Home რუბრიკები პოლიტიკა გაზის ტარიფი განახევრდება, დენის ტარიფი 8 თეთრამდე დავა, განათლება გაიაფდება!

გაზის ტარიფი განახევრდება, დენის ტარიფი 8 თეთრამდე დავა, განათლება გაიაფდება!

3628

შალვა მექვაბიშვილი: აფხაზეთში, იცით, რამდენია დენის გადასახადი? 2 თეთრი! 11-ჯერ ნაკლებია! პენსია კი _ ექვსჯერ მეტი!
«საქართველო და მსოფლიოს» დღევანდელი სტუმარია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში _ შალვა მექვაბიშვილი.

_ სააკაშვილის ტირანიისგან საქართველოს გათავისუფლებით გამოწვეულ ზეიმსა და აღფრთოვანებას, დადგება მომენტი, როცა «ჯერ თავო და თავოს» განწყობილების ელემენტები შეერევა, შემდეგ დომინანტურიც გახდება: _ აქედან მე რა? მართლაც _ რა? მოდით, ეკონომიკის კალაპოტით, მოქალაქეთა საყოფაცხოვრებო პრობლემების ჭრილში წარვმართოთ დღევანდელი საუბარი.

_ სიამოვნებით.

_ «საყოველთაო ათასლარიანი ვაუჩერიზაციის» «სიკეთით» დავიწყოთ, რომელსაც ახალი ხელისუფლება, აშკარად ჩანს, არ გააგრძელებს.

_ ჩვენ ადრეც გვისაუბრია, რომ ვაუჩერიზაცია ხალხის მოსატყუებლად გაკეთდა, მეტი არაფერი. საქართველოში მილიონ ასი ათასი ოჯახია. თითო ოჯახს რომ ათასი ლარი მისცე, მილიარდ 100 მილიონი ლარი იქნება საჭირო. ათასი ლარი, თანაც დროში განაწილებული, ჩვენს უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს (ასეთები კი 80 პროცენტია) არაფერს შეჰმატებს, წყალში გადაყრილი იქნება. სახელმწიფომ, უწინარეს ყოვლისა, ხალხის დასაქმებაზე უნდა იზრუნოს, უპირველეს ყოვლისა, მონოპოლიზებული სისტემების დაშლის გზით.

ჩვენს მოქალაქეებს დღეს უზომოდ გაზრდილი კომუნალური გადასახადები აწუხებს, ტარიფების მოწესრიგება ასევე პირველი რიგის ამოცანაა.

დავუმატოთ ამას პენსიების აუცილებელი გაზრდა.

ამ ყველაფერს თუ არ გავაკეთებთ, ჯერ ერთი, ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე დაბალი დარჩება; მეორე, კომუნალური გადასახადები იმდენად მაღალია, რომ ინვესტორი არ დაინტერესდება და, მაშასადამე, ინვესტიციები არ შემოვა; მესამე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს აღდგება, თუ ჩვენი ცხოვრების დონე არ გაასწრებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს.

დღეს მინიმალური პენსია ორივე ამ რეგიონში ჩვენსაზე ექვსჯერ მეტია.

თბილისში ელექტროენერგიაზე გადასახადს რამდენს ვიხდით?

_ ბევრს, ბატონო შალვა, გაუგებრად ბევრს.

_ დავაზუსტოთ: თუ «ნაგვის გატანის» გადასახადს მივაბამთ, თითქმის 23 თეთრი გამოვა.

_ ერთ კილოვატსაათზე?

_ დიახ. აფხაზეთში, იცით, რამდენია იგივე გადასახადი? 2 თეთრი!

_ წყარო კი ორივეს ერთი აქვს _ ენგურჰესი.

_ 11-ჯერ ნაკლებია! პენსია კი _ ექვსჯერ მეტი. იფიქრებს ის, აფხაზი იქნება თუ ოსი, საქართველოში დაბრუნებაზე? არა. ეს ჩვენი, უკვე ყოფილი, მთავრობა კი გვატყუებდა _ საფრანგეთსა და ბელგიას გავუსწარითო.

_ ისე ხომ არ არის, რომ რუსეთის მთავრობა კომპენსირების გზით უმცირებს ელექტროენერგიის გადასახადს უღიარებელი რეგიონების მოსახლეობას?

_ არა, არა! ენგურჰესმა თავისი ფუნქციონირების პერიოდში უკვე დაფარა მის აგებაზე გაწეული ხარჯები, ამიტომ მისი გამომუშავებული ელექტროენერგია გაიაფდა.

_ აბა, ჩვენ რატომ გვიძვირებდნენ?

_ იმიტომ, რომ გვყვლეფდნენ: 2-თეთრიან კილოვატსაათს 23 თეთრად ყიდდნენ. უზარმაზარ ზემოგებაზე მუშაობენ «თელასი» და «ენერგოპრო», რომლებიც ასპროცენტიანი რუსული კომპანიებია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ზემოგების მეტი წილი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების ჯიბეებში მიდიოდა.

ახლა უეჭველად გაირკვევა, სად და ვის ჯიბეში ილექებოდა ყოველწლიურად ამ 8 წლის განმავლობაში ის მილიარდობით ზემოგება, რომელსაც ჩვენ, ყველანი ვიხდიდით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე. თანაც, როცა დასუფთავებისა და წყლის გადასახადიც მიაბეს, კომუნალური გადასახადების ასპროცენტიან ამოგებას მიაღწიეს.

_ თქვენ უთუოდ ნაფიქრი და გამოანგარიშებული გაქვთ კომუნალური გადასახადების ოპტიმალური ოდენობა. რამდენი უნდა იყოს?

_ ნებისმიერი ექსპერტის აზრით, რომელიც ამ სიტუაციაში ჩახედულია, ელექტროენერგიაზე გადასახადი 5 თეთრი უნდა იყოს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ასეთი ტარიფი მისაღები არ არის.

_ უფრო იაფი უნდა იყოს?

_ პირიქით _ უფრო ძვირი. აგიხსნით, რატომაც. 5-თეთრიანი ტარიფის შემთხვევაში, როცა ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 2-3-ჯერ გაიზრდება, რადგან ამუშავდება საწარმოები, შემოვა უცხოური ინვესტიციები, ჩვენ, მოქალაქეები, შეიძლება ელექტროენერგიის გარეშე დავრჩეთ. ამიტომ, ჩემი პირადი აზრია, ტარიფში დამატებით ჩაიდოს 3 თეთრი, დარგის განვითარების მიზნით. თუ ამჟამად ყოველწლიურად ვაწარმოებთ 10 მილიარდ კილოვატსაათს, სახელმწიფომ ან კერძო კომპანიებმა უნდა მიიღონ 300 მილიარდი ლარის მოგება, რითაც ახალი მცირე ელექტროსადგურები და სხვა ალტერნატიული წყაროები აშენდება და ამოქმედდება, ე.ი. 5 თეთრს დამატებული 3 თეთრი მოხმარდება ენერგეტიკის განვითარებას საქართველოში.

1988 წელს საქართველო მოიხმარდა 18 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას. ახლა მოვიხმართ 10 მილიარდს, უწინდელის ნახევარზე ცოტა მეტს. მაგრამ, თუ გვინდა ეკონომიკის, ტურიზმის და ა.შ. განვითარება, ადამიანების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, 2-ჯერ მეტის მოხმარება მოგვიწევს. ამიტომ მოსახლეობამ ყოველწლიურად რაღაც თანხა უნდა ჩადოს ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეს უნდა მოხდეს ელექტროენერგიის საფასურის განახევრების ფონზე.

_ ე.ი. რამდენი უნდა გადავიხადოთ?

_ მაქსიმუმ _ 10 თეთრი. 8-დან 10 თეთრამდე.

_ ტარიფები მოსახლეობისთვის და საწარმოებისთვის განსხვავებული იქნება?

_ პრინციპში, განსხვავებული არ უნდა იყოს, რადგან ზემოგებები არ უნდა დარჩეს მონოპოლიზებულ კომპანიებს, მაგალითად ისეთებს, როგორებიცაა «თელასი» და «ენერგოპრო», ხელისუფლების ხელშეწყობით რომ გახდნენ მონოპოლისტები. ეს მალე დადგინდება, ძალიან ადვილი შესამოწმებელია.

ტელევიზიით უთუოდ ნახეს თქვენმა მკითხველებმა, როგორ შედიოდნენ გუშინ ღამით შავი ჯიპები თბილისის აეროპორტის სამთავრობო შესასვლელით: გარბიან ხალხის მყვლეფავები. მაგრამ სად უნდა გაიქცნენ, სად დაიმალებიან? კოლოსალურ მოპარულ თანხაზე წაუყენებენ ბრალდებას.

_ ელექტროენერგია გავარკვიეთ. გაზის პრობლემაზე გადავიდეთ. ჩვენ, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, სერიოზული შეღავათებით გვეძლეოდა გაზი თუნდაც შაჰდენიზის საბადოებიდან… გადასახადს კი სისტემატურად გვიძვირებდნენ.

_ საოცრებები ხდებოდა: გაზის ტარიფი საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა, არადა, უნდა შემცირებულიყო.

ამუშავდა შაჰდენიზის გაზსადენი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაიყვანეს. სანამ ეს მოხდებოდა, ერთი კუბური მეტრის ფასი 27 თეთრი იყო, 2006 წლის შემდეგ _ 34,2 თეთრი გახდა, 2007 წლიდან _ 51 თეთრი, ზოგიერთ რეგიონში _ 54-55 თეთრი. ამ დროს კი შაჰდენიზიდან გატარებული გაზის 5 პროცენტი სრულიად უფასოდ გვრჩებოდა, რამაც შარშან 300 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, კიდევ 5 პროცენტი ძალიან იაფად _ ერთი მილიონი კუბური მეტრი 55 დოლარად გვეძლეოდა, ამას ემატებოდა სომხეთში გატარებული გაზის 10 პროცენტი უფასოდ, რაც დაახლოებით 160 მილიონი კუბური მეტრი იყო წელიწადში.

ეს უფასო გაზი, რომელსაც ჩვენ სისტემატურად გვიძვირებენ, უზარმაზარ ზემოგებად ილექებოდა იმ ხელისუფალთა პირად ანგარიშებზე, რომლებიც «კორუფციის დამარცხებით» იწონებდნენ თავს.

_ რამდენი თეთრით უნდა განისაზღვროს ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი, თქვენ როგორ მიიჩნევთ?

_ ექსპერტების აზრით, უნდა განახევრდეს _ 30-35 თეთრი უნდა იყოს, რადგან აქაც დარგს უნდა დავუტოვოთ განვითარებისთვის მარჟა.

_ «წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია», მოგეხსენებათ ერთი სიმღერის ეს მოხდენილი სტრიქონი: საქართველო წყალზე დგას და წყლის გადასახადს ცეცხლის ფასი ადევს.

_ ორი წლის წინათ, თბილისის მერის არჩევნების დროს, «ქრისტიან- დემოკრატები», კერძოდ, მერობის კანდიდატი გია ჭანტურია გვპირდებოდა, რომ, თუ გაიმარჯვებდა, წყალი უფასოდ გვექნებოდა, რადგან ამ ბუნებრივი სიმდიდრის მოპოვება არაფერი ჯდება, ხოლო ხარჯი წელიწადში 2 მილიონ 800 ათასი ლარია. გოგი თოფაძემ ცოტა მეტი დაასახელა _ 5-6 მილიონამდე, მაგრამ, პრინციპში, დაეთანხმა.

ამ დროს რა ხდება თბილისში, სადაც მილიონ ორას ათასამდე ადამიანი ცხოვრობს? ეს ოდენობა წყლის დღევანდელ ტარიფზე (რომელიც ასევე დენზეა მიბმული) რომ გავამრავლოთ, ანუ სულზე 3 ლარსა და 15 თეთრზე, 3 მილიონ 780 ათას ლარს მივიღებთ ერთ თვეში. ეს ოდენობა გავამრავლოთ წელიწადის 12 თვეზე და მივიღებთ 45 მილიონ 400 ათას ლარს.

გამოაკელით ამას ის თითქმის 3 ან 6 მილიონი ლარის ხარჯი, რაზეც ჭანტურია და თოფაძე ლაპარაკობდნენ, და დაინახავთ, რა უზარმაზარ ზემოგებას ითვისებდნენ ამ საქმეში გასული ოლიგარქები და მათთან ერთად მმართველი ელიტა ეროვნული ბუნებრივი სიმდიდრის ხელში ჩაგდებით. 39 მილიონ ლარს ყოველწლიურად ჯიბეში იდებდნენ ვიღაცები, რომლებიც კორუფციის დამარცხებაზე გველაპარაკებოდნენ, სინამდვილეში კი ხალხს სისხლსა სწოვდნენ. ამ «ვიღაცებს», რომლებიც ისედაც ვიცით, ვინც არიან, ახალი ხელისუფლება მშრალზე გამოიყვანს.

_ მაშ, რამდენი უნდა იყოს წყლის გადასახადი ერთ სულზე მანამდე, სანამ აქაც მრიცხველებს დააყენებენ?

_ ექსპერტები ზუსტად დაითვლიან. ჩემი აზრით კი, ერთ ლარს ან ლარსა და 50 თეთრს არ უნდა აჭარბებდეს. თუმცა ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი მოგება დარჩებათ _ ორჯერ მეტი, ვიდრე რეალური ფასია.

_ უთუოდ გახსოვთ, ბატონო შალვა, ერთ-ერთი მათგანი, გიგი უგულავა, როგორ ამართლებდა ელექტროენერგიის გადასახადზე დასუფთავების გადასახადის მიბმას «სოციალური სამართლიანობის» დაცვის პრინციპით.

_ უცნაური ლოგიკა იყო. 2011 წლის 24 ივნისს ქალაქის მერი «რუსთავი 2»-ის ეთერში ამბობდა, რომ «მაღალი მიგრაციის გამო თბილისში ბევრია დაკეტილი ბინა, რომლებშიც არავინ ცხოვრობს, მაგრამ იქ მოქალაქეების ჩაწერის გამო მეპატრონეს გადახდა მაინც უწევს».

_ ვინ ჩაწერა? ეს ხომ ცნობილი წინასაარჩევნო ფანდი იყო, როცა, ხელისუფლების მითითების თანახმად, ჩინოვნიკების წვრილფეხობა ერთ ბინაში 40-50 ადამიანს წერდა ყალბი ხმების რაოდენობის გაზრდის მიზნით?

_ რა თქმა უნდა, ცნობილია. დაკეტილი ბინები კი ტყუილია, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა გაქირავებულია და, ვინც იქ ცხოვრობს, ის ყველა გადასახადს იხდის. დაკეტილი რომ ყოფილიყო, არც ელექტროენერგია დაიხარჯებოდა, არც დასუფთავება იქნებოდა საჭირო. ეს კაცი კი ამტკიცებდა, რომ საჭირო იყო, დასუფთავების გადასახადი რომელიმე მყარ კრიტერიუმს მიბმოდა, ამ შემთხვევაში კი ყველაზე სამართლიანი სწორედ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმააო.

ამის აბსურდულობა მეც და სხვებსაც ბევრჯერ გვაქვს დამტკიცებული და გამეორებით თქვენს მკითხველებს ნუ გადავღლით.

სანამ ამ უბედურებას მოიგონებდნენ, დასუფთავების გადასახადი კერძოდ 2007 წელს 40 თეთრი იყო.

ერთი პატარა ექსპერიმენტის მიხედვით, რომელიც ზაფხულის თვეებში ჩავატარე, ამ «სიახლის» დანერგვის შედეგად მოსახლეობას საშუალოდ 3,15-ჯერ გაუძვირდა დასუფთავების გადასახადი. ზამთარში _ გაუორმაგდა. და ეს ყოფილა სამართლიანობა!

2007 წელთან შედარებით დასუფთავების გადასახადი ათჯერ და კიდევ უფრო მეტადაა გაძვირებული ოჯახების მინიმუმ 95 პროცენტისთვის.

_ რა გვეშველება?

_ ჩემი აზრით, დასუფთავების გადასახადიც სულადობაზე უნდა იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ შემთხვევაში მოსახლეობის აღწერა ზუსტი უნდა იყოს, რასაც ხელისუფლება არ აკეთებდა, რადგან უზუსტობა ამ საკითხში ამომრჩეველთა რაოდენობით მანიპულირების საშუალებას აძლევდა.

იმედია, რომ ახალი ხელისუფლება ამ პრობლემასაც მოაგვარებს.

_ რამდენი უნდა იყოს?

_ ერთი ლარი!

_ მოდით, ვიანგარიშოთ, ახალი ტარიფების მიხედვით, რამდენი ლარის გადასახადი დაუგროვდება ერთ ოჯახს ერთ თვეში?

_ დღეს ოთხსულიანი ოჯახი თვეში საშუალოდ იხდის 150-დან 200 ლარამდე. ეს ოდენობა მინიმუმ განახევრდება. მინიმალური მოხმარების პირობებში ერთი ოჯახი წელიწადში 1000 ლარზე მეტს არ უნდა იხდიდეს.

_ გამოვედით შინიდან, ბატონო შალვა, და ჩავსხედით ტრანსპორტში…

_ ტრანსპორტი ხომ საშინელებაა!.. მგზავრობის ღირებულება კოშმარულად გაზარდეს, დააქუცმაცეს მარშრუტები, რითაც ასევე გაზარდეს მგზავრობის ფასი. ამათი ტვინები მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობდა, რაც შეიძლება მეტი ფული აართვან ხალხს. გამდიდრდა მათი ქოლგის ქვეშ მომუშავე კომპანიები.

ყველაფერი საწვავის ფასზეა დამოკიდებული, რომელიც ჩვენთან ყველაზე ძვირია.

ერთ რამეში იყავით დარწმუნებული, თუ ხელისუფლებაში მოვიდა პროფესიონალი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი, ყველაფერი ძალიან მალე დალაგდება და გამოსწორდება.

_ მათ შორის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ფასსაც გადახედავენ?

_ რა თქმა უნდა. სწავლების ფასი იმდენად გააძვირეს, რომ ევროპულ დონეს გაუთანაბრეს. ზოგან ევროპაზე მეტიცაა. გაცილებით მეტია, ვიდრე რუსეთში. აზერბაიჯანსა და სომხეთზე აღარ ვლაპარაკობ, სადაც ხელფასიც, პენსიაც გაცილებით მეტია და დასაქმებაც _ გაცილებით მაღალი. ჩვენთან აბსოლუტურად უკუღმაა, არავითარ ეკონომიკურ თეორიას არ ეფუძნება ჩვენთან დაწესებული გადასახადები.

_ ეკონომიკის მინისტრად კანადაში ქართული პურის საცხობიდან მოყვანილი გაუნათლებელი ვერონიკა ქობალია რომ გეყოლება, იქ სხვას რას უნდა ელოდო… მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელი დღეა. მინდა გკითხოთ: მზად არის «ქართული ოცნება» ამ პრობლემების გადასაწყვეტად? განხორციელდება თქვენ მიერ, მეცნიერების, ექსპერტების მიერ, ნაფიქრი, ნააზრევი, დამუშავებული კონკრეტული გეგმები და პროგრამები?

_ მე მჯერა იმ ადამიანის, რომელმაც 2 მილიარდ 800 მილიონზე მეტი თავისი ფული საქართველოს მოახმარა ისე, რომ ამის შესახებ პრაქტიკულად არავინ იცოდა. ბატონმა ბიძინამ უკვე რამდენიმეჯერ გაიმეორა, რომ მისი მთავრობის ვერც ერთი მინისტრი, ვერც ერთი თანამდებობის პირი ელიტარულ კორუფციაში ვერ ჩაებმება, ვერ გამდიდრდებიან ბიუჯეტისა და მოსახლეობის ხარჯზე. მე მჯერა, რომ უმკაცრესი კონტროლით იგი ამას გააკეთებს და ამიტომ თქვენ მიერ დასმულ შეკითხვას, სრული დარწმუნებით, დადებითად ვუპასუხებ.

ამას გააკეთებს ისე, როგორც თავის დროს მიაღწიეს ფრანკლინ დელანო რუზველტმა აშშ-ში, ათათურქმა _ თურქეთში, ბენ-გურიონმა _ ისრაელში, კონრად ადენაუერმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დე გოლმა _ საფრანგეთში: უმკაცრესი კონტროლის გზით თითოეულ თეთრზე.

ასე თუ მოხდა, საქართველო ორ-სამ წელიწადში სულ სხვა ქვეყანა იქნება.

ესაუბრა
არმაზ სანებლიძე 

1 COMMENT

  1. ივანიშვილის ფრანგული სკოლა თბილისში არის 6000 ევრო, ალბათ ეგეც გახდება 60 ლარი წელიწადში:)

  2. იმედია ყველაპერი ისე განხორციელდება რასაც ეს პიოვნება ასაბუტებს! ვეტანხმები ,რომ უპირველესი ამოცანაა ხალხის დასაქმება! ერთსულოვნება ქართველებო ეს გადაგვარჩენს,არა სიზარმაცე,არა ჭორაობა, არამედ საქმე! უფალი იყოს ცჰვენი შემწე აწ და მარადის!

  3. პივაც გაიაფდება? რაგაც არა მგონია, არაფერიც არ გაიფდება, აბა ამდენ ვალდებულებებს და დაპირებებს შესრულება ხომ უნდა? არ გაიაფდეს, მაგრამ კორუფციიდან გამოთავისუფლებული თანხები მიიმართოს დასასაქმებლ პროქტებში და ენერგეტიკაში

  4. ვაჟკაც ეხლა რომელ სოროში ხარ შემძვრალი?

    "მე მჯერა იმ ადამიანის, რომელმაც 2 მილიარდ 800 მილიონზე მეტი თავისი ფული საქართველოს მოახმარა ისე, რომ ამის შესახებ პრაქტიკულად არავინ იცოდა"

    კიდე გჯერა?

  5. გაღლეტილმა ნაგავმა და ნაციონალების უტვინო სკოლიოზმა ვანომ მილიონები იშოვა რომელიც უკან გაეჩხირება. მიდი ვანო ციხესი კარგი მაღაზიებია, შენმა ცოლმა იკითხოს დროც ექნება და ფულიც. ვანოს ადგილი ციხეშია

  6. გაღლეტილმა ნაგავმა და ნაციონალების უტვინო სკოლიოზმა ვანომ მილიონები იშოვა რომელიც უკან გაეჩხირება. მიდი ვანო ციხესი კარგი მაღაზიებია, შენმა ცოლმა იკითხოს დროც ექნება და ფულიც. ვანოს ადგილი ციხეშია

  7. ეს კველა გამოკლიავებულმა ნაცმა უნდა ცაიკიტხოს და არამარტო მან,ახალმა მტავრობს კველა ცევრმა რომ დაფიკრდეს, მისასავიტ ცხვირმოუხოცავი ახალგაზრდების კვეკნის სატავესი მოკვანიტ ეს კველაფერი ეგრევე დარცება, ტარიფები იგივეა ან მომატებულია, ე. ი.ხალხის გაკვლეფა ისევ გრზელდება.

  8. რა დიდი სიამოვნებით გაგინებდით იციით შენც ბატონო შალვა და თქვენს დიდ გაიძვერა ბელადს ამდენი ტყუილებისთვინ. აფერისტობით ხელისუფლებაში მოსულო ქვეწარმავლებო.

  9. მერე რა შეიცვალა ახალი ხელისუფლების მოსვლით.საინტერესოა ახლა რას ფიქრობს ბატონი შალვა?

  10. რა არის იცით? ქვეყანაში არ არის ერთი პირი თორემ ამ პრობლემის გადაწყვეთა სულ ადვილად შეიძლება. კონკრეტული თარიღი რომ ავირჩიოთ მოსახლეობას მაქსიმალურად რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ამ თარიღის შესახებ და დავთქვათ რომ ამ თარიღიდან აღარავინ იხდის გადასახადს სანამ ტარიფების პრობლემას არ გადახედავენ. ერთი ამიხსენით ვის რას მოსჭამენ? მთელ საქართველოს ჩაუჭრიან? მაგრამ საქმე ისაა რომ დედამოტყნულებით არის ქვეყანა სავსე და ვიღაც ფულიანი ნაბოზარი მაინც წავა გადაიხდის და ისევ გაჭირვებული დაიჩაგრება.

  11. …. შთაბეჭდილება :
    სანებლიძე თავის თავიდან იღებს ინტერვიუს და "კვერის დამკვრელად "ზე-ექსპერტი" მოიშველია….
    ტენდენციურობის ზეობა….
    ვაი თქვენს პატრონს…და მერე ვაი ჩვენს პატრონს….

  12. ბევრი რამ არის გასაკეთეგელი!
    1. სასწრაფო ნაციონალიზაცია ყველა სტრატეგიული ობიექტის (ჰესები, წყალი, ელ ენერგია სახელმწიფოს ხელში!)
    2. არალეგალების გაყვანა
    აი მერე ვილაპარაკოთ ფასებზე!!!

  13. ki batono gavida sami celis batono mekvabishvilo exla ras itkvit, exla??? ivaniahvilma xom agvishena skartvelo da yvelaperi gaaiapa , cxovreba saamuri gaxda misi mokvanili mtavrobit…pui ivanishvils da mis momconeblebsac. kaci rom ase waixdens pirs, imaze raga sikete unda tkva???? ,

  14. Amas ratom ar ambobdit masin rodesac movida Ivanisgvili 2o12 clidan, axla gamotvalet es ubedureba rodesac Saakashvili cavida, xolo Ivanisgvilis gundic gamdidrebuli misis. Vis moetxoveba pasuxi da rodis? Tkven unda ilapakot gazetebit. televiziit, radiot, rom gaagebinot mtel Sakartvelos kovel adamians rogor hvatkuebda mtavroba, da gavacherot kurdoba am dargshi samugamod.

  15. ინტერნეტში აკრიფედ და ნახეთ. აფხაზეთში პენსია არის 6000რუბლი, რაც მიახლოებით 195ლარია. რის 6-ჯერ მეტი.

  16. აქ წყლის კომერციულ ფასზე არაფერია ნათქვამი. ისინი 22 ჯერ ძვირს იხდიან. 1მკ. 4.40 ლარია. ასეთი ძვირი ევროპულ ქვეყნებშიც არ არის. აზერბაიჯანში 0,45 მან. ეს პირდაპირ ძარცვაა. უფასო წყალი დაუშვებელია. წყლის რესურსი გვაქვს დიდი გვაქვს, მაგრამ არა ულევი. მრიცხველი უნდა იდგეს ყველგან, მოსახლეობა ტუ გადაიხდის 10 თეთრს 1მკ.-ზე, ოტხ სულიან ოჟახს 3-4 ლარზე მეტისგადახდა არ მოუწევს. თუ უფასო იქნება დაიხარჯება წარმოუდგენლად ბევრი, თან დანიშნულების გარეშე.

  17. საერთო საცხ. 18 კვმ-ში ვცხოვრობთ 4 სული და ყველაფერი დენზეა, ნუ დენის დანახარჯს ხომ ვიხდით-ვიხდით, დასუფთავებას ვიხდით 10ლარს, წყალს ვიხდით 12ლარს 60თეთრს, ახლა მითხარით 18 კვადრატულში რა ნაგავი მიგროვდება და წყალი მეხარჯება, რომ ამდენს მახდევინებენ დევნილს ისიც, გამოდის, რომ ისევ გასაცოდავებული ხალხისაგან მდიდრდებიან ისევ მდიდრები, ნუთუ ამას მოინელებენ?. დაგვაბრუნონ ჩვენს აფხაზეთში და იქნება გვეშველოს რამე. ჩვენ შევეწირეთ ქართველი ვაიპოლიტიკოსებს და ცხოვრება როდის დავიწყოთ?უსახსრობისა და უბინაობის გამო ვაჟებს ცოლები ვერ მოჰყავთ, გოგონები ვერ თხოვდებიან და გარავლება აღარ გვინდა ქართველებს??? ნუუუ, ერთი მაღალმა ღმერთმა იცის ჩვენი მომავალი როგორი იქნება! დიდება უფალს!!! იქნება და გადმოგვხედოს, გაარჩიოს მტყუან-მართალი! ისე იქეთ 2 მეტროს მეტს ვერავინ ვერ წაიღებს და აქ მოგვხედონ ჩვენმა მთავრობებმა დასაბამიდან დღემდე…………

  18. am sakitxebs rogor darodis moevleba datu moevleba saertod gmertma icis da upalma moexmaros xalxis saketildgeod gaketdes rame! erts ki vitkvi– roca el.denis micodeba ckdeba da ar gadaixdeba 1-2 tvis ganmavlobashi, cklis da nagvis gadasaxadic avtomaturad unda batildebodes agnishnul tveebze, es tavistavad nishnavs rom saxli daketilia da aravin cxovrobs.

  19. ამ ზღაპრების – აღარავის სჯერა… ასე ლაპარაკობენ ყოველთვის ყველა დროის ყველა მთავრობა და სწორედ მაშინ, როდესაც ფასების დაკლებას კიარა – ფასების აწევას აპირებენ…. ანუ ეს ყველაფერი ფასების ზრდისწინა საახალწლო ზღაპრებია!!!

  20. დ ა ი წ ყ ე ს უკვე ფასების დაწევის ნაცვლად აწევით როდის ეშველება საქარტველოს და ქარტველ ხალხს ძალიან დიდი იმედი მქონდა ოცნების მაგრამ ცხოვრება უფრო გაუარესდა ვიდრე გაუნჯობესდა

  21. ამ ზღაპრების ახდენა, რომელ ცხოვრებაში გვიწერია ნეტა?! ტყუილებით გვაბალახებთ ქართველ ხალხს, თქვენი ციფრების არ მჯერა, რეალობა სხვაა და როდემდე გაგრძელდება ასე ღმერთმა უწყის!

  22. ნეტა ამ კაცმა სიზმარში ნახა ყველაფერი ეს? სად არის ამ მომენტში და როგორი რეაქცია აქვს, როცა დოლარი ასე გაძვირდა და გვპირდებიან კიდევ ყველაფრის გაძვირებას. თუ ამასაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ.

  23. ამ ადამიანის პასუხები კითხვებზე ნამდვილად სცორეა , სკამებზე ტრაკები რომ თბილად კონდეთ ხალხი ფეხებზე კიდიათ ცინა ხელისუფლებასაც და გღევანდელსაც

  24. მე სპეციალობით ენერგეტიკოსი ვარ და ესე ადვილად არ ვტყუვდები მაგრამ რა ქნას რიგითმა მოქალაქემ როცა ესეთი ვაი ექსპერტი,ეკონომისტი როგორიც ეს მექვაბიშვილია ტვინს რომ უბურღავს,იძულბულია დაუჯეროს.სქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ენგურგესზე გამომუშავებული ელ.ენერგიის ნახევარს უსასყიდლოდ აძლევს აფხაზეთს,იმიტომაც არის ელ ენერგიის ღირებულება აფხაზეთში იაფი.ენგურჰესზე რომ ამახვილებთ ყურადღებას,იცით რა ჯდება პატარა ჰესებზე გამომუშავებული ელ.ენერგია,ან რა ჯდება 1 კვტ ელ.ენერგია გარდანნის სრესე? ტარიფი კი საშუალო შეწონილი უნდა იანგარიშო,სადაც უნდა გათვალისწინებული უნდა იყოს მომწოდებლის ხარჯები ,დღგ და სხვა დანახარჯები.ეს მთავრობა ბევრს ეცადა რომ როგორმე შემცირენინა ტარიფი მაგრამ უშედეგოდ,სააკაშვილის ,თავრობას ისე ჰქონდა ტარიფი გაანგარიშებული რომ ერთი თეყრიც ვერ მოაკლეს,თქვენ კი გამოდიხართ და მოსახლეობას სისულელეებით უტენით ტვინს.

  25. ივანიშვილი არაფრის გამკეთებელი არ არის საქართველოში ეგეც კარგი მაგრი და გაქნილი ფულისტია ეგ ვის რას მისცემს?პირიქით ვერ ხედავთ ექვსმაგად გვახდევინებს ყველაფერს და კიდევ გიძვირებს დენს და გაზს 5-5-ი თეთრით?

  26. ხომ გეშველათ მოვიდა ბიძინიე.აგიხდინათ ოცნება.პენსია 220ლ.საწვავი 1ლ.შუქი უფასო.მადლობ ბიძინა ბიძია.ჩემი ნდობა გაამართლე.

  27. სად არის ეს საყვარელი ადამიანი დღეს? რას ამბობს? იქნებ კიდევ თხოვოთ ინტერვიუ, თუ შესაძლებელია, გთხოვთ. მადლობთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here