Home რუბრიკები პოლიტიკა მიშა „ხელმიშაწვდომია“!

მიშა „ხელმიშაწვდომია“!

574

ფროიდმა თავის კვლევაში „ყოველდღიურობის ფსიქოპათოლოგია“ დაამტკიცა, რომ „წამოცდენა“ თუ სხვა ერთი შეხედვით უაზრო მოქმედება ქვეცნობიერი სურვილის რეალიზაციას ემსახურება. პარლამენტში საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე საუბრისას უნებლიედ ეს სიტყვა ასე წარმოთქვა – „ხელმიშაწვდომი“. თუ ფროიდს ვენდობით, გამოდის, რომ ივანიშვილის ქვეცნობიერში მიშა მყარად არის ჩაბეჭდილი. ახლა მხოლოდ ის არის საკითხავი, რომელი ქვეცნობიერი სურვილის რეალიზაციაზე მეტყველებს ეს წამოცდენა.

ვარიანტი 1 – მიშას წვდომა. მიწვდეს და საკადრისი მიუზღას;

ვარიანტი 2 – მიშას ხელში წვდომა. ფაქტზე დაიჭიროს;

ვარიანტი 3 – მიშას ხელმისაწვდომობა. ხალხს ხელი მიუწვდებოდეს საკუთარ მტარვალზე.

ყველა ჩამოთვლილი ვარიანტი მაინც მიშას დაჭერას, დასჯას, თანამდებობით მისი დაცულობის დასრულებას ითვალისწინებს. ამომრჩეველთა უმრავლესობას ასეთი „წამოცდენა“ უთუოდ სამართლიანობის გრძნობას გაუჩენს, ოპოზიციაში გადაბარგებულთათვის კი იმის ნიშანია, რომ სამართალი აღსრულდება, მიშასგან დაწყებული, უკანასკნელი „ნაციონალი“ დამნაშავის მიმართ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here