Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქტომბერში მოხდება “ოქტომბრის რევოლუცია”

“ოქტომბერში მოხდება “ოქტომბრის რევოლუცია”

772

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ციებ-ცხელებამ ყველა პოლიტიკური პარტია თუ გაერთიანება მოიცვა. ამჯერად “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი სერგო ჯავახიძე.

_ ბატონო სერგო, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” სლოგანი – მოვდივართ რომ გემსახუროთ, შესანიშნავია წინასაარჩევნოდ, მაგრამ აქამდე ყველა პარტია ასე მოდიოდა.

_ შეიძლება სხვა პარტიებიც გულისხმობდნენ ხალხის სამსახურს, მაგრამ ამ სლოგანით არც ერთი პარტია არ გამოსულა. ჩვენი გამოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშივლმა ახსენა ეს სიტყვები რამდენიმე შეხვედრაზე. ჩვენი მთავარი მიზანია ძალაუფლება ხალხს.

_ ძალაუფლება ხალხს? ლენინი გამახსენდაქცევის ნორმებს გიწუნებენნაციონალებიდამეოცნებეები”. რა ხდება?

_ საქართველოში ყველაზე მეტად ადამიანთა უფლებების უგულებელყოფაა უბედურება. “ნაციონალები” და “მეოცნებეები” ერთმანეთს ქვებს ესვრიან ხალხის თვალის ასახვევად. სინამდვილეში, ესაა სკამებისა და მანდატებისთვის ბრძოლა და შედეგი იქნება არა საპარლამენტო რესპუბლიკა, არამედ დიქტატურა, ამ შემთხვევაში, კოლექტიური დიქტატურა. რაც შეეხება მათგან ჩემი ქცევის ნორმების დაწუნებას, ანუ სააკაშივილის ქცევის კოდექსს, ოღონდ ეგენი წესიერად მოიქცნენ და ამ ქცევის კოდექსზე ხელისმოწერას არც მე დავამადლი მათ.

_ ბატონი ბიძინას კოალიციამ სხვა პარტიები შეიამხანაგა. თქვენ რატომ გითხრათ უარი კოლექტიურ ამხანაგობაზე, ან თქვენ რატომ გაგიჩნდათ სურვილი კოლექტივში შესვლის, ან მოქმედი დიქტატურის ქცევის კოდექსს რატომ მოაწერდით ხელს?

_ სურვილი “მეოცნებეებში” გაერთიანების არასდროს მქონია. არასდროს მჯეროდა მათი და არც ახლა მჯერა, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის გამო. იმაზე რომ არ ვილაპარაკოთ, რომ ივანიშვილს არანაკლები პირადი პატიმრები ჰყავდა ციხეში…

 _ შუა უკვე გაიკრიფა, თუ კიდევ გაქვთ იმედი, რომ მაგ ორი პოლიტიკური პოლუსიდან რომელიმე შეგიამხანაგებთ?

_ ბლოკში გაერთიანებას არ გამოვრიცხავ არამარტო “მეოცნებეებთან”, არამედ სხვა პარტიებთანაც. ჩვენი მიზანია, ამ რეალობაში ჩვენი ძალების შეფასება და სწორი ანალიზის გაკეთება. ოქტომბერში არ იწყება და არ მთავრდება ქვეყანაში სწორი და სამართლიანი პოლიტიკის კეთება.

_ დამშეული ქვეყანა პირველ რიგში გამოკვებას მოითხოვს. ალბათ, ამიტომაცაა ხალხის სწორება ფულიან კაცზე.

_ გეთანხმებით, პარტიებიდან პარტიებში მიგრაცია და ემიგრაცია ძირითადად ფულის გამო ხდება. ერთი და იგივე ხალხი იყო პატარკაციშვილთან, ნოღაიდელთან, ბურჯანაძესთან, და ახლა ივანიშვილს ეტმასნებიან. ხალხი კი თავს არჩვენებიდან არჩევნებამდე ინახავს.

_ და განა საკმარისია ერთი ტომარა ფქვილი არჩევნებიდან არჩევნებამდე ოჯახის გამოსაკვებად?! თუ მიტმასნილ პოლიტიკოსებს გულისხმობთ, მაშინ ნოღაიდელს რას ერჩით, თქვენ, როგორც მახსოვს, მის ბლოკში მოიაზრებოდით?!

_ ხალხამდე ფულს არავინ მიიტანს. ეგენი ფულს იღებენ და ჭამენ. რაც შეეხება ნოღაიდელს, მანაც ბევრი ადამიანი მოატყუა და საკმაოდ დიდი ფული იშოვა არჩევნების დროს. ამიტომაც ყრილობამ ის გადაირჩია და მე ამირჩია “სამართლიანი საქართველოსათვის” თავმჯდომარედ. 

_ გასაგებია. ოქტომბრის რევოლუციას გამორიცხავთ?

_ სამწუხაროდ, არა. თუ ეს დაპირისპირებები ასე გაგრძელდა, თუ არ ჩადგა კონტრუქციულ კალაპოტში, თუ საარჩევნო გარემო ასეთი დარჩა და, რაც მთავარია, სიები არ დაზუსტდა, არც ერთი მხარე დამარცხებას არ აღიარებს და ოქტომბერში მეორედ მოხდება ოქტომბრის რევოლუცია.

_ საქართველოს ემიგრაციული მთავრობის ინტერესები, როგორც ჩანს, არჩევნებში მონაწილე არც ერთი პარტიის ინტერესებს არ ემთხვევა.

_ საქართველოს ემიგრაციულ მთავრობასთან გაერთიანების იდეა თავში ჰქონდათ ე.წ. “ეროვნულებს”, ჰელსინკის კავშირის აღდგენა “მრგვალი მაგიდის” და ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერების ბაზაზე, მაგრამ, როგორც ვატყობ, ამ იდეას ვერ ახორციელებენ…

_ ხალხთან რომელ პარტიებს აქვთ კონსულტაციები, ხომ ვერ დაგვისახელებთ?

_ სამწუხაროა, მაგრამ სტიქიური უბედურებებით და ხალხის გაჭირვებით პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოყენება არ ეგების. ამას თუ დავარქმევთ ხალხთან კონსულტაციებს, მაშინ თითქმის ყევლა პარტიას აქვს ხალხთან კოსნულტაციები.

_ ბატონო სერგო, თქვენს პროგრამაში გაწერილია თუ არა სახელმწიფო ვალი, რომელიც 2 მლნ 500 ათას მეანაბრეზეა დასაბრუნებელი? “ნაციონალებმახომ ამ დაპირებით დაიწყეს საწყალი ხალხის გულის მოგება?

_ ჩვენ ამას პიარისთვის, რა თქმა უნდა, არ გამოვიყენებთ, მაგრამ ჩვენს სამწლიან პროგრამაში დეტალურადაა გაწერილი ჯერ ინვენტარიზაცია და თანხების დარიგება ასაკობრივი ნიშნით, პირველ რიგში, უფროსი ასაკის მეანაბრეებზე.

_ ბატონო სერგო, ვინც უკვე გარდაიცვალა ასაკის გამო ამ ვალის დაბრუნების მოლოდინში?

_ ზუსტად ეგ იგულისხმება ასაკობრივ დიფერენციაციაში. ბოლოს ამ თანხას მიიღებენ პირველი რიგის მემკვიდრეები, თუ ესენი ბუნებაში, რა თქმა უნდა, იქნებიან.

_ ბატონო სერგო, მსოფლიო ორი პოლიტიკური პოლუსით რუსეთი და ამერიკაა. სხვა პოლუსები თუ არსებობს ქართულ საგარეო პოლიტიკაში?

_ მე ვთვლი, რომ ისევე, როგორც მსოფლიოში არსებობს ბუნებრივი სამკუთხედი _ ამერიკა, რუსეთი და ევროპა, ეს ანალოგიურად აისახება სამხრეთ კავკასიაზეც. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკა, სომხეთის _ რუსეთი, ხოლო აზერბაიჯანი ორიენტირებულია ევროპაზე. ვთვლით, რომ რუსეთი არის ჩვენი სტრატეგიული მეზობელი, ამერიკა _ პარტნიორი, ხოლო ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი მოძრაობის ევროპული ორიენტაცია.

_ მაგრამ ზოგი პოლიტიკოსი გვიმტკიცებს, რომ ბუნებაში სამკუთხედის გარდა ოთხკუთხედიც არსებობს, მრავაკუთხედიც და წრეწირიც

_ არსებობოს, მაგრამ ჩვენ უფრო პრაგმატულად ვუყურებთ ამ საკითხს. Iლუზიებისგან, დიდი ხანია, გავთავისუფლდით. პარტიის სახეს სწორედ ასეთი პრაგრატულად მოაზროვნე ადამიანები შეადგენენ. ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ქვეყნის აღდგენის აღარ გვჯერა. გამოვდიავრთ არსებული რეალობიდან და ოცნებით არ მივდივართ ოცნების გზაზე. ომით კიდევ ქვეყნის მთლიანობის აღდგენა შეუძლებლად მიგვაჩნია ამ ეტაპზე. ამ პრობლემის გადაწყვეტას ჩვენ დაბალანსებულ ევროპულ პოლიტიკაში ვხედავთ.

_ ფიქრობთ თუ არა, რომ ქრისტეს გზა მართლმადიდებელი ქვეყნისთვის რუსეთისკენ უფრო მიდის, ვიდრე სხვა რომელიმე დიდი სახელმწიფოსკენ? ასე იყო, მგონი, ერეკლე მეორეს დროსაც.

_ ვფიქრობ, რომ ასეთი დიდი კულტურისა და ისტორიის ტოლერანტი ერი, როგორიც საქართველოა, არასდროს ითვალისწინებდა სარწმუნოებრივ დაყოფას. ეს ქართველი ერის ბუნებაში არ იჯდა.

_ ტოლერანტი ერი იქნებ იმიტომ ვართ, რომ მართლმადიდებელი ერი ვართ?

_ რა თქმა უნდა, დიდი როლი უკავია საქართველოს ისტორიაში მართლმადიდებლობას.

_ გარდა მართლმადიდებლობისა, მიწათმოქმედი და აღმშენებელი სახელმწიფო ვიყავით სულ. ახლა მშენებლობის სამინისტრო საქართველოში გაუქმებულია. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ანუ მიწათმოქმედებას, მიშას მინისტრები ბუღას და ძროხას ვერ არჩევენ ერთმანეთისგან. თქვენი პროგრამა რას გვპირდება ამ მხრივ?

_ ჩემი განცხადება პოპულისტობაში რომ არ ჩაითვალოს, სოფლის მეურნეობასთან, ანუ მიწათმოქმედებასთან დაკავშირებით არ ვილაპარაკებ იმას, რასაც ყველა პარტია ამბობს.  ბრალოდ, ვიტყვი, რომ ქვეყნის გაჭირვება ამ დარგის ჩავარდნამ გამოიწვია. ამით რუსეთის ბაზარიც დავკარგეთ, ამიტომ აუცილებელი პირობაა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ქართველი გლეხიც ფეხზე დადგება. რაც შეეხება მშენებლობას, კერძო სექტორმა საკმაოდ კარგი ტემპით დაიწყო, მაგრამ ომმა ყველა დეველოპერი გააკოტრა. ჩემი აზრით, კერძო სექტორმა უნდა აშენოს. აქ პრობლემა ტენდერების ობიექტურად ჩატარებაშია და არა ნაცნობ-ნათესაობაში.

_ იმის შემდეგ, რაც სამართლიანი საქარტველოსტვის ნოღაიდელი გარიცხა თავისი რიგებიდან, როგორც ოკუპანტი რუსეთის კაცი, პოლიტიკურ  სცენაზე აღარ სჩანს, შემთხვევით ივანიშვილის კოალიციაში ხო არ მოახერხა შეძრომა?

_ რუსეთთან ჩვენს მოძრაობას ორმხრივი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ნოღაიდელი და გრიზლოვი აწერენ ხელს. თუმცა, ნოღაიდელის მოშორების შემდეგ ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ შედგა კონტაქტი რუსეთთან. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ესაა უდიდესი, სტრატეგიული და გავლევნიანი მეზობელი, ორმელთანაც ურთიერთობის დალაგებას ქართველი ერისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

_ ბატონმა ბიძინამ საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ არ სურს ერთპარტიული პარლამენტი ჰყავდეს მიშასავით. ამ კუთხით მაინც თუ აპირებთ კოალიცია ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას როგორც ოპოზიცია?  

_ ჩვენ თავიდანვე შევთავაზეთ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას ჩვენი მოძრაობის რესურსები, სხვა პარტიებისგან განსხვავებით. მილიონების და ამბიციების გარეშე. ერთი პირობით, თუ კოალიცია უმრავლესობით არ მპოვიდოდა “რესპუბლიკელების” და ძმანი მათნის გაპარლამენტარებაზე უარს იტყოდა, რაზეც უარი მივიღეთ. აქედან გამომდიანრე, ჩვენ უარი ვთქვით ასევე მათტან თანამშრომლობაზე. ხოლო პარლამენტი ერთპარტიული იქენბა თუ ორპარტიული, ვფიქრობ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს საპარლამენტო რესპუბლიკასთან. პარლამენტში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა, თუნდაც მცირე ადამიანთა აზრი.

ესაუბრა სიმონ ხალხოსანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here