Home რუბრიკები საზოგადოება რაც ლოპოტას ხეობაში მოხდა, «საქართველო და მსოფლიომ» სამი კვირით ადრე იწინასწარმეტყველა!

რაც ლოპოტას ხეობაში მოხდა, «საქართველო და მსოფლიომ» სამი კვირით ადრე იწინასწარმეტყველა!

555

რა თქმა უნდა, ვიწინასწარმეტყველეთ საქართველოში იჩქერიის რესპუბლიკის ყოფილი წარმომადგენლის, ხიზრი ალდამოვის, დახმარებით. შეგახსენებთ ალდამოვის რამდენიმე დამაფიქრებელ მოსაზრებას, რომლებიც მან გამოთქვა ჩვენთან საუბარში (გაზ. «საქართველო და მსოფლიო» #31, 15-21 აგვისტო): «რუსეთში ტერაქტები შევარდნაძის დროსაც ხდებოდა და ახლაც, სააკაშვილის დროსაც, ხდება. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სააკაშვილი აფინანსებს შემსრულებლებს»; «საქართველოს ჰყავს მეომართა ჯგუფები, რომლებსაც იყენებენ სპეცოპერაციების დროსმე ვიცოდი ამ ჯგუფების მოქმედებებიუნდოდათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ წასულიყვნენ ჩეჩნები და ქისტები. ეს ნატვრა იყო სააკაშვილის»; «სააკაშვილმა ამ ბოლო დროს შექმნა დიასპორის სამინისტრო, მოადგილედ დანიშნა გიორგი გამსახურდია. პარლამენტშიც შეიქმნა კომისია დიასპორის საკითხებში, უფროსად დაინიშნა წიკლაური. ამ ორმა კაცმა უნდა გადაწყვიტოს ჩეჩნების საკითხი».

ახლა კი განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება ამ სიტყვებს: «ადრე ჩვენი ახალგაზრდები იღებდნენ ფულს უცხოეთიდან. ახლა შეწყდა. დღეს ფულს იღებს სააკაშვილის ბანკი. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრი. ისინი ჩვენებს აწვდიან ცოტცოტა ფულს. ამით სრულდება მათი დავალება. ამერიკას სურს მუსლიმანების ბრძოლა რუსეთში და იყენებს სააკაშვილს. მე ყველას ვერ დავარქმევ მებრძოლს. ისინი გამოქცეულები არიან ქვეყნიდან. რატომ არ იბრძვიან სახლში, რა უნდათ საქართველოში?! მათ აფინანსებს სააკაშვილი და მისი შინაგან საქმეთა სამინისტრო».

ალდამოვის მონაყოლს დაკვირვებული მკითხველი უთუოდ დაუკავშირებს ლოპოტას ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიას. ნაცხროვის მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული საყოველთაო სიცრუის პირობებში, ძნელია მომხდარის სრულფასოვანი გაანალიზება, მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ უტყუარ ფაქტს, რომ საქართველოს ძალოვანი და სპეცსამსახურების საქმიანობაში ოფიციალური ვაშინგტონის «ხელების ფათური» აშკარაა, რასაც, სხვათა შორის, არც ჩვენი შინნაზარდი ოფიციოზი მალავს, მაშინ ისღა დაგვრჩენია, ვაღიაროთ _ პროცესები პოტომაკის ნაპირებიდან ფინანსდება, მაშასადამე, იმართება.

თუ თვალჩაციებული მზერით შევხედავთ დაღესტანში მომხდარ აფეთქებებს, ნათელი გახდება, რომ «კულისებს» მიღმა არსებობს როგორც ვიწრო პოლიტიკური, ისე გეოპოლიტიკური ინტერესები, რომლებიც კავკასიაში უმძიმეს ვითარებას ქმნიან. აქ ძალადობას იყენებენ, როგორც ყველაზე მძლავრ იარაღს. აფეთქებები და ლიკვიდაციები არა იზოლირებული ტერორისტული მოქმედებებია, არამედ უკიდურესად ცინიკურად ორგანიზებული ღონისძიებები, რასაც ახორციელებენ კარგად შეკრული ბოროტმოქმედთა დაჯგუფებები, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტს უყოყმანოდ ექვემდებარებიან.

ახლა ვინმე შემედავება: საიდან იცი ესო? ჩემი პასუხია _ ამერიკის პრესიდან! მე მხოლოდ ვიმეორებ აშშ-ის წამყვანი გაზეთების მოწოდებულ ინფორმაციას! აი, მაგალითად, თითქმის ერთი წლის წინ «ნიუ იორკ ტაიმსმა» მაუწყა, რომ ჰაიდ პარკში ჩაატარეს გამოკითხვა: «რომელია უფრო დიდი ბოროტება _ ისლამური ტერორიზმი თუ აშშ-ის სახელმწიფო ექსტრემიზმი?». გამოკითხვაში თითქმის 3000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა (2976). ხმები ასე განაწილდა:

«უფრო დიდი ბოროტება» _ აშშ-სახელმწიფო ექსტრემიზმი (2073) _ 74%.

«უფრო დიდი ბოროტება» _ მუსლიმანური ტერორიზმი (545) _ 19%;

«სხვა» (179) _ 6%.

როგორც ხედავთ, უბრალო ამერიკელებმა, რომლებსაც მე პირადად გულწრფელად პატივს ვცემ, ექსტრემიზმში თავიანთი სახელმწიფო დაადანაშაულეს! მართლაც, ვინ უფრო უკეთ უნდა იცოდეს «მშობლიური» ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებები თუ არა ხალხმა?!

ასევე, ამერიკის მასმედიის საშუალებით გავიგე, რომ მითი «ისლამურ ტერორიზმზე» თავად ამერიკელების მიერაა შეთხზული, რათა გაამართლონ  სახელმწიფო დონეზე აყვანილი ტერორიზმი. ტრაგიკული მოვლენები ყოფილ იუგოსლავიაში, ავღანეთში, ერაყში, ეგვიპტეში, ლიბიაში გვიდასტურებს, რომ აშშ ძალზე წარმატებით თანამშრომლობს მის მიერ გამოზრდილ ექსტრემისტებთან და ტერორისტებთან. იგივე ხაშიმ ტაჩი, რომელიც მართლმადიდებელი სერბების სისხლით გავსებულ აბაზანაში «ნებივრობდა» და «შეთავსებით» ადამიანების ორგანოებით ვაჭრობდა, ამერიკულმა ე.წ. ისტებლიშმენტმა გმირად გამოაცხადა და სერბეთისგან წაგლეჯილი კოსოვო ჩააბარა… ან გავიხსენოთ, აშშ-ის თანამშრომლობა ბენ ლადენთან, რომელიც თავის დროზე გამოკვება სახელმწიფო დეპარტამენტმა ავღანეთში საბჭოთა კავშირის ჯარებთან ბრძოლისთვის.

გამოაცხადა რა ისლამი აგრესიულ რელიგიად, აშშ ამტკიცებს (ვციტირებ): «მისი ნეიტრალიზაციის ერთადერთი შესაძლებლობაა,  ყველა მუსლიმანთა ძალის გარდაქმნა და მათი დაყენება დასავლური ცივილიზაციის გზაზე!..» აი, ასეთი ყაჩაღური «პოსტულატებით» ამერიკის შეერთებული შტატები წირავენ ქვეყნებს და რეგიონებს «ტერორიზმის წინააღმდეგ ომების» მსხვერპლად!

ოცი წლის განმავლობაში ამერიკის ადმინისტრაციებთან «მეგობრობამ»   ქართული სახელმწიფო დაშლამდე, ეკონომიკის მოშლამდე, სოციალურ ქაოსამდე მიიყვანა, რომელიც პროვოცირებს ჰუმანიტარულ კატასტროფას. კიდევ რა დაგვრჩენია? ჰო, სამოქალაქო ომი! ჩემი აზრით, ესეც მოსალოდნელია, თუ უყურადღებოდ დავტოვებთ ლოპოტას ხეობაში ჩადენილ დანაშაულს! ოპოზიციამ უნდა ითავოს საპროტესტო აქციების ორგანიზება, რათა ავტომატების კაკანს არ მოჰყვეს ქვემეხების ზალპები, ტანკების გრუხუნი და ავიაჭურვების აფეთქება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებია და რესპუბლიკელ რომნის გაუჩნდა გამარჯვების რეალური შესაძლებლობა, ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი უმწარეს სინამდვილედ გვექცევა! ამერიკას უყვარს სხვის უბედურებაზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა! ეს ამერიკის შეერთებული შტატების «სამშობიარო ტრავმაა», სამწუხაროდ, უკურნებელი!

და ვიხილავთ საქართველოს მოსახლეობის აწიოკებას, სისხლის ტბორებს, «ნაცელიტის» თავმოყრას «წითელ ხიდთან» და ქვეყნის მთავარსარდლის ხოხიალს უკვე ჭურვებისგან დანგრეული თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე!

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here