Home რუბრიკები პოლიტიკა ახალი პარლამენტი თუ ძია სემის ძველი მეგობრები?

ახალი პარლამენტი თუ ძია სემის ძველი მეგობრები?

630

მერვე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა. რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ ხანგრძლივი სიტყვით დამოძღვრა კოლეგები და პირველივე სხდომაზე შენიშვნებიც მისცა. უკვე მოსაწყენიც კია იმაზე წერა, რომ ყველაზე დაბალრეიტინგიანმა პარტიამ პარლამენტის საკვანძო თანამდებობები მიიღო (ოჯახის წევრების ჩათვლით), ხოლოქართული ოცნებისთავმჯდომარეს ოდენ პირველი ვიცესპიკერის პოსტი ერგო. აკი რესპუბლიკელები თავადაც ამაყობენ იმით, რომ, დაბალი რეიტინგის მიუხედავად, ისინი ყველა ბლოკსა თუ კოალიციაში ყოველთვის წამყვან პოზიციებზე იყვნენ. მართალია, ამას საკუთარი ინტელექტით ხსნიან, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ უნდა იყოს

ისტორიული ცნობა:

რესპუბლიკური პარტია საკუთარი თავის პოზიციონირებას ახდენს, როგორც ყველაზე ძველი პარტია. იგი 1978 წლის 21 მაისს დაფუძნდა. პოლიტიკურ არენაზე პირველად 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებზე გამოჩნდა. უზენაეს საბჭოში 3 მანდატი მიიღეს და მალევე ზვიად გამსახურდიას ოპოზიციაში აღმოჩნდნენ. 1991-92 წლების გადატრიალების შემდეგ რესპუბლიკელები სახელმწიფო საბჭოში შედიან. 1992 წლის არჩევნებში ისინი “თავისუფალ დემოკრატთა კავშირთან” და “დასთან” ერთად მონაწილეობენ. 1994 წელს რესპუბლიკური პარტია “სახალხო ფრონტსა” და “ქარტია 91”-ს უერთდება და ქმნის “გაერთიანებულ რესპუბლიკურ პარტიას”. 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ გაერთიანება იშლება. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რესპუბლიკელები ახალ გაერთიანებაში შედიან _ “ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი _ მესამე გზა” ედპ-სა და “მრეწველებთან” ერთად. გაერთიანებამ 4,46 პროცენტი მიიღო და საპარლამენტო ბარიერი ვერ გადალახა. “ალიანსი” 2001 წელს დაიშალა. რესპუბლიკელებმა ეს იმით ახსნეს, რომ პარტნიორებმა “მხარი არ დაუჭირეს მათ უკომპრომისო ბრძოლას შევარდნაძისა და აბაშიძის რეჟიმების წინააღმდეგ”. 2002 წლის გაზაფხულზე რესპუბლიკელები ახალ ალიანსში შედიან “ნაციონალური მოძრაობა _ სააკაშვილი-დავითაშვილთან” და ზვიად ძიძიგურის “ეროვნულ ძალთა გაერთიანება _კონსერვატორებთან” ერთად. ამ გაერთიანებამ 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში ხმათა 24 პროცენტი მიიღო, ხოლო მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” სიით რესპუბლიკელებმა 5 მანდატი მიიღეს. 2004 წლის ივნისიდან რესპუბლიკელები ემიჯნებიან “ნაციონალურ მოძრაობას” და ოპოზიციაში გადადიან. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობს, ხმათა 3,84 პროცენტს იღებს და ვერ ძლევს 5%-იან ბარიერს.

რესპუბლიკელები პრაქტიკულად ყველა არჩევნებში ბლოკებისა თუ კოალიციის სახით მონაწილეობენ. ისინი მუდმივად ოპოზიციაში არიან, გამონაკლისი იყო 2003-2004 წლები, როდესაც ლევან ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილთან ერთადნაციონალური მოძრაობისთანათავმჯდომარე გახდა და 2012 წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალის შემადგენლობაში ყოფნის შედეგად მათ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი და პარლამენტში საკუთარი პარტია მიიღეს.

თუმცა მერვე მოწვევის პარლამენტის სხდომას დავუბრუნდეთ. სააკაშვილის უადგილო მოგონებებს საქართველოს პარლამენტი ნაჩვევია, მაგრამ ამჯერად „მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა“ – დავით უსუფაშვილმა წარსულის მისეული ვერსია არ მიიღო და პარლამენტის უხუცეს წევრსაც მიუთითა, არც თქვენ გახსოვთ ეს ამბავი სწორადო! „ამბავი“ კი ის არის, რომ სააკაშვილმა თავი მოიკატუნა, 1995 წელს, როცა მე პარლამენტში ვერ მოვხვდი, ცესკოს თავმჯდომარე ბატონი ვანო კიღურაძე იყო, ხოლო რჩევებს დავით უსუფაშვილი აძლევდაო. რა არ იყო ასე, უსუფაშვილს აღარ დაუზუსტებია. ასეა თუ ისე, „სამართლიანად“ ჩატარებული არჩევნებით ძველი და ახალი ხელისუფლება ისეთი კმაყოფილი ჩანდა, რომ სოციალურ ქსელებში ანეკდოტად დადიოდა: „ვერ გაგვიგია, არჩევნები იყო თუ სექსი, რომ ორივე მხარე კმაყოფილიაო”!

დემოკრატიის ამზეიმშიკიდევ ერთმა კურიოზმა აჩვენა, რომ ორივე მხარე გამარჯვებულია: კენჭისყრისას უსუფაშვილმა 88 ხმა მიიღო, გია ბარამიძემ კი 92! რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რომ უმცირესობის ვიცესპიკერი უმრავლესობამ სავალდებულო წესით უნდა დაამტკიცოს, ეს განსხვავება მიღებულ ხმებში მხოლოდ იმას ნიშნავს, რომნაციონალებისაკუთარ დაუსჯელობაში დარწმუნებულნი არიან და არცოცნებისთვისაპირებენ კომფორტული სამუშაო ვითარების შექმნას. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ 65 „ნაციონალიდან“ 7 დეპუტატი სხდომას არ ესწრებოდა, გამოდის, რომ 34-მამეოცნებემგია ბარამიძეს, ანუ იმას დაუჭირა მხარი, რის დამარცხებასაც საკუთარ ამომრჩეველს ჰპირდებოდა.

როცა პატარა ქვეყანაში, ერთ ბოლოსა და მეორე კიდეში ერთნაირი ამბავი ხდება, უნდა მიხვდე, რომ ეს შემთხვევითობა არ არის. კახეთის ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, „ოცნების“ ახმეტის შტაბის ინფორმაციით, იქაურ მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 6 თვესაც ვერ გასტანს, თუ ისინი ერთად დადგებიან და ადგილზე პრობლემებს შექმნიან. ცხადია, ჭიაბერაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო.

იმავე დღეს „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილმა „ერთგულ დეპუტატებს“ უხმო და თათბირი გამართა. თათბირი ერთგულებას მიეძღვნა („ერთგულება რა, ძაღლი კი არა ვარ“ – „ნაციონალებისთვის“ აქტუალური აღარ არის). მათ ერთმანეთი დაარწმუნეს, რომ ერთი გუნდი არიან და არსად გადასვლას არ აპირებენ. პრეზიდენტს ხელფასების მომატებისთვის მადლობა გადაუხადეს და ახალი სლოგანიც მოიფიქრეს: „გვერდით მდგომის მოღალატეს დამმარხველი არა ჰყავდეს“!  

ამასობაში კი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ირინა ენუქიძის „ხსოვნის დაფასების სათანადოდ უზრუნველყოფის“ სურვილი გამოთქვა: „მინდა, სათანადოდ უზრუნველვყოთ ირინა ენუქიძის ხსოვნის დაფასება. ჩვენც და ძალიან ბევრი ვალში ვართ მასთან _ ჩვენი დროის გამორჩეულ ქართველ დედასთან და სულ მინდოდა, გაგვეკეთებინა რამე ისეთი, რაც მის სახელს შეეფერება. თუმცა, ამ შემთხვევაში ერთ სახელსა და გვარზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ გაცილებით დიდ თემაზე – ერთის მხრივ, პრობლემაზე, მეორე მხრივ, მოქალაქეობის, ადამიანობისა და ძალიან ბევრ სხვა სტანდარტზე. შემეძლო ეს მეთქვა დარბაზიდან, თუ ამ სავარძელში არ აღმოვჩნდებოდი, მაგრამ, რადგან აქ აღმოვჩნდი, არ შემეძლო ეს არ მეთქვა“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კარგია, როცა იქ აღმოჩნდები, სადაც ძალიან გინდოდა, მით უფრო, როცა ბიძინა ივანიშვილის გარეშე არამცთუ პარლამენტის თავმჯდომარის, არამედ რიგითი დეპუტატის ადგილს ვერ დაიკავებდი, მაგრამხსოვნის დაფასების სათანადო უზრუნველყოფაჯერჯერობით იმასაც ვერ გაწვდა, რომ დეპუტატებს ფეხზე წამოდგომითა და წუთიერი დუმილით მაინც მიეგოთ ირინა ენუქიძის ხსოვნისთვის პატივი. საინტერესოა, პარლამენტის თავმჯდომარეს ეს რომ მოეთხოვა, ადგებოდნენ თუ არანაციონალები“? ამას ვეღარ გავიგებთ, სამაგიეროდ, ბარამიძის კანდიდატურა რომ უშფოთველად გავიდა, ეს ყველამ თვალნათლივ დაინახა.

ვიდრე პარლამენტში ეს უშფოთველი ვითარება სუფევდა, „გადაარჩინე სიცოცხლის” თავმჯდომარემ, კორტებთან მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამამ – იური ვაზაგაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი ცააძე, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა, პრეზიდენტმა შეიწყალა. „გიორგი ცააძე არის ერთ-ერთი შემსრულებელი ჩემი შვილის მკვლელობის, სწორედ მან განახორციელა საკონტროლო გასროლა. იგი არის ხულიგანი, მკვლელი. ყოველ სიმთვრალეში ცემდა ადამიანებს და შეურაცხყოფას აყენებდა. იგი არა ზურას საქმეზე, არამედ სხვა ბრალდებით იყო გასამართლებული”, _ განაცხადა იური ვაზაგაშვილმა.

რა გამოდის? „გამარჯვებულ“ ძალას არ შესწევს გამბედაობა, ირინა ენუქიძის ხსოვნის სახელით ფეხზე წამოაყენოს „დამარცხებული“ პარტიის დეპუტატები, ვერ უწევს წინააღმდეგობას უმრავლესობისთვის მიუღებელი ვიცე-სპიკერის კანდიდატურას, ხოლო „დამარცხებული“ ძალის ლიდერს ჰყოფნის თავხედობა, შეწყალებით გამოუშვას გახმაურებული მკვლელობის მონაწილე. ვინ არის აქ დამარცხებული და ვინ – გამარჯვებული? ვინ მართავს პოლიტკორექტულობის ამ სამარცხვინო სპექტაკლს?

ან გამარჯვება ჰქვია იმას, რომ დემეტრაძის გათავისუფლების ნაცვლად ფეხბურთელები რუსთავის მე-17 კოლონიაში შედიან და მას ფეხბურთს ეთამაშებიან? ამხანაგური მატჩის ინიციატორი დემეტრაძის მეგობარი ლადო ბურდული ამბობს: რამდენიმე წლის წინათაც შევედით და ვითამაშეთ ფეხბურთი პატიმრებთან. მერე, დემე რომ დაიჭირეს, მქონდა მცდელობა, მაგრამ უარი მითხრეს. ახლაც ვცადე და სასჯელაღსრულების სამინისტროდან შაბათს დაგვირეკეს, კვირას ორ საათზე გელოდებითო. შევკრიბე 8-კაციანი გუნდი, შევედით და ვითამაშეთ… (აქ ყურადღებით! – ..) შეხვედრას პატიმრებიც ესწრებოდნენ, ალბათ, 1000 კაცზე მეტი კი იყო. ბევრი ნაცნობი და მეგობარი ვნახეთ. ძალიან ემოციური დღე გამოვიდა“…

1000 კაცზე მეტი პატიმარი, რომელთა შორის ბევრ ნაცნობსა და მეგობარს აღმოაჩენ – აი, ეს არის ქართული რეალობა და არა სახელდახელოდ მორეცხილი თეთრი იატაკი ქუთაისის პარლამენტის შენობაში, რომელსაც „დიდების მემორიალის“ აფეთქებისას დაღუპული დედა-შვილის სისხლის ლაქები, რამდენიც უნდა რეცხო, მაინც დაეტყობა!

დღეს 24 ოქტომბერია. ორიოდე დღის წინ კიდევ ორი სკანდალის კონტურები გამოიკვეთა. პირველი გია ხუხაშვილს უკავშირდება, რომელმაც უკვე დატოვა კოალიცია „ქართული ოცნება“. FFრონტნეწს-მა, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია საპარლამენტო სიის დაკომპლექტებაში ექსპერტ გია ხუხაშვილის როლის შესახებ.

მეორე სკანდალი ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატ კახა კალაძეს უკავშირდება. როგორც გაირკვა, კალაძის კუთვნილმა ჰოლდინგმა სულ ახლახან შეიძინა სააქციო საზოგადოება „ჰიდრომშენის“ აქციათა 45%.

ასეა თუ ისე, ცხადია, რომ “დამარცხებული” პარტია მშვენივრად ახერხებს, პრობლემები შეუქმნას კოალიციას. ეს პოლიტტექნოლოგია და პიარია.  

ნაციონალურ მოძრაობასკარგი ოპოზიციური სკოლა აქვს გავლილი. თავის დროზე ისინი მთელ კამპანიას აგებდნენ იმაზე, თითქოს შევარდნაძის ხელისუფლება პურის გაძვირებას აპირებდა. ახლა პური რეალურად გაძვირდა, გამარჯვებულ კოალიციას კი ამაზე რეაქცია არა აქვს. “ნაციონალებმაუკვე დაიწყესოცნებისსახეების გაშავება. რეგიონებში თუ კიდევ ცოტა ხანს არაფერი შეიცვალა, სააკაშვილის ვერტიკალი ჩაბეტონებას მოახერხებს და ხალხს ისევ გაუცრუვდება იმედები.

ქუთაისის პარლამენტში შესვლისას “ნაცმოძრაობის” დეპუტატები ახალგაზრდებმა სტვენით შეაცილეს. ისინი კი მოტრიალდნენ და უტიფრად განაცხადეს, “ჩვენ დავბრუნდებითო”! ჯერ არწასულები კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებენ და ამერიკელი მეგობრების იმედით, თამამადაც არიან. მეგობრები კი “კონსტიტუციურ ჩარჩოებში” პროცესის მოქცევით არიან დაკავებულნი. იმ კონსტიტუციის, რომელიც “ნაცმოძრაობამ” საკუთარი ლიდერის პოლიტიკურ ამბიციებს მოარგო და რომელშიც კონსტიტუციის სახელიღა არის დარჩენილი.

თუ ასე გაგრძელდა, პარლამენტი სულ უფრო დაემსგავსებამიშას ყოფილი მეგობრების კლუბს”, რაც აშშის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის იმის სრული გარანტია იქნება, რომვარდების რევოლუციაკვლავაც წარმატებულ პროექტად მოინათლოს. ბოლოხანს კი “ფეისბუქში” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატუსი ყოფილ მინისტრ გოგა ხაჩიძეს ეკუთვნის: ნატოში უნდა შევიდეთო, რუსეთი ოკუპანტიაო, ავღანეთში უნდა დავრჩეთო, ბევრი კარგი პროექტია დაწყებული და უნდა გავაგრძელოთო, იუსტიციის სახლები გადასარევიაო, პოლიცია კარგად მუშაობსო, კრიმინალს ნულოვანი ტოლერანტობაო, მეჩეთი უნდა აშენდესო, პენსიას ცოტათი გავზრდითო, ცოტა მოითმინეთო…… აბა, თქვე კაი ხალხო, “ვიდზეთუ არ მოგწონდით, გეთქვათ და ეგება პლასტიკურ ოპერაციას ვიკეთებდით”! 

არ არის მართალი? იმოცნებასრა ვუთხარი, “ნაციონალებსრომ სიმართლეს ათქმევინებს!

ნანა დევდარიანი   

  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here