეგლის დადგმას, როგორც ჯაჭვური რეაქცია, მყისიერად მოჰყვება ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების მხრიდან  სომხების მიერ აზერბაიჯანელების გენოციდის აღიარების მოთხოვნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს დანასისხლად გადაკიდებული ერები, არა მხოლოდ საქართველოში ვეღარ იცხოვრებენ მშვიდობიანად, ანუ ვეღარ იკოაბიტაციებენ, არამედ ამ ყველაფერმა შეიძლება სრულიად კავკასიაში გამოიწვიოს არეულობა ჩვენი დიდი მეზობლების, თურქეთრუსეთის, ჩართვით!..

რაც შეეხება უფრო ახლო პერსპექტივას, ჯავახეთის ახალქალაქის საკრებულოს რესპუბლიკური პარტიის დეპუტაციამ, ვინმე მოვსესიანის მეთაურობით, საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად წარადგინა მოთხოვნა, ჯავახეთში სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონის განხილვაზე! 

ახლა ვინმეს სჯერა, რომ მსგავსი რამ ჯავახეთის თვითმმართველობის დეპუტატების თვითშემოქმედებაა და ცენტრთან, რესპუბლიკური პარტიის თბილისის ოფისთან არ არის შეთანხმებული? პარტიის, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა და რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მოასწრო და უკვე განაცხადა, რომ საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევს აღებული ვალდებულებების რატიფიკაცია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ევროინტეგრაცია არ მოხდება.

ხომ წარმოგიდგენიათ, საით მიჰყავთ საქართველო? იმავეს მოითხოვენ ქვემო ქართლის აზერბეიჯანელებიც.

ამ ყველაფერს, მოკლედ, საქართველოს საბოლოოდ დაშლისთვის საფუძვლის მომზადება ჰქვია! უფრო ვრცლად კი…

უკვე იმასაც მოვესწარით, რომ ლტოლვილთა მინისტრი, დავით დარახველიძე, იმის გამო აცვეს ჯვარს, რომ გაბედა და ხმამაღლა განაცხადა, ქართველ კაცს, ქართველი ქალი მინდაო რძლად და, თუ რაჭველიც იქნა, ხომ უკეთესიო. სულ ქსენოფობი თუ სიძულვილის ენით მოლაპარაკე უძახეს ჩვენმა ლიბერასტმა «ენჯეოშნიკებმა» _ აღარაფერს ვიტყვი რობიკო სტურუაზე, რადგან საქართველოს რომ ქართველი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს, ამის სურვილიც კი ფაშისტობად ითვლება!

თითქმის იმავე მიზეზით არ დანიშნეს სახალხო დამცველად 7  ქართველის(!!!) მამა _ დიმიტრი ლორთქიფანიძე, როგორ თუ გეი-პარადებისა და ერთსქესიანი ქორწინებების მომხრე არა ხარო!

ერთი სიტყვით, ათიათასობით «თურქი მესხის» ექსპანსია, ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება, სომხურაზერბაიჯანული ენებისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭება, სომეხთა და შემდეგ აზერბაიჯანელთა გენოციდის ძეგლების დადგმა და კიდევ ვინ იცის, ხვალ რა ვალდებულებებს შეგვახსენებენ ჩვენი ევროპელამერიკელი «მეგობრები». გვინდა კი ქართველებს, რომ ევროინტეგრაციის სანაცვლოდ, ანუ იმისთვის, რომ ამაყად განვაცხადოთ _ «მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი», ამ იაფფასიანი მატრაბაზობისთვის ასეთი ძვირი საფასური გადავიხადოთ?

ეს შეკითხვა შეგნებულად დავსვი _ ამ ლიბერასტებმა ევროპასაც ისე მოაბეზრეს თავი ყოველგვარი გარყვნილების დაკანონება-პროპაგანდით, რომ, პირველად პაპიზმის ისტორიაში, არაევროპელი პაპი აირჩია წმინდა კონკლავმა; უფრო მეტიც, პაპი ფრანცისკი იეზუიტთა ორდენის წევრია. ორდენის, რომელიც გამოირჩევა სიმკაცრით ყოველგვარი გარყვნილების, პირველ რიგში, სოდომ-გომორის ცოდვათა, ანუ პედერასტობის მიმართ!

არადა, როდესაც ბენედიქტე XVI გადადგა, მაშინვე აღავღავდნენ მსოფლიო ლიბერტარიანული ძალები, რომ ახლა სულ  სხვა, ლიბერალური მსოფლიოა და დროა, რომ პაპის ტახტზეც ლიბერალი კარდინალი დაჯდესო, ანუ, სხვა სიტყვებით, იმის იმედით ელოდნენ თეთრი კვამლის ამოსვლას, რომ ერთსქესიანი ქორწინებების პანდემიას, რომელიც მთელ მსოფლიოშია მოდებული, ბოლოს და ბოლოს ვატიკანიც მისცემდა კურთხევას და «შეყვარებულ წყვილებს» კათოლიკურ ეკლესიებში დასწერდნენ ჯვარს!

მაგრამ ეტყობა, კათოლიკურ კონსერვატულ წრეებშიც გააცნობიერეს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგანაც ის, რაც დღეს ხდება მსოფლიოში ლიბერასტების ტოტალური შეტევის სახით ყოველივე ზნეობრივი ნორმების მიმართ, სხვა არაფერია, თუ არა დეგენერატთა სწრაფვა თვითგანადგურებისკენ!

მოკლედ ვატიკანს თავის გზაზე გაუმარჯოს და ჩვენ კი ჩვენსას მივხედოთ. რამდენჯერაც მოგვთხოვენ კოაბიტაციას პირწავარდნილ რეჟიმთან თუ სხვა უკეთურობის ჩადენას «ევროპელობის» სახელით, იმდენჯერ შევახსენოთ ჩვენს «ლიბერასტ» ამაგდარებს, _ ბილწთ არ შევეკვრი ზავითა!

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. უგულავა ისე მართალს ამბობს!
    ოცნებამ გაგვიცრუა იმედები!!!
    უგულავას მილიონები აქვს შეჭმული და ეს ვერ დაიჭირა!!!
    ხალხმა ჩვენი პროტესტი უნდა გამოვხატოთ!!!!

  2. უგულავა ისე მართალს ამბობს!
    ოცნებამ გაგვიცრუა იმედები!!!
    უგულავას მილიონები აქვს შეჭმული და ეს ვერ დაიჭირა!!!
    ხალხმა ჩვენი პროტესტი უნდა გამოვხატოთ!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here