Home რუბრიკები პოლიტიკა დააბრუნეთ პრემიები! და ხელფასებიც!

დააბრუნეთ პრემიები! და ხელფასებიც!

750

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა დავით ფაცაციას მიერ მოპოვებული  დოკუმენტის თანახმად, კობა სუბელიანმა დევნილთა და განსახლების მინისტრობისას სამი წლის განმავლობაში საკუთარ თავს 285 ათას ლარზე მეტი ოდენობის პრემია გამოუწერა. როცა დევნილები 22 და 28-ლარიან დახმარებებსაც ვერ იღებდნენ, მათზე „მზრუნველმა“ მინისტრმა
2010 წელს მან – 89 ათასი, 2011 წელს – 98 ათას 40 ლარი, 2012 წელს კი 98 ათასი ლარი პრემია გამოიწერა. ვინმეს რომ არ ეგონოს, თითქოს პრემიების და კარგი ცხოვრების სიყვარული მხოლოდ სუბელიანს აწუხებს, სხვადასხვა დროს „ნაცელიტის“ მიერ აღებული პრემიების ჩამონათვალს მივყვეთ.

2009 წლის მონაცემებით, მაგალითად, შიდა ქართლის გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 2 ათას 950 ლარს, ხოლო ყოველთვიური პრემია ზუსტად იმდენივე ჰქონდა. 2009 წელს მან ხელფასის სახით სულ აიღო 35 ათას 400 ლარი და ზუსტად იმავე რაოდენობის პრემია. ჯამში, მთელი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლადო ვარძელაშვილმა პრემიებისა და ხელფასის სახით 70 800 ლარი აიღო. ამაში არ შედის ტელეფონის, ბენზინის და სხვა ხარჯები. გუბერნატორის პირველ მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილს 2009 წლის განმავლობაში ოფიციალურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 33 ათას 40 ლარი ერგო. მთლიანობაში სამხარეო ადმინისტრაციის ხარჯი 688 450 ლარს შეადგენს.

2011 წელს გორის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოების თანამშრომლებმა მხოლოდ პრემიის სახით 339 ათასი ლარი მიიღეს. ყველაზე მეტი, 181 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების წახალისებისათვის დაიხარჯა. საკრებულოს წევრებმა ჯამში 31 ათასი ლარი აიღეს. სოლიდურია გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სახელფასო დანამატებიც. 126 ათასი ლარი გუბერნატორმა და მისმა ხელქვეითებმა გადაინაწილეს.

ამ ზაფხულს ძლიერმა სტიქიამ კახეთი უბედურების ზონად აქცია. 40-მდე სოფელში განადგურდა მოსავალი, ათასამდე სახლს ქარიშხალმა სახურავი გადახადა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სტიქიით დაზარალებულები კახეთის საინფორმაციო ცენტრთან აცხადებდნენ, რომ საკვები არ ჰქონდათ და მშივრები იყვნენ. ამის მიუხედავად გამგებლებმა, გამგებლის მოადგილეებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა 3–დან 6 ათასამდე პრემიები აიღეს, როცა უსახლკაროდ და უმოსავლოდ დარჩენილი ოჯახების კომპენსაცია 1500 ლარი იყო.

აგვისტოში ჩამოყალიბებული დასაქმების სამინისტროს თანამშრომლებმა თავი დაისაქმეს და 42 ათასი ლარის პრემიები გამოიწერეს. ახლადდანიშნულ დასაქმების მინისტრს Audi A6 ემსახურება; მოადგილეს – Kia Cadenza, აპარატის უფროსს კი – Toyota Landcruiser Prado.
საჯარო მოხელეთა ხელფასებს სახელმწიფო ინსტიტუტების კანონქვემდებარე აქტები განსაზღვრავს. მაგალითად, პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით, დადგინდა , რომ მინისტრის ხელფასი 3 ათას 540 ლარია. პირველი მოადგილის – 2 ათას 940, მეორე მოადგილის – 2 ათას 720 ლარი.

საერთაშორისო გამჭვირვალობისწარმომადგენლებმა, 2011 წლის ანგარიშში, მაღალი რანგის მოხელეთა შემოსავლები შეისწავლეს: პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წლიური ხელფასი დეკლარაციაში მითითებული შემოსავალის საერთო რაოდენობას გამოაკლეს და დაადგინეს, რომ ჩინოვნიკებს ხელფასის 120 % –ის ოდენობის პრემიები ეწერებოდათ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის შემოსავალმა გასულ წელს 97 ათას 355 ლარი შეადგინა. უცნობია, რამხელა იყო მისი ხელფასი. კანონის თანახმად, 42 ათას 480 ლარი ხელფასის სახით უნდა აეღო. გამოდის, რომ მინისტრის პრემიებს 54 ათას 875 ლარი შეუდგენია, ანუ ხელფასის 129%. წლიური შემოსავლის თვეებზე გადანაწილებით 8 ათას 112 ლარი გამოდის. ამას ემატება სახელმწიფო მანქანის ხარჯი, მივლინებები და სატელეფონო საუბრები და გართობა


ნიკა გილაურიყოფილი პრემიერის 2008 წლის შემოსავალი 114 ათასი 000 ლარი იყო. 2011 წელს შემოსავალი 34 %-ით გაიზარდა და 152 ათას 150 ლარი შეადგინა. ანუ, ყოველთვიურად, დაახლოებით – 12 ათას 700 ლარი.


პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 2009 წელს 83 ათას 088 ლარი, 2011 წელს – 10% – ით მეტი. მრავალათასიანი სატელეფონო ხარჯები მას ამ შემოსავლიდან არ გაუღია.

შემოსავლის ზრდის კუთხით უდავო ჩემპიონია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი, რომელმაც 2008 წელს 79 ათას 944 ლარი მიიღო. 2010 წელს მისი შემოსავალი 62 %ით გაიზარდა და 127.392 ლარი შეადგინა.

პარადოქსია, მაგრამ კუბლაშვილის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე, იმავე წელს ყოველთვიურად თავმჯდომარეზე მეტს – 16 ათას 180 ლარს იღებდა. როგორც ჩანს, სასამართლოს ხელმძღვანელთა ასეთი დაფასება გამამართლებელი განაჩენების მიზერულმა მაჩვენებლმა განაპირობა.

დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ 2009 წელს მიიღო 93 ათას 444 ლარი შემოსავალი, ანუ, თვიურად – 7 787 ლარი, 2011 ში კი მისი შემოსავალი მხოლოდ 2 პროცენტით გაიზარდა, როცა ბიუროკრატიის დანარჩენი ნაწილისათვის, შემოსავლის საშუალო ზრდა წლიდან წლამდე 20 % – ია.

თავის დროზე ამ გაზულუქებულმარევოლუციონერებმაშევარდნაძის მთავრობის მოხელეებს ფული ოფიციალურადაცაახიესდა არაოფიციალურადაც. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ რაც იმათ 10 წელიწადში იშოვეს, ამათ ერთ წელიწადში მიიტაცეს. ესეც არ იკმარეს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან უსირცხვილოდ თქვლიფეს ფულები. სააკაშვილი კი ტრაბახობს, რომსაქართველოს ბიუჯეტი ისეთი სავსეა, როგორც არასდროს“, მაგრამ თავისი პათოლოგიური ტყუილების მასაც აღარ სჯერა და უსინდისო ნაციონალებო, ვიდრე დროა, დააბრუნეთ პრემიები! და ხელფასებიც!

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here