Home რუბრიკები პოლიტიკა „ნაცმოს“ პოლიციურმა სისტემამ ჩამოშლა დაიწყო!

„ნაცმოს“ პოლიციურმა სისტემამ ჩამოშლა დაიწყო!

519

უგულავას მიერ საკუთარი პოლიციის შექმნის მცდელობამ „ნაცმოს“ პოლიციური სისტემის ჩამოშლა დააჩქარა; დაცვის პოლიციის თანამშრომლებს თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურში გადასვლა შესთავაზეს, უარის მიღების შემდეგ კი 700 თანამშრომელი დაითხოვეს.

ერეკლეს მოედანზე მისული დაცვის პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ: „დღეს გვქონდა თათბირი და გამოგვიცხადეს, რომ  მერიის უშიშროების ახალი სამსახური ყალიბდება. შემოგვთავაზეს იქ გადასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავდიოდით კადრების განკარგულებაში, ანუ ვრჩებოდით უმუშევრები. ვინაიდან ჩვენ ძალოვან უწყებაში მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი გვაქვს, კერძო სამსახურში გადასვლაზე უარი ვთქვით, ამიტომ სამსახურიდან დაგვითხოვეს. ჩვენს უკან ოჯახები დგანან და აქ მოვედით, იქნებ დაგვეხმარონ“.

უგულავას მიერ დათხოვნილი დაცვის პოლიციის თანამშრომლები შინაგან საქმეთა მომავალი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისგან გარანტიებს ითხოვენ. დედაქალაქის მერიაში მათი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს უარყოფენ, დაცვის პოლიციაში კი კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარი აქ მართლაც ზედმეტია. როგორც კლასიკოსი იტყოდა, მეთოდები დაგიძველდათ, „ნაცებო“!   

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here