Home რუბრიკები პოლიტიკა ახრჩოლებული შუქურა, ანუ დაგვეხსენი, ძია სემ, რა გვაქვს შენთან...

ახრჩოლებული შუქურა, ანუ დაგვეხსენი, ძია სემ, რა გვაქვს შენთან საზიარო?

707

წერილის სათაური აკაკის სტრიქონების პერიფრაზია მისი ერთ-ერთი გამოუქვეყნებელი ლექსიდან «ნაძალადევ საქმროს». აბა, «როსტომიჩმა»  რა იცოდა, რომ საუკუნეების განმავლობაში ვერ მიადგა იმდენი ზიანი  ქართულ ცნობიერებას, სულიერებას, ეროვნულ მენტალიტეტს, მართლმადიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ბოლოს და ბოლოს, ქართულ დემოგრაფიას, რამდენიც ზოგადად დასავლეთთან და კონკრეტულად ჩვენს «მეგობარ» ამერიკასთან სულ რაღაც 20-ოდე წლის ინტენსიური ფლირტაობისას!..

არადა, იყო დრო, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, როდესაც ჩემი, უაღრესად ამერიკანიზებული თაობა, ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე, მართლაც, როგორც უანგარო მეგობრებს, ისე უყურებდა შეერთებულ შტატებს! უფრო მეტიც, საბჭოთა საქართველო, 15 მოკავშირე რესპუბლიკათა შორის, ყველაზე ანტისაბჭოურად და, შესაბამისად, პროამერიკულად განწყობილი რესპუბლიკა იყო და «ამერიკის ხმასა» თუ «რადიო თავისუფლებასთან» ღამენათევებს გულუბრყვილოდ გვჯეროდა, რომ ამერიკელები, ბოროტების საბჭოთა იმპერიის ნანგრევებზე «ოქროს სარაიას» აგვიშენებდნენ ქართველებს!

ძია სემის მომხიბვლელობიდან ქართველების განხიბვლის პროცესი ლამის საბჭოეთის დაშლისთანავე დაიწყო, რამაც კრიტიკულ ზღვარს დღეს მიაღწია და არა მგონია, იანკების შელახულ იმიჯს რაიმე ეშველოს, რადგან «სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო», ნათქვამია!

ჯერ იყო და პოსტსაბჭოთა საქართველოს პირველ, ეროვნულ ხელისუფლებას ჩაუდგა კრიჭაში ამერიკის მეთაურობით მთელი დასავლეთი და «დინების საწინააღმდეგოდ მცურავი» ზვიად გამსახურდია მოაშთეს; მერე  შევარდნაძის ხელისუფლებას აცალეს 10 წელი, სანამ გამოზრდიდა უბეში «ახალგაზრდა რეფორმატორებს», დასავლეთის უპირობო მარიონეტებს, როგორც ქართველი კაცი იტყოდა, ყურმოჭრილ ყმებს და «ვარდების რევოლუციაც» გაგვითამაშეს…

და დადგა ნანატრი ჟამი ლიბერასტობისა საქართველოში _ ყოველივე ეროვნულის, ტრადიციულის, მართლმადიდებლურის მნგრეველი და წამბილწველი, მიშნაცების ქართველთმოძულე, ფაშისტურ-სადისტური რეჟიმის ზეობის ხანა დაიწყო!

9 წელიწადი სულს უბერავდნენ დასავლეთიდან სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ (დაბლიუ) ბუშმა დემოკრატიის შუქურა უწოდა საქართველოს და მის პრეზიდენტს ოქროს ბიჭუნას ეძახდნენ თეთრ სახლში, მიუხედავად იმისა, რომ კასტრირებული კონსტიტუციის, ნულოვანი ტოლერანტობით გადავსებული ციხეების, იმავე ციხის ბუნტის სასტიკი ჩახშობის, ქუჩებში ათობით დახვრეტილი ბიჭის, 7 ნოემბრის აქციის და ტელეიმედის დარბევის გამო, დემოკრატიის შუქურა მოკლე ხანში მყრალი ჭრაქივით ახრჩოლდა, ევროპა-ამერიკა მაინც მშვიდად «უპრავებდა» ყველაფერს, რასაც კი მოისურვებდნენ მანიაკი მარიონეტები!

ამერიკიდან წაქეზებულმა, დაუსჯელობაში დარწმუნებულმა სააკაშვილმა წამოიწყო ცხინვალის ავანტიურა, რის შედეგად დეიურედაც დავკარგეთ (ვაი თუ სამუდამოდაც) ტერიტორიები და, უპირველესად, ამ მიზეზით,  ჰალსტუხის მლოღვნელი და გორში ცხვირით მიწისმხვნელი პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით, 2009 წელს აგორებული აქციებისას დასავლეთიდან კვლავ კბილებით დაიცვეს  დემოკრატიის ვარსკვლავბიჭუნა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოდ მაშტაბური, პერმანენტული აქციებისას  ბევრიც გვჟეჟეს, პლასტიკური ტყვიებით თვალებიც დაგვთხარეს,  ეროვნული სტადიონი მაინც გავავსეთ მთელი დასავლეთის «დინგი დუნიის დასანახავად»…

ამის შემდეგ იყო 26 მაისს რუსთაველზე გალეწილი სისხლიანი კალო, რომელსაც მწვანე შუქი ამერიკის მაშინდელმა ელჩმა, ჯონ ბასმა, აუნთო საკუთარი უგვანო განცხადებით და შედეგად, ასობით  ნაცემ-ნაწამები, წვიმიან ქვაფენილზე ერთმანეთის მიჯრით თევზებივით დაყრილი, დაბორკილი დემონსტრანტები და სახურავებზე შეყრილი მიცვალებულები!

არავის ჰქონდა იმის იმედი, რომ სააკაშვილი 26 მაისს ერთი მუჭა მომიტინგეების მოთხოვნით გადადგებოდა, მაგრამ აბსოლუტური პოლიტიკური სტაგნაციის ჟამს, რაც ისევ დასავლეთიდან შემოგდებული რვიან-ექვსიანების კლოუნადისა და ადგილობრივი არჩევნების იწილო-ბიწილოს გამო სუფევდა, «სახალხო კრების» მიერ ორგანიზებული პროტესტი, როგორც მინიმუმ, ქართველი საზოგადოების  ლიტურგიული ძილიდან გამოყვანას ისახავდა მიზნად!

 თუმცა დამდგარი ტრაგიკული შედეგებიდან გამომდინარე, რომლის ამსახველმა კადრებმა მთელი ცივილიზებული სამყარო შეძრა, იმის იმედი გააჩინა, რომ ბოლოს და ბოლოს დასავლეთიდან ადეკვატური რეაქციები წამოვიდოდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე! დასავლეთმა არც ამჯერად დაიჯერა «თბილისის ცრემლების» _ კვლავ პილატესებრი დუმილი ან, უკეთეს შემთხვევაში, ქეთრინ ეშთონების თუ მანუელ ბაროზოების წკავწკავი არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ, თორემ დანარჩენი  «დემოკრატიულ აჟურში» იყოო; მათ შორის, მეორე დღეს, იქვე, სადაც «კვლავ გადარეცხეს სისხლი ქვაფენილს», ჯალათი პრეზიდენტის მიერ სამხედრო აღლუმის მიღებაც…

ტყუილად დაღვრილი სისხლი არ არსებობს და 26 მაისს მანქურთი ჯალათების მიერ დაღვრილმა სისხლმა იმავე წლის ოქტომბერში ჰპოვა გამოძახილი _ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც 2011 წლის 7 ოქტომბერს მართლაც ტექტონიკური ძვრები გამოიწვია ქართულ  პოლიტიკაში, თავადვე განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების მიღების  ერთ-ერთი ფაქტორი, გნებავთ, ბოლო წვეთი, 26 მაისი იყოო!

 მოქალაქეობის ჩამორთმევას, ქართუ ბანკის ანგარიშების გაყინვას და იმავე ბანკის კალვერას ბანდის სტილში დაყაჩაღებას და დიქტატორული რეჟიმის სხვა, მყისიერ ქმედებებს თავი რომც დავანებოთ, სატელიტური ანტენების დაპატიმრება, ანუ ინფორმაციის მიღების დაბლოკვა, წესით, ისეთი მიუღებელი რამ უნდა ყოფილიყო დემოკრატიის მამებისთვის, რომ სააკაშვილისთვის საჯაროდ უნდა აეხიათ ავტორიტარული ყურები…

მაგრამ დასავლეთიდან არა თუ კვლავ დუმილის, არამედ გაუგონარი ცინიზმის მოწმენი გავხდით, როდესაც მიშნაცების «დედობილი», ჰილარი კლინტონი, ბათუმში ჩამოვიდა და ქართული დემოკრატიის წინგადადგმულ ნაბიჯებზე უტიფრად ისაუბრა, მან ამით ამერიკის ადმინისტრაციის სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისადმი უპირობო მხარდაჭერას გაუსვა ხაზი!

ეს ხაზი, ვერც ციხის გამაოგნებელმა კადრებმა შეაცვლევინა ამერიკას და სააკაშვილთან უნისონში საუბრებით ბოლო მომენტამდე კბილებით იცავდა მას _ დასავლეთიდანაც ისმოდა, რომ ასეთი რამეები სხვაგანაც მომხდარა და რომ მთავარი, ამ შემთხვევაში, სააკაშვილის მიერ გატარებული დროული «ორგვივოდები» იყო, ორიოდე მინისტრის განთავისუფლების სახით. დასავლეთმა და ამერიკამ მხოლოდ მას შემდეგ «დაზადნეს», რაც სექტემბრის ბოლოს ქუჩაში გამოსული ლამის მთელი თბილისი იხილეს.

თუმცა ბოლომდე ხელი მაინც არ აუღიათ ცოცხების სკანდალში გახვეული რეჟიმის ფარულ მხარდაჭერაზე _ დღე და ღამეს ასწორებდნენ აშშ-ის საელჩოში, რათა როგორმე ოპოზიციის სახით მაინც შეენარჩუნებინათ «ნაციონალური მოძრაობა», რისი დასტურიც თუნდაც ის იყო, რომ ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი თავად ჩაბრძანდა საარჩევნოდ ყველაზე «ცხელ» სამეგრელოში, როგორც აღმოჩნდა, ლამის სეხნია, როლანდ ახალაიას მხარდასაჭერად!

ამერიკელების დამსახურებაა, რომ ნაცები, რომელთაც რეიტინგული პულსი არ ესინჯებათ, 40%-ით შევიდნენ ახალ პარლამენტში! ანუ, თუ ადრე სააკაშვილი თავად ნიშნავდა საკუთარ ოპოზიციას, ახლების, ლეიბების თუ ქდმ-ის სახით, ახლა ამერიკელებმა დაგვინიშნეს ქართველ ხალხს ოპოზიციად ნაცბანდა და მისი ვადაგასული პრეზიდენტი!..

უფრო მეტიც, სააკაშვილის მიერ აშენებულ დემოკრატიას ჩაუწერეს აქტივში ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების შესაძლებლობა, რაც ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხება იყო, რადგანაც იმავე ხალხმა კარგად დაინახა ხაშურის მაგალითზე, თუ რაზე იყვნენ წამსვლელები «ნაცები», რომ არა ერთმუშტად შეკრული, გაბრაზებული ქართველი ხალხი!

რატომ სჩადიან ამას? ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, პასუხი ნათელი და მარტივია _ ზოგადად დასავლეთი და კონკრეტულად აშშ, ზვიად გამსახურდიადან დაწყებული, საქართველოში ყოველივე ეროვნული შეფერილობის მოვლენას ჩანასახსივე ებრძვის!

მიუხედავად რესპუბლიკელების, თავისუფალი დემოკრატების, ერთი სიტყვით, კოალიციაში შემავალი მკვეთრად პროდასავლური პარტიებისა, ამერიკას «გონივრული ეჭვი» უჩნდება, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის მიერ გარკვეული დროით ოსტატურად მორგებული ანტურაჟია. არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი იმდენად უცოდინარი იყოს, რომ სოხუმ-ცხინვალის დაბრუნებაზე (თუ მართლა იღვწის ამისთვის) რუსეთის კეთილი ნების გარეშე ოცნებობდეს. ნების, რომელსაც ძალისძალად, ერთად აღებული აშშ-ევროპაც ვერ შეაცვლევინებს რუსეთს!

ამერიკელების მითითებითვე მგონია ნაცების «კუჭის აშლა» კონსტიუციაში საგარეო კურსის უცვლელობის დაფიქსირების მიმართ, რაც, იმის გარდა, რომ პრაგმატულად უაზრობაა, ისედაც გაუგონარი აბსურდია, რადგანაც…

 უცვლელი საგარეო კურსი მხოლოდ მიცვალებულს აქვს!..

აი, მაშინ, როდესაც «ნაგამი ვპირიოდ» გაგიდებენ მხარზე და ამქვეყნიდან იმ ქვეყანაში უცვლელი საგარეო (სასაფლაოსკენ მიმავალი)  კურსით მიგაბრძანებენ!

ამას გარდა, არავინ იცის, ხვალ რა მოხდება. უფრო სწორად «გუშინდლიდან», ანუ ვლადიმერ პუტინის ხელმესამე გაპრეზიდენტებიდან, ვიდრე «ხვალემდე», ყოველმა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ, როგორც მინიმუმ, უახლოესი 12 წელიწადი სოხუმ-ცხინვალის გასაღები არა თუ კრემლში იდება, არამედ პირადად ვალოდია პუტინის ყელზე ეკიდება!..

ჰოდა, ხვალ რომ მოხდეს სასწაული (მეუფე სერაფიმეს აზრით, სოხუმ-ცხინვალის დაბრუნება მხოლოდ ღვთის სასწაულით თუ მოხდება) და რუსეთმა რაღაცის სანაცვლოდ, თუნდაც ის «რაღაც» ევრაზიულ კავშირში შესვლა იყოს (ნეტავი მართლა ამ მცირე ფასს გვაკმარებდნენ), დაკარგულის უკან დაბრუნების რეალური პერსპექტივა დაგვანახოს და არამხოლოდ დაგვანახოს, არამედ ამ გზისკენ მიმავალი «რუსული მაპი» მოგვცეს და პირველ ეტაპზე დევნილები დააბრუნოს საკუთარ სახლებში, კონსტიტუციაში დეგენერატული ჩანაწერის გამო უნდა ვთქვათ ამაზე უარი?!

მაშინ ახლავე, რიტორიკის დონეზეც ვთქვათ უარი სოხუმ-ცხინვალზე და, როგორც სახედარი მის წინ ჯოხზე დაკიდებულ თივის ბულულს მისდევს, ჩვენც «ნა-ტო, ნა-ტოს» უტოპიური სკანდირებით ვიაროთ ევროკავშირისკენ და სანაცვლოდ სკამზე დადებული ჭიკარტის ფუნქცია ვიკისროთ, ანუ დასავლეთის საამებლად კავკასიაში რუსეთის გამღიზიანებლის როლი ვითამაშოთ და ვინძლო ერთხელაც  ისე მიგვიმტვრიონ ცხვირპირი, რომ, აფახზეთი კი არა, იქნებ ჯავახეთიც უკან დაგვრჩეს!..

 «თვით ოხერო, მოუვლელო, როგორ გინდა მომიარო»?..

ეს ქვესათაურიც აკაკის იმ ლექსის სტრიქონია, ოღონდაც პერიფრაზის გარეშე. დავარცხნილ-დასუფთავებული ნამდვილად არის ბებერი ევროპა თუ ყმაწვილი აშშ, მაგრამ მე აქ ე. წ. დასავლურ ფასეულობებს ვგულისხმობ, რითაც «თავი წაგვჭამეს» ქართველებს შინ თუ გარეთ და, რაც მთავარია, უსაფუძვლოდ, რადგანაც, ჯერ ერთი, ვერ გამიგია, რითია ნაკლები ევროპულ ღირებულებებზე ქართული, გნებავთ, კავკასიური ღირებულებები და მეორეც, თუ რამე გააჩნდათ დასავლეთში მისაბაძი, მისგან არაფერი ან თითქმის არაფერია დარჩენილი და თანამედროვე ევროპა-ამერიკა ერთ დიდ ნეოლიბერალურ გარყვნილების ბუდედ, ბაბილონის გოდოლად არის ქცეული!

მაგრამ ამაზე ქვემოთ…

8 თებერვალს, საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარის შემდეგ, დასავლეთიდან ბოლო დროს თითქოს მიმცხრალმა კრიტიკამ «ქართული ოცნების» მიმართ ახალი ძალით იფეთქა _ კვლავ გაჩნდა დასავლურ პრესაში შეკვეთილი სტატიები, საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაჭერების თაობაზე და, რაც მთავარია, ევროპელ ემისართა ჯგრო მოაწყდა თბილისს, ვადაგასული, მაგრამ მაინც «დაჩაგრული» სააკაშვილისა და მისი ნაცბანდის საქომაგოდ:

«ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე ვილფრედ მარტენსი და ვიცე-პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი საქართველოს ხელისუფლებას აფრხილებენ, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციისა და ძალადობის გამო, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრებზე ხორციელდება, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ მოლაპარაკებები, შესაძლოა, ჩაიშალოს».

მოდი და ნუ გაიმეორებ ათასჯერ თქმულს _ თქვე შობელძაღლებო, მაშინ სად იყავით, როდესაც სააკაშვილი და მისი ნაცბანდა 9 წელიწადი ძალადობდა საკუთარ ხალხზე?

მაგრამ არა, ამ ნეოლიბერალებს ის მუცლის გვრემა აქვთ, რომ როგორმე, იქნება და, მოხერხდეს ფაშისტური რეჟიმის რევანში _ ტყუილად არ აღიარებენ იმავე განცხადებაში, რომ «ნაცების», რესპუბლიკელების, ქდმ-ის ლიბერასტული ალი-კვალ ევროპის სახალხო პარტიას იმედები გაუცრუა 1 ოქტომბრის შედეგებმა!

ამიტომაც ეახლნენ «მწოლიარე ავადმყოფ» ჩიორას სახლში, თუმცა სახლში როო? იმ ოთახის ღარიბული ინტერიერი და «ატამანკა», რომელზეც წინა დღეებში ასკინკილა მოხტუნავე ჩიორა იყო წამოპლაკული, სპეციალურად დადგმულ სცენას ჰგავდა, ხოლო თავად ჩიორამ სოფი ლორენის ფილუმენა ბორდელის კახპა მომაგონა _ ფილუმენამ თუ მილიონერი დომეს ცოლობას გამოჰკრა ხელი ავადმყოფობის სიმულაციით, ფილუმენა-ჩიორამ ტანჯული ოპოზოციის მანტია მოირგო იმავე ხერხით!..

უფრო შორს ამერიკელი კონგრესმენები წავიდნენ, ახალი სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერისადმი, მიმართვაში:

«ქართველი ხალხის უფლებების, თავისუფლების დაცვისა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გადადგათ ნაბიჯები აშშ-ის ინტერესების დასამტკიცებლად საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის საკითხში. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ სრული დიპლომატიური რესურსი არსებული კრიზისის საპასუხოდ», _ ნათქვამია წერილში.

იქნებ ვინმემ ამიხსნას, რას ნიშნავს «აშშ-ის ინტერესების დასამტკიცებლად», თუ არა იმას, რასაც მეტროპოლიის კოლონიასთან დამოკიდებულება ჰქვია? ან სად იყო იანკების «სრული დიპლომატიური რესურსი», როდესაც ცოცხებით გვაუპატიურებდნენ ქართველებს?

 ეკონომიკის ამუშავებას, სამუშაო ადგილების შექმნას დრო და ფინანსები უნდა, მაგრამ, რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება და უცებ გავაკეთებთო, არა ერთხელ გვსმენია წინასაარჩევნოდ  ივანიშვილისგან!

როგორც ჩანს, ეს მთლად მასე იოლი არ ყოფილა ან სხვა რამეშია საქმე! ყოველ შემთხვევაში, ბაჩო ახალაიას გარდა, სხვა მაღალჩინოსნები არა თუ დაპატიმრებული, ადეკვატური ბრალდებით დაკითხულებიც ვერ ვნახეთ. გასაგებია, რომ კუბლაშვილის სასამართლო საბოტირებს პროკურატურას და წინასწარ პატიმრობას თითქმის არავის უსჯის, მაგრამ, დალოცვილო, ვანო მერაბიშვილს რომ ყალბი პასპორტის გამო იბარებ, გირგვლიანის თუ ჟვანიას ჩახლართულ საქმეებს რომ თავი დავანებოთ, 7 ნოემბრის, 26 მაისის საქმეებში მერაბიშვილის ბრალეულობა ხელისგულზე არ დევს? ადექი და ამ მუხლებით წაუყენე ბრალი რა, შე კაი კაცო, და მერე გაბედოს და გირაო  შეუფარდოს თუნდაც კუბლაშვილის სასამართლომ!

ან ლაფანყურის ე. წ. სპეცოპერაციის გამოძიებას რა უნდა? ოპერაციის, რის გამოც ლამის სრულიად კავკასიური ომი დაიწყო! ამ პრობლემებს თომას ჰამერბერგის არბიტრად ჩამოყვანა, ჯერ ერთი, ვერ უშველის და მეორეც, შეურაცხმყოფელია, რადგანაც სად ბრძანდებოდნენ ჰამერბერგები, როდესაც ნახევარი საქართველო ციხეებში ამოგვალპეს? რა არის მამაძალი, ევროპის დაუკითხავად დასაჭერი ვერ უნდა დავიჭიროთ? სად არის მაშინ ჩვენი სუვერენიტეტი? მაგრამ არა, სამართლიანობის აღდგენის პროცესს თავად «ქართული ოცნების» კოალიციაში ამუხრუჭებენ და დროა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მაგიდაზე მუშტი დაკრას და მის უდიდებულესობა, ქართველი ხალხის უზენაეს ნებას დაუმორჩილოს კოალიციაში შემავალი ნეოლიბერალები!

 რა თქმა უნდა, თუ ბატონი ბიძინაც  თვლის, რომ 1 ოქტომბერის ისტორიული გამარჯვება ქართველი ხალხის ძალისხმევის შედეგია და არა სააკაშვილის აშენებული დემოკრატიის თუ ჩვენი დასავლელი «მეგობრების» დამსახურება!

აუცილებლად უნდა გასამართლდეს «ნაციონალური მოძრაობა», როგორც დამნაშავეთა პარტია. ზუსტად ისე, როგორც გერმანული ფაშიზმი გასამართლდა ნიურნბერგში და საქართველოშიც ისევე დასჯადი უნდა იყოს «ნაცების» დანაშაულების უარყოფა, როგორც  გერმანიაშია დასჯადი ნაცისტების ბოროტების უარყოფა! უფრო მეტიც, რაღაც მაგნიტსკის სიის მსგავსი უნდა შევქმნათ და საქართველოს საზღვარი ვერ უნდა გადმოკვეთოს იმან, ვინც «ნაცების» პარტიას, როგორც დამნაშავეთა პარტიას,  არ აღიარებს!

პრეზიდენტის სასახლეში კი, რომელიც ისედაც «ნაცების» დანაშაულებათა სიმბოლური ძეგლია, უნდა გაიხსნას ოკუპაციის კიდევ ერთი, ამჯერად ნაციონალური პარტიის მიერ საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი, რომელშიც გამოიფინება 9-წლიანი ფაშისტური რეჟიმის დანაშაულობათა ვიდეო, ფოტო, აუდიო თუ სხვა სახის მტკიცებულებები. სასახლის წინ კი უნდა დაიდგას ცოცხის გიგანტური მონუმენტი, ხოლო სასახლის ფასადზე გაკეთდეს წარწერა: ბოროტსა სძლია კეთილმან, რაც «ნაცების» ცინიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა. უნდა შეიცვალოს _ ეს აღარასოდეს განმეორდება! როგორც აწერია ხოლმე ხოლოკოსტის მუზეუმებს ევროპაში!

მართლაც, ეს რა საშინელებები გადავიტანეთ 9 წლის მანძილზე, ხალხო, რას გავუძელით? ამის გაფიქრებაც კი შეგზარავს და უფრო იმის, თუ რას გვიზამდნენ ეს ფაშისტები, 1 ოქტომბერს რომ არ გვემარჯვა და კიდევ უარესი _ რას გვიზამენ «ნაცები», რომ მოხდეს წარმოუდგენელი და დაიბრუნონ ხელისუფლება _ ფუი ეშმაკს, ჯვარი აქაურობას!..

რაც შეეხება «ნაცებიდან» სისხლის სამართლის დამნაშავეებს, წინადადება შემომაქვს, რომ მათ, ციხე კი არა, გამასწორებელი სამუშაოები მიესაჯოთ ლაფანყურის ტყეში, სადაც მარმარილოს საბადოებია და, რადგან «ნაცების» სულიერი წინაპრების პროფესია ქვისმთლელობაა, თანამედროვე ნაცმასონებმაც მარმარილოს ქვები თალონ, ოღონდ ყოველგვარი ტექნიკის გარეშე, ხელით… ჰა, ჰა, «კირკის» გამოყენების უფლებით!

 ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა რეალურადაც არ აწყენდათ მსგავსი სასჯელი _ აბა, ერთი წარმოვიდგინოთ სპარტაკივით თავწაკრულები და «კირკით» ხელში ვანო მერაბიშვილი, მამაშვილი ახალაიები, ზურა ადეიშვილი, გია ბარამიძე, სოსო (დაგიჭერ) თოფურიძე და სხვ. ქართველი ხალხის მიერ აღიარებული სისხლის მსმელები…

სერიოზულად კი, დროა, ჩვენმა ეკლესიამაც ხმა ამოიღოს და, სანამ სამართალი სასამართლო პურს ჭამს, მანამდე ანათემას გადასცენ ნაცბანდის ცნობილი დამნაშავენი! ახლაც ხომ არ შეუვარდებათ სოსო თოფურიძე და გიგი უგულავა სინოდის სხდომაზე?!

ასეთ შემთხვევაში «ნაცები» იძულებულნი გახდებიან, დემაგოგიის ლამფას დაუწიონ და ივანიშვილსაც გაუადვილდება დასავლეთევროპელი თუ ამერიკელი არამკითხე «მეგობრების» შემოტევის მოგერიება, რომელთაც ერთადერთი, რაც მაღალ დონეზე აქვთ საკუთარ ქვეყნებში, ეს ადამიანის უფლებების დაცვის გარნირით, მამათმავლობა-ლესბოსელობის,  სექტების, ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონებისკენ ტოტალური სწრაფვაა, რასაც, პირველ რიგში, სთხოვენ ევროსაბჭოში შემავალ სახელმწიფოებს, როგორც ტესტს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთ მთავარ პირობას!

«განათლებულ» ევროპას უკვე ორი გაცხადებული პედერასტი, ბერლინისა და პარიზის მერი, ხოლო ციურიხში ლესბოსელი მერი ჰყავთ. პედერასტია, აგრეთვე, გერმანიის საგარეო მინისტრი, გვიდო ვესტერველე. მსოფლიო მაშტაბით, უკვე 11 (ჰოლანდია, ბელგია, ესპანეთი(!!!), სამხრეთ აფრიკა, კანადა(!), ნორვეგია, პორტუგალია, არგენტინა(!!!), ისლანდია, დანია, შვეცია) ქვეყანაშია ერთსქესიანი ქორწინებები კანონით ნებადართული, ხოლო აშშ-ში, ბრაზილიაში, მექსიკის  რამდენიმე შტატში (რიგში კათოლიკური საფრანგეთია) ამას წინათ მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა როგორც მომხრეების, ასევე მოწინააღმდეგეების. თუმცა ამ უკანასკნელთათვის ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება კი არ იყო მიუღებელი, არამედ ასეთი წყვილებისთვის შვილების აყვანის უფლების მიცემა?! საფრანგეთის ახალმა ლიბერალმა პრეზიდენტმა ფრანსუა ორლანდმა თუ წინასაარჩევნო(!!!) დაპირება შეასრულა და ერთსქესიანი ქორწინებები დააკანონა, 60-მილიონიანი საფრანგეთიც ოფიციალურად გაპედერასტდება და დარტანიან, ათოს, პორთოს, არამისზე რაინდულ ლეგენდასაც ჩამოეცლება რომანტიული საბურველი!

ეს ნახევრად ხუმრობით. სერიოზულად კი ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება ევროკავშირისთვის, რადგანაც საფრანგეთი, გერმანიასთან ერთად, ევროკავშირის ის ორი ეკონომიკური ვეშაპია, რომელთა გარშემოც ტრიალებენ ევროკავშირის სხვა «თანასწორუფლებიანი» ქვეყნები და მათთვის საფრანგეთ-გერმანიის მაგალითი შეიძლება გადამდები აღმოჩნდეს!

ამას დაუმატეთ ამერიკის აწ უკვე ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადამ კლინტონის 2 წლის წინანდელი განცხადება, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია მთელ მსოფლიოში ლგბტ-პედერასტების უფლებების დაცვა, ხოლო პრეზიდენტმა ობამამ ამ უფლებების დაცვის ხარისხს პირდაპირ მიაბა ამერიკის ფინანსურ-პოლიტიკური დახმარება; აგრეთვე, ისიც, თუ როგორ ურცხვად მიუძღოდნენ წინ რიგაში გამართულ გეიაღლუმს ამერიკის ელჩები ბალტიის ქვეყნებში; ისიც გავიხსენოთ, რომ ობამამ უკვე შეასრულა ჯერ კიდევ პირველად არჩევის წინ დადებული პირობა და აშშ-ის ჯარში კანონით დაუშვა სექსუალური უმცირესობების მსახურება და შარშან უკვე პირველი ლესბოსელი გენერლის კურთხევაც იზეიმეს პენტაგონში. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ შარშან, ობამას მეორედ არჩევის პარალელურად, რამდენიმე შტატში ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონებაზე რეფერენდუმიც ჩატარდა, რის შემდეგაც «ბედნიერი» შტატების რაოდენობა უკვე 13-ია(!!!) ამერიკაში და რამდენიმე რიტორიკულ კითხვას დავსვამ:

საით, ვისკენ მივდივართ, ვის ვეტენებით, მართლაც რა გვაქვს შენთან საზიარო, დასავლეთო, ღვთისმშობლის წილხვედერ საქართველოს?

დავით მხეიძე

 

P.შ. ზუსტად 4 წლის წინ ბატონ ჭაბუა ამირეჯიბს, ამ სტატიას რომ ეხმაურება, ისეთი კითხვა დავუსვი: დღეს ლამის რეფრენად იქცა: «მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი». თქვენ რას იტყვით, სინამდვილეში ვინ ვართ ჩვენ, ბატონო ჭაბუა, ევროპელები თუ აზიელები?

«ჩვენ არც ევროპელები ვართ, არც აზიელები. ჩვენ ვართ ის, როგორი სულიერებითაც მოვედით ამ დალოცვილ, მაგრამ «შარიან» მიწა-წყალზე, პლუს ის, რაც ევროპიდან და აზიიდან ვისესხეთ და გავიქართულეთ. ჩვენ ქართველები ვართ»!!!

ჩემი ვისაც არ გჯერათ, გენიალურ ჭაბუას მაინც დაუჯერეთ, თორემ ეს დასავლელი ნეოლიბერალები, სადაც «ნაცებთან» კოაბიტაციას გვაიძულებენ, იმავეს პედერასტებთანაც დაგვაძალებენ, რაც, პრინციპში, ერთი და იგივეა და რას შობი მერე?

«ჭკუით, ქართველებო»!..

 

1 COMMENT

  1. გმადლობთ, ბატონო დავით, 100 პროცენტი სიმართლეა, შერბილებულიც-კი. სინამდვილე ჩემის აზრით, უფრო საშინელია…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here