Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბასილი (მკალავიშვილი): სააკაშვილის ხროვა ამოსაძირკვია, არანაირი დანდობა მათ!

მამა ბასილი (მკალავიშვილი): სააკაშვილის ხროვა ამოსაძირკვია, არანაირი დანდობა მათ!

1648

«საქართველო და მსოფლიოს» მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრება გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი მამა ბასილი (მკალავიშვილი).

_ მამაო ბასილ, ჯერ კიდევ 1998 წლის 25 ნოემბერს, თქვენს მრევლთან ერთად, მთავრობის სახლის წინ გამოხვედით მოთხოვნებით: 1. «პარლამენტმა მიიღოს კანონი რელიგიის შესახებ და საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოება გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად»; 2. «აღიკვეთოს მართლმადიდებელი სარწმუნოების წინააღმდეგ მიმართული პროზელიტური მოქმედების სექტათა თარეში»… მაშინ პარლამენტის ოფიციალურმა პირებმა აღგითქვეს, რომ ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში კონსულტაციები დაიწყებოდა, მაგრამ არა თუ ეს არ მოხდა, შემდგომ წლებში ანტიმართლმადიდებლურმა კამპანიამ კიდევ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. ახლა, როცა ხელისუფლება თითქმის ძირეულად შეცვლილია, რამდენად შესაძლებლად და ლოგიკურად მიგაჩნიათ იმავე მოთხოვნების ხელახლა დაყენება?

_ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ჩვენთან არს ღმერთი. მადლობას მოგახსენებთ ამ შეკითხვისთვის, რადგან სწორედ ამ კითხვაშია ჩადებული ჩვენი განვლილი თუ ახლანდელი მოღვაწეობა, რისთვისაც ვიბრძოდი ჩემს მრევლთან ერთად.

ყოველი ადამიანი განვლილ ცხოვრებას კრიტიკის თვალით უნდა უყურებდეს. რა გააკეთა ღვთის სათნო საქმე ან რა ვერ გააკეთა, რომ გამოასწოროს, ხოლო რაც შეეხება აწ უკვე ყოფილ ხელისუფლებას, მათ ხალხის საკეთილდღეოდ არაფერი გაუკეთებიათ.

ჩემი მღვდლობის პერიოდში მაქსიმალურად ვიღვწოდი მართლმადიდებლობის დასაცავად: მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად ვმართავდი მშვიდობიან აქციებს მოთხოვნით _ შეწყვეტილიყო სექტანტების თარეში, პროზელიტიზმი, გამოცხადებულიყო მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ ბევრი მხარდამჭერები გვყავდა როგორც სამღვდელოებაში, ასევე პარლამენტში. როგორც კი გაიგო ეს ამერიკამ, უშუალოდ ჯორჯ სოროსმა, მაშინვე ამოქმედდა მისი ბოროტების მანქანა და ჩამოყალიბდა საქართველოში ანტიმართლმადიდებლური ორგანიზაციები თავისუფლების ინსტიტუტის სახით, რომლებშიც გაერთიანდნენ საქართველოს მოღალატეები, და იმდენი ქნეს, რომ მოახერხეს, პარლამენტს არ მიეღო მართლმადიდებლობის სასარგებლო რაიმე გადაწყვეტილება, მიიღეს ე.წ. კონკორდატი, რომლის მიხედვით ყველა მცირე რელიგიური კონფესიის უფლებები გაუთანაბრეს მართლმადიდებლობას. შემდეგ ამ გადაწყვეტილებას სინოდის წევრებმაც დაუჭირეს მხარი, გამონაკლისის გარდა. ეს სამარცხვინო ფაქტი შავ, მოუცილებელ ლაქად მიითვალა საქართველოს ისტორიამ. გაძლიერდა რა ბოროტი ძალები მმართველ ორგანოებში, მართლმადიდებლობაზე შემოტევამ აპოგეას მიაღწია. მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობისა, ჩვენ ფარ-ხმალს არ ვყრიდით და ვაგრძელებდით ბრძოლას სარწმუნოების, ერის ტრადიციების დასაცავად, გვქონდა მრავალჯერადი მშვიდობიანი აქციები, მოვითხოვდით შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აქციებზე ხშირად გამოდიოდნენ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი პარლამენტარები: ვახტანგ ბოჭორიშვილი, ანზორ აბრალავა, ელიზბარ ჯაველიძე. ისინი პარლამენტშიც აქტიურად უჭერდნენ მხარს მართლმადიდებლობას, რაც შეეხება გიგი წერეთელსა და ადამიანის უფლებების დაცვის წარმომადგენელ ალექსანდრე კოკოითს, ისინი ცალსახად გამოხატავდნენ ჭეშმარიტ პოზიციას. აკადემიკოსი პარლამენტარი, ბატონი გურამ შარაძე ჩვენი თანამებრძოლი იყო. როცა გვარბევდნენ მშვიდობიან აქციებზე, ბატონი გურამი ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა.

ჩვენი მრავალჯერადი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ კოკოითმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართებოდა კონსულტაციები და ჩვენი წარმომადგენლებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. სავალალოდ მოხდა საპირისპირო. სწორედ აქედან დაიგეგმა და დღის წესრიგში დადგა იმ პიროვნებების ჩამოშორება, რომლებიც ხელს უშლიდნენ მათ შავ-ბნელი საქმეების აღსრულებაში სარწმუნოების აღმოფხვრისთვის.

კითხვაზე: რამდენად შესაძლებლად მეჩვენება ჩვენი მოთხოვნის დაყენება, არ გიპასუხებთ, ჯერჯერობით ვუყურებ ხელისუფლების კურსს. მივესალმები, რომ მეტ-ნაკლებად მიმდინარეობს კანონიერების აღდგენა. მართლმადიდებლობა თუ თავის ადგილს არ დაიჭერს საქართველოში, ჩემი გაჩუმება არ იქნება, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ვინც არ დაიცავს მართლმადიდებლობას, ვერ აღვიქვამ ჭეშმარიტ მთავრობად. ეს არის ჩემი პოზიცია.

_ დღეს საქართველოში ფართომასშტაბიანი სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს. გადაიხედა და ხელახლა ძიების პროცესშია არაერთი საქმე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ბურუსით იყო მოცული. როგორ ფიქრობთ, 2004 წლის 12 მარტს ეკლესიის დარბევისა და თქვენი დაკავების ფაქტით უნდა დაინტერესდეს თუ არა გამოძიება? ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ამ საქმისთვის აქამდეც უნდა მიექცია ყურადღება პროკურატურას?

_ როგორც აღვნიშნე, მიხარია, რომ მოსულმა ხელისუფლებამ მოღვაწეობა სამართლებრივი პროცესით დაიწყო, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ ის, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტობა მართლმადიდებელ ეკლესიაზე შტურმით დაიწყო. მთელი მსოფლიო შეძრა ეკლესიის ბარბაროსული დარბევის კადრებმა და დიდ მარხვაში ღამის ნათევი მრევლის დაწიოკებამ. ამაზე მეტი ფაქტი შეიძლება? ჩვენი ეკლესიის დარბევა მაშინდელი მთავრობის სამარცხვინო ფაქტი იყო. ერთი უბრალო მღვდლის დასაჭერად, რომელიც ჯვრით ხელში ამბიონზე დგას და ლოცულობს, გამოიყენეს 3000-მდე სპეცრაზმელი და 2000-მდე ჯარისკაცი, მაშინ, როცა წინა დღით პრესკონფერენცია ჩავატარეთ სახალხო დამცველის ოფისის ეზოში. სულ 6 კაცი ვიყავით. ჩემი აყვანა სულ უბრალოდ მოხდებოდა, მაგრამ კაციჭამია პრეზიდენტმა ფაშისტური რეჟიმის ძალის დემონსტრირება მოახდინა. მაშინ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ უდიდესი ცოდვა ჩაიდინა თავისი დუმილით, ხმა რომ არ აღიმაღლა შემზარავი ფაქტის გამო, არ მოითხოვა დამნაშავეთა დასჯა. იქიდან მოყოლებული რაც მოხდა საქართველოში, ყველამ ვიხილეთ.

ვაპირებ თუ არა ჩივილს, გეტყვით, რომ არა. მე მინდობილი ვარ ღმერთს, მსაჯულად და კანონმდებლად მხოლოდ ის მიმაჩნია. ღმერთი მიაგებს ყველას თავისი ცოდვებისათვის. მე მოგიყვანთ ერთ ფაქტს. ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი დამრბევი ავტოკატასტროფაში მოყვა, სიკვდილის წინ თქვა: მე იმიტომ ვკვდები, მამა ბასილის ეკლესიის დარბევაში რომ მივიღე მონაწილეობაო.

_ თუ საიდუმლო არ არის, ვინ იყო ეს პიროვნება?

_ დასამალი არაფერი მაქვს. ეს იყო გურიის გუბერნატორი ჟანი კალანდაძე. მე სასიკვდილოდ არავინ მემეტება, რამეთუ ღვთის ბოძებულ სიცოცხლეს თვით ღმერთი მიითვლის, მაგრამ ღვთის სასჯელს, ვინც სცოდა, ყველა მიიღებს. მე ვურჩევ მათ, ვინც ჩვენი ეკლესიის დარბევაში მონაწილეობდნენ, მოვიდნენ და დროზე მოინანიონ.

_ რადგან სამართლებრივი პროცესი ვახსენე, კონკრეტულ პიროვნებებზეც გკითხავთ, 2000 წლის 16 აგვისტოს გლდანის ეპარქიასა და იეღოველთა სექტას შორის გამართული სასამართლო პროცესი თავისუფლების ინსტიტუტის მაშინდელი ერთერთი ლიდერის _ გიგა ბოკერიასა და რადიო «თავისუფლების» ჟურნალისტ დავით პაიჭაძის მხრიდან მართლმადიდებელ მრევლზე გააფთრებული თავდასხმით დასრულდა. დიდწილად ამ ორი ადამიანის აქტიური მცდელობის შედეგი იყო 2004 წლის 12 მარტს ჩატარებული ოპერაციაც, რომლის დროსაც დაგაკავეს. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია, ეს ყველაფერი მათ მიმართ რაიმე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საფუძველი გახდეს?

_ მე უკვე მოგახსენეთ, რისთვის ჩამოყალიბდა თავისუფლების ინსტიტუტი, სადაც აღიზარდნენ სააკაშვილის ლეკვები, მათ შორის გიგა ბოკერია და დავით პაიჭაძე. ეს პიროვნებები იქ იყვნენ, სადაც, მათი აზრით, სექტანტებს «ჩაგრავდნენ», ასევე მამათმავლებს, ლესბოსელებს, ამათი უშუალო ქომაგები იყვნენ. თქვენ ახსენეთ ფაქტი, როცა გიგა ბოკერია ქვებით ხელში თავს დაგვესხა: მოკლედ მოგიყვებით ამის თაობაზე.

როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა ჩვენსა და იეღოველებს შორის, ისინი პროცესს არ ესწრებოდნენ, იყო მხოლოდ მამუკა ჭაბაშვილი _ მათი ადვოკატი, მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერი (ამჟამად სააკაშვილისა და მერაბიშვილის კრიმინალური ბანდის ქომაგი)…

როცა სასამართლო პროცესი დამთავრდა, ჩემმა მრევლმა დატოვა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია. დავრჩით 30-მდე. ამ დროს გიგა ბოკერია, რომელიც ჩასაფრებული იყო 200-მდე იეღოველთან ერთად ნაძვებში, მათთან ართად მოულოდნელად დაგვესხა თავს და გაიმართა ხელჩართული ბრძოლა. მაშინ, როცა გიგა ბოკერია ქვებით ხელში ჩვენკენ გამოექანა, შევძელით გამკლავება და უკან გავაბრუნეთ თავის დამქაშებთან. ეს კადრები ყველამ იხილა მაშინ.

სწორედ გიგა ბოკერიაა არქიტექტორი სააკაშვილთან და პაიჭაძესთან ერთად 2004 წლის 12 მარტის მოვლენებისა, ამიტომ ის უნდა დაისაჯოს და არა მარტო ამისთვის, არამედ 2006 წლის ციხეში ბუნტის დროს 8 ადამიანის ჩახოცვისთვის. მე იქ ვიყავი და უშუალო მოწმე ვარ, როგორ იქცეოდნენ ბოკერია და ბაჩო ახალაია პატიმრების მიმართ, როგორ იძლეოდნენ პატიმრების დახვრეტის ბრძანებებს. მე მგონი, დღევანდელი პროკურატურა ამას თავს გაართმევს და სიმართლე იზეიმებს.

_ ისევ მიმდინარე დაპატიმრებებზე გკითხავთ, ინდივიდუალურ დაკავებებზე: უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, სააკაშვილის ხელისუფლება ერთიანად რომ გასამართლებულიყო, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმი, როგორ ფიქრობთ?

_ დღეს საზოგადოება მთელი გულისყურით ადევნებს თვალს ყოფილი ხელისუფლების დანაშაულობებს, რომლებიც ხალხის სააშკარაოზე გამოდის. მათ კისერზეა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის აკადემიკოს გურამ შარაძის ამაზრზენი დახვრეტა. ყველა მკვლელობის კვალი სააკაშვილამდე მიდის. ეს ყველაფერი ჩვენ, მოქალაქეებმა ვიცით, პროკურატურას ხომ გაცილებით მეტი ეცოდინება.

მე მსაჯული არა ვარ, ღვთის მსახური ვარ, წინა ინტერვიუებში ვაცხადებდი და ახლაც გავიმეორებ: სააკაშვილის ბოროტების ხროვა საერთოდ ამოსაძირკვია, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ არეულ-დარეულობა და გაურკვევლობა იქნება ჩვენთან. არანაირი დანდობა მათ. ამდენი ბოროტების ავტორები ჯაჭვის რგოლებივით ერთმანეთზე არიან მიბმულნი, ისევ რეანიმაციას ფიქრობენ. სირცხვილის ნატამალი არ გააჩნიათ.

_ რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას ბოლო დროს აქ განვითარებულ მოვლენებზე, როგორ ფიქრობთ, რატომ აფასებენ ისინი, განსაკუთრებით ამერიკელები, მიმდინარე საგამოძიებო პროცესებს პოლიტიკურ დევნად?

_ დღეს არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც ამბობენ იმას, რომ საქართველო არის ამერიკის დამონებული შტატი. ამას მსოფლიოს გარკვეული ნაწილიც აღნიშნავს, რაც ცუდის მიმანიშნებელია. წარმოიდგინეთ, საქართველოს რომელიმე რეგიონში თუ რაიმე კონფლიქტი მოხდა სექტანტებს, მამამთავლებს, ლესბოსელებსა და მართლმადიდებლებს შორის, ამერიკის ელჩი იმ წუთშივე იქ გაჩნდება ვაიქართველებთან ერთად და ქომაგობს მათ. ამიტომაც არის მათი დაფინანსებით საქართველოში მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნილი. ძირითადად მათი მიზანია მართლმადიდებლობის აღმოფხვრა, ესაა მათი მზაკვრული ჩანაფიქრი. თეა თუთბერიძე მათი უშუალო დამცველია, სააკაშვილის იდეების ერთგული და მისი ყურმოჭრილი მონა. დღესდღეობით საქართველოში ყველაზე უბოროტესი ორგანიზაციაა თავისუფლების ინსტიტუტი. კატეგორიულად მოვითხოვ, სასწრაფოდ გაუქმდეს არასამთავრობო ორგანიზაციის ყველა დაჯგუფება, რომელთა რიცხვი 200-ს აღემატება, რომლებიც უშუალოდ ჯორჯ სოროსისაგან და მართლმადიდებელთა დაუძინებელ მტერთაგან ფინანსდება. მოვითხოვ, იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით სასწრაფოდ გაუქმდეს მათი რეგისტრაცია და ხელმეორედ გატარდნენ რეგისტრაციაში მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაიცავენ ოცსაუკუნოვან სარწმუნოებას და ერის ძირძველ ტრადიციებს, რომელთა ამოძირკვას ცდილობენ სოროსი და მისი ქართველი მონები. ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ამოშანთონ ქართველთა ცნობიერებიდან ღვთის შიში და სიყვარული, და საერთოდ გააქრონ საქართველოს ხსენება. აი, ეს კამპანია დაიწყო გამყიდველმა სააკაშვილმა. ერის რისხვა და სასჯელი მოეწევა მას.

მინდა იცოდეს სრულიად საქართველომ, რომ სააკაშვილს მწარედ მხოლოდ მაშინ კი არ ვამხელ, როცა მისი მზე ჩაესვენა, ამას სხვები აკეთებენ, მე პირიქით, ციხის პირქუში კედლებიდან, სადაც მრავალჯერ დაიგეგმა ჩემი ლიკვიდაცია, არ გავჩერებულვარ და ვამხელდი მის ბოროტებას. და დღეს ვინც სააკაშვილს ოპოზიციაში უდგას, მის გვერდით იდგნენ და ნაყოფიერ ნიადაგს უქმნიდნენ მიტინგების სასტიკ დარბევებსა და ერის გენოციდში. ერის ღალატში ისინიც თანაზიარნი არიან ამ ჯალათისა, ყველამ ჩაიხედოს თავის სინდისში.

თქვენ გაინტერესებთ, რატომ აფასებენ საზღვარგარეთლები ჩვენთან მიმდინარე საგამოძიებო პროცესებს პოლიტიკურ დევნად.

ყველამ უწყით, რომ საზღვარგარეთელი ძმები სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას უწოდებენ. ახლა რომ ამ «შუქურის» მეთაურობით ჩადენილია სადისტური მკვლელობები, ერის გენოციდი, ეს, რა თქმა უნდა, მათთვის სასურველი არ არის და სირცხვილია, ამიტომ გამოძებნეს ერთადერთი აბსურდული გამოსავალი, ვითომ საქართველოში მიდის პოლიტიკური დევნა.

_ დღემდე არაერთხელ განაცხადეთ საჯაროდ, რომ 2004 წელს ეკლესიის დარბევა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გია ბარამიძის, გეგმითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა. პროკურატურას ის არც კი დაუკითხავს. რა აზრის ხართ ამაზე?

_ პირდაპირ გეტყვით: გია ბარამიძის ადგილი, პარლამენტში კი არა, ციხეშია. მას იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი თავისი მეგობრებისა და ერის წინაშე, უნდა რცხვენოდეს, პარლამენტში რომ ზის და ხალხის ბედს წყვეტს. ჩვენი ეკლესიის დარბევას ის ხელმძღვანელობდა. გვესმოდა, როგორ იძლეოდა ბრძანებებს, ვინ ეცემათ, ვინ დაეჭირათ და ა. შ. უფალი მას აძლევს მონანიების საშუალებას, მაგრამ ეშმაკის მოციქულთან სინანულს რა საერთო აქვს. რაც მან სვანეთში ჩაიდინა, მიკვირს, რატომ აქამდე არ იჭერენ. ბარამიძე ხომ ზურაბ ჟვანიას მარჯვენა ხელი იყო. მან ყველაფერი იცის ჟვანიას მკვლელობის შესახებ, ხმას არ იღებს, ნუთუ სინდისის ქენჯნას არ განიცდის. ეს პიროვნება მოღალატეა როგორც მეგობრის, ასევე საქართველოსი. დღეს რომ გამოდის ტელევიზიით და აქეთ ჭკუას გვარიგებს, ხალხს თვალში ნაცარს აყრის, ამ დროს ყველამ იცის მისი შავბნელი საქმეები, ღმერთს სად დაემალება?

ის თუ პროკურატურას არ დაუკითხავს, სამაგიეროდ უზენაესთან დაიკითხება. ურჩევნია, მან მთელი ერის წინაშე მოინანიოს, სანამ გვიან არ არის.

მთელი ერი შეშფოთებას გამოთქვამს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის გამო. მართალია, დაიწყო ტაბუდადებული საქმეების გამოძიება, მაგრამ არაფერს ამბობენ საქართველოს პირველი, დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მკვლელობაზე. ის ხომ საქართველოს მოსახლეობის 87%-მა აირჩია. მისი პრეზიდენტობის ხანმოკლე პერიოდში ვიგრძენით, რომ ქართველნი ვიყავით და ჩვენს კუთვნილ მიწაზე ვცხოვრობდით.

ვთხოვთ ახალ ხელისუფლებას, მკაცრად დადგეს პრეზიდენტის იდუმალებით მოცული მკვლელობის საქმის გამოძიების საკითხი.

_ ბოლო დროს მიწების გასხვისების საკითხი ისევ აქტუალურია. ცნობილია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით ქართლსა და კახეთში, საუკეთესო ნაკვეთები უცხოელებზე გაასხვისა. როგორ უყურებთ ამ ყველაფერს? რა შედეგებამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს?

_ მართლაც, სხვა უბედურებებთან ერთად ეს საკითხი მეტად მტკივნეულია და საჭირბოროტო საქართველოსთვის, რასაც რატომღაც ყურადღებას არავინ აქცევს. სააკაშვილის აზროვნება ფულის მომხვეჭელობაზე იყო გადართული. საკუთარი ჯიბის გასქელებისთვის მან გამონახა გამოსავალი, გასხვისება წინაპართა სისხლითა და ძვლებით გაჟღენთილი მიწებისა და ამ გზით თავის სასარგებლოდ უდიდეს «წარმატებას» მიაღწია. დაბეჩავებული ხალხის ზურგზე წარმოიდგინეთ კახეთის თითქმის ნახევარ ტერიტორიაზე ინდიელები და ჩინელები ჩაასახლეს, რასაც დიდი აღშფოთება მოჰყვა, მაგრამ ამაოდ… გადამთიელები ბუნებრივია, შეძენილ მიწებზე, ვინაიდან კომპაქტურად არიან ჩასახლებულნი, აიშენებენ თავიანთ სალოცავებს. სწორედ ეს არის ქართველთა ასიმილაცია. დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები რომ ჩამოასახლა, განფანტა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შეკრა საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, დაღმაშენებელმა სააკაშვილმა კი ყველაფერი გაასხვისა. ახლა დაიწყება მათგან პროზელიტური ქმედებები. ღმერთმა ყველას თავისი საცხოვრისი, ენა, ტრადიციები მიაგო, ჩვენ კი ფართოდ ვაღებთ ჭიშკარს და ყველას ვღებულობთ.

ეს ყოველივე, ჩემო კარგო, იმ შედეგამდე მიგვიყვანს, რომ ჩვენ, ქართველები, ჩვენივე ღვთივბოძებულ მიწა-წყალზე ლტოლვილები აღმოვჩნდებით.

_ 2012 წლის 12 დეკემბერს თბილისში ჯორჯ სოროსი იმყოფებოდა. ის შეხვდა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს. ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი საქართველოში ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას შეეხებოდა. რას ფიქრობთ მის ვიზიტზე ჩვენს ქვეყანაში? ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი საეჭვოდ დაემთხვა ხელისუფლების შეცვლას?

_ ამერიკა და ჯორჯ სოროსი რომ მართავს საქართველოს, ამას მე დიდი ხანია გავიძახი. გადამთიელები ამას ისევ გამყიდველი, დოლარებზე დახარბებული ვაიქართველების მეშვეობით ახერხებენ.

ხელისუფლების შეცვლისთანავე სოროსი უმალ აქ გაჩნდა. ნებისმიერი ჩახვდება, რომ ის გასაღებს ეძებს. ივანიშვილთან. კარს მიღმა მათ რაზე ისაუბრეს, უცნობია, მაგრამ, როგორც ინფორმაციამ გამოჟონა, სოროსმა გააფრთხილა ივანიშვილი, რომ რუსეთისკენ არ გადაიხაროს. ჩემი ლოგიკური მოსაზრებით, ფინანსებით ივანიშვილს ვერ დააინტერესებენ, რამეთუ ის აქეთ ეხმარება საქართველოს საკუთარით. აქედან გამომდინარე, ივანიშვილი არ უნდა გატყდეს, სოროსმა ვერ უნდა აჯობოს. ღმერთს მინდობილი ადამიანი მთებსაც შეძრავს. სიდინჯე მას არ აკლია და ვფიქრობ, არ გადადგამს ერის საწინააღმდეგო ნაბიჯს. მეტად რთული გამოცდის წინაშე დგას. ვფიქრობ, გაართმევს თავს.

_ ერთი თვის წინ «ნაციონალური მოძრაობის» პარტიულ ყრილობაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და ხელახლა დაბრუნდება ქვეყნის სათავეში. რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს ყველაფერი? რა შანსი აქვს «ნაცმოძრაობას»?

_ დღეს მიხეილ სააკაშვილი ისეთ ეიფორიაში იმყოფება, რას მოქმედებს, თვითონაც ვერ გაუგია. ამ გაუწონასწორებელმა გიჟმა ჩაიჭედა გონებაში, რომ ისევ უნდა დაბრუნდეს. ამაში არწმუნებს თავისი გუნდის წარმომადგენლებს, ეკლესიაში დასაყრდენს მის დამცველ სამღვდელოებაში ეძებს, რათა მისმა მომხრე სასულიერო პირებმა მრევლი დაარწმუნონ, რომ ისევ სააკაშვილი გახდება პრეზიდენტი. სააკაშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ პარლამენტის დახმარებით ერთპიროვნულად მოირგო კანონი, კონსტიტუცია, სამომავლოდ გაიკეთა საქმე, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა და ყველა ძალაუფლება მის ხელში გადავიდოდა. მე ამას მივუსადაგებ დავითის ფსალმუნიდან ფრაზას: «…და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელიცა ჰქმნა»… (ფსალმ. 7-16). მისი გეგმა ჩაიშალა. ახლა ყოველ ღონეს ხმარობს ხალხის გადასარწმუნებლად, მაგრამ ვერ აცნობიერებს, რომ ამ ჯალათის, მკვლელის, ფაშისტის უკან დაბრუნებას ღმერთი არ დაუშვებს.

_ წინა ხელისუფლება, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზეც, მთლიანად ვაშინგტონიდან იმართებოდა. მისი ყველა გადაწყვეტილება «თეთრი სახლიდან» იყო ნაკარნახევი. რა შეიცვალა ამ მხრივ ახალი ხელისუფლების მოსვლით? რამდენად დამოუკიდებელია კოალიცია «ქართული ოცნება», როგორ ფიქრობთ?

_ საქართველო დღეს დამოუკიდებელი არ არის. კომუნისტების დროს კარგად გვახსოვს ჩვენთან მოსკოვის გარეშე არაფერი წყდებოდა. ახლა კი სააკაშვილის წყალობით ოკეანისგაღმელების მორჩილები გავხდით. სააკაშვილი ხშირად სტუმრობდა ამერიკის ელჩს, ყოველდღიურ მითითებებს მისგან იღებდა, რათა ქვეყანა დიქტატორულად ემართა, შიშისა და ზეწოლის ქვეშ ჰყოლოდა ერი. ახერხებდა კიდეც ამას 9 წლის მანძილზე. ახლა, როცა ყველაფერი დამთავრდა და მის პოლიტიკას წერტილი დაესვა, ჩვენ ამერიკისკენ არ უნდა მივაპყროთ იმედის თვალი, ისინი ჩვენ თავის სასარგებლოდ გვიყენებენ. ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ ივანიშვილი ამერიკასთან მიმართებაში სააკაშვილის გზას მიჰყვებაო. აქ დიდი დაფიქრება გვმართებს. ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრი მოახერხებს, საერთოდ გაემიჯნოს ამ გიჟის კურსს.

_ დაბოლოს, რით ახსნით იმას, რომ მართლმადიდებლობა დასავლურ ღირებულებებთან, ზნეობრივ ნორმებთან, ამერიკული ცხოვრების წესთან შეუთავსებელია? ვერც ერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში დასავლეთი ვერ ახერხებს, ხალხი თავის ზნეობას დაუმორჩილოს.

_ ვიცით, რომ დასავლეთის წამყვანი ქვეყნები ძალიან ძლიერია. ამერიკა მათ საქმეებში მაინცადამაინც ვერ ერევა, გავლენას ვერ ახდენს, ამიტომ ისინი მცირე ქვეყნებზე ავრცელებენ თავის პოლიტიკის არეალს ვიეტნამში, ავღანეთში, ერაყში, აფრიკის ქვეყნებში და სხვ.

მართლმადიდებლობა დასავლეთის ქვეყნების ზნეობრივ ნორმებთან მართლაც შეუთავსებელია. მართლმადიდებელი სარწმუნოება მეტად მკაცრი და ზნეობრივად ამაღლებული რწმენაა, რომელიც მხოლოდ უფლის დადგენილ მცნებებს დიდი სჯულის კანონით ხელმძღვანელობს, რომლის დაცვა საკმაოდ რთულია, მაგრამ მიმყვანებელი სასუფეველში. დასავლეთში კი ძირითადად არიან კათოლიკეები, ბაპტისტ-ევანგელისტები, ლუთერანები და სხვ. ჩამოთვლილი მიმდევრობები სრულ თავისუფლებას აძლევენ ადამიანის ზნეობრივ ქმედებებს. ალბათ, ნახეთ ტელევიზიით ქალი ეპისკოპოსი, რაც, დიდი სჯულის კანონით, ყოვლად დაუშვებელია. ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ის ილტვის თავისუფლებისკენ. აი სწორედ ამ ქმედებებით ვიცდებით თითოეული ჩვენგანი. მათთვის დაშვებულია მამათმავლობა, ლესბოსელობა, ბევრ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებაც დასაშვებია. ამასწინათ ვნახეთ ტელევიზიით, რომში როგორ ითხოვდნენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. მათ პოლიცია სასტიკად გაუსწორდა. საქართველოში, სააკაშვილის ბრძანებით, მათ აღლუმიც კი ჩაატარებინეს. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ, ამ გიჟს რომ დასცლოდა, უზნეობაში დასავლეთის ქვეყნებს მიბაძავდა. ეს პროცესი დაწყებული იყო ჩვენთან. ეს კურსი ახალმა მთავრობამ სასტიკად უნდა დაგმოს, რადგან ქვეყნის წინსვლას სერიოზულად შეაფერხებს, ჩვენ ჭეშმარიტმა, მამა-პაპათა, სახელოვან წინაპართან რწმენამ გვატარა დღემდე და შემდგომაც მხოლოდ ის გადაგვარჩენს, ამიტომ არანაირი ფუფუნების, მატერიალურის ხარჯზე არ უნდა დავთმოთ მართლმადიდებლობა.

უფალთან ყოველი ჩვენგანი ჩვენი კეთილი და ბოროტი საქმეებით წარვდგებით, სხვას ვერაფერს გავიტანთ ამ ქვეყნიდან სამსჯავროზე, რაც არ უნდა შევინანოთ უფალი უვედრებელ არს. სწორედ გამოსაცდელად მოვევლინეთ ამ ქვეყნიერებას, რათა უფალმან გაგვარჩიოს, ვისნი ვართ _ უფლისა თუ ბარაბასი.

ჩვენ, მართლმადიდებელნი, ვალდებულნი ვართ, დავდგეთ, როგორც ერთი ჩვენი ერის ტრადიციების, ადათ-წესების, სარწმუნოების სადარაჯოზე. მხოლოდ ეს გვატარებს ტაძრისკენ მიმავალ გზაზე და გადაარჩენს ჩვენს სულებს.

ვუსურვებ ჩემს ბედკრულ ქვეყანას, არ მოკლებოდეს უფლის წყალობა და ყოვლადწმიდა დედის მეოხება უფლისა მიმართ, ხოლო თითოეულ მართლმადიდებელ მამულიშვილს ჰქონოდეს მოთმინება, მორჩილება, თავმდაბლობა, სინანული ურთიერთსიყვარული. მხოლოდ ეს გადაგვარჩენს.

ღმერთმა დაგლოცოთ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. მამაო კი არა სატანა ხარ.უჯიშო ქართველი.შენ იმდენი ბოროტება გექნება ჩადენილი აჭარბებს ალბათ ყოველგვარ საზიზღრობებს5

  2. ხალხო თქვენ ნორმალურად თუ ხართ? რა "მამაო" რის "მღვდელი" – განკვეთილია ეს კაცი და აღარ არის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი! ჟურნალისტმა, სანამ რაიმეს დაწერას დააპირებს, ელემენტარულად უნდა გარკვეს მაინც საკითხში….

  3. მამა ბასილ მკალავიშვილი იყო ერთ–ერთი მღვდელი,რომელიც წლების განმავლობაში სარწმუნოებას კბილებით იცავდა… თქვენისთანები კი მართლმადიდებლობის ლანძღვით იყვნენ დაკავებულები და ახლაც აგრძელებთ ,,საყვარელ საქმიანობას" საბედნიეროდ ხალხი შავსა და თეთრს არჩევს. ამ მღვდლის მოღვაწეობა ერის წინაშე, სიტყვით და საქმით მილიონჯერ აღემატება თქვენს ბოროტებას და ეს გაშფოტებთ… თქვენ ხომ იმისთვის არსებობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ბოროტება ჩაიდინოთ…

  4. ნინია შენ ჩუკენისტი ხარ გეტყობა საცოდავ დღეს გაჩენილო.რაც შეეხება ბასილი მართალია განკვეთილია და არაქ მღვდელ მსახურების უფლება მაგრამ რასაც აკეთებდა სექტების მიმართ ძალიან მომწონდა.

  5. ნინია ხარ თუ ვინც ხარ. ენა როგორ გიბრუნდება ასეთი საშინელებების სათქმელად. როცა არაფერი არ იცი და არაფერი არ გესმის ,მაშინ ჯობია საერთოდ არაფერი არ სთქვა, და სხვისი დასაცინი არ გახდე. მამა ბასილზე ასე ლაპარაკის უფლება ვინ მოგცა.ღმერთის არ გეშინია?მამა ბასილი იბრზვის სატანების წინააღმდეგ, ეტყობა შენც იმათ სიაში ხარ და იმიტომ ამბობ ასე. გირჩევ სანამ გვიან არ არის გონს მოხვიდე. უფალი მოწყალეა და შეგინდობს

  6. კარგის და ცუდის გარჩევა არ ვიცით და ამის მიზეზი ზუსტად უღმერთობაა. სიცრუეში ვცხოვრობთ და ვერ გაგვირკვევია, ამავე დროს ისე გავყეყეჩდით და საკუთარი შეხედულება/აზრი ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ისეთ სიმართლედ და ჭეშმარიტებად მიგვაჩნია, რომ სხვის აზრს არაფრად არ ვაგდებთ, რაც ერთმანეთის უპატივცემულობას იწვევს, ბოლოს ერთმანეთის ლანძღვაზეც გადავდივართ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩვენი ჩამოყალიბებული შეხედულმებები ძირითადად სხვის მიერ, ტელევიზორში ან სმეგობრო/სამეზობლო წრეში ნათქვამ აზრებზე დაყრდნობით ყალიბდება რაც ხშირად ტყუილი და არასოწრია, ძებნა-ძიებას დიდი ხანია გადავეჩვიეთ, კითხვა არ გვიყვარს, უდარდელები ვართ, საქართველოზე კი არა ოჯახის წევრებზე არ ვფიქრობთ, მამაკაცებმა მანდილოსნების პატივისცემა დავკარგეთ და პატიოსნება სიდებილედ მივიჩნიეთ, ქალებმა ქალწულობა მიიჩნიეს არაფრად და ა.შ.
    უახლესი ისტორია უბრალოდ არ ვიცით და არც გვაინტერესებს. რა მოხდა? რატომ? ვინ? როდის? რისი გულისთვის? რა იყო ყველაფრის მიზეზი? – ამ კითხვების დასმას გადავეჩვიეთ, ანტიკური ისტორიის ცოდნაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. მართლა რთულ მდგომარეობაშია ქართული გული და სული, ერი და ბერი, ზნეობრივად უნდათ რომ გაგვხრწნან და გაგვანადგურონ, ვის? "ამას სოფლის ძლიერთ", (ზოგადად მასონები-ილუმინატები,ფრანკ-მასონები,ბილდერბერგები, სოროსი და კიდევ უამრავი) რატომ? – რომ შეძლონ ჩვენი დამონება, არამარტო ჩვენი, მთელი დედამიწის და ჩვენც დედამიწის ნაწილს წარმოვადგენთ. როგორ? – მართლმადიდებლობის მოსპობით. ერთი სიტყვით ძმებო, დებო უნდა გამოვფხიზლდეთ, ღმერთს დავუბრუნდეთ, ვეძებოთ ინფორმაციები რომ ადვილად არ მოგვატყუონ

  7. მიმიტურთხებიაა იმ ქვეყნისთვის სადაც ამ კრიმინალს საერთოდ ლაპარაკის უფლებას აძლევენ. კარცერს გარეთ გასაჩერებელი არაა ეს კაცი

  8. მკალავიშვილი პატრიოტია (რელიგიაში ვერ ვერკვევი).

    პატრიოტიზმს ეფუძნება ყველა ქვეყანა და ამიტომ არსებობს ამერიკული, რუსული პატრიოტიზმი.

    გავიხსენოთ: კომუნისტების მმართველობის დროს ქართული პატრიოტიზმი ინათლებოდა ნაციონალიზმად – წახალისებული იყო საბჭოთა პატრიოტიზმი, რაც გადაგვარება იყო მცირე ერებისათვის.

    ანალოგიური სიტუაციაა.

    ჩვენთვის პატრიოტიზმს არ დააფინანსებს არც რუსი, არც ამერიკელი და არც არავინ. ანდა რატომ უნდა დააფინანსოს?

    მათ მიერ დაფინანსებული თავგასულობის ინსტიტუტი არის ახალი ტიპის მე-5 კოლონა, დაახლოებით ისეთი, ბერდანებით რომ მოკლეს ილია. მაშინდელი მე-5 კოლონის წევრი ორჯონიკიძე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე სააკაშვილი და მისი ბანდა (ის მეტოქე იყო ამერიკის, ხოლო ეს მონაა).

    ეს ავადმყოფები ამერიკელებმა მოიყვანეს, არ მოიყვანდნენ და არც მოიყვანენ ღირსეულებს (ამერიკელებიც, რუსებიც და სხვებიც).

    სადაა გამოსავალი?
    ჩემი აზრით გამოსავალი გადის საზოგადოებაზე. ახალ ხელისუფლებას ენა კი არ უნდა მოვუჩლიქოთ, არამედ უნდა ვაიძულოთ კანონიერად მოიქცეს, დასაჯოს დამნაშავეები. დასავლეთს უნდა კოჰაბიტაცია (რუსებიც ანალოგიურად მოიქცეოდნენ), ხოლო თუ ჩვენ ქვეყანა გვინდა როდესმე მაინც გვექნეს, ესენი უნდა დავსაჯოთ ულმობლად. ფრანგებმა, ამერიკელებმა და სხვებმა სისხლისღვრით შექმნეს ქვეყანა და ჩვენ თუ დამნაშავეთა დასჯაც არ შეგვიძლია, მაშინ გამოდის, რომ მე იმიტომ მივეცი ხმა ოცნებას, რომ ალასანია მომეყვანა მინისტრად ან კიდევ კბილაშვილი პროკურორად.

    სხვათა შორის, მკალავიშვილი უფრო მეტს აკეთებდა ჯვრით, ვიდრე ეს სუნიანი ალასანია გააკეთებს ტანკით. კბილაშვილი კიდევ არხეინადაა.

  9. კბილაშვილის არხეინობის შესახებ.

    დატოვა პროკურატურაში მიშას კადრები. შეცდომაა ძველი კადრების დატოვება ჩვენს პირობებში და აი რატომ:
    ქვეყნებში, რომლებიც ადამიანებმა სისხლით ააშენეს, მოხელე მოქმედებს კანონის შესაბამისად, ჩვენთან კი – პიროვნული ერთგულების ნიშნით.

    ამიტომ ხელისუფლების შეცვლასთან ერთად მათი შეცვლა საჭირო არაა იქ, ხოლო ჩვენთან აუცილებელია.

    [გავიხსენოთ "მიშა მაგარია", რასაც თურმე საპატიმროებშიც ასმენინებდნენ პოლიტიკურ ტუსაღებს. ძველი კადრები გვამწარებდნენ ჩვენ და ისინი თავის თავს ხომ არ დაიჭერენ?]

    არხეინმა კბილაშვილმა კადრებითაც ვერ დააკომპლექტა პროკურატურა. ვერ გამოდგა ორგანიზატორი ეს კბილაშვილი, ვერც გონიერი (თუნდაც ჯილდოს სახით, ხმის მიცემის წილად, მოეცა ჩვენთვის ახალი კადრები პროკურატურაში).
    კადრებით დაკომპლექტებაა მთავარი საქმე, ხოლო სწორად შერჩეული კადრები სწორად იმოქმედებენ.

    ამას თუ ვერ ხვდება ცუდია, თუ ხვდება და მაინც ნაცარს გვაყრის თვალებში – კიდევ უფრო ცუდია. სიცუდის ხარისხი მატულობს თუ მხოლოდ თავის ნაცნობებში ეძებს კადრებს ან თუ არ შეუძლია კარგისა და ცუდის გარჩევა.

    ყველა ცუდი სიმპტომი სახეზეა.

    კონკრეტული მაგალთი: ჩემზე დოსიე იყო პოლიციაში როგორც "ოცნების" მხარდამჭერზე, ხოლო მთავარ პროკურატურაში პოლიციის კურატორი ვინც იყო (შაქრო ზაალიშვილი) ისევ იქ აგრძელებს "მუშაობას". უფრო გულდაჯერებით აკეთებს თავის საკეთილდღეო საქმეს და "ჩემი სისხლის გაშრობას".

    ყველაფერი მკაფიო რომ გახდეს ასე "მიბრძანებია" (მხოლოდ ღადაობა შეიძლება ჩემგან): გამიხმეს ხელის ის ნაწილი, რომელმაც უზრუნველყო 41-ის შემოხაზვის დროს კბილაშვილის წამოსკუპება და ამ ზაალიშვილის "გაგულავება".

  10. მამა ბასილი იყო რომელიც მართლმადიდებლობას კბილებით იცავდა სექტების წინააღმდეგ.ვენაცვალე მამა ბასილს ყველა მღვდელი ასეთი უნდა იყოს

  11. ბასილ მკალავიშვილი ძალიან აჭარბებს. დასავლური ღირებულებები და ფასეულობები მეცნიერულ ღირებულებებზე დგას და ადამიანის სრულ თავისუფლებას ქადაგებს. ასევე ქადაგებს ჰომოსექსუალთა თანასწორობას ჰეტეროსექსუალებთან, ისევე როგორც ქალების თანასწორობას კაცებთან. აგრეთვე ყველა ადამიანს აქვს ნება იმ რელიგიის და იდეოლოგიის მიმდევარი იყოს რაც თვით უნდა. ამ ეგრეთწოდებულ მამა ბასილს კი შუასაკუნეობრივი იდეოლოგიის მეტი არაფერი გააჩნია რომელიც ხალხს სიბნელის და უვიცობის მეტს არაფერს არ მოუტანს.

  12. ყველაფერი სიმართლეა,რასაც მამა ბასილი ბრძანებს.სააკაშვილის რეჟიმი მკაცრად უნდა გასამართლდეს.პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ და არა ის,რომ მკვლელებმა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭკუის დარიგება დაგვიწყონ.საინტერესოა,რატომ დუმს ახალი მთავრობა,რატომ არ იძიებენ გურამ შარაძისა და ასეულობით საქმეებს.რატომ ივიწყებენ ვალდებულებებს ერის წინაშე,თუ კოჰაბიტაციობენ?

  13. რეებს ამბობტ მამა ბასილზე ხალხო საერტოდ ტუ უფიქრდებიტ ზალიან გული მტკივა ტქვენს უვიცობაზე

  14. მამა ბასილი თავად განუდგა სატანისტ ეკუმენისტებთან მოსიარულე და კორუმპირებულ ე.წ. მღვდლებს. რადგან საპატრიარქოში ყურადღება არ მიაქციეს, იგი დროებით შეუერთდა საბერძნეთის ძველმესტილე ტრადიცულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ბევრ ჩვენდა სამწუხაროდ მუცელს გადაყოლილ ე.წ. მამაოზე მეტად აქვს ანაფორის ტარების უფლებაც და მოძღვრად წოდებაც!

    იყო დრო, როცა მამა ბასილი მარტო იცავდა მართლმადიდებლობას და სხვა მოძღვრები მხოლოდ სიტყვიერად თუ უჭერდნენ მხარს და ღიად მხილებას ერიდებოდნენ ხვადასხვა ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზთა გამო.

    რაც არ უნდა იყოს – თუ კი კათოლიკე, ბაპტისტი, მაჰმადიანი თუ ბუდისტი იწოდება თქვენგან, ესოდენ განათლებულ, ჰუმანურ და ლიბერალი ხალხისაგან, არანაირი უფლება არ გაქვთ, რომ მამა ბასილი წოდებისამებრ არ მოიხსენიოთ!!!

    თავის დროზე მამა გაბრიელიც იდევნებოდა ვაი "სასულიერო პირებისაგან". მამა ბასილს მამა გაბრიელთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა და ფაქტობრივად მასსავით მამხილებელია და მის გზას აგრძელებს სიმართლის გზაზე!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here