Home რუბრიკები პოლიტიკა ცოცხი ცოცხის წილ

ცოცხი ცოცხის წილ

1255

«მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესიაო», უთქვამთ ჩვენს ძველებს, რაც, სამწუხაროდ, დღევანდელობასაც ეხმიანება. ამ ოციოდე წლის წინ მოყვრად (ბევრს გულწრფელად ასე გვეგონა) მოსული  დასავლეთი დღეს, ნებით თუ უნებლიეთ, მტრად მოგვეკიდა, რადგანაც აშკარაა მათი მცდელობა საქართველოში სამართლიანობის აღდგენის მიმდინარე პროცესის შეჩერებისა. ამერიკის, ბებერი ევროპისა და მათი საშოდან შობილი . . არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა საქართველოში არჩევნების შემდგომ პერიოდში მიმდინარე მოვლენების მიმართ ამ ბოლო დროს აშკარად გასცდა კონსტრუქციულობის, გნებავთ, დიპლომატიური ეტიკეტის საზღვრებს და სუვერენული სახელმწიფოს შინაურ საქმეებში «ბესპარდონნი» ჩარევის ელფერი შეიძინა

პირველები, ვინც თავს უფლება მისცეს მიშნაცების ცალსახად, უაპელაციოდ მხარდამჭერი განცხადებების კეთებისა, ნატოს გენმდივანი _ მისტერ ანდრეს ფოგ რასმუსენი და ევროპარლამენტის სპიკერი _ ჰერ შულცი ბრძანდებოდნენ. და თანაც, როგორ _ ნაცბანდის ბელადის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებული, შექანებული მიშა სააკაშვილის თანდასწრებით?!

«ვაშინგტონპოსტსა» და «ფიგაროში» თითქმის ერთდროულად გამოქვეყნებულმა სარედაქციო სტატიებმა კი უტიფრობისა და თავხედობის ყველანაირი რეკორდი მოხსნა, რადგან ლამის ერთი ერთში ჯდება ამ ავტორიტეტული გამოცემების ავტორთა გამონათქვამები მიშნაცების პოლიტიკური დევნის შესახებ და ყოფილი ხელისუფლების ოდიოზური ფიგურების ნაცყროყინი იმავე თემაზე!..

აქ მხოლოდ ის არის საკითხავი, ვინ ვისი მასწავლებელია და ვინ _ მოწაფე…

 არადა, ეს ის ვაჟბატონ-ქალბატონები ბრძანდებიან, რომელთაგან ქართველი ხალხი, არათუ მსგავს რადიკალურ განცხადებებს, ელემენტალურად თანაგრძნობის გამომხატველ სიტყვებს ვერ ვეღირსეთ იმ კოშმარული 9 წლის მანძილზე, როდესაც მართლაც პოლიტიკურად გვდევნიდნენ, ქუჩებში გვხვრეტდნენ და როგორც მთელმა მსოფლიომ, მათ შორის ჩვენმა «დასავლელმა მეგობრებმაც» საკუთარი თვალით იხილეს, ციხეებში ცოცხებით რომ გვაუპატიურებდნენ.

რომელი ერთი გავიხსენოთ!

პირველი სიგნალი ძია სემისთვის და ბებერი ევროპისთვის იმისა, რომ «ვარდების რევოლუციით» «გასხივოსნებულ» საქართველოში რაღაც ვერ იყო კარგად, საქართველოს პრემიერ ზურაბ ჟვანიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოკეანის გაღმიდან პილატეს დუმილი და უფრო მეტიც, ამ მკვლელობის დაფარვა-მიფუჩეჩებაში პრეზიდენტ ბუშის ვარსკვლავბიჭუნა სააკაშვილისთვის მდუმარე ხელშეწყობა…

უფრო მეტიც, სწორედ ამ მკვლელობის შემდეგ ჩამოდის საქართველოში ჯორჯ დაბლიუ ბუში, როგორც კოლონიზატორი კოლონიაში, ჯერ მეიდანში «შენ ერთადერთი ხარ, ჩვენი ღმერთი» ვუმღერეთ ხბოსავით აღტაცებულმა ქართველებმა, მეორე დღეს კი «პახმელიაზე» დემოკრატიის შუქურა უწოდა საქართველოს ამერიკის პრეზიდენტმა, რის შემდეგაც, ნაბუშარ საქართველოში, რომ იტყვიან, «მთლად აუშვა» სააკაშვილმა და აბსოლუტურ ძალაუფლებასთან ერთად, აბსოლუტურად უკონტროლო გახდა

2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის სასტიკი (თურმე ჯერ სადა ხარ, 26 მაისი წინ გვაქვს) დარბევა, რაზეც ბოლომდე ვერ დახუჭეს მანამდე ყველაფერზე «ფართოდ დახუჭული თვალები», მსუბუქად შეშფოთდნენ ზოგადად დასავლეთში და კონკრეტულად ამერიკის «რჩევით» სააკაშვილი ვითომ გადადგა, პირადად ბუშის მიერ მიცემული გარანტიით, რომ ვარსკვლავბიჭუნა ვადამდელი არჩევნების შემდეგ კვლავ პრეზიდენტი გახდებოდა. ასეც მოხდა, ასიათასობით დემონსტრანტის ქუჩაში გამოსვლის მიუხედავად, ამერიკის ადმინისტრაციამ მიაფურთხა ქართველთა ნებას და კვლავ მიშა დაგვისვა ფარაონად…

ამის პირდაპირი შედეგი _ 2008 წლის მაისში ჯერ გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ აგვისტოს ომი, ათიათასობით ახალი დევნილი და ძველი დეფაქტოდ დაკარგული ტერიტორიების დეიურედ გაფორმება, რადგანაც დასავლეთის «შეშფოთებამ» და ფოთისა თუ ბათუმის აკვატორიებში პამპერსებითა და სასმელი წყლით დატვირთული ამერიკული კრეისერების შემოსვლამ რუსეთი ვერ შეაშინა…

2011 წლის 26 მაისი, «სახალხო კრების»  განწირული მცდელობა სიტუაციის გამოსაცოცხლებლად, ჯონ ბასის, ამერიკის იმჟამინდელი ელჩის, უგვანო განცხადება, რამაც სააკაშვილის რეჟიმს დაუსჯელობის სიგნალი მისცა. სისხლიანი რუსთაველი, იქ თევზებივით დაყრილი, ხელბორკილდადებული მომიტინგეები, არნახული სისასტიკით დარბეული აქცია, სახურავებზე შეყრილი გვამები მთელმა დუნიამ იხილა, მაგრამ დასავლეთიდან ან დუმილი, ან, უკეთეს შემთხვევაში, შეფასება: მიტინგი კანონიერად დაშალეს, მხოლოდ ე. წ. არაპროპორციული ძალა გამოიყენესო…

ერთს ვიტყვით მხოლოდ: დასავლეთმა არც მაშინ ამოიღო ხმა, როდესაც მიშნაცებმა სატელიტური თეფშებიც კი დააპატიმრეს?! აღარაფერს ვიტყვი ოქტომბრიდან ოქტომბრამდე წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების მხარდამჭერთა დაპატიმრებებზე, ქვების სროლაზე თუ სხვა მრავალ პროვოკაციაზე, რომლებზეც დასავლეთი არა თუ ჩვეულებრივ დუმდა, არამედ უფრო მეტიც _ «ენდიაი» თუ «აირაი», რბილად თუ ვიტყვით, არაობიექტურ კვლევის შედეგებს აქვეყნებდნენ, ხოლო თუ ყველაფერს ნამდვილ სახელს დავარქმევთ, ლუის ნავაროები ქართველ ხალხს სულში აფურთხებდნენ, როდესაც ჯიუტად გვიმტკიცებდნენ, რომ მომავალ არჩევნებზე მიშნაცების ბანდას ალტერნატივა არ ჰყავდა!

ამით იმის თქმაც გვინდა, რომ დასავლეთი ბოლო წუთამდე მხარს სწორედ ე. წ. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რეალურად კი ნეოფაშისტების კრიმინალურ რეჟიმს უჭერდა მხარს და არა ქართველი ხალხის აშკარა სურვილს ამ რეჟიმის მოცილებისას!

გახსოვთ, ალბათ, როგორი «ადეკვატური» მესიჯები მოდიოდა დასავლეთიდან ციხის საშინელი კადრების შემდეგაც, რომლებიც ერთი ერთში ჯდებოდა შოკიდან გამოსული ჩვენი ნაძირალა პრეზიდენტის გამონათქვამებში _ რომ ასეთი რამ სხვაგანაც მომხდარა, ხელისუფლებამ ადეკვატური ნაბიჯები გადადგა, როცა სასჯელაღსრულების და შინაგან საქმეთა მინისტრები შეცვალა და ა.შ.

ამერიკელებმა, უკაცრავად პასუხია და, მაშინ «დაზადნეს», როდესაც 29 სექტემბერს დაინახეს «ქართული ოცნების», უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის რეალური და არა ლუის ნავაროსეული მასშტაბები. მიხვდნენ, რომ 60ხ40-ზე მიშას სასარგებლოდ გაყალბებული შედეგების გამოწერას არჩევნებზე ქართველი ხალხი აღარ მიიღებდა და აქ სისხლისღვრამდეც მივიდოდა საქმე. მითუმეტეს, რომ იმ 40 %-ში სხვა «ოპოზიციაც» _ ქდმ, ლეიბები, ახალი მემარჯვენეებიც _ იგულისხმებოდა და რეალურად «ქართული ოცნება» 20%-ს თუ მიიღებდა. ამიტომ ვაშინგტონში «ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს», სასწრაფო კორექტივები შეიტანეს საარჩევნო სცენარში, ფსევდო ოპოზიცია საერთოდ ამოიღეს და 60ხ40-ზე პირიქით  «ოცნების» სასარგებლოდ გამოწერეს!..

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ქართველი ხალხის «ხელების ამოგრეხვა» იყო, საწადელს მიაღწიეს დასავლეთში _ «ქართული ოცნება» დაყაბულდა ნაცბანდადასავლეთის მიერ მიღწეულ შედეგს და, რადგანაც არც «ოცნებას» გაუპროტესტებია ეს ამბავი, ქართულმა საზოგადოებამაც მიიღო ეს შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც და დღესაც დარწმუნებულია, რომ რეალურად ნაცბანდას ბარიერის გადალახვის პრობლემა ჰქონდა!..

 სრულიად მიუღებელია საუბარი მიშას დემოკრატიულ მემკვიდრეობაზე და აქედან გამომდინარე, სამართლიან არჩევნებზე, ხელისუფლების ხავერდოვნად გადაბარებაზე და ამის გამო «ქართული ოცნების» იძულება ე. წ. კოჰაბიტაციაზე (ღმერთო ჩემო, ეგ უცხო სიტყვაღა გვაკლდა რა!) _ არა, ბატონო ძია სემ და ქალბატონო ეშტონ, ანუ, ამერიკა-ევროპავ, მიუხედავად თქვენი სურვილებისა, ქართველი ხალხი  დარწმუნებულია, რომ 1 ოქტომბრის მსგავსი არადემოკრატიული არჩევნები აქამდე თვით «ნაცებსაც» არ ჩაუტარებიათ და  საპირისპიროს მტკიცება ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა!..

ზემოთქმულიდან გამომდინარე, როგორც «ამათ» დაამკვიდრეს ტერმინი, სრულიად გონივრული ეჭვით, ერთი კითხვის დასმა შეიძლება: ხომ არ იყო მიშას უეცარი კაპიტულაცია არჩევნების ღამესვე, ოკეანის გაღმა პატრონებთან მორიგი გარიგების შედეგი, ანუ, როგორც 2007 წელს «გადადგა» მიშა, მომავალ არჩევნეში უეჭველი გამარჯვების გარანტიით, დღესაც იმიტომ ხომ არ «აღიარა» არჩევნებში მარცხი, რომ ახლო მომავალში რევანშის გარანტიები მიიღო ამერიკიდან?

ზუსტად ვერავინ გეტყვით, მაგრამ, მსგავს ვარაუდს რომ არსებობის უფლება აქვს, სწორედ დასავლელი «მეგობრების» ქმედებებიდან გამომდინარე, უდავო მგონია. ყოველ შემთხვევაში, თუ რევანში არა, დასავლეთის მცდელობა, რომ არ დაირღვეს მათ მიერ დადებული 60ხ40-ზე პროპორცია, აშკარაა და ამას ემსახურება, პირველ რიგში, ნაცყროყინთან დასავლეთის შეხმატკბილებული ყრანტალი, ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური დევნის თაობაზე, რადგანაც კარგად უწყიან, რომ, თუ «ნაციონალების» ყოფილ მინისტრებს დააპატიმრებენ, ბუნებრივად დადგება პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი და მაშინ არა მხოლოდ ზემოხსენებული პროპორცია შეიცვლება, არამედ სრულიად ლეგიტიმური გახდება «ნაციონალური» პარტიის, როგორც დანაშაულებრივი ფაშისტურ-კრიმინალური რეჟიმის, პოლიტიკური გასამართლების საკითხიც!

მასგავსი პერსპექტივა, არამც და არამც არ აძლევთ ხელს დასავლეთში, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მათი მორალური პასუხისმგებლობაც დადგება, როგორც მინიმუმ, მათი რეჟიმის დანაშაულებზე დუმილის გამო!

ერთადერთი, რაზეც მყისიერად რეაგირებდნენ (და მომავალშიც ასევე იქნება) ეს ე. წ. უმცირესობათა უფლებების ვითომდაც დარღვევებია საქართველოში და არა მარტო საქართველოში. გაიხსენეთ, როგორ ოპერატიულად გამოეხმაურა სპეციალური განცხადებით ამერიკის მაშინდელი ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი, შარშან, 17 მაისს თბილისში «დარბეულ» გეიპარადს, ხოლო მეორე დღეს, თბილისში აკრედიტირებული ლამის მთელი დასავლეთის დიპკორპუსი შეიკრიბა რუსთაველზე ქართველი პედერასტების მხარდასაჭერად; ან როგორ დაგმო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთსი ქსენია სობჩაკის ბინის გაჩხრეკის ფაქტი და ა. შ.

 ეს ისე, მცირე ლირიული გადახვევა…

გასაკვირი და სასიამოვნო, იმედის მომცემი იყო ბატონ ბიძინას კომენტარი ზემოხსენებულ, დასავლეთში ამტყდარ ლამის ისტერიაზე საქართველოში მიმდინარე ვითომდაც პოლიტიკური დაპატიმრებების გამო. რაც უნდათ, ის წერონ და ილაპარაკონ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ სამართლიანობის აღდგენის პროცესს, ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ და, რაც ხდება საქართველოში, ქართველი ხალხის ნების აღსრულებააო, _ ციტატა არა, მაგრამ შინაარსით ეს ბრძანა ბატონმა ბიძინამ!!!

 ამ მკვეთრმა განცხადებამ არა მხოლოდ დასავლეთში და შინაურ ნაცმოყროყინეთა შორის გამოიწვია მძაფრი უკმაყოფილება, არამედ «ქართული ოცნების» შიგნითაც გამოჩნდნენ ჯერჯერობით მცირედ, მაგრამ მაინც  უკმაყოფილონი და ეს არის საგანგაშო, რადგან ეს «ჯერჯერობით» შეიძლება მომავალში თვისობრივ-ხარისხობრივად შეიცვალოს. ცოლ-ქმარმა რესპუბლიკელებმა წაიკნავლეს _ ასე ცალსახად არ უნდა ეთქვა ბიძინას, მაინც ჩვენი უპირველესი პარტნიორები არიან ამერიკელებიო (ციტირებაზე აქაც ვერ დავდებ თავს, თუმცა შინაარსი ეს იყო).

დიახაც, ბატონი ბიძინას მკვეთრი განცხადება იგივე იყო, რაც ჩვენი მამა-პაპური _ ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროსო! უფრო კორექტულად კი, ამ განცხადებით ბატონმა ბიძინამ პრაქტიკულად ის თქვა, რომ მისი უპირველესი სტრატეგიული პარტნიორიც და მეგობარიც ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობის ნებაა და ამას მხოლოდ მიესალმება საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა!

ბატონო ბიძინა! თქვენ, პირველ რიგში, ის ოცნება აგვისრულეთ, რომ ქართველი ხალხის სადისტი მწამებელნი, 9 წლის მანძილზე ჩვენი ჯალათები, დიდიან-პატარიანად მათსავე აშენებულ ვირის აბანოებში აბანავეთ და ნუ იდარდებთ, სოციალურ გაჭირვებას გონივრულ ვადებში კიდევ მოვითმენთ და ავიტანთ!

«ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს; მოყვარესა მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება მოცინარობს»… _ გენიალური შოთას ამ სიბრძნით ვამთავრებ წერილს, ანუ თავად განსაჯეთ, ვინ მტერია და ვინ მოყვარე საქართველოსი…

დავით მხეიძე

P.S ჯერ კიდევ ჰამურაბმა თქვა _ თვალი თვალის წილო, რაც მოგვიანებით იცხააკ ნიუტონმა უკვე მეცნიერულად დაადასტურა  ნიუტონის მესამე კანონით, რომლის მიხედვითაც, ყოველი ქმედება იწვევს სიდიდით ტოლ და საპირისპიროდ მიმართულ უკუქმედებას!

ასე რომ, დღეს უკვე შეიძლება ვთქვათ, _  ბიძინას პირველი კანონი (©) ჟღერს ასე: ვინაიდან, ანუ ყოველი ქმედება იწვევს სიდიდით ტოლ და საპირისპიროდ მიმართულ უკუქმედებას, გაცოცხე ნაცი, ნაცი, რომელიც გცოცხავდა!

ეს ბიძინას კანონის ვრცელი ვერსიაა, მოკლედ ის ასე ჟღერს:

_ გაცოცხე  ნაცი!

და ეს სულაც არ არის შურისძიება ან პოლიტიკური დევნა, ეს წმინდაწყლის მეცნიერებაა, ეს ნიუტონის მესამე კანონია, პატივცემულებო, ნიუტონის მესამე და ბიძინას პირველი კანონი!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here