Home რუბრიკები პოლიტიკა ქვევრში პოლიტიკური ნიშნით ჩაგდებული ჩვილი გარდაიცვალა

ქვევრში პოლიტიკური ნიშნით ჩაგდებული ჩვილი გარდაიცვალა

976

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში კოალიცია „ქართული ოცნების“ კოორდინატორის 9 თვის ბავშვი გაიტაცეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა აცნობა. მისი თქმით, ბავშვი საწოლიდან მოიპარეს.

ახალშობილი, რომელიც მშობლებთან ერთად დეიდასთან სტუმრობდა , დაახლოებით რამდენიმე ხნის წინ გაუჩინარდა. არსებული ცნობით, 9 თვის ბარბარე რადაიანი მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა, უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ.
დაახლოებით ერთსაათიანი ძებნის შემდეგ გოგონა მისი დეიდის სახლის ეზოში მდებარე ქვევრში აღმოაჩინეს, რომელსაც თავზე ქვა ჰქონდა გადაფარებული.
გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ღვინით სავსე ქვევრში ნაპოვნი ჩვილი, 9 თვის ბარბარე რაფაიანცი ექიმების თქმით, სამწუხაროდ უკვე გარდაცვლილია. 
ახალშობილი, რომელიც მშობლებთან ერთად დეიდას სტუმრობდა,მოულოდნელად გაუჩინარდა. არსებული ცნობით, 9 თვის ბარბარე რაფაიანცი მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა, უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. დაახლოებით ერთსაათიანი ძებნის შემდეგ გოგონა ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, სოფლის მოსახლეობა კი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. ჩვილის ახლობლები მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნიან.

დაღუპულის დეიდა “ქართული ოცნების” აქტივისტი და არჩევნებზე დამკვირვებელია. მას სისტემატურად საკუთარი შვილების გატაცებით ემუქრებოდნენ და რადგან ეს ვერ შეძლეს, ჯავრი მის დისშვილზე იყარეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here