Home რუბრიკები პოლიტიკა «გალსტუკიან ხვლიკს» კუდით ქვა ასროლინეს

«გალსტუკიან ხვლიკს» კუდით ქვა ასროლინეს

1439

2007 წლის 7 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც პირველად შეირყა «ნაცმოძრაობის» მონოლითი და დემოკრატიის შუქურამ მყრალი ჭრაქივით ხრჩოლვა დაიწყო, არა ერთხელ ვიწვნიეთ იმედგაცრუება… პრეზიდენტის «სპონტომ» გადადგომა, დაბლიუ-კრეტინი ბუშის, მთელი «გოსდეპის» და «თავისუფლების ინსტიტუტის» ერთობლივი მზაკვრული  შეთქმულება აღმოჩნდა ქართველი ერის წინააღმდეგ!

იმ ყინვა-ყიამეთში ასიათასობით ქუჩაში გამოსული ადამიანის შემხედვარე ვფიქრობდით, გვეიმედებოდა, აგერ სულ ცოტაც და… მაგრამ, «აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსო» და აკი არც მოსჭრეს!..

სამაგიეროდ იმან, ვისაც თავი არ მოსჭრეს, მთელ ქართველ ხალხს მოგვჭრა თავი, როდესაც ჯერ საკუთარი ჰალსტუხი «ჩალოღნა» თბილისში და შემდეგ გორში ცხვირით მიწა მოხნა, რაც საბოლოოდ აფხაზეთ-სამაჩაბლოს დე იურედ დაკარგვადაც დაგვიჯდა!

მაშინაც ვიფიქრეთ: აგერ ახლა, სულ ცოტაც და ამან მაინც უნდა გადაიყოლოს მიშნაცების პრეზიდენტი-თქო, მაგრამ ახლების ლიდერმა პირველმა  გადაუგდო მაშველი რგოლი მორატორიუმის სახით, რაც მთელმა ოპოზიციამ აიტაცა!

მერე იყო და პატარა გრეჩიხამ ითავა ის, რაც დიდმა ვერ შეძლო და საკანი #5-ით 2009 წლის 9 აპრილს მთელი საქართველო ფეხზე დააყენა. მოდით, ნუ დავუკარგავთ _ ბოლო-ბოლო, ის მაინც დავუფასოთ,  ბავშვებს აუპატიურებენო რომ უთხრეს, «კაპეზეს» ეზოში გადახტა და, რომ იტყვიან, ნახევარი სიცოცხლე წაართვეს ცემაში!

და მერე რა მივიღეთ? «მეგობარმა» დასავლეთმა საკნებით მოფენილ ქალაქს, 26 მაისს გადავსებულ სტადიონსაც და ა. შ. დემოკრატიის შეურაცხყოფა უწოდა…

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და ზემოთ ჩამოთვლილი უშედეგო გაპროტესტებიდან გამომდინარე, დიახაც ვერ ვიჯერებდი, რაც ჩვენ თვალწინ 1 ოქტომბერს ხდებოდა და, როდესაც გვიან ღამით ვირწმუნე, რომ გველი თავგაჭეჭყილია და მისი მოძრაობები მხოლოდ სასიკვდილო კონვულსიებია, აღმოვაჩინე, რომ სიხარულის გამოხატვის ემოციები არ მქონდა _ მარათონის ფინიშზე მისული სტაერივით არაქათგამოცლილი აღმოვჩნდი და ამიტომ ქუჩაშიც კი ვერ გავედი…

რაც მოხდა, იმის მთავარი შემოქმედი რომ ბიძინა ივანიშვილია, ამაზე მხოლოდ, ქიზიყურად თუ ვიტყვით, აჯამი თუ დაიწყებს დავას, მაგრამ, რომ არა ზემოთ თქმული, ანუ ის, რომ ამ საშინელი 8-9 წლის მანძილზე, როდესაც ხელკეტი, მომწამვლელი გაზი, დამცირება, შეურაცხყოფა არ დაგვკლებია და ბოლოს, 2011 წლის 26 მაისი, რითაც ქართველი ერის საუკეთესო ნაწილმა, სულ ცოტა, «ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ», მაგრამ ასეთი სიცოცხლის დედაცო… კიდევ  შეახსენა მსოფლიოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცარიელ ადგილზე ვერაფერს იზამდა!

უფრო მეტიც, რომ არა პატიმართა წამების ის შემაძრწუნებელიგაუგონარი კადრები, რომლის გამომზეურებასთანაც, დამერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს და ეს მთლიანად «წინააღმდეგობის მოძრაობისა» და პირადად ირმა ინაშვილის გმირობის «ბრალია», «ქართულ ოცნებას» იქნებ მაშინაც გაემარჯვა, მაგრამ ასეთ ტოტალურად გამანადგურებელ შედეგს ვერ დადებდა

სხვათა შორის, ამასვე უსვამენ ხაზს უცხოური საინფორმაციო სააგენტოები თუ კომენტატორები, რომ სააკაშვილის შუადღის მზე სწორედ ამ კადრების შემდეგ გადაიხარა დაისისაკენ და რაოდენ სამწუხაროა, რომ «წინააღმდეგობის მოძრაობა» და მისი ლიდერები გამარჯვებულთაგან არავის გახსენებია!

ეგ არაფერი, ისტორია, დრო იტყვის თავის სათქმელს…

მანამდე კი ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი: მეამაყება, რომ ამ ხალხთან ახლო შეხების წერტილები გამაჩნია, ისევე, როგორც «საქართველო და მსოფლიოს» კოლექტივთან; გაზეთთან, რომელიც სერიოზული, მაღალი დონის გამოცემაა, რომლის ფურცლებიდანაც ერთი-ორი კენჭი მეცა მაქვს ნასროლი საძულველი რეჟიმის ბოსტანში; გაზეთი, რომელმაც დღიდან ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლისა, ისე, რომ, «ქართული ოცნების» ჭრელი «სასტავიდან» გამომდინარე, არც საკუთარი ეროვნულ-მართლმადიდებლური მრწამსისთვის უღალატნია და ამავე დროს მთელი წლის განმავლობაში ფეხი აუწყო მის ნაბიჯებს, ანუ ხბოს აღტაცების გარეშე, ქებასთან ერთად ბატონ ბიძინას არც ზომიერი, კეთილმოსურნე კრიტიკა დაჰკლებია…

(უმორჩილესად ვთხოვ გაზეთის რედაქტორს, რომ ეს პასაჟი თავმდაბლობისა თუ სხვა რამის გამო არ ამოიღოს).

მკითხველს ვთხოვ, მომიტევოს ეს, არც თუ მცირე ლირიულ-სენტიმენტალური პროლოგი და ახლა _ იმაზე, რაც გახდა კიდეც მთავარი მიზეზი წინამდებარე წერილისა…

სიძულვილი და ზიზღი!

დიახ, თვალი არ გატყუებთ და ნურავინ დამიწყებს ახლა ჰუმანურ, კაცთმოყვარე შეგონებებს _ ამ წლების მანძილზე დიახაც შემძულდა და მეზიზღება ყველა და ყველაფერი, რაც კი ამ ქართველთმოძულე რეჟიმთან ასოცირდება!

გაგიკვირდებათ და თავად ხელისუფლების «ნათელ სახეებზე» უფრო მეტად ის ხალხი მაღიზიანებდა, რომელიც ფარულ თუ აშკარა ალიანსში იყო მიშნაცებთან!

რა ბედნიერებაა, რომ ხელისუფლების ცინიკურ «როჟებთან» ერთად ვეღარ დავინახავთ ყოველდღე «ახლების» ძველ სიაფანდებს: დავით გამყრელიძესა და მამუკა კაციტაძეს (რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ «სასტავში» ფიქრიაც გაიფიქრება).

ანდა, ის რად ღირს, რომ დასრულდა «გალსტუკიანი ხვლიკის», იმავე შადიმანას, გიორგი თარგამაძისა და მისი «ქდმ»-ს თავხედური აპლომბი.  მერაბიშვილის მიერ ბადრის მიოცდაათვერცხლების სანაცლოდ გიორგი თარგამაძისათვის სახელდახელოდ შექმნილი პარტია, რომელიც არა თუ შარშანდელი თოვლივით გაქრება, არამედ ისიც კი საეჭვოა, რომ მისმა წევრებმა ჟურნალისტიკაში დაბრუნება შეძლონ;

 ან ის, რომ ვეღარ მოვისმენთ პადოშას «პატრიოტულ» შეგონებებს ანტი-რუსული ისტერიის თანხლებით. ანდა მისი პარტიის მშვენება, ქალბატონი მაია (სერგო) ორჯონიკიძე რომ აღარ მოგვიშლის ნერვებს «მაღალი ინტელექტის» ფრქვევით;

ბაჩუკი ქარდავა და მისი «ედპ»-ს სახე, ბლანჟეცანცარა გურამ ჩახვაძე, რომელიც ქუჩაში ვერ გამოდის იმის შიშით, რომ «რედიკული» მოხვდება გოგრაში;

ცნობილი თავხედები, ლევან ჩოლოყაშვილი და მიშა თავხელიძე, რომელთა სმენისას ერთხელ ტელევიზორიც დავამტვრიე;

ღმერთო, ვინმე ხომ არ გამომრჩა?

თუ ასეა, თქვენ დაამატეთ, ჩემო მკითხველებო. მე კი ერთ რამეს დავძენ _ შურისძიება ქვენა გრძნობააო, გამიგონია, მაგრამ ამავე დროს, ტკბილიც არის ეს ოხერი! მიუხედავად ამისა, არ ვაპირებ შურისძიებას და არც სხვას მოვუწოდებ, რადგან ასეთებზე დრომ და მისმა უეჭველმა სამართალმა იძია შური, მაგრამ ვერც იმას შევპირდები ზემოთ ჩამოთვლილ თუ გამორჩენილ ნაძირლებს, რომ, თუ სადმე შემხვდნენ, ისე უბრალოდ ჩავუვლი _ ერთ-ორ ალიყურს უეჭველად ვაჭმევ, თუნდაც ამისთვის ახალმა, ობიექტურმა სასამართლომ გლდანის ციხეში მიკრას თავი…

დასასრულს, მინდა მივულოცო ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს თავისუფლება, დიახ თავისუფლება, რადგანაც ამ ოციოდე წლის წინ დამოუკიდებლობა კი მოვიპოვეთ, მაგრამ არა _ თავისუფლება. აქედან გამომდინარე კი, ცოცხების ჯანყი არანაკლები მნიშვნელობის (იქნებ მეტისაც) მგონია, ვიდრე ის _ ეროვნული მოძრაობის მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობა, რადგან დამოუკიდებლობა ადამიანის თავისუფლების გარეშე ისეთივე აბსურდია, როგორც თევზი _ წყლის, დილა _ მზის და ღამე მთვარის გარეშე!

დავით მხეიძე

P.S. «ცხარე ცრემლით დავტირი ბებია ელპიტეს ცხედარს» _ ასეთი შინაარსის SMS გავუგზავნე ჩემს რამდენიმე ახლობელ ადამიანს, რომლებიც ნაცებთან ყოფნას იმით ამართლებდნენ, «რა მექნა, სამსახური, ცოლ-შვილი და ა.შ.». ეს იყო  ჩემი მათდამი შურისძიება!

ცოლ-შვილი ჩვენც გვყავდა, პატივცემულებო…

 

1 COMMENT

  1. კაცური კაცია ამის დამწერი ხვალ ბებოს წაუკითხავ რომელიც პირველი (ოპოზიციონერია) ახალა უკვე მთავრობის ქალი 🙂 და დალოცვა არ აგცდებათ ბატონო დავით ჩემი დელავიკი ბებოსაგან 🙂

  2. ვიღაც ნაცმონები გამოგრჩა, მაგრამ მაინც ძაან მაგარია. სტატიას ეტყობა პროფესიონალის ხელი და ნააზრევი, თანაც ყოველგვარი ღვარძლის გარეშე, რაც სწორედ ნაცების სისხლსა და გენში ზის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here