Home რუბრიკები პოლიტიკა GEORGIA გამო”ცოცხ”ლდა?!

GEORGIA გამო”ცოცხ”ლდა?!

605

ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ ადამიანს ბედნიერებისთვის სულ ცოტა სჭირდება.

კერძოდ, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ თუნდაც ეგზიტპოლით აღებულმა 50%–მა დედაქალაქ თბილისის

ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ ადამიანს ბედნიერებისთვის სულ ცოტა სჭირდება.

კერძოდ, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ თუნდაც ეგზიტპოლით აღებულმა 50%–მა დედაქალაქ თბილისის ცენტრალური მოედნის გადაკეტვა და საყოველთაო ეიფორიის შეგრძნება გამოიწვია.

თუმცა, როგორც შემდეგმა დღეებმა და საათებმა გვაჩვენა, სურათი არც ისეთი სახალისოა, როგორც აქამდე გვეგონა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ პარლამენტშია და თან „სულ რაღაც“ 40%–ით მაინც.

იმ მკითველის საყურადღებოდ, ვინც თავს იმშვიდებს: „ჩვენ ახლა მივუახლოვდით აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის მოდელს“ – დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ არ გვექნება ორპარტიული მმართველობის მოდელი. როგორც პოლიტოლოგები განმარტავენ, ორპარტიულ სისტემაში შეიძლება არსებობდეს რამდენიმე პარტია, თუმცა მხოლოდ ორი მათგანი საზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას. საქმე ზუსტად ის გახლავთ, რომ „ქართული ოცნება“ არა პარტია, არამედ კოალიციაა – ანუ რამდენიმე პარტიისგან შემდგარი ერთობა.

 

ჯერჯერობით კოალიციაში შემავალ პარტიებს მხოლოდ ერთი აერთიანებდათ  – „ნაცმოძრაობის“ მოშორება. მათში არც იდეოლოგიური და არც რაიმე სხვა მსგავსება აქამდე არ ყოფილა. ახლა კი არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტი „თავისუფლების ინსტიტუტის“ კადრებით შეივსო როგორც ერთი, ისევე მეორე მხრიდანაც.

 

როგორც ვხედავთ ფასადების ღებვით დაკავებული ხელისუფლება, ასევე  ფასადურად ჩამოშორდა ქვეყნის მმართველობას.

 

ეიფორიაში მყოფმა ქართველმა ერმა (როგორც მას სჩვევია) ვერ შეამჩნია ის ტრანსფორმაციაც, რომელიც კოალიციის ლიდერმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განიცადა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ოფიციალურ რანგში იგი პირველ რიგში ვაშინგტონს ეწვევა.

 

საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც ვაშინგტონს, როდესაც თავად ივანიშვილის სიტყვებით მან უამრავი მოწვევა მიიღო ევროპიდანაც?

 

და რატომ არ გაუკვირდა არავის, რომ ექსცენტრიულობით ცნობილმა მიხეილ სააკაშვილმა უცებ პირდაპირი ეთერით საკმაოდ მშვიდად აღიარა მარცხი და ისიც კი დასძინა, რომ „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის?

 

ვინ ვის ოპოზიციაშია ბოლოსდაბოლოს? ასევე გაუგებარია, როგორ შეიძლება არჩევნებში მონაწილე ყველა მხარე კმაყოფილი იყოს?

 

თუმცა თუ იმას წარმოვიდგენთ, რომ ეს ყველაფერი დიდი ხნით ადრე დაწერილი სცენარი იყო, შეიძლება გარკვეული სურათი დავინახოთ. მოდით, გავიხსენოთ არც ისე შორეული წარსული და გარკვეული ფაქტები შევადაროთ.

 

როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, გაკვირვება იმდენად დიდი არ იყო, რადგანაც რამდენიმე ხნით ადრე ასევე  მოვიდა პოლიტიკაში ბადრი პატარკაციშვილიც. თუმცა ეს ისტორია ტრაგიკულად დასრულდა.

 

თუ წარმოვიდგენთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი აშშ–სთვის ერთი მიზნის მისაღწევად საჭირო ორი ხრიკია – ესეც საკმაოდ გამოკვეთავს ჩვენს სურათს.

 

ამერიკამ თავისი დაკვირვებული თვალით უმალვე შენიშნა, რომ „ნაცმოძრაობით“ გამოწვეული ეიფორია ნელ–ნელა გაქრა და ხალხში კვლავ აგრესიამ დაისადგურა.

 

იყო 7 ნოემბერი, იყო 26 მაისი, იყო სანდრო გვირგვლიანის საქმე და მრავალი სხვა.

 

„დიდი ძმა“ მუდამ თვალს გვადევნებს და მიხვდა, რომ ცვლილებების დრო დადგა. ოღონდ ისეთი ცვლილებების, რომლებიც მისთვისვე სასიკეთო იქნება.

 

მოვიდა პოლიტკაში სათნოება და ეიფორიამ დაისადგურა.

 

საზოგადოება გამო“ცოცხ“ლდა, მაგრამ ამჯერად უფრო დემოკრატიულად და დასავლურად, ვიდრე აქამდე.

 

საერთოდ ადამიანის გაკვირვება პირველადი რეაქციაა. როდესაც პირველად ვიგებთ, რომ ქალაქში მანიაკია, გვიკვირს, ვღელავთ, ვნერვიულობთ. თუმცა, როდესაც ყოველდღიურ ახალ ამბებში მრავლად და ხშირად გვესმის მკველელობებისა და სხვა ფაქტების შესახებ, ქვეცნობიერად ვეჩვევით და ვეგუებით.

 

რატომღაც ქართველთა ქვეცნობიერი იმდენად დაითრგუნა, რომ სულ არ გაკვირვებია, რატომ არ დაშალა სპეცრაზმმა არცერთი მანიფესტაცია და რატომ არ დაიწყო ომი არჩევნების წინასწარი შედეგების აღნიშვნისას. რატომ აღარ აპირებს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ივანიშვილი და რატომ აპირებს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას. რატომ გაუშვეს მშვიდად სახლში ის მინისტრები, ვის დასჯასაც, თუნდაც ლინჩის წესით, ქართველი ერი ნატრობს. რატომ გადაეშვნენ ორგიაში „ნაცმოძრაობის“ „ფეისები“ არჩევნების ღამეს, როდესაც მათი მარცხი აშკარა იყო.

 

მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკული პროექტის სახელად „მიშა მაგარიას“ ნაწილია, უფრო სწორად კი ამ პროექტის გაგრძელების დასაწყისია.

 

„დიდმა ძმამ“ იცის რომ „პატარა ძმას“, მისი სიმაღლის მიუხედავად, დახმარება სჭირდება. არჩევანს ცუდსა და უარესს შორის კი ქართველები თვითონ გააკეთებენ. ივანიშვილი, თავისივე როლიდან გამომდინარე, მიიყვანს ხალხს იმ დონემდე, როდესაც ქართველი ერი პროექტ „მიშა მაგარიას“ მეორე ნაწილზე, კერძოდ „მიშა უმაგრესია“–ზე გადავა.

 

მითუმეტეს, რომ კოალიციის ლიდერმა თავად განაცხადა – იგი პოლიტიკიდან წელიწადნახევარში წავა. ღიად რჩება შეკითხვა, ვიღას ენდოს ხალხი. ყველამ კარგად იცის, რომ კოალიციაში შემავალი პარტიები და თუნდაც მაჟორიტარობის კანდიდატები, ივანიშვილის გარეშე ვერც ხმებს, ვერც მანდატებს და ბევრ შემთხვევაში ვერც პატივისცემას ვერ მიიღებდნენ. ვის უტოვებს ქართველი ხალხის ბედს ბატონი ივანიშვილი?

 

თუმცა, თუ ის სცენარი გამართლდა, რომლიც მიშასა და ბიძინას ურთიერთანამშრომლობაზე გვიამბობს, კოალიციის ლიდერი კი არ წავა, მას უბრალოდ ხალხი აიძულებს წავიდეს.

 

ქართველები ამაყი ხალხი ვართ. მარცხს ადვილად ვერ ვეგუებით. თუმცა ბიძინა ივანიშვილის ყოველ მარცხზე, პრეზიდენტი სააკაშვილი სულ უფრო გულუხვი გახდება.

 

იმისთვის, რომ ყველაფერი სუფთა ფურცლით დაეწყოთ, ორივე მხარემ ყველაფერი სააშკარაოზე გამოიტანა. მათ შორის ფარული ჩანაწერები, ციხის კადრები. . . დასამალი აღარაფერია ბატონებო! ვიღას გაუკვირდება წელიწადნახევარში ყბადაღებული ციხის თემა – ყველა ხომ ისედაც შევეჩვიეთ. ქართული ტრადიციისამებრ, დღე ვიბობოქრეთ და დავმშვიდდით.

 

ორივე მხარემ თავისი სახე დაგვანახა და ამ პროცესმა სრულებით უმტკივნეულოდ, უხმაუროდ ჩაიარა. ახლა ველით ახალი პრობლემებისა და საჩივრების ციკლს, რომელიც შემაჯამებელი გახდება. აშშ კი ამასობაში თავის არჩევნებს მოამთავრებს და ჩვენც მოგვხედავს, თან ისე კი არა, როგორც დღეს. სათანადოდ!

 

 ეიფორიის გეშინოდეთ ქართველებო! დამღუპველია ქართული ეიფორია, რომელსაც უეცრად აგრესიაში გადასვლა შეუძლია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here