Home რუბრიკები საზოგადოება ორი წელია, ირლანდიაში მცხოვრებ ქართველებთან მოძღვარს არ უშვებენ

ორი წელია, ირლანდიაში მცხოვრებ ქართველებთან მოძღვარს არ უშვებენ

2507

ირლანდიაში არსებულ ქართულ ეკლესიაში, რომელიც უცხოეთში გადახვეწილი ქართველებისთვის ხშირ შემთხვევაში ერთადერთი შეკრების ადგილია, უკვე ორი წელიწადია, ქართველ მოძღვარს უშედეგოდ ელოდებიან. თუ ვინ და რატომ აფერხებს ქართველი მოძღვრის ირლანდიაში გამგზავრებას, «საქართველო და მსოფლიოს» ირლანდიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნათელა ხუციშვილი ესაუბრა.

_ 2 წელია, ვითხოვთ ქართველი მოძღვრის, მამა მიქაელ ბრეგვაძის, ჩამოსვლას ირლანდიის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მაგრამ უშედეგოდ. ვიზაც მზად არის, მაგრამ მოძღვარს დღემდე არ უშვებენ საქართველოდან.

უცხოეთში მცხოვრები ქართველების ერთადერთი შეკრების ადგილი ეკლესიაა, მაგრამ დღეს ირლანდიის ქართულ ეკლესიაში არ ქადაგებენ იმას, რაც ქართველებს სჭირდებათ, ვინაიდან იქ, დუბლინში, არსებული ანტიოქიის მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარი, ირლანდიელი მამა ლონერგანი (რომელიც კათოლიკე იყო და მართლმადიდებლურად მოინათლა) და დიაკვანი ჯონი მსახურობენ. ირლანდიაში მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას შეუძლია ხალხი გააერთიანოს და სწორ გზაზე დააყენოს, მაგრამ ემიგრანტ ქართველებს ყურადღებას არავინ გვაქცევს.

_ როგორ ფიქრობთ, ვინ და რატომ უშლის ხელს ახალი მოძღვრის ირლანდიაში ჩასვლას?

_ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა, მუეფე ზენონმა, თავად შეარჩია მამა მიქაელი, მაგრამ, როცა ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ გაჭიანურდა მოძღვრის ჩამოსვლა, არაოფიციალური ინფორმაციით შევიტყვეთ, რომ თურმე მამა მიქაელს საკუთარი ოპოზიციური მოსაზრებების გამო არ უშვებენ საქართველოდან, რაც სიმართლეს არ შეეფერება. მამა მიქაელი ოპოზიციონერი არ არის, მას, უბრალოდ, ირლანდიაში მცხოვრებ ოპოზიციურად განწყობილ ქართველებთან აქვს ურთიერთობა. ის პიროვნებაც, ვინც მას ვიზა გაუგზავნა, ხელისუფლების მოწინააღმდეგეა და როგორც ჩანს, ყველაფერი ამის გამო ფერხდება. ქართველი მრევლის ოფიციალური მიმართვაც გავუგზავნეთ მეუფე ზენონს და ჩვენი პრობლემის შესახებ მოვახსენეთ.

«სამწუხაროდ, ვინაიდან მათი ირლანდიური წარმოშობის გამო წირვა-ლოცვა ინგლისურ ენაზე ტარდება, ხოლო ქართველ ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს ინგლისურ ენას, ბევრს უჭირს წირვა-ლოცვის მოსმენა და აღსარების ჩაბარება. შესაბამისად, თავს იკავებენ ზიარების საიდუმლოში მონაწილეობის მიღებისგან.

ეს გარემოება ყოველთვის წარმოადგენდა საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ ირლანდიაში არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გვყოლოდა ქართველი მოძღვარი, რომელიც არამხოლოდ სულიერ წინამძღოლობას გაუწევდა ამ გარკვეული კატეგორიის ქართველებს, არამედ ჩვენს შვილებსაც მისცემდა ქართულად წირვა-ლოცვის მოსმენის შესაძლებლობას, რომლებიც ოჯახების მიღმა უმეტესწილად ინგლისურად საუბრობენ, რის გამოც ივიწყებენ თავიანთ მშობლიურ ენას.

შარშან ჩვენ მიერ გამოგზავნილ წერილში გაცნობეთ, რომ ჩვენი ეკლესიის საბანკო ანგარიშზე ირიცხებოდა 6000 ევროს ოდენობის თანხა, რომელიც საწყის ეტაპზე საკმარისი იქნებოდა ქართველი მოძღვრის ფინანსური მხარდაჭერისთვის. აღნიშნული თანხა ამჟამად 7000 ევრომდეა გაზრდილი…

იმედს ვიტოვებთ, რომ გულისხმიერებით მოეკიდებით ჩვენს თხოვნას და თქვენი ლოცვა-კურთხევით ირლანდიაში დასაწყისისთვის 6 თვით მოავლენთ მოძღვარს, რითაც დიდ ბედნიერებას მოგვანიჭებთ,» _ ნათქვამია მეუფე ზენონისადმი გაგზავნილ წერილში.  

_ მეუფე ზენონს პირადად თუ ესაუბრეთ ემიგრანტი ქართველები, რა მიზეზს ასახელებს მეუფე, რატომ ვერ მოდის მოძღვარი საქართველოდანო?

_ მეუფე ზენონი გვპირდებოდა, რომ აუცილებლად ჩამოვიდოდა მღვდელი საქართველოდან. მისგან წერილებიც მივიღეთ ამის თაობაზე, მაგრამ ახლა არაფერს ამბობს. ჩვენი ინტერვიუს მიზანიც სწორედ ის არის, რომ ყველას მივაწვდინოთ ხმა: დაგვეხმარეთ, რადგან, როგორც ჩანს, ვიღაცები მამა მიქაელის ჩამოსვლას სპეციალურად აფერხებენ.

მამაო ხომ ყველას მოძღვარი უნდა იყოს, ჩემი და ჩემი მეუღლის მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ირლანდიელმა მოძღვარმა ერთხელაც კი არ გვინახულა. მე პარალიზებული ვარ, ინვალიდის ეტლით მიწევს გადაადგილება. ირლანდიელ მოძღვარს შევუთვალე, ვთხოვე, მოსულიყო და პარაკლისი გადაეხადა, მაგრამ არავინ მოსულა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ყოველთვის დაუფარავად გამოვხატავ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს. ორჯერ გაზეთში დაიბეჭდა ჩემი ინტერვიუ, შევხვდი ირლანდიის პრეზიდენტსა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრს _ ჯონ პასტელოს. გავუგზავნე მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და, რა პროცესებიც მიმდინარეობდა საქართველოში, ყველაფერი ვაცნობე.

არადა, სულიერი დახმარება მჭირდებოდა, თორემ მატერიალურად ამ ქვეყანაში ისე არავის გაუჭირდება, რომ მშიერი მოკვდეს. ადრე რომ იყო ირლანდიაში ქართველი მოძღვარი, მამა მალხაზ კუმელაშვილი, მასთან ჰქონდა ჩვენს ოჯახს ურთიერთობა.

_ მამა მალხაზი რატომ დააბრუნეს საქართველოში?

_ არ ვიცი, ორი-სამი წელი იყო და შემდეგ რატომ წავიდა საქართველოში, ჩვენც არ ვიცით…

_ ქართველები ხშირად ახერხებთ ეკლესიაში შეკრებას?

_ რაც ქართველების ირლანდიიდან დეპორტაცია დაიწყო, 20-30 კაცი თუ დადის ტაძარში, მეტი არა. ეშინიათ. როდესაც ირლანდიაში ჩამოვედით, მაშინ აქ თარჯიმნად ქართველი გოგონა, ნათია კალანდია მუშაობდა, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, საქართველოს ხელისუფლების აგენტია. ის საქართველოს საელჩოში მუშაობს და პარალელურად ჩვენთან იუსტიციის სამინისტროს მსგავს უწყებაში მუშაობდა და, თუ რაიმეს იტყოდი საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოს, ყველაფერს ჩვენს ხელისუფალთ აცნობებდა. როდესაც მე ეს ამბავი გავახმაურე, მან დატოვა სამინისტრო, თუმცა დღესაც მუშაობს საკონსულოში და პარალელურად ეკლესიაში სანთლებს ყიდის. როდესაც ირლანდიიდან ქართველების დეპორტაცია დაიწყო, მაშინ გაიგეს, რომ ეს გოგო ეკლესიაში შემოსულ ქართველებს ფარულად ფოტოებს უღებდა.

აღსანიშნავია, რომ საკონსულოს წარმომადგენელსა და ირლანდიელ მოძღვარსაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. შარშან, 26 მაისს, როცა საქართველოში ასეთი მძიმე ვითარება იყო, მან საკონსულოს გარკვეული თანხა გადაურიცხა და ძალიან დიდი ქეიფი გამართეს 26 მაისის დღესასწაულის აღსანიშნავად.

ამას წინათ ჩინელებმა გამართეს მიტინგი მათთვის საჭირბოროტო საკითხზე და ასე იქცევა ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, იკრიბებიან ქალაქის ცენტრში და საკუთარ პროტესტს ღიად გამოხატავენ, მაგრამ აქაური ქართველი ემიგრანტები ვერ გავიყვანე ქუჩაში, რადგან ზოგი ფიქრობს, რომ ძალიან კარგი  პრეზიდენტი გვყავს.

_ მიხეილ სააკაშვილი ხშირად ეპატიჟება უცხოეთში წასულ ქართველებს, დაბრუნდნენ საქართველოში. თუ ფიქრობს ვინმე დაბრუნებაზე?

_ მართალია, ზოგიერთებს მოსწონთ მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ, როცა მე მათ ვეკითხები, რატომ არ მიდიხართ, თუ საქართველოში ასეთი კარგი ცხოვრებაა-მეთქი, _ შევეჩვიეთ და აქ გვირჩევნიაო, მპასუხობენ.

ირლანდიაში ბევრი კარგი მეგობარი მყავს. ირლანდიელებმა და შავკანიანებმა უფრო მეტი დახმარება გამიწიეს ამ ურთულეს მდგომარეობაში, ვიდრე ქართველებმა.

ვფიქრობ, ყველა ქართველი უნდა გავიდეს ერთი-ორი წელი მაინც საქართველოს ფარგლებს გარეთ, რადგან შორიდან დანახული საქართველო სულ სხვანაირია, რა თქმა უნდა, თუ სამშობლო გიყვარს და პატრიოტი ხარ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. თუ სამშობლო გიყვარს და პატრიოტი ხარ, საქართველოში უნდა ცხოვრობდე! შორიდან ყურება და პროტესტის გამოხატვა მაძღარი კუჭით ძალიან ადვილია! თქვენსაქმე Gვაჩვენეთ თუ მართლა საქართველო გიყვართ. აბა, თქვენ რა გაგიკეთებიათ თქვენი ერისთვის? ჯერ საკუთარ თავში ჩაიხედეთ!!! თქვენს ტალანტს(რომელსაც უფალი ყველას უბოძებს ამა თუ იმ სახით) მხოლოდ ლაქლაქში ხარჯავთ; კუჭისთვის მიგიტოვებიათ სამშობლო და შორიდან რიტორიკული ტონით ჰქადაგებთ ოპოზიციურ აზრებს!… და თქვენ იცით, რომ კანონისგან(იქნება ეს სულიერი თუ ამქვეყნიური) ყოველგვარი წინააღმდეგობა და მეამბოხეობა ეშმაკის მოგონილია და ვინც ამ საქმისკენ უბიძგებს ხალხს, ეშმაკის მოციქულია და მას ემსახურება!?. დაფიქრდით ამაზე!!!

  2. ბრიტანეთის ვიზას ბრიტანეთის საკონსულო გასცემს. რა შუაშია საქართველო, თუ საერთოდ არალოგიკური ხართ? დემაგოგია და ტყვილი.

  3. იმას რატომ არ ამბობს ქალბატონი ნათელა ვინ გადასცა ქართველებს ეკლესია! რატომ არ ამბობს რომ სწორედ ირლანდიელი მამაოს უდიდესი წვლილია ამ საქმეში! გაგონილა ასეთი უმადურობა და უსინდისობა!!! კიდევ ერთი რამ მაინტერესებს ქალბატონო ნათელა- ჩუმად გადაღებულ ფოტოებით როგორ ხვდებოდნენ ვინ იყო გასადეპორტებელი, შუბლზე ეწერათ ადამიანებს რომ არალეგალები იყვნენ თუ მაინცდამაინც ჩუმად გადაღებული ფოტოა მაგ საქმისთვის საჭირო?! 21 საუკუნეში ფოტოს შოვნა გაჭირდა თუ რაშია საქმე? გადაჭედილია ფეისბუკი თქვენისთანა ხალხის ფოტოებით! სირცხვილია ქალბატონო ნათელა ასეთი ჭორების მოჩმახვა მით უფრო მაშინ როცა ღვთის მადიდებლად და მორწმუნედ მოგაქვთ თავი

  4. თქვენისთანა ქათველები რომ არის, იმიტომ არის საქმე საქართველოში კარგად,რომ არა ემიგრანდები საქართველოს უმრავლესობა შიმსილით დაიხოცებოდა,ხალხი გადახვეწილია უცხოეთში და მონებად მუშაობენ იმის გამო რომ ცოლ-შვილს და ნათესავებს ფული გამოუგზავნონ,(კარგი და საამაყო ხელისუფლება რომ არის იმიტომ არის ესე)თითეულ ქართველ ემიგრანტს დიდი წვრილი შეაქვს საქართველოს აღმშენებლობაში,ომი რომ იყო რუსეთთან ქართველ ემიგრანტებმა ფინანსურათაც დაეხმარენ საქართველოს მოსახლეობას და მორალურადაც,თითქმის მსოფლიოს ყველა ქალაქში იმართებოდა პროტესტი რუსეთის ცინაამღდეგ რათა გაეგო ყველას საქართველოს გასაჭირი,მაგარი გაუნათლებელი ხარ ვიღაცა!!!!,მე თუ მკითხავთ ოპიზიციაც და პოზიციაც ერთი ნ…ა და თქვენ მათ შორის,ემიგრანტებს კი არასოდეს არ ავიწყდებათ საქართველო და თითეული ქართველი.ღმერთმა დალოცოს საქართველო და ჭეშმარიტი მამულის შვილნი პატრიარქის თამადობით,ამინ!!!!

  5. ალექსანდრე და დათო ეტყობა ერთი და იგივე ადამიანია,რა მშიშარა მთავრობაა ის ხალხიც ჰყავს გაგზავნილი თავის ცარმომადგენლებად,ოქტრომბამდე ბევრი დრო არ დარჩა,მალე თქვენი დროც მოვა ვითომ ბატონო დათო და ალექსანდრე!მაგ თქვენ შპიონ ნათიას გამოგაყოლებენ საქართველოში!,რაც შეეხება ეკლესიას,რამდენათაც მე მახსოვს ქართველებმა დააფუძნეს და ეკლესიასაც ინახავდნენ და ეკლესიის მსახურებსაც,მე ერთი რამის მჯერა და მწამს რომ როცა ჩამოვა ქართველი მამაო გაერთიანებს ქართველებს როგორც ბოლო 6 წლის მანდილზე იყო!თქვენ კი აქ აღარ იქნებით აქ და არ შეუშლით ხალხს და არ მოახვევთ თქვენი მთავრობის პრობლემებს!

  6. იცი რას გეტკვი ვიგაცა ნატელა საქარტველოსჰი როცა იკავი ხალხს ვიზებს უკეტებდი და კვლეფავდი გაცჰირვებულ ხალხს რომლებიც გადასახვეცად მიდიოდნენ და უნდა დაეტოვატ ოჯახები ფულები აახიე და გამოიქეცი აქ ცჰამოხვედი დამლაგებლად დაიცკე მუსჰაობა და ტანსაცმელი მოიპარე მაგაზიიდან და გამოგაგდეს ავარიასჰი მოკევი ისევ სჰენი უტვინობიტ და სააკასჰვილმა მოგვიცკოო სჰენ და სჰენი ქმარი იზახდიტ არა გრცხვენია რას გისჰავებს ეგ მარტოხელა 3სჰვილიანი დედა ნატია ეკლესიის დაარსებიდან ემსახურება ქარტველ მრევლს მაგაზე ვერავინ იტკვის ცუდს ვინც გაადეპორტეს არცერტი არ დადიოდა ეკლესიასჰი და სურატებს ვინ და სად უგებდა როგორ გიბრუნდება ენა და როგორ იზახი ირლანდიელ მამაოზე ცუდს არა გრცხვენია რამდენ რამეს აკეტებს ცჰვენტვის გინდაც 26 მაისს ქეიფი კი არა საქარტველოს დამოუკიდებლობის დგე აგნისჰნეს როგორც მსოფლიოს კველა ქვეკანასჰი სჰე ბნელო ეტლსჰი ზიხარ და ეტკობა მაგან გაგაბოროტა და არავის არ ინდობ გმერტი მაგლიდან იხედება და არავის არ სჰერცჰება ცოდვები

  7. ვაიმე ხალხო არ დაუჯეროთ ამ აფერისტ ქალს, ეშმაკის მოციქულია!!! ქალბატონო ნათელა სად იყო საკონსულო გახსნილი,როცა ნათია სანთლებს ყიდდა ეკლესიაში და თქვენგან განსხვავებით რეგულარულად დადიოდა სალოცავად! გრცხვენოდეთ!! თქვენ ავარიაში რომ მოყევით ისიც კი თქვით რომ სააკაშვილმა მომიწყო ეს ავარია მალულადო 😀 რა უნდა ველაპარაკო თქვენნაირ ბნელ ადამიანს… ყველას გასაგონად მინდა დავძინო, რომ ნათიასნაირი კეთილშობილი ადამიანი ბევრი არ არის და პირადად მე ვისურვებდი რომ ასეთი ადამიანები ბევრი კოლოდა ჩვენს ქვეყანას!!! ნათელასნაირი კი- ფუი ეშმაკს!! უფალმა გვაშოროს!!!!!!!

  8. ქართველებს ეკლესია მამა დავითის ქართულ ეკლესიაში მოსვლამდე ბევრად ადრე გვქონდა,მამა მალხაზის გარჯით. მაგრამ რატომღაც სწორედ მამა დავითის მოსვლის შემდეგ დაგვატოვებინეს ის ეკლესია. დათო და ალექსანდრე, თუ თქვენ მართლა გაინტერესებთ ეგ საკითხი, აბა ამ საიტზე შედით, იქ თქვენ ანტიოქიის ეკლესიის ვებსაიტზე აღმოაჩენთ ე.წ. ქართულ ეკლესიას დუბლინში: http://www.antiochian-orthodox.co.uk/Parishes/dublin.htm
    ნუთუ ქართული მადიდებლური ეკლესიის მრევლი ირლანდიაში ანტიოქიის ეკლესიასაა დაქვემდებარებული?

  9. ქალბატონო ნათელა როგორ არ გცხვენათ! ჯერ თქვენს წარსულს გადახედეთ და მერე ილაპარაკეთ სხვის შპიონობაზე. თქვენ არ იკავით ის ქალი ლიფების და ტრუსიკების ქურდობისთვის რომ გამოგაგდეს სამსახურიდან და ერთ კვირაში 30 უდანაშაულო არალეგალურად მომუშავე ქართველი დააჭერინეთ საემიგრაციოს. არასდროს ეკლესიაში არ გივლიათ და არანაირი დახმარება არ გაგიტევიათ ეკლესიისთვის და უსაქმურად ზიხართ და რაღაც სისულელეებს ტერთ.ისიც უტხარით ხალხს რატო ზიხართ ეტლში!!! იმიტომ რომ უდანაშაულო ირლანდიელისგან გინდოდათ ფულის გამოძალვა,თითქოს და მანქანით დაგეტაკათ, მაგრან არაპერი გამოგივიდათ, იმიტომ რომ სინამდვილეში ველოსიპედიდან თქვემთითონ შეგნებულად ტაიქესით, მაგრამ ასეთ სავალალო შედეგს არ ელოდებოდით. ამის გარდა კიდე ბევრი ცუდი შემიზლია მოვუკვე ხალხს თქვენზე და თქვენს მეუგლეზე. ისე ხომ ხედავთ რომ თქვენი სოდვებისთვის ღმერთი გაგებინებთ პასუხს!!!!!!!!!

  10. საინტერესოა საიდან გაქვთ ეგ ინფორმაცია ნათელაზე, თქვენ თვითონ ხომ არ ხართ სააკაშვილის მთავრობის აგენტი?

  11. ნატელა ხარ თუ ვიღაც აფერისტი, როგორც ყველა გიცნობს,პირი გამოირეცხე და ისე ილაპარაკე ნატია კალანდიაზე ამ წესიერ და პატიოსან ადამიანზე,შენ ქართულ ეკლესიაში ერთი სანთელიც არ დაგინთია და რა უფლიბით ასხავ ლაფს ან ეკლესიას ან მის მრევლს და მის მომსახურე ქართველებისთვის უერთგულეს მამა დავითს და მამა ჯონს, რომლებიც უსასყიდლოდ გვემსახურებიან.ქართველი მღვდელიც ჩამოვა და ჩვენ მათ მაინც ვერ შეველევით, შენ კი არც შემოგესვლება იქ, ჯობია ცოდვები მოინანიო და ბოდიში მოუხადო ყველას…………..

  12. ძალიან მრცხვენია,ჯობია კველა ქართველმა თავი შეიკავოს ამ თემაზე საუბრისას და კიდევ,მგონი ზრდასრულ ადამიანს არ უნდა გაუჭირდეს რელიგიისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა.

  13. ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსაო, ნათქვამია ოდითგან…. ნათელა, აბა გაიხსენეთ ვისთვის ოდესმე რამე სიკეთე თუ გაგიკეთებიათ, ან ვინც თქვენ სიკეთე გაგიკეთათ რით გადაგიხდიათ… როგორც ჩანს ინტრიგანი ხართ და სხვანაირად არ შეგიძლიათ.. მაგრამ წერილში მოყვანილ ამბებთან შენ რომ არანაერი კავშირი არ გაქვს ესეც ძნელი მისახვედრი არ არის.. ვაი შენ და უი იმას, ვინც ინვალიდი ქალის ზურგს ამოფარებული ისევ ებრძვის ჩვენი ეკლესიის ერთობას და მთლიანობას. მამა დავითი რომ არა ჩვენ აღარც სამრევლო გვექნებოდა ეკლესიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.. სად რომელ ქვეყანაში ჩუქნიან ეკლესიებს ემიგრანტებს,დაფიქრებულხართ ამაზე? რაც შეეხება ნათიას- ბევრი არ მოიძებნება ალბათ მისნაირი კეთილშობილი ადამიანი, ნათია სამრევლოს დაარსების დღიდან ერთგულად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, ზრდის სამ არაჩვეულებრივ შვილს, არის საუკეთესო მეგობარი და სირცხვილი თკვენ რომ სამი შვილის დედას ასე სწამებთ ცილს… ისე კი ნათკვამია ყველა თავისი არშინით ზომავსო.. ისე იმ შენს საოცნებო კოალიციაში ყველა შენნაირი ინტრიგანი და მატყუარაა, ღმერთმა დაგვიფაროს აქ ჩვენ და იქ საქართველო თქვენნაირი ინტრიგანებისგან….

  14. ნათია კალანდია ძალიან საყვარელი გოგოა,მამა ჯონი ძალიან კარგი და მადლიანი პიროვნება…სირცხვილიააა

  15. ხალხნოთ პირადად ვიცნობ ამ უსაშინლეს ქალბატონს,ბოროტს უმადურს და ამბიციურს,ყველამ გაუწია დახმარება მაგრამ უმადურია და ჩირქს ცხებს პატიოსან ადამიანებს,არც ნატესავებს ინდობს არც მეგობრებს,არც ქართველი ემიგრანტების ბედი აწუხებს.არც სამშობლოს და არც ეკლესიის.თავი გამოიდო გაზეთში,ფულის საშოვნელად ჩამოვიდნენ ყველის ბიზნესის შექმნის მიზნით უცხოეთში,ყველაფერს კადრულობს რომ მოქალაქეობა მიიგოს საკუთარი ჯანმრთელობაც კი გაწირა,სხვებს როგორ ეკითხები ქალბატონო ნათელა წასვლას თავად რატომ არ მიბრძანდებით უამრავი ოპოზიციონერი ცხოვრობს თქვენს სამშობლოში,მაგრამ ვერ ელევით ხომ სოციალურ დახმარებებს და მაძღარ კუჭს?გრცხვენოდეს ბევრს კიდე არ ვწერ!!!

  16. მსჰობლის დანასჰაულზე სჰვილმა არ უნდა აგოს პასუხი რა ზალიან ბოროტი ვიგაცა ხარ ესეტ ცერილს რომ ცერ გმერტი მაგლიდან იხედება და კველას მოსტხოვს საკადრის პასუხს სჰენ კიდევ ნატელა ხომ ხედავ სჰენმა უაზრო საქციელმა რამხელა აჯიოტაჯი გამოიცვია ვინ გაგაქეზა და რა სჰეგპირდნენ ეგეტს რომ ეგრე გაბოროტდი და ესეტი რამეები დაცერე და კველა ქარტველს ირლანდიასჰი მოსცხე ცჰირქი კველამ იცის ვინ გაგაქეზა ადრე ტუ გვიან კველაფერს ნატელი მოეფინება სჰენ კიდევ სამუდამოდ ამოიკვეტე ფეხი ქარტველებსჰი

  17. ზალიან მაინტერესებს ამხელა განკიტხვის საგნად ვინც გაგხადა ბოდისჰი მაინც ტუ მოგიხადატ ტვიტონ მსჰრალზე დარცჰა და ტქვენ ამხელა ქალი როგორ გაილანზგეტ ხომ ხედავტ რამხელა დაკვირვებაა საცჰირო პატარა გოგო არა ხარტ და ესეტი სჰეცდომა არ უნდა დაგესჰვატ დარცმუნებული ვარ კიდევაც ნანობტ ტქვენ საქციელს გულის სიგრმესჰი რატქმაუნდა ტუ სჰუბლის ზარგვი გაცკვეტილი არა გაქვს და კიდევ სჰემოგრცჰენია ადამიანობა მაგრამ მაინც ვერ გავიგე ნატია რატომ გამოიცჰკლიტა ესე მცარეტ რა დაასჰავა მაგ უცკინარმა გოგომ მაგრამ არაუსჰავრა კველამ იცის ვინ დგას ამ კველაფრის უკან და მაგლა გმერტიდან მოეკიტხება პასუხი გმერტმა გადმოხედოს ირლანდიასჰი მკოფ ქარტველ ნამდვილ მრევლს და კველა მკიტხველს ვეტკვი ნუ დაიჯერებს მაგ ქალის ნაბოდვარს ნუ იფიქრებს ირლანდიასჰი მცხოვრებ ქარტველებზე ცუდს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here