Home რუბრიკები პოლიტიკა ევრობრანწი და იოანე რიტორი

ევრობრანწი და იოანე რიტორი

696

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე «ნაცმოძრაობამ» ქართული ოცნება ბეჭებზე დადო. ჯერ იყო და სააკაშვილმა თითქმის ნახევარსაათიანი მოხსენებით სცადა, ივანიშვილისგან ერთგვარი კავკასიური თურქმენბაში დაეხატა, მერე კი ავადსახსენებელ რეზოლუციაში «ოცნების» ლიდერის მიმართ ისეთი მინიშნებები ჩაიდო, როგორითაც სიტყვის თავისუფლებისჭამია აფრიკელ დესპოტებს ამკობენ ხოლმე. რაც უნდა იძახონ მეოცნებე რესპუბლიკელებმა, _ ეს ყველაფერი ნაცების მტრული პროპაგანდის ბრალია და ევროპას მიხეილის არ სჯერაო, ფაქტია, რომ «ოცნებას» არც ევროდიპლომატია უვარგა და გაუგებარია, საგარეო საქმეთა მინისტრიც რისთვის ჰყავს.

DAS IST FANTASTISCH!

ამ ევროპელებმა სულ დაკარგეს ნამუსი. სანამ ცხრა წლის მანძილზე სააკაშვილს საკუთარი ხალხი ჩოქბჯენში ედგა და ცოცხსა თუ რეზინის ხელკეტს ფალოიმიტატორივით ხმარობდა, ევროპელებს საყველპურო შეშფოთებაც არ წამოსცდენიათ; სანამ სააკაშვილი ცხრა წლის მანძილზე ხან ერთ ტელევიზიას «შეაწერდა» კანონიერ მესაკუთრეს, ხანაც პირდაპირ ეთერში უვარდებოდა სპეცრაზმით დამოუკიდებელ ტელეარხებს, ევროპელებს პროტესტი არ გამოუხატავთ…

ბებერი ბემურაზი ევროპა, როგორც ჩანს, მართლა გაირყვნა და საყოველთაო ვუაიერიზმი შეეყარა. ვუაიერიზმია, აბა, რა ჯანდაბაა, როდესაც ცხრა წლის განმავლობაში ხელისუფლების საკუთარ ხალხთან პორნოგრაფიულ აქტივობას ხელებისა და თვალების ფშვნეტით უყურებ და, არათუ პროტესტი არ გიჩნდება, შიგადაშიგ აღტაცებული შეკნავლებებიც აღმოგხდება _ , რა დემოკრატიულია, ყოჩაღ, მიშა, უფრო სწრაფად, უფრო ღრმად _ ფანტასტიკური დემოკრატიის მწვერვალებისკენ!

როგორც იტყვიან, das, ist fantastisch!

მესმის, რომ ცოტას ვაზვიადებ, მაგრამ კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდება, ანუ ევროსაბჭოს ასამბლეის რეზოლუცია სულაც არ არის ტრაგედია და სავიშვიშო…

წერონ და იკითხონ, როგორც ჩვენ ვწერდით და ვკითხულობდით ევროპის იმედით ცხრა წლის მანძილზე სააკაშვილის პორნოგრაფიულად დემოკრატიული დესპოტიზმის შესახებ და პასუხად _ ფანტასტიშ ჯორჯიან დემოკრასი გვესმოდა!

თამროსი არ იყოს, ეს ხომ ის ძველი ევროპა აღარ არის. მას შემდეგ, რაც იანკებმა ევროკავშირში კოოპტაციის წესით შეათრიეს რიგი აღმოსავლეთ ევროპული და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ევროპის ძლიერებამ სული განუტევა. იგი იძულებულია, საკუთარი მოხმარების ტემპები შეამციროს, რათა ვალებში არ ამოხდეს სული და ამ ფონზე ერთი ნატეხი შაქრის გულისთვის, «ნაცმოძრაობის» კი არა, კოლა მუნჯის დაკრულზეც იცეკვებს. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება გერმანიას, საფრანგეთს, მაგრამ ეხება იმ მუქთახორა წევრებს ევროკავშირისა, რომლებიც მორალს გვიკითხავდნენ და «ნაცმოძრაობის» საკუთარ ხალხთან «პორნოგრაფიულ კოაბიტაციას» დემოკრატიის ზეგამოვლინებად ასაღებდნენ.

ხარობენ «ნაცმოძრაობის» წევრუკები _ ბრანწი უჩვენეს ბიძინას ევროსაბჭოს ასამბლეაზეო!.. თბილად ან თბილ ადგილას შეინახონ ბრანწი ევროპელებმა. ის ურჩევნიათ, საკუთარ ქვეყნებში მზარდ უკმაყოფილებას მიაქციონ ყურადღება

ბავშვმაც კი იცის დღეს, რომ ევროსტრუქტურების ომახიანი ლიდერები სინამდვილეში კარიკატურული ფიგურები არიან და, ამერიკელებზე რომ არაფერი ვთქვათ, მორჩილად უწევთ ისეთი ფორმალურად ხელქვეითი ლიდერების ნებისმიერი სურვილის შესრულება, როგორიც გერმანიის ან საფრანგეთის ხელმძღვანელები არიან.

და ვინაიდან მათ (ევროსაბჭოს მესვეურებს) თვით ევროკავშირშიც არავინ უწევს სერიოზულად ანგარიშს, ჩვენც ვერავინ დაგვავალებს, უმაღლესი ინსტანციის ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ თითოეული მათი კაპრიზი. თუმცა კაპრიზი არ გამოხატავს ევროპის ქცევის არსს _ ეს ღია, უტიფარი აბუჩად აგდება და ორმაგი სტანდარტების შეუნიღბავად გამოყენებაა

ევროპა აცხადებს, რომ ის ქართველი ხალხის მეგობარია, მაგრამ დუმს, როდესაც ამ ხალხს უზურპატორი აწიოკებს.

უფრო მეტიც _ უზურპატორის მიერ საკუთარი ხალხის, ანუ ევროპის მეგობარი ქართველების დაწიოკებას დემოკრატიულ პროცესად მიიჩნევს და ერთიმეორეზე მიყოლებით ახდენს რეჟიმის მიერ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას.

ევროპა დუმს რეჟიმის მიერ სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებების, საკუთრების, სიცოცხლის უფლების ხელყოფის უამრავ ფაქტზე და, ამ საგანგაშო ტენდენციების მიუხედავად, ქალბატონი ეშტონი სააკაშვილს ლამის დემოკრატიის გურუს უწოდებს

სამაგიეროდ, როდესაც «ევროპის მეგობარი» ქართველი ხალხი ახერხებს, რომ დესპოტს ფალოიმიტატორივით მომარჯვებული ცოცხი და ხელკეტი გააგდებინოს და ნაწილობრივ ჩამოაშოროს იგი უზურპირებულ ძალაუფლებას, როგორც კი ქართველი ხალხი ახერხებს რომ სიცრუის მანქანად, «ნაცმოძრაობის» მიერ პროპაგანდის რუპორად ქცეულ ქართულ მედიაში თავისუფლების სიომ დაქროლოს, ევროპა შფოთავს: ნუ აპატიმრებთ დემოკრატიის მშენებლებს, ხელები შორს სიტყვა თავისუფლებისგანო…

რა გამოდის? _ ევროპა სინამდვილეში არა ქართველი ხალხის, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია და, სანამ მის მეგობარს არ მოეკითხება, აქ, ჯორჯიაში, ქვასაც უთოვია?!

ცხადია, რომ ევროპას საქართველოს ხელისუფლებაში სწორედ სააკაშვილისნაირი ლიდერი აძლევს ხელს, ზნეობის, ჰუმანურობის ნორმებს მოკლებული უტყვი შემსრულებელი, გარყვნილი წარმოსახვითა და საკუთარი ხალხისადმი სიძულვილით შეპყრობილი ცახესი.

ასეთი დამოკიდებულება მეგობრობა არ არის. ეს მტრობაა.

მტერი კი, ევროპელი იქნება იგი თუ ბანგლადეშელი, საშიშია!

შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო და ხელისუფლებას, ძვირფას «ქართულ ოცნებას» უნდა ვთხოვოთ _ ახლა დაღრეჯვის დრო არ არის, დროა, ის დიპლომატები, ვისაც ევროპელებთან ვითარების გარკვევა ევალებოდათ და ამ საქმეს თავი ვერ გაართვეს, გავწკეპლოთ, ევროპელებს კი თავაზიანად ვთხოვოთ _ უაზრო, ქართველი ხალხისთვის მიუღებელ რეზოლუციებზე დროსა და ქაღალდს ნუ დახარჯავენ…

ხოლო თუ მაინცდამაინც ახალაია-ქარდავებზე შესტკივათ გული, კი, ბატონო, აღარ დავიჭერთ, ოღონდ ერთ მარტივ შეკითხვაზე გაგვცენ პასუხი:  რა საერთო აქვს ანუსში ცოცხისა და ხელკეტის გაყრას, ცემით მოკლული მომიტინგეების სახურავზე დაყრას და საკუთარი მოსახლეობისთვის ღირსების, პატივის აყრას ევროპასთან და დემოკრატიასთან?

თუ არაფერი აქვს საერთო, მაშინ რას გვერჩით ან რას ელოდებით? მაქა  გაქვთ ჰააგის ტრიბუნალი, აგერ გყავთ სააკაშვილი და გვიჩვენეთ დემოკრატიისა და სამართლიანობის მასტერ-კლასი ან, თუ ვერ გვიჩვენებთ, ჩვენ მაინც გვაცალეთ…

მაგრამ, თუ აქვს რაიმე საერთო დემოკრატიას ამ მარტივ შეკითხვაში ჩამოთვლილ ამბებთან, მაშინ ნურას უკაცრავად, ასეთი დემოკრატიაც და ასეთი რეზოლუციაც ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ!

იოანე რიტორი

სპეციფიკური სამეტყველო აპარატის მიუხედავად, ხერხემალყოფილ ვანო მერაბიშვილს ორატორობაში საგრძნობი წინსვლა აქვს. ყოფილ პრემიერმინისტრს დემოსთენემდე და ქსენოფონტემდე ჯერ ბევრი უკლია, მაგრამ ჩიორა თაქთაქიშვილსა და ნუგზარ წიკლაურს უკვე დაეწია.

ძველი და ახალი ვანოიზმების განხილვამ რიტორიკის ტევრში უგზო-უკვლოდ რომ არ დაგვკარგოს, ამჯერად მის უახლეს, მაგრამ არქიმნიშვნელოვან ორატორულ მარგალიტს შევეხები მხოლოდ.

სანამ მარგალიტზე გადავალ მოკლედ გეტყვით, ამნისტიის ფარგლებში საპატიმროდან გათავისუფლდა პატიმარი ვაჰაგან ჩახალიანი. ამ ფაქტს შს ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად კი «ნაცმოძრაობის» «გენსეკმა» ვანო მერაბიშვილმა ბრიფინგი მიუძღვნა, რომელზეც ჩანხალიანს «ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი» უწოდა და «ნაცმომეტყველების» სხვა ქრესტომათიულ ნიმუშებთან ერთად შემდეგი რამ განაცხადა _ «იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მტერი _ ჩახალიანი თავისუფლდება, ახალმა ხელისუფლებამ ცეზარ ჩოჩელი დააპატიმრა. მასზე ბევრს არ ვისაუბრებ, ვიტყვი, რომ ის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტია».

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ «ნაცმოძრაობის» «გენსეკმა» ცეზარ ჩოჩელს «ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტი» შეგნებულად უწოდა, რადგან «ყველაზე დიდი» მხოლოდ ერთია და მას მიხეილ ადეკვატური ჰქვია, მეორე ადგილზეა ბაჩანა (ცოტნე) ახალაია, მესამე საპრიზოს კი ცეზარა ჩოჩელი და მეგისა ქარდავა ვერ იყოფენ.

«პირველმა და მთავარმა პატრიოტმაც» არ დააყოვნა და აგერ მერამდენე დღეა, მამაო ჩვენოსავით იომეორებს ჩახალიანის თემას. უფრო მეტიც, სააკაშვილმა ჩახალიანს საქართველოს სახელმწიფოს მტერი #1 უწოდა და მისი გათავისუფლება ახალ ხელისუფლებას უმძიმეს ცოდვად ჩაუთვალა.

ერთი სიტყვით, ამ ჩახალიანის გამოშვებამ ივანე ექსხერხემალი და მიხეილ ადეკვატური ისე შეაწუხა, რომ სინანულით ჩივიან _ «აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებაყველა სხვა საკითხს ეშველება, მაგრამ არის ნაბიჯები, რომელთა გადადგმას გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ».

ძნელია, არ დაეთანხმო ამ სახელდახელოდ გაორატორებულ ადამიანს _ იოანე რიტორს: ჩახალიანის ციხეში ხელახლა შებრუნებაა უსაშველოდ შეუძლებელი, თორემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რა უნდა, აგერ მობრუნდება ახლა იოანე რიტორი ხელისუფლებაში და ისე მოაქცევს საქმეს, რომ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მხოლოდ ჩელა და მრავალჟამიერი ისმოდეს…

არ არის ზურგსუკან ლაპარაკი კარგი საქმე და ვინაიდან იმ ბრიფინგებზე, სადაც იოანე რიტორმა და მიხეილ ადეკვატურმა ეს თემები ატრიალეს, არ გახლდით, შესაბამისად, არ მქონდა შესაძლებლობა, მათთვის კითხვები პირისპირ დამესვა. საჯარო ფორმას მივმართავ და აქვე დავსვამ ზუსტად ხუთ («ნაცმოძრაობის» საყვარელი ციფრია) შეკითხვას და, თუ ძვირფას იოანე რიტორს სურვილი ექნება, მის პასუხს შემდეგივე ნომერში გაახლებთ.

მაშ ასე,

შეკითხვა პირველი:

_ ვინ უფრო არის ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი _ სეპარატისტობაში ხელმოცარული მოქალაქე ჩახალიანი თუ ის მოქალაქე პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების წინაპირობა წარმატებით შექმნა?

შეკითხვა მეორე:

_ სეპარატისტული იდეების ქადაგებით ახვანცალებული ბრიყვულად დილეგში რომ აღმოჩნდები, ის უფრო დიდი მტრობაა ქვეყნისთვის, თუ ვიღაც გადამთიელების გულის მოგების სურვილით აშლაგინებულიქვეყნის ტერიტორიების ერთ მესამედს რომ დაკარგავ და საქართველოს ისტორიაში პირველად რომ «მოახერხებ» ძირძველ ქართულ მიწებზე არაქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების შექმნას?

შეკითხვა მესამე:

_ რა უფრო ადვილია: ქვეყნის პრეზიდენტის მიერ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება თუ სეპარატიზმის ჟინს აყოლილი ჩახალიანის კვლავ ციხეში ჩაყუდება?

შეკითხვა მეოთხე:

_ ბიზნესმენების დარეკეტება, დამოუკიდებელი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სპეცრაზმით შევარდნა, ახალგაზრდების ქუჩაში დახვრეტა, სხვაგვარად მოაზროვნეთა უმოწყალო დარბევა, ჰალსტუხის ღეჭვა და ასეულობით მილიონის ქარისთვის გატანება უფრო სახიფათოა ქვეყნისთვის, თუ ქარაფშუტა ჩახალიანის სეპარატისტული ბოდვა, რის გამოც ერთხელ უკვე ამოყო დილეგში თავი და, თუ ენას კბილს არ დააჭერს, არც მომავალში მოერიდება ვინმე?

შეკითხვა მეხუთე:

_ რა უფრო სახიფათოა ქვეყნისთვის: ციხეებს რომ საკონცენტრაციო ბანაკებად აქცევ, ციხის ზედამხედველ პერსონალს პატიმრების უკანალებზე ცოცხითა და ხელკეტით მონადირე სადისტებად გაწვრთნი, მინისტრის მითითებით (ზოგიერთი მტკიცებით, _ მონაწილეობით) პოლიტიკურ ოპონენტებს რომ გააუპატიურებ, თუ «დიდი არმენიის» შესახებ ნაბოდვარს გაიმეორებ ჯავახეთში და ამის გამო დილეგში ამოყოფ თავს?!

დიდი იმედი, რომ იოანე რიტორი ამ შეკითხვებს უპასუხებს, არ მაქვს, ამიტომ ბოლოთქმის მაგიერ ექსხერხემალს, გავკადნიერდები და, ერთ უფასო რჩევასაც მივცემ: ძვირფასო ბატონო ივანე, «დიდი არმენიის» ბოდვითი იდეით ტვინგახურებული მოქალაქე ჩახალიანის თვალში ბეწვს რომ ხედავთ, საკუთარი პრეზიდენტის, მოქალაქე სააკაშვილის თვალში დირე მაინც დაინახეთ და, სანამ უბადრუკ ჩახალიანს საქართველოს მთავარ მტერს უწოდებთ, სამჯერ დაფიქრდით, ემანდ ისე არ გამოგივიდეთ, მტერს გარეთ რომ ეძებდნენ და შინ ჰყავდათ, თორემ, ქართველი კაცის ენამოსწრებულობა რომ ვიცი, მოკლედ მოგიჭრიან _ ამათ…

 ქიროჯან, შენს დედას რა ჰქვია, სირუმა?

საპატრიარქოში გამართული ძველით ახალი წლის კოაბიტაციის მორიგი რაუნდის შემდეგ, მიხეილ ადეკვატური რეაქტიულად ჰიპერაქტიური იყო, ბიძინა ივანიშვილთან თანაცხოვრებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა _ რუსეთის აგენტების ამნისტირების გამო პროტესტის ნიშნად, შსს-დან საკუთარი ნებით (?!) წამოსული კარინა გრიგორიანი ავლაბრის რეზიდენციაში მიიწვია და ღირსეული ნაბიჯისთვის ღირსების ორდენი ჩამოჰკიდა.

ორდენოსანს მისასალმებელ-სამადლობელი ერთი-ორი სიტყვა ცერემონიის თავსა და ბოლოში კი ათქმევინა, მაგრამ, ჩვეულებისამებრ თავისქებისა და კარინას «პატრიოტული ნაბიჯის» ფონზე, ამნისტირებული რუსეთის «შპიონების» ლანძღვას თუ «ქართული ოცნების» განქიქებას მოჰყვა. სადაური კოაბიტაციაა ეს?

როგორც ოსტაპ ბენდერმა ვასიუკი, ისე დააბოლა მიშამ ქუთაისი! თუმცა ოსტაპი, მიშასგან განსხვავებით, კეთილშობილი თაღლითი იყო, მაგრამ ერთი საერთო მაინც აქვთ ორ თაღლითს _ ოსტაპის მამა თუ «ტურეცკი პოდდანნი» იყო, არც მიშიკოს დედაა თურქეთისთვის შორებელი!

ჰოდა, გახსოვთ, ალბათ, ქუთაისის ა.წერეთელის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე «გაილექსა» _ მეტი დამაჯერებლობისთვის სტენდიც მოაწყობინა, რომელზეც შლიდა თუ «კრუგავდა» შესაბამის სიტყვებს, ვითომ კურსორის გარეშე არ შეიძლებოდა იმ სისულელეების ლაპარაკი, რაზედაც მოკლედ ერთი რამის თქმა შეიძლება მხოლოდ: გარეკა, მაგრამ რა გარეკა?!

უფრო ვრცლად კი რამდენიმე «მარგალიტს» მოვიყვან: «რამდენი ხანია, რაც მხოლოდ კარტოფილი (ლობიო დაავიწყდა. _ დ. მ.) აღარ არის თქვენი ძირითადი საკვები?» ანდა: «ბოლოს როდის დაიძინეთ თბილი პალტოთი გაყინულ ბინაში? ჩემამდე  გაზი და შუქი რომ არ გქონდათ, ხომ გახსოვთ?»

და თავმდაბლობის ნასახის გარეშე: «ეს ყველაფერი დიახაც მე და ჩემმა «ნაციონალურმა მოძრაობამ» გავაკეთეთ»!

იქვე მოაყოლა: «არ იქნება პარლამენტი ქუთაისში, არ იქნება დიდი საერთაშორისო აეროპორტიც, რომელიც არამხოლოდ კავკასიაში, არამედ ევროპის უდიდესი აეროპორტი უნდა ყოფილიყო და ამის მაგივრად, როგორც ადრე, მხოლოდ 2 რეისი იქნება ქუთაისიდან მოსკოვსა და კიევში და აღარც 5-ვარსკვლავიანი ცათამბჯენი სასტუმროები აშენდება». რა თქმა უნდა, არც ლაზიკის ხსენება დავიწყებია. დაბოლოს, რეზიუმე _ ეს ყველაფერი ქუთაისის მკვდრად გამოცხადების ქრონიკააო!..

 რა ვთქვი ახალი, ბატონებო? რა, მსგავსი სისულელეები ადრეც არ მოგვისმენია? საკვირველი ის არის, რომ ეს აშკარა შიზოიდი კიდევ ახერხებს მის ბაგეთაგან წამოროშილი დემაგოგიური სისულელეების მორჩილად ამტანი აუდიტორიის პოვნას _ იმდენ ახალგაზრდებში (!!!) რატომ არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ადგებოდა და პირდაპირ ეთერში პირში მიახლიდა სააკაშვილს იმას, რასაც ის და მისი სისხლისმსმელი ნაცბანდა იმსახურებენ?

აი, კითხვა, რომელზეც პასუხი ვერ მიპოვნია. ახლა რისიღა გეშინიათ, შვილებო?

თუ არ გეშინიათ და ოსტაპ ბენდერის კარიკატურის ბჟუტურის გჯერათ, მთლად უარესი…

1 ოქტომბერს, მეცოცხეების კრახის შემდეგ, თითქოს შეჩერდა «ნაცების» მხრიდან პატრიარქსა და საპატრიარქოზე შეტევა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხლისტები ჭეშმარიტ რჯულზე მოექცნენ, არამედ პრაგმატიზმის გამო _ მთელი ქვეყნის მასშტაბით უარყოფილი «ნაცებისთვის» ეკლესიასთანც ღია დაპირისპირება «ნაცბანდის» ნარჩენების სრულ ლიკვიდაციას ნიშნავდა! აქედან იყო ვადაგასული პრეზიდენტის, მოქალაქე სააკაშვილის ხაზგასმული მოკრძალება მისი უწმინდესობის მიმართ, მაგრამ შუბი ხალთაში, გნებავთ, ცეცხლი თივაში დიდხანს ვერ იმალება და აკი ვერც ხლისტებმა შეძლეს დაუფარავის დაფარვა.. უფრო მეტიც, მათ პატრიარქს ჭკუის დარიგებაც კი შებედეს იმის გამო, რომ თქვა:

«ღვთის მადლითა და წყალობით ჩემი ვიზიტი იყო წარმატებული და ვფიქრობ, რომ ეს იყო ისტორიული ვიზიტი და კარგი შედეგები მოჰყვება. ჩვენთან არს ღმერთი»…

ამ შეფასების გამო არატრატდნენ სერგო რატიანი და ზურაბ ჯაფარიძე, «ნაცმოძრაობის» შედარებით ახლი სახეები, რომელთა პათოსსაც მოგვიანებით საგანგებო განცხადებით ძველი «ნაცმოელი», დავით დარჩიაშვილიც, შეუერთდა.

«ჩვენ ვთვლით, რომ შეუძლებელია, რეაგირების გარეშე დარჩეს პატრიარქის უკანასკნელი ვიზიტი მოსკოვში და მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან _ ვლადიმერ პუტინთან», _ ჭკუის სწავლებას ვინღა დაეძებს, რადგან ჯაფარიძე-რატიანის ერთობლივი განცხადების ამ პროლოგში, მუქარის ტონიც აშკარაა და რა იგულისხმება, ნეტავ, ამ «შეუძლებელია რეაგირების გარეშე დარჩეს»-ში? პატრიარქის გადაყენების მოთხოვნაზე ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ თუ ამ განცხადებას გვაკმარებენ? 

და იქვე: «ეს ქვეყანა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ასეთ ვითარებაში მტრული სახელმწიფოს პირველ პირთან გადაჭარბებული მოწიწებით საუბარი ვერ იქნება საქართველოს სუვერენიტეტისთვის სიკეთის მომტანი პოლიტიკური გზავნილი»…

რა უნდა უპასუხო «ფილოსოფოს» რატიანს (რომელმაც კიდევ ერთი «სიბრძნე» დამაწია წერილზე მუშაობისას, რომ თურმე რუსეთის პატრიარქის მიერ საქართველოს პატრიარქისთვის ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილების გადმოცემა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის ვასალები ვართ) და «პოლიტოლოგ» ჯაფარიძეს ამ «მომაკვდინებელ» არგუმენტზე?

«ნაცებს» ერთადერთი უსაფრთხო «თავშესაფარი» რუსეთის თემის პედალირება ჰგონიათ. უფრო სწორად, ამ თემაში ცდილობენ თავშეფარებას, მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, მსგავსი მცდელობები, აგვისტოს ომის საზოგადოებისთვის წარა-მარა შეხსენება მათ სასარგებლოდ არ და ვერ მუშაობს, რადგან საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის აგვისტოს ომის ტრაგედია და ამ ომის შედეგები სწორედ «ნაცებთან» და მათ ვაიპრეზიდენტთან ასოცირდება!

 მართლაც, რა ნამუსით იღებენ ხმას აგვისტოს ომზე პატრიარქთან მიმართებაში _ ეს ხომ ის ადამიანები არიან, რომლებიც  წითელ ხიდზე ერთმანეთს ასწრებდნენ, ეს ხომ ის მთავარსარდალია, რომელიც თბილისში შიშისგან ჰალსტუხს ღეჭავდა და გორში ცხვირით მიწას თხრიდადა ეს ხომ ის პატრიარქია, რომელსაც ჯერ კიდევ საომარი ქმედებების დროს ჩვენი ბიჭების უპატრონოდ დაყრილი ცხედრები გამოჰქონდა ბრძოლის ველიდან!

და ბოლოს, ამ მათხოვარი ხლისტების განცხადების «კვინტესენცია» _  «რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პრობლემები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფაქტით _ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ცალსახა გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი».

ათასჯერ მითქვამს და ათასმეერთედ გავიმეორებ _ ვეჭვობ, რომ ნატოში გაწევრიანება «საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ცალსახა გადაწყვეტილებაა», რადგანაც ის გამოკითხვა თუ პლებისციტი 2008 წლის გაყალბებული არჩევნების პარალელურად ჩატარდა და ამდენად, «გონივრული ეჭვი» არსებობს, რომ პლებისციტის შედეგებიც გააყალბეს «ნაცებმა»!

თუმცა დავუშვათ და მართლაც ნატოს სასარგებლო შედეგი დაფიქსირდა, იმ გამოკითხვის შემდეგ მოხდა აგვისტოს ომი და სრულიად ბუნებრივია ვარაუდი იმისა, რომ დღეს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სხვანაირად ფიქრობდეს, რადგანაც ქართველებმა კარგად დავინახეთ, რომ ამერიკელების დახმარება სასმელი წყლითა და პამპერსებით დატვირთული კრეისერები ყოფილა მხოლოდ!

 აქედან გამომდინარე კი, საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილი, რაც, საბედნიეროდ, უმრავლესობას შეადგენს, მიხვდებოდა, რომ რუსეთთან ნატოს იმედზე ჭიდაობა კარგს არაფერს მოუტანს საქართველოს, რადგან ნათქვამია _ სანამ პეტრე მოვიდა, პავლეს ტყავი გააძვრესო, მითუმეტეს მაშინ თუ ამ პეტრეს, ანუ ამერიკას, მოსვლა საერთოდ არ უფიქრია!

იმავეს თქმა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივაზეც უპრიანია _ თუ საერთოდ შესაძლებელია ოდესმე აფხაზეთცხინვალის დაბრუნება, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის კეთილი ნებით და არამც და არამც ევროსაბჭოს ფარატინა რეზოლუციებით _ კიდევ მილიონჯერაც რომ ჩაწერონ ნაცებისთვის საკრალური სიტყვები, ოკუპანტი და ოკუპაცია, ნიკანდრო ქირიასი არ იყოს, მიიწებეთ უკანალზე ის ქაღალდი და გქონდეთ იქ, ნაცებო!..

მაშ, რით, საიდან უნდა დავიწყოთ რუსეთთან ახალი ურთიერთობების დალაგება თუ არა ერთმორწმუნეობიდან? კი, ეკონომიკა თუ კულტურული ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ მართლმადიდებლობა, ერთმორწმუნეობა დღეს იქნებ უფრო აქტუალურიცაა, ვიდრე ეს მეფე ერეკლეს დროს იყო! აფხაზეთი რომ დავიბრუნოთ, ალბათ, რაიმე სასწაული უნდა მოხდესო, _ სადღაც ამოვიკითხე მეუფე სერაფიმეს ეს სიტყვები.

და რადგანაც სასწაულები თუ ხდება, მხოლოდ ღვთის ნებით და არა მანქურთი ნაცების მეცადინეობით, ხმა ჩაიწყვიტეთ, ხლისტებო, და აცალეთ ჩვენს პატრიარქს, რომ სამშვიდობოს გაიყვანოს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო!

აცალეთ, თორემ თქვენთვის მოიცლის ქართველი ერი…

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here