Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ის საელჩო მოელის, რომ დემონსტრაციები თბილისსა და მთელ საქართველოში გაგრძელდება

აშშ-ის საელჩო მოელის, რომ დემონსტრაციები თბილისსა და მთელ საქართველოში გაგრძელდება

541

როგორც საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, “თავისუფლების მოედანზე” დაგეგმილი აქციის მონაწილეთა რაოდენობა შესაძლოა, ასობით ათას ადამიანს შეადგენდეს

საელჩოს ცნობით, ამ ეტაპზე სხვა პოლიტიკურ კოალიციას აქციების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, გამორიცხული არ არის, ეს არჩევნების შედეგების გაცხადების შემდეგ მოხდეს.
“აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსალოდნელია მძიმე საცობები. საელჩო მოელის, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი დემონსტრაციები თბილისსა და მთელ საქართველოში გაგრძელდება. არ არსებობს არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ დემონსტრაციათაგან რომელიმე ანტიამერიკული ან აშშ-ის საელჩოს საწინააღმდეგო იქნება. ის დემონსტრაციებიც კი, რომელიც მოსალოდნელია, რომ მშვიდობიანი იყოს, შესაძლოა გახდეს ძალადობრივი და არაპროგნოზირებადი. თქვენ უნდა მოერიდოთ ამ ყველაფერს, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია. იყავით ფხიზლად, ყურადღება მიაქციეთ გარემოს და იმას, რას გადმოსცემს ადგილობრივი მედია”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს” აშშ-ის საელჩოში განუმარტეს, ასეთი შეტყობინებები პერიოდულად ამერიკის მოქალაქეების გასაფრთხილებლად ვრცელდება. მათივე ინფორმაციით, განცხადებები შეიცავს რჩევას მოქალაქეებისადმი, თავი მოარიდონ ისეთ ადგილებს, სადაც დაგეგმილია თუნდაც მშვიდობიანი აქციები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here