Home რუბრიკები პოლიტიკა ტესტი, რომელიც ოცნებაზე მეტია

ტესტი, რომელიც ოცნებაზე მეტია

680

ჯერ სახალხო დამცველის პოსტზე სავარაუდო კანდიდატების: ნანა კაკაბაძის, დიმიტრი ლორთქიფანიძის, გელა ნიკოლაიშვილისა და ორითამარქალის”, ჩუგოშვილისა (ზედმეტსახელიჩუგო”) და გურჩიანის შესახებ მოგახსენებთ

აქედან პირველი სამი, პრინციპში, მისაღები კანდიდატურები არიან ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის, ანუ, როგორც იტყვიან, ეს გემოვნების საკითხია და ამაზე ქვემოთ!..

რაც შეეხება ორ თამარს, აქ გაცილებით მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე _ ე. წ. საია-ს (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) “დირექტორი” ჩუგოშვილი და ასევე ლიბერასტულ წრეებში დაფრთიანებული და საერთაშორისო ასპარეზზე აფრთიანებული გურჩიანი,  პირველი სამეულისგან განსხვავებით, საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელია, რადგან არც ერთი არის ანგელოზი და არც მეორე ქერუბიმი!

განსაკუთრებით მას შემდეგ ფუთფუთებენ “საია” თუ მისი მონათესავე “ენჯეოები” საქართველოში, რაც ამ 5-6 თვის წინ იმ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, რომლიდანაც მოედინება ჩვენი ლიბერასტი “უფლებადამცველების” საბანკო ანგარიშებზე  დოლარების მდინარეები, მადამ კლინტონმა ხმამაღლა განაცხადა, რომ აშშ-ის საგარეო პრიორიტეტი პედერასტების უფლებების დაცვაა მთელ მსოფლიოში, ხოლო ბარაკ ობამამ პირდაპირ “მიაბა” ამერიკის ფინანსური დახმარება-არდახმარება ამა თუ იმ ქვეყანაში ამ უფლებების დაცვა-არდაცვას!

ამიტომაც განსაკუთრებულად აღშფოთდა “საია”, როცა ა. წ. 17 მაისს გავბედეთ თბილისელებმა და თავისუფლად არ გავატარეთ ადგილობრივი პედერასტები, პირადად თამარ ჩუგოშვილმა, სადაც ჯერ არს, საჩივარი აფრინა პარადის ხელისშემშლელთა (რომელთა შორის მეც გახლდით) და ამ “უსამართლობის” შემხედვარე უმოქმედოდ მდგარი პატრულის (იქაც ქართველი ბიჭები, კაცები მსახურობენ და არც მათ სიამოვნებთ “ქათმების კრიახი”) მკაცრად დასჯის მოთხოვნით. პარადის, რომლის ჩაშლა იმავე საღამოს ოპერატიულად დაგმო სპეციალური განცხადებით აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა ჯონ ბასმა; ვისაც გერმანიიდან, დაუსწრებლად, მაგრამ მკაცრად, “მხარი მისცა” ბუნდეს საგარეო მინისტრმა და შეთავსებით ცნობილმა “გომიკმა”, გვიდო ვესტერველემ!

მეორე დღესვე ისმინეს “ჩუგოს” ღაღადისი და ჯერ სოსო მანჯავიძე “დასაჯეს” 100-ლარიანი ჯარიმით პედერასტისთვის “ნაჭმევი” ალიყურისთვის, ხოლო საღამოს   თბილისში აკრედიტირებულმა ლამის მთელმა დიპკორპუსმა სოლიდარობა გამოუცხადა პარლამენტის წინ აქციაზე ჯერ კიდევ “ბნელი” ქართველების მიერ “ჩაგრულ” პედკორპუსს!

თუმცა, როგორც შემდგომში გაირკვა, კიდევ იოლად გადავრჩენილვართ _ თუ კი თბილისში ადგილობრივ “ქათმებს” სულ რაღაც ორი “გომიკი” ჰყავდათ ამერიკიდან “საპატიო” სტუმრად მოწვეული, რომლებმაც 51-ე სკოლასთან, ჩვენი შვილების თვალწინ (!!!) დემონსტრაციული “ზასაობით” გახსნეს აღლუმი და რუსთაველისკენ დაიძრნენ, თბილისის ჩაშლილი პარადის შემდეგ 2 კვირაში ბალტიის ქვეყნების პედერასტების “სხოდკა” გაიმართა რიგაში და სულ “ურა-ვაშათი” იჯეჯილეს, რადგანაც ხელშეუხებლობის გარანტად აღლუმს წინ მიუძღოდნენ ბალტიის ქვეყნებში აშშ-ის ელჩები (!!!) და ევროპარლამენტის დეპუტატები!..  ანუ იმ ჯიშ-ჯილაგის ხალხი, რომლებიც წლების მანძილზე მიშნაცების სადისტურ ტირანიას დემოკრატიის შუქურას უწოდებდა, და ახლაც კი, იგივე ხალხი, ისევ მიშნაცების მიერ “აშენებული დემოკრატიის”  დამსახურებად თვლის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას.

 და ამით უკვე მერამდენედ შეურაცხყოფენ ქართველ ხალხს, რადგან ვინ _ ვინ და ჩვენ ხომ კარგად მოგვეხსენება, რა “დემოკრატიული” არჩევნებიც იყო და, რომ არა გამწარებული ქართველი ერის უკანასკნელი თავგანწირული გაბრძოლება, ისევ გამარჯვებულად გამოაცხადებდნენ ნაცები საკუთარ თავს და ისევ “გაუპრავებდნენ” ამ შედეგს დასავლეთში, როგორც არა ერთხელ “გაუპრავებიათ”?!

რაც შეეხება ე. წ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეცვლის საკითხს, რომელიც ახლო მომავალში აუცილებლად უნდა მოხდეს, ამ პოსტზე მთავარ კანდიდატებად ე. წ. მედიაექსპერტები (ნეტავი რას ნიშნავს და ვინ და რისთვის ანიჭებს მავანს ამ ტიტულს, ან იქნებ რომელიმე უნივერსიტეტის დიპოლმში წერია მსგავსი რამ?) ზვიად ქორიძე და ია ანთაძე განიხილებიან. “ექსპერტები”, რომლებიც ისევე შორს დგანან ქართული, ტრადიციული ღირებულებებისგან, როგორც ზემოთ ნახსენები “ენჯეოები”, რადგან ორივენი “თავისუფლების ინსტიტუტთან” ფარულად თუ აშკარად ასოცირდებიან და ისინიც “ადამიანის უფლებებს” მხოლოდ ლიბერასტული სამრეკლოდან განიხილავენ!

რაც შეეხება საზმაუს ხელმძღვანელისა და ომბუდსმენის ქართულად მოაზროვნე კანდიდატურებს, მათ მხოლოდ ზრდილობის გულისთვის განიხილავენ იქ, სადაც გადაწყდება, თუ ვინ დაიკავებს გია ჭანტურიას სავარძელსაც და სახალხო დამცველისასაც!

 საქართველო _ ქართველებისთვისაც! არც ასე შეიძლება, ლიბერასტებო?

ამ თემის მიმოხილვა, დიდი ხანია, მინდოდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ბოლო წვეთი  მოთმინების ფიალაშიქართული ოცნებისმინისტრობის კანდიდატზე, დავით დარახველიძეზე ზემოთ ნახსენები ლიბერასტების გიენების თავდასხმა იყო, მაგრამ მოდით, ცოტა შორიდან, “დიდი ხანია მინდოდადანდავიწყებ:

თანამედროვეობის ერთ-ერთმა დიდმა ქართველმა ხელოვანმა, ბატონმა რობერტ სტურუამ ერთი შეხედვით ფრიად უწყინარი და, რაც მთავარია, ბუნებრივი რამ თქვა _ საქართველოს პრეზიდენტი არა სომეხი (მითუმეტეს ფარული, საკუთარი ეროვნების უარმყოფელი, გვარგადაკეთებული) სააკაშვილი, არამედ მინდა, რომ ვინმე ქართველი იყოსო!

გამაგებინეთ, ლიბერასტო “ენჯეოშნიკებო”, რა არის ამ ფრაზაში, გნებავთ, სურვილში, არა თუ ჩვენი ძმებისთვის, სომხებისთვის, არამედ ნებისმიერი ნორმალური პიროვნებისთვის მიუღებელი?

კოსმოპოლიტი ამერიკელის გარდა (რომელიც ერი, ნაცია, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ვერასოდეს გახდება, რადგანაც ერები, ისევე, როგორც ყველაფერი ამქვეყნად, მამაზეციერმა შექმნა), არსებობს ვინმე ფრანგი, ინგლისელი, ესპანელი, იტალიელი, რუსი, არაბი, ებრაელი და ა.შ., რომელსაც ფეხებზე ჰკიდია,  მისი ქვეყნის “მეფე” ვინ იქნება?

მიუხედავად ამ უდავო, ელემენტალური ჭეშმარიტებისა, რობიკოს ბრალი დასდეს ქსენოფობიაში, ჰომოფობიაში, ფაშისტობაში, რასიზმში  და, თუმცა მიზეზი ნაცების მიმართ რობიკოს “დიდი სიყვარული” იყო, საბაბად ქსენოფობიის აბსურდული ბრალდება გამოიყენეს რუსთაველის თეატრიდან მის გასაშვებად!..

ან რა დააშავა “საწყალმა” დავით დარახველიძემ, რომ დღემდე არ უსვენებენ და ყველა ბრუნვაში ატრიალებენ _ “ყოველი მეორე ან ჩინელია, ან ზანგი და ყველა საქართველოს მოქალაქეა, საქართველო ქართველებისთვის მინდა”. ამ ნათქვამში ხომ ის იგულისხმება, რომ ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონდა მოქალაქეობა და კიდევ ის, რომ ყველა ნორმალური სახელმწიფო, პირველ რიგში, საკუთარი ძირძველი მოქალაქეების დასაქმებაზე ზრუნავს და მხოლოდ შემდეგ _ გადამთიელებზე. რა, ასე არ არის იმავე ამერიკაში თუ ევროპაში? იქ წასულ ქართველებს ამ მხრივ, ღამის ქოთნების გატანის გარდა, სხვა პრივილეგიები აქვთ?

ან რა შუაშია ქსენოფობია და სიძულვილის ენა! კაცმა თქვა: რძლად აუცილებლად ქართველი მინდა და, თუ რაჭველი იქნება, ხომ მთლად უკეთესიო. მართლა გარეკეთ, თქვე შობელძაღლებო? მეც მასე ვარ და ყველა ნორმალური ქართველიც და არაქართველიც _ ყველას საკუთარი ჯიშ-ჯილაგისა გვინდა რძლებად თუ სიძეებად! ასე რომ არ იყოს, ხომ აღარც ერი იქნებოდა და აღარც ბერი, მაგრამ ეს გინდათ სწორედ თქვენც და თქვენს დამფინანსებლებსაც, აქაურო “ენჯეოშნიკებო”, მაგრამ ვერ ეღირსებით, ან, როგორც ჩვენი მიშკუკი იტყოდა, ნურას უკაცრავად!

ან რა უბედურობაა, რომ სიტყვა ზანგის ხსნების გულისთვის ლამის გაგაციმბირონ? სააკაშვილმა რომ ზანგებზე აგდებით ილაპარაკა (ჩვენ რა, ზანგები ვართო?) ეგ რა კომპლიმენტი იყო, მაშინ რატომ ჩაიგუბეს პირში წყალი ლიბერასტებმა და რატომ არ გააპროტესტეს მათი საყვარელი პრეზიდენტის მიერ აფროამერიკელების ღიად რასისტულ კონტექსტში მოხსენიება?!

მაშინ თუ ეგრეა, გამოდის რომ ჰარიეტა ბიჩერსტოუსბიძია თომას ქოხიან მარკ ტვენისტომ სოიერიკოცონზე უნდა დავწვათ _ იქ ხომ ლამის ყოველ მეორე წინადადებაში ზანგი და შავი მონა ფიგურირებს?!

და საერთოდაც, ე. წ. ეთნიკურ, სექსუალურ თუ რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვა, ლამის შეუვალ ინდულგენციად იქცა და მახინჯი ფორმები მიიღო _ არავინ არაფერს ამბობს იმაზე, რომ სამხრეთ აფრიკაში, სადაც ათწლეულები შავი აპარტეიდი მძვინვარებდა, ნელსონ მანდელას შემდეგ თეთრი აპარტეიდით შეიცვალა და დღეს ისევე, ზოგჯერ უარესადაც განიცდიან თეთრკანიანები დისკრიმინაციას, როგორც ადრე შავები და ამიტომაც გამორბიან ბურები საქართველოში!

იგივე შეიძლება ვთქვათ აზიზის მეჩეთზეც, რომლის აშენება-არაშენების თემა (ლგბტ-სთან ერთად) საეჭვოდ გაააქტიურეს დასავლეთიდან დაფინანსებულმა “ენჯეოებმა” თუ ოპოზიციადქცეულმა ნაცებმა. ემანდ იქნებ ჭორვილაში ქართულ ტრადიციებზე გაზრდილმა ბიჭმა ან იქეთ, ან აქეთ ეგებ კისერი მოიტეხოს, ანუ “ენჯეოშნიკების” ზეწოლით თუ აზიზის მეჩეთი ააშენა და პედერასტებიც გააჯეჯილა, ქვეყნის გარეთ მხარდაჭერის საპირწონედ, ქვეყნის შიგნით ქართველთა უმეტესი ნაწილის რისხვას დაიმსახურებს.

 ბიძინა ივანიშვილი მართლაც რთული დილემის წინაშე დგას, მაგრამ არჩევანის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს, თუ, რა თქმა უნდა, სჯერა, რომ 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი შემოქმედი მასთან ერთად და, უპირველესად, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხია და არა ისე, როგორც კობა დავითაშვილმა განაცხადა პარლამენტის პირველსავე სხდომაზე,  “1 ოქტომბრის გამარჯვება, პირველ რიგში, საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებაა და სხვა არავისი, რომელთა წარმომადგენლები აქაც გვესწრებიან და დიდი მადლობა მათ”. 

ასე რომ, ბატონო ბიძინა, არავისთან, ქართველი ხალხის გარდა, საკონსულტაციო არაფერი გაქვთ. მითუმეტეს ე. წ. სულგაყიდულ “ენჯეოებთან”, რომელთაც ეს მერამდენედ შეჰპირდით დავით დარახველიძის გამო კონსულტაციებს. მერწმუნეთ, ბატონო ბიძინა, რომ საქართველოს უმეტესი და, რაც მთავარია, უკეთესი ნაწილი დავით დარახველიძის, სოსო ჯაჭვლიანის, ლუკა კურტანიძის, გოგი თოფაძის, დიმა ლორთქიფანიძის, რობიკო სტურუას და სხვა მრავალთა მსგავსად ფიქრობს ზემოთ წამოჭრილ თემებზე, ანუ თქვენს “ქართულ ოცნებაში” თუ მის გარეთ საქართველოს უკეთეს მომავალზე მეოცნებე “გრუზინები” უფრო ბევრნი და ძლიერნი ვართ, ვიდრე კაცობაზე, მართლმადიდებლობაზე, ქართველობაზე აცრილი მანქურთები!

ის, თუ რამდენად დომინანტურია და წარმმართველი “თავისუფლების ინსტიტუტის” საცეცები “ქართულ ოცნებაში”, იქიდან გახდება ცხადი, თუ ვინ დაიკავებს სახალხო დამცველის და შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის სავარძელს… ეს ტესტია, ტესტი რომელიც ოცნებაზე მეტია და მისი ვერჩაბარება “ქართულ ოცნებას” რეიტინგის ფასად დაუჯდება!

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. საქართველოს სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე ამ/წლის 12 ოქტომბერს, ორმოცდაერთმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა, ადვოკატთა ჯგუფმა, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების სოლიდურმა ნაწილმა,და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად წარადგინა ცნობილი უფლებადამცველი და ღირსეული კანდიდატი გიორგი თევზაძე, რომელიც ტელეკომპანიებმა საზოგადოებრივმა ტელევიზიამ, და მეცხრე არხმა, ამ/წლის 12 ოქტომბრის 16 საათიან საინფორმაციოში ნიუსის სახით გააჟღერეს, ასევე გაშუქდა სხვა საინფორმაციო ვებგვერდებზე, რომლის შემდგომ რატომღაც როგორც სჩანს შეგნებულად დაიბლოკა გიორგი თევზაძის კანდიდატურა ტელეარხებზე განსაკუთრებით თავი "გამოიჩინა" "რუსთავი– ორმა",და " კავკასიამ", ხოლო შემდეგ აღნიშნულ გაუგებრობის მსხვეპლი გახდნენ სხვა საინფორმაციო საშუალებები და ამიტომაც რეგულარულ რეჟიმში აცხადებდნენ ყველა კანდიდატს გიორგი თევზაძის გარდა, როგორც სჩანს იგივე გაუგებრობაში აღმოჩნდა თქვენი რედაქციაც როდესაც კანდიდატთა შორის არარის დასახელებული გიორგი თევზაძე, ამჟამად ჩემთვის უცნობია ასეთ არაკონკურენტუნარიან გარემოში შესაძლებელია მან უარიც განაცხადა მიეღო მონაწილეობა სახალხო დამცველის ვაკანტური თანამდებობაზე მონაწილეობაზე, ფაქტობრივათ ზოგიერთი ჯგუფისა და მედიის მცდელობით შეიქმნა არაკონკურენტუნარიანი გარემო რაც ჩრდილს აყენებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს,არადა გიორგი თევზაძე როგორც ღირსეული უფლებადამცველი ასე ღირსეული სახალხო დამცველი იქნებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here