Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს _ ბატონ დავით უსუფაშვილს საქართველოს პარლამენტის წევრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს _ ბატონ დავით უსუფაშვილს საქართველოს პარლამენტის წევრებს

590

ბატონო თავმჯდომარევ!

პატივცემულო პარლამენტის წევრებო!

მოგეხსენებათ, თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო ღრმავდება გლობალისტური პროცესები, რასაც ჩვენი პლანეტის ერებისთვის, შეიძლება ითქვას, მოაქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგებიც. ცხადია, ეს პროცესები გვერდს ვერ აუვლის ჩვენს სამშობლოსაც და, რაც დრო გადის, მით უფრო აქტუალური და საშური ხდება ისეთი ეროვნულსახელმწიფოებრივი ინსტიტუციების შექმნა, რომლებიც მეტნაკლებად მაინც უზრუნველყოფს კოლხურიბერიული (ქართველური) მოდგმის კულტურულისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და მეტიც, ეროვნულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ საფუძველზე მის შემდგომ განვითარებასაც. თქვენთვის, რა თქმა უნდა, კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენს ერს, საკუთარი ენობრივკულტურული თვალსაზრისით, გააჩნია უდიდესი სიმდიდრე. ეს სიმდიდრე დაუნჯებულია ჩვენსავე უნიკალურ ენობრივ ტრიადაში (ქართულში, მეგრულჭანურსა და სვანურში). უწინარესად, ამ ენებშია გამოხატული ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი იდენტობა, ჩვენი განსხვავებულობა. არადა, აშკარაა, რომ ქართველურ ენებს ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები გლობალისტური ტენდენციების პირობებში ემუქრება გაქრობის საშიშროება. ასე რომ, წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე მოვალენი ვართ, ვიღონოთ ყველაფერი მის შესანარჩუნებლად. ქართული სახელმწიფო მოვალეა, უპატრონოს ამ საუნჯეს.

აქვე გვსურს, შევეხოთ ჩვენთვის (და არამარტო ჩვენთვის) მეტად მტკივნეულ საკითხს. სამწუხაროდ, მავანნი ჯიუტად კამათობენ იმაზე, _ უძველესი, უმდიდრესი და უმშვენიერესი მეგრული ენა საერთოდ არის თუ არა ენა, თუმცა გენიალურმა ნიკო მარმა ჯერ კიდევ როდის ბრძანა: «მეგრული ენა არის მეგრული ენა; იგი ლინგვისტურად არ არის კილო, არც დიალექტი». იმავეს ბრძანებდნენ უდიდესი კორიფეები ჰომეროსის ეპოქიდან მოყოლებული დღემდე. არ დაგიმალავთ, ჩვენთვის არც ესაა სადისკუსიო და საკამათო საკითხი. აქ ისედაც ნათელია ყველაფერი. ვიმედოვნებთ, ასეა თქვენთვისაც. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, თქვენ, ვინც ქართველი ერის მიერ არჩეული ბრძანდებით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, აცნობიერებთ პასუხისმგებლობას მშობელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის წინაშე და გააკეთებთ მაქსიმუმს მისი თვითმყოფადობის უპირველესი გამოხატულების _ ქართველურ ენათა გადასარჩენად. ვიმეორებთ: ქართული სახელმწიფო ვალდებულია, ეს გააკეთოს, ხოლო, რაც შეეხება ყბადაღებულ «ევროსაბჭოს კონვენციას», ჩვენს სპეციფიკურ სინამდვილეში მხოლოდ დამატებით არგუმენტად თუ გამოგვადგება. საერთოდ მიგვაჩნია, რომ კონვენციების არსებობა კი არ უნდა განაპირობებდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებს, არამედ ჩვენივე ერისა და ქვეყნის მარადიული სასიცოცხლო და სტრატეგიული ინტერესები. დრო არ ითმენს. არსებობს პრობლემა, მაშასადამე, არსებობს პრობლემის მოგვარების აუცილებლობაც. მისი იგნორირება უსათუოდ შეგვიყვანს ჩიხში და მიგვიყვანს საერთო ეროვნულ ტრაგედიამდე.

მხოლოდ რიტორიკა რომ არ გამოგვივიდეს, თქვენ წინაშე შემოვდივართ ინიციატივით: პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში და უახლოეს საპარლამენტო სხდომებზე განხილულ იქნას ჩვენ მიერ აქტუალიზებული საკითხი და საკანონმდებლო დონეზე მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ქართველურ ენათა დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩამოყალიბების თაობაზე. ვფიქრობთ, რომ დეპარტამენტმა, თავის მხრივ, უნდა შექმნას სპეციალური კომისია, რომელშიც უნდა შევიდნენ ქართველურ ენათა აღიარებული სპეციალისტები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიამ უნდა შეძლოს ისეთი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება, რომლის რეალიზებაც უზრუნველყოფს ქართველურ ენათა შენარჩუნება-განვითარებას.

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ!

პატივცემულო დეპუტატებო!

იმედია, ახალი ხელისუფლება, პირველად ისტორიაში, აიღებს პასუხისმგებლობას ქართველურ (ქართულ, მეგრულ-ჭანურ, სვანურ) ენათა გადარჩენასა და განვითარებაზე. ამით ის უთუოდ აღასრულებს უდიდეს ისტორიულ მისიას და უფლისათვის სათნო საქმეს.

პატივისცემით,

ზურაბ კვარაცხელია,

სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

ვლადიმერ ლუკავა,

ბააკა თოდუა,

რევაზ ფიფია,

ბორის ბულია,

გიზო მესხია,

რევაზ ბაღათურია,

ხატია ჯანაშია,

ზაალ ჯალაღონია,

ზაზა ჯალაღონია,

შალვა აფხაზავა

 

1 COMMENT

  1. სეპარატიზმის სუნი ტრიალებს,თუ მეგრული ენაა მაშასადამე არის მეგრელი ერი, ერი თუ არის სახელმწიფოც უნდათ ე.ი.უნდა სამეგრელო გამოვაცხადოთ, აფხაზეთის მსგავსად,სახელმწიფოდ? ეს გინდათ? ეს ხომ მასონური გეგმაა რას აკეთებთ ხალხო ღმერთის არ გეშინიათ?, გაქრობა მთლიან ქართულ ენას ემუქრება ბრიყვებო! არ იცით?, რომ მასონურ ებრაული გეგმით მსოფლიოში ერთი ენა, ერთი სარწმუნოება და საზღვრების გარეშე მსოფლიო უნდა იყოს? რამდენს გიხდიან ამის საფასურად?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here