Home რუბრიკები პოლიტიკა ხიზრი ალდამოვი: დაფიქრდი, სააკაშვილო, ამდენი ხალხის სისხლს არ შეგარჩენენ!

ხიზრი ალდამოვი: დაფიქრდი, სააკაშვილო, ამდენი ხალხის სისხლს არ შეგარჩენენ!

1081

“სოჭში თუ რამე მოხდება, ყველაფერი იქნება სააკაშვილის ჩადენილი”


იჩქერიის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში, ხიზრი ალდამოვი, რამდენიმე კვირის წინ გროზნოში ჩავიდა, რამზან კადიროვს შეურიგდა და საქართველოს ხელისუფლებას ტერორისტულ საქმიანობაში დასდო ბრალი. ალდამოვის ამ და სხვა მძიმე ბრალდებებს დიდი რეზონანსი მოჰყვა. “საქართველო და მსოფლიო” ხიზრი ალდამოვს გროზნოში დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

_ ბატონო ხიზრი, თქვენ ცოტა ხნის წინათ დაბრუნდით ჩეჩნეთში და ოფიციალურ თბილისს ტერაქტების ორგანიზებაში დასდეთ ბრალი. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ტერაქტები, რომლებიც იმ პერიოდში ჩეჩნეთსა და რუსეთში ხდებოდა, საქართველოდან იმართებოდამათ მისი სპეცსამსახურები განახორციელებდნენისინიც, რომლებიც დღეს ხდება, მათივე ორგანიზებულია”. თქვენი ინფორმაციით, კონკრეტულად რომელ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობდნენ ქართული სპეცსამსახურები?

_ მე დავბრუნდი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, საიდანაც  1994 წელს ჩამოვედი. მე გამხადეს იძულებული, რომ წამოვსულიყავი. ამას ბევრი დრო სჭირდება, რომ აგიხსნათ მიზეზი. დიდი ხანია რუსეთში ტერაქტები მიდის, შევარდნაძის დროსაც ხდებოდა და ახლაც, სააკაშვილის დროსაც, ხდება. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სააკაშვილი აფინანსებს შემსრულებლებს. მე ძალიან კარგად ვიცი მათი საქმიანობა, შევარდნაძის დროს გია გაბუნია იყო ხელმძღვანელი, სააკაშვილის დროსაც იგივე გია გაბუნია ასრულებდა ამ დავალებას. გია გაბუნიას შემდეგ атц-ს (ანტიტერორისტული ცენტრი) ხელმძღვანელები იცვლებიან. ისინი აგრძელებენ ამ მისიას.

_ ცდილობდა თუ არა საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის ომის დაწყებამდე ჩეჩენ ბოევიკთა გადმობირებას და სამხედრო ოპერაციაში მათ ჩართვას?

_ საქართველოს ჰყავს მეომართა ჯგუფები, რომლებსაც იყენებს სპეცოპერაციის დროს. მე მქონდა ანტიტერორისტული ცენტრის უფროსთან შეხვედრები. მე ვიცოდი ამ ჯგუფების მოქმედებები. მე არ მიმალავდა არაფერს გია. უნდოდათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ   წასულიყვნენ ჩეჩნები და ქისტები. ეს ნატვრა იყო სააკაშვილის. ბიჭები ყვებოდნენ უკან წამოსვლის დროს, მთავარსარდალმა ბრძანა “შახმატურად” გამოიქეცითო. ჩვენ “შახმატის” თამაში არ ვიცით, როგორ უნდა წამოვსულიყავით.

_ თქვენ განაცხადეთ, რომ სააკაშვილი და ქართული სპეცსამსახურები . . იჩქერიის მთავრობის ახალი შემადგენლობის შესაქმნელად დგამენ ნაბიჯებს, რუსეთზე ზემოქმედების ორგანიზებისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ტერორისტული დაჯგუფებების გააქტიურების მიზნით. “იჩქერიის მომავალი მთავრობისწევრები ჩართულნი არიან პანკისის ჯამაათისსაქმიანობაში, რომელიც აშშისა და ახლო აღმოსავლეთის ფინანსური დახმარებით ახორციელებდა ტერორისტულ აქტებს ჩრდილოეთ კავკასიაში”. რამდენად ზუსტი ინფორმაცია გაქვთ იმის თაობაზე, რომ პანკისის ხეობაში შეიარაღებული მებრძოლები არიან, რა აკავშირებთ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან, ვინ აფინანსებს ამ ხალხს, სააკაშვილის გარემოცვიდან კონკრეტულად ვინ კურირებს მათ საქმიანობას?

_ სააკაშვილმა ამ ბოლო დროს შექმნა დიასპორის სამინისტრო, მოადგილედ დანიშნა გიორგი გამსახურდია. პარლამენტშიც შეიქმნა კომისია დიასპორის საკითხებში უფროსად დაინიშნა წიკლაური. ამ ორმა კაცმა უნდა გადაწყვიტოს ჩეჩნების საკითხი. გიორგიმ ყველაფერი გააკეთა, რომ ზაკაევი და მე წავსულიყავით. ზაკაევის კაცი წაიყვანეს და გადასცეს რუსეთს. ჯერი ჩემზე იყო. შვილს პასპორტს არ აძლევდნენ. მე გაფრთხილებული ვიყავი, რომ საქართველოდან წავსულიყავი. მე ვიცოდი, ან შვილს აიყვანდნენ, ან მე. გიორგიმ გამონახა საფრანგეთში ახიად იდიგოვი, საქართველოში ჩამოიყვანა ალა დუდაევაც, ჩამოიყვანა შვილთან ერთად, შეიქმნა დუდაევის ჯგუფი. მასხადოვის ხალხი მტრად გაგვხადა. ვითომ შევარდნაძის მეგობრები გაგვხადეს, თვითონ ეს მთლიანი ჯგუფი იყო შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის წევრები…

ეს დალოცვილები სად იყვნენ ომის დროს. ეს წვალება მე გადავიტანე, რატომ არ ეხმარებოდნენ ლტოლვილებს, ამდენი ხანი იჯდა ცოლ-შვილითურთ საფრანგეთში და ახლა ვის სჭირდება? სააკაშვილის გარდა _ არავის.  ადრე ახალგაზრდები იღებდნენ ფულს უცხოეთიდან. ახლა შეწყდა. დღეს ფულს იღებს სააკაშვილის ბანკი. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს  ანტიტერორისტული ცენტრი. ისინი ჩვენებს აწვდიან ცოტ-ცოტა ფულს. ამით სრულდება მათი დავალება.  ამერიკას  სურს  მუსლიმანების ბრძოლა რუსეთში და იყენებენ სააკაშვილს. მე ყველას ვერ დავარქმევ მებრძოლს. ისინი გამოქცეულები არიან ქვეყნიდან. რატომ არ იბრძვიან სახლში, რა უნდათ საქართველოში?! მათ აფინანსებს სააკაშვილი და მისი შინაგან საქმეთა სამინისტრო.

_ ვაშინგტონის ჩართულობა საქართველოს ძალოვანი და სპეციალური უწყებების საქმიანობაში საკმაოდ მაღალია, ამას არც ოფიციოზი მალავს და არც თქვენთვის უნდა იყოს საიდუმლო. შესაბამისად, როდესაც თქვენ ოფიციალურ თბილისს ტერორიზმში ადანაშაულებთ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა შეუძლებელია ეს ხდებოდეს და ამერიკელები ამის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი. შეგიძლიათ თუ არა ივარაუდოთ, რომ ისინი მფარველობენ სააკაშვილის ხელისუფლების ამ საქმიანობას?..

_ 2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილმა. 3 დღე ტელევიზორში იჯდა, გვარწმუნებდა, რომ, აი, უკვე ერთ სოფელსაც ავიღებთ და მორჩა, ამერიკამ იცოდა, რომ დიდ შეცდომას უშვებდა, მაგრამ გადაარჩინეს, ასევე ყველა შეცდომას აპატიებენ. მე ერთ რამეს გეტყვით: ტყუის სააკაშვილი, ყველგან ტყუის. ატყუებს ხალხს. ამერიკამ იცის, რომ ომი მან დაიწყო, ამერიკამ იცის, რომ პატარკაციშვილი მან მოკლა, რომელი ერთი ჩამოვთვალო. მე არ მინდა, ჩემზე ნაწყენი დარჩეს ამერიკის რომელიმე წევრი, მაგრამ ეს კაცი ტყუის, ახლა მე დაგისვამთ კითხვას: აქ მე რაღაცა ვთქვი, ხომ მართალია, ეს შევეკითხოთ ქართველ ხალხს _ ჩემს ძმებს, დებს. ვკითხოთ: თხუთმეტი წელიწადი ამ ხალხთან ვიყავი, ვიცი ზოგი პარლამენტში იყო, ზოგი _ მინისტრი. მე არაფერი გამომპარვია, შე დალოცვილო, ყველაფერზე იძახით, ეს საიდანო, ბევრი რამე ჩემით ხდებოდა, ეს რუსეთმა იცის. მე არ ვმალავ. ჩემზე გადიოდა ყველაფერი. ასე რომ, სააკაშვილს ამერიკა დაიცავს. მე ყოველთვის ვფიქრობ, სად წავა ამ თანამდებობის შემდეგ. ჩვენ ვართ კავკასიელები, ჩვენ ჩვენი წესები გვაქვს, შენი ჩადენილი არ შეგრჩება,.მე მახსოვს ერთ-ერთი ოსი ქალის სიტყვები: მე ჩემი ძმის სისხლს არ გაპატიებო. დაფიქრდი, სააკაშვილო, ამდენი ხალხის სისხლს არ შეგარჩენენ!

_ რას იტყვით გილაევისა და შევარდნაძის მეგობრობისშესახებ, უწყობდა თუ არა შევარდნაძე ხელს გილაევის რაზმების აფხაზეთში გადასროლას და როგორ მოხდა ეს რაზმები აფხაზეთის ტერიტორიაზე?

_ არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდათ შევარდნაძესა და გელაევს. ისინი ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს ჩვენი საშუალებით. გილაევი მე გავაცანი კახა თარგამაძეს. კახამ მთხოვა და გავაცანი კენჭაძეს, შემდეგ შეხვედრა მოვუწყვეთ შევარდნაძეს. აფხაზეთში შესვლაზე გილაევმა თქვა, რომ, თუ საქართველოს დასჭირდება, ის მზად არის მონაწილეობა მიიღოს. ეს მოხდა კახა თარგამაძის თხოვნით. მანქანები დაიტვირთა მეომრებით და წაიყვანეს. ეს სჭირდებოდა საქართველოს და შესრულდა. ეს დიდი შეცდომა იყო.

_ რას იტყვით სააკაშილის ხელისუფლების მიერ ეგრეთ წოდებული ჩერქეზების საკითხისესოდენ მონდომებით და დაჩქარებული ტემპით ლობირებაზეამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების უკიდურეს აქტიურობას აქვს თუ არა კავშირი იმასთან, რომ თქვენივე განცხადებით, “სააკაშვილმა დაიწყო მოგზაურობა სხვადასხვა მაჰმადიანურ ქვეყნებში და მოლაპარაკებების გამართვა იმის თაობაზე, რომ ფულს, რომელსაც მოჯაჰედებს ომისთვის აძლევდნენ, იგი თვითონ გაანაწილებს. ამერიკამ მაშინ მაგრად შეუტია რუსეთს. ისინი ამერიკელებს დაუკავშირდნენ და მათაც დიდი სახსრები გამოუყვეს”.

_ როდესაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება კარაჩაევო-ჩერქეზეთის გენოციდის საკითხზე, მე ყოველთვის ვამბობდი, ეს ცუდად გადაწყვეტს საქართველოს ბედს-მეთქი. საერთოდ მუსლიმანური ქვეყნები და ამერიკა წინააღმდეგი იყვნენ რუსეთის. ადრე პატარ-პატარა თანხებს აძლევდნენ ბოევიკებს, მაგრამ სააკაშვილმა და მისმა მინისტრებმა დაიწყეს მუსლიმანურ ქვეყნებში სიარული. მთელმა მსოფლიომ იცოდა, ყველას ეგონა, რომ საქართველო დაიწყებდა რუსეთთან ომს, ამიტომ მუსლიმანურმა ქვეყნებმა შეწყვიტეს ბოევიკებზე ფულის მიცემა და იგზავნებოდა სააკაშვილის ბანკებში. ზოგი ისედაც მოსდიოდა მინისტრების გზით. ამერიკამ რამდენიმეჯერ გამოუგზავნა ფული, ასე ჩაიგდო ეს გზა სააკაშვილმა. ამერიკა და მუსლიმანური ქვეყნები დიდ თანხას უგზავნიან საქართველოს.

_ თქვენ პრეზიდენტი სააკაშვილი ღიად დაადანაშაულეთ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების მკვლელობაში. რა მტკიცებულებებს ეყრდნობით, როცა ასეთ მძიმე ბრალდებებს უყენებთ მიხეილ სააკაშვილს?

_ სააკაშვილი დამნაშავეა ჟვანიას მკვლელობაში, სააკაშვილი დამნაშავეა პატარკაციშვილის მკვლელობაში, სააკაშვილი დამნაშავეა დუმბაძის მკვლელობაში. ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, ომს არ დაიწყებდა. ჟვანიას სიკვდილი იყო მოწყობილი. ეს მთელმა მსოფლიომ იცის. თქვენც იცით, რომ პატარკაციშვილმა თქვა, მე ჩემს ბოლო კაპიკს დავხარჯავ, რომ ეს კაცი დავამარცხოთო. ეს არ შეარჩინა მას…

_ როდესაც რამდენიმე წლის წინათ აგორდა ამაზრზენი კამპანია, თითქოს რუსეთის პრეზიდენტის ბიოლოგიური დედა კასპში ცხოვრობს და ამ საწყალი ქალბატონის მონაწილეობით ფილმიც კი გადაიღეს, გავრცელდა ვერსია, რომ ამ ქალბატონთან და მის ოჯახთან, ასევე ამ თემის საინფორმაციო უზრუნველყოფაზემომუშავე რიგ მედიასაშუალებასთან, ინტენსიური კონტაქტი ჰქონდათ ჩეჩნებს, მათ შორის თქვენცმეორე ვერსიის თანახმად, ამ სკანდალის რასკრუტკითაქტიურად იყვნენ დაკავებულნი ბერეზოვსკის ნდობით აღჭურვილი პირები. რა არის თქვენთვის ამ ფაქტის გარშემო ცნობილი, ვის დასჭირდა ეს სიცრუე, ვინ აფინანსებდა ამ ორგანიზებულ კამპანიას, ვინ უკვეთავდა მუსიკას”?

_ რამდენიმე წლის წინ ეს ჭორი გაავრცელეს საქართველოს ჟურნალისტებმა, ჩაერთვნენ ჩეჩნებიც. ყველა ამტკიცებდა, რომ ის დედაა მისი, მაგრამ ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა ამაში. სად იყვნენ პრეზიდენტები, სად იყვნენ მინისტრები. ეს სჭირდებოდა საქართველოს. ამის გამკეთებლები სხვები იყვნენ და ამის გამკეთებლები დღესაც არ ვიცი, სად არიან. ეს თუ ბერეზოვსკის დაწყებულია, მას უნდა ჰკითხოთ. ის აგებს პასუხს. თქვენ თუ გაინტერესებთ, მე ამ ადამიანს არ ვიცნობ. მასთან ჩეჩნები მეგობრობენ, მე რომ ბერეზოვსკის  ვიცნობდე, დღეს ინგლისში ვიქნებოდი და არა გროზნოში.

_ გამოცემა ვზგლიადისთვისმიცემულ ინტერვიუში თქვენ სააკაშვილის მისამართით განაცხადეთ: “2014 წელს ოლიმპიური თამაშები გაიმართება სოჭში _ იგი აუცილებლად რაღაცას ჩაიდენს”. რა გქონდათ მხედველობაში? შესაძლოა თუ არა, რომ ბოევიკებმა საქართველოს ტერიტორია გამოიყენონ რუსეთში სოჭის ოლიმპიადის დროს დესტაბილიზაციის მოსაწყობად?

_ 2014 წელს ოლიმპიადა ტარდება სოჭში. იქ აუცილებლად რაღაცას ჩაიდენს სააკაშვილი. ჩვენ ტყუილად ვაბრალებთ ბოევიკებს. იქ არავინ ჩავა სხვა გზით, საქართველო უნდა გაიაროს. ასე რომ, სოჭში თუ რამე მოხდება, ყველაფერი იქნება სააკაშვილის ჩადენილი.

1 COMMENT

  1. სააკაშვილი ალბათ არ არის საუკეთესო პრეზიდენტი, მაგრამ ეს ხიზრი ალდამოვი რას ბოდავს, რას მიედ-მოედება?! ნუთუ ვერ ხვდება რომ მთელ საქართველოს ამ მისი ბოდიალით უდიდეს საფრთხეებს უქმნის და დარტყმის ქვეშ აყენებს?! სამარცხვინოა მისი საქციელი, მაგრამ ვაჟკაცი ჩეჩნები მაგას გასცემენ ადეკვატურ პასუხს!

  2. ალდამოვი ნაძირალა ყოფილა, რამდენათ გიყიდა პუტინმა, რა ფასად გაყიდე შენი ერი და რატომ უნდა გაგვიკვირდეს რომ საქართველოზე, სისულელეს იტყვის….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here