Home რუბრიკები პოლიტიკა თარგამაძე ყბედი, ლოთი და კლოუნია!

თარგამაძე ყბედი, ლოთი და კლოუნია!

674

„ქართველი დეპუტატი გივი თარგამაძე ყბედი, ლოთი, ავანტიურისტი და კლოუნია“, – განაცხადა ცნობილმა რუსმა ოპოზიციონერმა ბორის ნემცოვმა ფილმ „პროტესტის ანატომია 2“–ის კომენტირებისას. საქართველოში გივი თარგამაძის ამ „ღირსებების“ შესახებ, კარგა ხანია, ყველა ინფორმირებულია, მაგრამ ახლა ამის შესახებ რუსეთშიც გაიგეს. ახლა იქ განსაკუთრებით აქტუალურია ვიდეოჩანაწერი, რომლიდანაც ჩანს, რომ რადიკალურ ოპოზიციონერ უდალცოვთან ერთად „ვასილიჩი“ მორიგ „რევოლუციას“ გეგმავს. თუ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებათ, რომ საქართველოს გარდა, „ჩე გივი“ რევოლუციების ექსპორტს უკრაინაში, ყირგიზეთსა და ბელორუსიაში ცდილობდა, ეს მათი პრობლემაა, საქართველოში კი არავის ეპარება ეჭვი, რომ ვიდეოჩანაწერზე სწორედ გივი თარგამაძე ფიგურირებს და კვლავაც რევოლუციის გეგმავს, ამჯერად – რუსეთში.

ნემცოვმა თარგამაძე ჩაუშვა და ამგვარად რუსეთისთვის „არაბული გაზაფხულის“ მზადებაზე ხელი დაიბანა. ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ამასწინანდელი არჩევნებისას, მისი განცხადებით, ასარჩევთა სიაში არცერთი რადიკალური შეხედულებების მქონე პირი არ შეიყვანეს. რუსეთის რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ნემცოვი იმასაც იხსენებს, რომ 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ  გივი თარგამაძე იულია ტიმოშენკოს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ტელევიზიით გავიდა და ტიმოშენკოს რეიტინგზე მკვეთრად უარყოფითად იმოქმედა. უფრო ადრე ასეთივე სკანდალები თარგამაძეს ბელორუსიაშიც გადახდა. მაშინ „ვასილიჩი“ ბელორუს ოპოზიციონერ ანატოლი ლებედკოსთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. „ჩე გივი“ მას ბელორუსიაში ხელისუფლების დასამხობად 4 მილიონ დოლარს სთავაზობდა. „თარგამაძე ყბედი, ლოთი, ავანტიურისტი და კლოუნია“, – დაასკვნა ნემცოვმა.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც „ვასილიჩის“ მსგავს არსებებს უმართლებს. მეტიც, მათ 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში რაც მოეპრიანებოდათ, ის აკეთეს. ახლა ანგარიშის გადახდის დრო დადგა. „ჩე გივის“ არც ქვეყანაში ელის კარგი ბედი და არც მის ფარგლებს გარეთ; დიდი ალბათობით, რამდენიმე ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის მას სოლიდური სასჯელი ელის. ახლა ყველა „ნაციონალს“ თავისი გასჭირვებია და მის დასაცავად არც ისინი და არც მისი ყოფილი უცხოელი მეგობრები სიტყვასაც არ დაასველებენ.

არადა, რა დრო იყო, როცა „ვასილიჩი“ მთელ საქართველოს ემუქრებოდა: „სულს ამოგხდითო“? 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here