Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ ალაგმავს სააკაშვილს და დააბალანსებს პოლიტიკურ პროცესს?

ვინ ალაგმავს სააკაშვილს და დააბალანსებს პოლიტიკურ პროცესს?

792

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სააკაშვილის გამოსვლამ ცხადყო, რომ «ნაცმოძრაობა» ბრძოლის გარეშე დანებებას არ აპირებს და ყველა ხერხს მიმართავს, რათა ძალაუფლება დაიბრუნოს. პრეზიდენტის უტიფარ სიცრუეთა კასკადმა, ნათელი გახადა, რომ ის მიზნის მისაღწევად არ მოერიდება არაფერს _ არც სახელმწიფოებრივ ინტერესებს და არც ქვეყნისთვის აშკარად დამღუპველი ნაბიჯების გადადგმას, მისთვის მიზანი ამართლებს საშუალებას და, თუ თვითონ არ იქნება ხელისუფლების სათავეში, ქვას უთოვია საქართველოშიასამბლეაზე ასევე გამოიკვეთა, რომ «ქართული ოცნების» დელეგატებმა არათუ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს მიხეილ სააკაშვილს (თუ გავითვალისწინებთ, რომ, «ოცნების» ხედვით, სააკაშვილისა და «ნაცმოძრაობის» მთავარი ოპონენტები კოალიციაში შემავალი რესპუბლიკელები უნდა იყვნენ), არც არის გასაკვირი, რომ ისინი ჯერჯერობით აგებენ ამ პაექრობას სააკაშვილთან, რომელიც უკვე აღარც მალავს, რომ არის ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ შეთქმულების თავკაციდა მაინც, რას წარმოადგენს რესპუბლიკური პარტია და ვის თამაშს თამაშობენ მისი თავკაცები?

კომუნისტების დროიდან მოყოლებული ცნობილი «სარეველები» (როგორც მათ სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ ნოდარ ნათაძემ უწოდა), რესპუბლიკელებიდღესაც «მჭიდში» არიან.

 თუ ძალიან შორიდან დავიწყებთ მათი პოლიტიკაში მოღვაწეობის ისტორიას, მაშინ აუცილებლად დაგვჭირდება ისეთი ადამიანის დახმარება, რომლის თვალწინაც გაიარა რესპუბლიკელთა ცხოვრებამ, განსაკუთრებით კი _ ძმები ბერძენიშვილებისამ. ასეთი ადამიანი გახლავთ ელიზბარ ჯაველიძე, რომელიც  არ გაგვინაწყენდება, თუ მისი წიგნიდან «ავაჰმე, ჩემო მამულო!..» ამონარიდებს გამოვიყენებთ.

აი, რას წერს ბატონი ელიზბარი ბერძენიშვილებზე: «კომუნისტების ბატონობის პერიოდში, ერთპარტიულობის ხანაში რესპუბლიკური პარტიის დაარსება გადაწყვიტა (იგულისხმება ლევან ბერძენიშვილი), შექმნა მცირე ჯგუფი და დისიდენტური მოძრაობის თავკაცად წარმოიდგინა თავი. მან არალეგალური ჟურნალი «სამრეკლოც» გამოსცა. უშიშროების კომიტეტმა უმალვე შეიტყო მისი დისიდენტური მოღვაწეობის შესახებ და ვირის აბანოში მიაბრძანა. ოთხ კედელში რამდენიმე დღეც არ ჰქონდა გატარებული, რომ უკვე გამოავლინა თავისი «უდრეკი ხასიათი» და «პრინციპულობა». 1984 წლის 5 იანვარს პირველსავე დაკითხვაზე იგი აღიარებს დანაშაულს და, რაც უფრო თავზარდამცემია, საკუთარ ძმას, დავით ბერძენიშვილს, ასახელებს თანამზრახველად და თანამებრძოლად, რითაც, ფაქტობრივად, ციხისთვის იმეტებს მას. ამავე დროს, ლამის ვედრებით მიმართავს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გამომძიებელს: «იმედი მაქვს რა ყოველივე აღნიშნულისა და ჩვენი კანონმდებლობის ჰუმანურობისა, ვღძრავ შუამდგომლობას გამოძიების წინაშე, მომცეს ქაღალდი, საწერ-კალამი და საშუალება, თვითონ, პირადად დავწერო ყოველივე სიმართლე ჩადენილი დანაშაულის ირგვლივ და ვითხოვო შეღავათი, ვინაიდან ჯერ კიდევ ახალგაზრდას შემწევს უნარი, კეთილი და პატიოსანი შრომით დავამტკიცო ჩემი ადამიანობა ერისა და სამშობლოს მიმართ». რა თქმა უნდა, საწერ-კალამი და ქაღალდი ლევან ბერძენიშვილს მისცეს და, როგორც ელიზბარ ჯაველიძე ამბობს, «წერამ აიტანა». თავში უკვე აღვნიშნეთ, რომ პირველი თავისი ძმა დააბეზღა, შემდეგ კი მოჰყვა დანარჩენებს. ჩამონათვალში აღმოჩნდნენ «სამრეკლოს» სულისჩამდგმელნი ვახტანგ ძაბირაძე, ვახტანგ შონია, გაახსენდა ის ადამიანებიც, რომლებთანაც ამ საკითხებზე უსაუბრია: ზურაბ სიხარულიძე, გოდერძი ტოტოჩავა, ნაირა ბლიაძე და მერაბ ხახნელიძე, არ დაინდო ნათესავიც _ მიხეილ ზამბახიძე. დამეთანხმებით, ასეთი დეტალური ინფორმაციის გაცემა დისიტენტის საქციელს ნამდვილად არ ჰგავს.

1984 წლის 2 მარტს ლევან ბერძენიშვილი აცხადებს: «დღეს გულწრფელად ვნანობ დანაშაულს, ვგმობ ჩადენილს და მსურს, დავარწმუნო გამოძიება, რომ ჩემი მხრიდან არასოდეს ექნება ადგილი დანაშაულებრივ მოღვაწეობას და მონდომებითი შრომით გამოვასწორებ და გამოვისყიდი ყოველივეს». თუ რას ნიშნავდა ბერძენიშვილის ეს განცხადება, ახლავე მოგახსენებთ და ისევ ელიზბარ ჯაველიძეს მოვიშველიებ: «კაგებე» ასეთ ადამიანებს სანთლით ეძებდა და როგორ გაუშვებდა ხელიდან. როგორც ამბობენ, ამ დღიდან ლ. ბერძენიშვილი და მისი ძმა, დ. ბერძენიშვილი, სუკის ნაფიცი «დისიდენტები» გახდნენ. თუ რას ნიშნავდა ბერძენიშვილის სიტყვები «მონდომებითი შრომით გამოვასწორებ და გამოვისყიდი ყოველივესო», სულ ცოტა ხანში გაცხადდა. ლევან «დისიდენტი» დასახვრეტად განწირულ გეგა კობახიძეს, ხოლო მისი უმცროსი ძმა და კოლეგა დ. ბერძენიშვილი ასევე დასახვრეტად გამწესებულ ივერიელთაგან ერთ-ერთ ძმას საკნებში «ნასეტკებად» შეუსახლეს. ვინც იმდროინდელი მართლმსაჯულების წესებსა და ციხის შინაგანაწესს იცნობს, მისთვის ცხადია, რომ სასჯელის უმაღლესი ზომისთვის განწირულებს საკანში არავის უსახლებდნენ, გარდა სანდო «ნასეტკებისა», რომლებსაც სერიოზულ «მისიას» აკისრებდნენ.

როგორც ჩანს, ძმებმა ამ «მისიას» წარმატებით გაართვეს თავი, რაც შემდგომში თვითმფრინავის გამტაცებელთა და განსაკუთრებით კი უდანაშაულო სასულიერო პირის, ჩიხლაძის, დახვრეტით დაგვირგვინდა,  ხოლო ძმების «ღვაწლი» უშიშროებისა და საბჭოეთის წინაშე თავად Uუშიშროების შეფმა ა. ინაურმა დაშიფრული რადიოგრამით აცნობა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მაღალ ეშელონებს, კერძოდ, ფილიპ ბაბკოვს და ძმების დიდი «ღვაწლისა» და «დამსახურების» გათვალიწინება სთხოვა. გაითვალიწინეს კიდეც: მათ მინიმალური სასჯელი გამოუტანეს და ორივე ძმა სასჯელის მოსახდელად ერთ კოლონიაში გაამწესეს, რაც იმ დროისათვის გაუგონარი რამ იყო. მეტიც, ისინი ვადამდე ადრე გაათავისუფლეს».

ვფიქრობ, ეს ამბავი ბევრს ახსოვდა, ბევრმა არც იცოდა, დამეთანხმებით, შემზარავი ისტორიაა.

რესპუბლიკური პარტია ჩვენს ქვეყანაში არსებობის ოცდაათ წელიწადზე მეტს ითვლის და მთელი ამ წლების მანძილზე მათ საამაყო არაფერი აქვთ, თუმცა ძალიან კი ამაყობენ. მათი ლიბერალიზმი დაარსების დღიდან ქვეყნისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. არ შემიძლია, ისევ ელიზბარ ჯაველიძის დიდი ხნის წინ დაწერილი ეს სიტყვები არ მოვიშველიო, რადგან დღემდე აქტუალურია: «ბუნებრივია, კონდოტიერთა ეს ლაშქარი, რომელიც დღესაც აქტიურობით გამოირჩევა, მაღალი პრინციპულობითა და ზნეობრიობით არ ხასიათდება. იგი ერთობ ჭრელია და მრავალგვაროვანი. მათი ჩამოთვლა და დახასიათება შორს წაგვიყვანდა, მაგრამ ზოგიერთი რჩეულთაგანი რომ არ ვახსენოთ, არც ის ივარგებს: რესპუბლიკელთა მედროშენი, მოძველბიჭო, მომორფინისტო, დედით იუდეველი ძმები გიორგი და ივლიანე ხაინდრავები; სუკის ნაფიცი დისიდენტები _ ძმები ბერძენიშვილები, სოროსის სოროდან გამოსოროსებული: გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, დავით ზურაბიშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, ცოლ-ქმარი _ თინა ხიდაშელი და დავით იუსუფოვი (უსუფაშვილად გადასოროსებული)». აი, ასეთია მოკლე ჩამონათვალი და ამ ადამიანებმა მოახერხეს და ხელისუფლების სათავეში შეძლეს მოსვლა.

მათი პოლიტიკაში მოღვაწეობა და თავისი ჩვეული მისიის შესრულება შეგვიძლია ირაკლი ალასანიასაც გავახსენოთ. სწორედ მაშინ უწოდა «სარეველები» ნოდარ ნათაძემ რესპუბლიკელებს, როდესაც ალასანია, რომელიც ხალხს ამერიკიდან დაბრუნებული მხსნელად ევლინებოდა და კოალიცია რესპუბლიკელებთან ერთად შექმნა. 2010 წლის არჩევნები მათთვის კრახით დასრულდა, უფრო ზუსტად, სრული კრახით არ დასრულდა _ რამდენიმე რაიონში კოალიციის წევრებმა საკრებულოებში შესვლა შეძლეს და ახლა ზუსტად ეს ადამიანები ხოცავენ ერთმანეთს თანამდებობისთვის. ზოგი რესპუბლიკელია, ზოგიც _ ალასანიას ნამდვილი გულშემატკივარი, თუმცა იმ დროს, წინასაარჩევნო პერიოდში ალასანიაც «ნაცმოძრაობის» სატელიტად მოიხსენიებოდა, როგორც სხვა ბევრი პარტია, მაგრამ უფრო მძიმე შემთხევა იყო რესპუბლიკელები, მაშინ მათ მაინც შეძლეს თვითმმართველობებში შეძრომა.

ისაუბრო რესპუბლიკელებზე და არ გაიხსენო ლევან ბერძენიშვილის წარსულიდან პერიოდი, როდესაც ის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი იყო, არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ის პერიოდი მე და ჩემს თაობასაც კარგად გვახსოვს, მინდა მაინც ელიზბარ ჯაველიძეს დავესესხო: «…მაინც რით დაგვამახსოვრა თავი ამ «ერის შვილმა»? ჯერ იყო და ეროვნულ ხელისუფლებას გესლავდა, მის მოშხამულ აზრებს ბოღმით პირგამომშრალი და ენაგადმოგდებული მისი ძმა ახმოვანებდა. მერე იყო და, სამი წლის განმავლობაში ტელეეკრანიდან ედუარდ შევარდნაძის ქებით ყურები გამოგვიჭედა. ამ კაცის გონიერების, ქვეყანას რომ სიკეთეს მოუტონს, მჯერა და მჯერაო, _ დღეგამოშვებით იმეორებდა. ჰოდა, ამ მჯერა-მჯერას ძახილით საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორობას გამოჰკრა ხელი.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ცნობიერების ბურჯს, ილია ჭავჭავაძეს, შეუტია და განაცხადა: «ილია ჭავჭავაძეს _ ასეთ ქართველ მწერალს მე არ ვიცნობასეთი კადნიერი განცხადება თავის დროზე ილიას მოძულე სოციალდემოკრატებმა და პირწავარდნილმა კოსმოპოლიტებმაც ვერ გაბედეს». მინდა გითხრათ, რომ, როდესაც ამ განცხადებას ხალხის აღშფოთება მოჰყვა, მან თქვა: «მე არც აკაკი წერეთელი მომწონსო».

ვინც ამ წერილს  წაიკითხავს და იტყვის, რომ რაღა დროს ამის გახსენება იყო, ძლივს რაღაც გვეშველაო, მინდა მათ ვუთხრა, ახლა, ქვეყანა ახალი საშიშროების წინაშე დადგა. ეს ბოლო ამბავი რესპუბლიკელების მამებთან დაკავშირებით იმიტომ გავისხენე, რომ ხალხის მხსნელსა და იმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან უყვარს და ხშირადაც ციტირებს ილიასა და აკაკის, მაგრამ მჯერა, რომ მას ბერძენიშვილებთან ილიაზე, აკაკიზე და საერთოდ ქართულ ლიტერატურაზე სასაუბროდ არ მოუცლია, თორემ პირველკაცებად არ აქცევდა, წერილის მიზანი სწორედ ისაა, რომ ეს ყველაფერი ბატონმა  ბიძინამ  იცოდეს.

პოლიტიკა დინამიური პროცესია, მოსახლეობა გაგებით ეკიდება იმ გარემოებას, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ურთულეს პერიოდში მოვიდა და მას უამრავ გამოწვევასთან, მათ შორის საგარეო ზეწოლასთან, დასავლელი პარტნიორების ორმაგ სტანდარტებთან და «ნაცმოძრაობის» ღია საბოტაჟთან უწევს გამკლავება. ასევე გასაგებია, ყველა პრობლემის მოგვარება ერთი ხელის მოსმით არ გამოვა, მაგრამ სათანადო დასკვნების გამოტანა აუცილებელია. სააკაშვილი უბრძოლველად არ დანებდება, «ნაცმოძრაობა» არ დათმობს არაფერს, რიგით გამგებელსაც კი. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ქართული ოცნების პარტნიორად, სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელების და მეგობრების გარდა (ვისგანაც დღეს უმრეტესად შედგება კოალიცია), მოიაზრებოდეს ძალა ან ფიგურა, რომელსაც ძალუძს «ნაცმოძრაობის» დესტრუქციული საქმიანობის განეიტრალება. ფაქტია, რომ ახალი პარლამენტი შედგება სააკაშვილის მოქმედი თანაგუნდელებისგან უმცირესობის სახით და უმრავლესობისგან, რომელიც უმეტესად ასევე სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელ-თანამებრძოლებით არის დაკომპლექტებული. იგივე სურათია აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც, ანუ საქართველოში არიან ძალები, გნებავთ, პერსონები, რომელთაც შეუძლიათ «ნაციონალური მოძრაობის» დესტრუქციული ქმედებების განეიტრალებაც და რიგ მნიშვნელოვან, მათ შორის საგარეოპოლიტიკურ მიმართულებებზე შედეგიანი ნაბიჯების გადადგმაც, მაგრამ ისინი არ არიან წარმოდგენილნი არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ საქართველო არ იქცეს პერმანენტული რევოლუციებისა თუ პერმანენტული არჩევნების ქვეყნად, აუცილებელია, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში «ოცნებამ» დაასახელოს და მხარი დაუჭიროს კანდიდატს, რომელიც დაასტაბილურებს პოლიტიკურ ძალთა ბალანსს და პრემიერთან ერთად მოახერხებს იმ მნიშვნელოვანი გამოწვევებისადმი გამკლავებას, რაც სახელმწიფოს წინაშე დგას. რესპუბლიკური პარტია კი ვისი წარმომადგენელიც, სავარაუდოდ, განიხილება «ოცნების» პრეზიდენტობის კანდიდატად, ამ ფუნქციას ვერანაირად ვერ შეასრულებს.

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. ეკაა პინგვინირა განათლებულიცაა და ნასწავლიც ეს ყველამ ნახა და დებილმა და უვიცმა რა ქვეყანა უნდა შექმნას…მათელაშვილს დავესესხები..და მილიონები რომ ჩამოაჭრა ვირს უფრო მეტ პატივს სწემენ ვირდე ბიძინა ივანიშვილს

  2. ნაცხროვის მიშმაკაკოსკოტეს !ბიძინა ივანიშვილს,ქართველი პატივს სცემს,იმიტომ რომ :ქველმოქმედია,უყვარს საქართველო და ზოგადად ჰუმანისტია,ძალიან ზნეობრივი,გულწრფელი და განათლებული ადამიანია!!!და არა მისი მილიარდების გამო,განსხვავებით თქვენნაირი ფულზე სულგაყიდული გარეკილ 1-ს მონებისაგან!

  3. ან რატომ უნდა სცენ ბიძინას პატივი,ფულის მეტი მაგას არაფერი აქვს.საკუთარ თანაგუნდელებს მალულად უსმისენს,მრჩევლების გარეშე ვერაფერს ლაპარაკობს და მრჩეველი კიდევ ვინ ყავდა,ზე ექსპერტი ხუხაშვილი…ქართველი კაცისთვის არავინ ყოფილა და არც იქნება….

  4. ხალხის მხსნელიიიოოოო,რა სასაცილოააააა…..ხალხის მხსნელი კი არა, ,,ქართუს,, მხსნელი.რა გვაბრმავებთ ერთი.თუ მაინცდამაინც გული გწყდებათ იყოს ხალხის მხსნელი, მაგრამ მიამატეთ ქვეყნის დამაქცეველი,პირდაპირი მემკვიდრე სააკაშვილის.ფუი თქვენს ქართველობას კუჩზე მიბმულო ხალხოო….

  5. Анас 100%- аниа. Бизина квела цинаморбедс ажобебс сакартвелос дагупваши ((( арапелс вамбоб заан карги адамианиа маграм политикидан укан моухедавад унда гарбодес.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here