Home რუბრიკები პოლიტიკა ვარ პრორუსული? მაშასადამე, ვარ პროქართული!

ვარ პრორუსული? მაშასადამე, ვარ პროქართული!

657

აშშ თურმე მსოფლიოს პედერასტებს სემინარებს უტარებს, ამ ქვეყნის ადმინისტრაციის დაფინანსებით  ალბანეთის დედაქალაქში სექსუალური უმცირესობების სემინარი ჩაატარეს, უბრალო, რიგითი გეიპარადი კი არა _ სემინარი. უცხო სიტყვათა ლექსიკონს თუ დავუჯერებთ  სემინარი ლათინურისიტყვაა და ნიშნავს: 1.უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა ჯგუფურ მეცადინეობას რაიმე სპეციალურ საგანში; 2. ჯგუფურ მეცადინეობას კვალიფიკაციის, იდეურპოლიტიკური დონის ამაღლების მიზნით. ამ ორი განმარტებიდან, ვფიქრობ, მეორე უფრო მიესადაგება «ჩვენს თემას», რადგან ტირანაში შეკრებილ 17 ქვეყნის «ათას სემინარზე გადამხტარ» სტაჟიან მამათმავლებს დამწყები და სტუდენტი რომ უწოდო, ალბათ, უხერხულია.

გამოცდილება და «საქმის ცოდნა» ხომ ნიადაგ ითხოვს საკუთარ თავზე მუშაობას, კვალიფიკაციის, მითუმეტეს იდეურ-პოლიტიკური დონის, ამაღლების მიზნით. ჰოდა, თუ როგორ იმაღლებდნენ კვალიფიკაციას და როგორ ხვეწდნენ სოდომიის იდეურ-პოლიტიკურ დონეს, ამას ადგილზე აკვირდებოდა აშშ-ის ელჩი ალბანეთში, ხოლო ოკეანის გაღმიდან შეკრებილთ მხურვალე სალამი თვით ჰილარი კლინტონმა შემოთვალა…

 როდესაც ბარაკ ობამამ ამერიკის ჯარში ჰომოსექსუალების სამსახურის ამკრძალავი «დისკრიმინაციული კანონი» გააუქმა, პედერასტების ისტორიულ დამსახურებაზე ისაუბრა ამერიკის წინაშე და ყოველი წლის ივნისი გეების თვედ გამოაცხადა, ეს ჩვენთან, უკეთეს შემთხვევაში «რა ჩვენი საქმეა, თავშიც ქვა უხლიათ»  კონტექსტში გაატარეს, მაგრამ თურმე ამაოდ დავიარხეინეთ თავი, რადგანაც ჩვენი «სტრატეგიული მოკავშირის» ნათქვამმა ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში და კერძოდ საქართველოში კონკრეტული გამოძახილი ჰპოვა…

იმასაც მოვესწარით, რომ 17 მაისს რუსთაველზე გეიპარადის დაწყება გაბედეს. შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით იყო: კიევი, ერევანი და მოსკოვი, ყველგან  ერთნაირი ფინალით _ მამათმავლების მეტ-ნაკლები თავ-პირის მტვრევით.

დადგა ივნისი და 2-ში რიგაში მამათმავლების «პრიბალტიისკი სლიოტი» პარადი გაიმართა, რომელსაც წინ ბალტიის ქვეყნებში აშშის ელჩები მიუძღოდნენ. შემდეგ იყო ისრაელი, ხორვატია და ყველგან ურავაშათი გეილაღეს პედერასტებმა

 მაგრამ ჯერ სადა ხარ თურმე! მართლაც, წერილზე მუშაობისას ისეთ ფაქტებს წავაწყდი, რომ ჭაღარა თმები ყალყზე დამიდგა…

აგერ თავად იხილეთ, რა დაახვავა ამას წინათ ჯონ ბასმა ამერიკაში გამართულ კიდევ ერთ «სემინარზე»:

«ელჩმა ატლანტიკურ საბჭოში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლიანი ურთიერთობის შედეგებზე საუბრისას ქართველ ბიზნესმენებთან გამართული სადილი გაიხსენა, ერთ-ერთმა ბიზნესმენმა  მას განუცხადა, რომ ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების სიმწირეა, რაც, მისი თქმით, ბევრი პრობლემის სათავეა. ბასმა აღნიშნა, რომ ის გარკვეულწილად იზიარებს ამ მოსაზრებას. ელჩის თქმით, ამის შედეგია მეორე პრობლემა, რაც ტოლერანტობის ნაკლებობაში გამოიხატება, რაც, თავის მხრივ, ასახულია განსხვავებული პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგური მოსაზრებების მიმართ დამოკიდებულებაში.

ელჩმა აღნიშნა, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის ოცწლიანი პროცესი, «როდესაც ქართველები წყვეტენ, თუ ვინ არიან ისინი, რას ნიშნავს, იყო ქართველი თანამედროვე მსოფლიოში». ელჩმა აღნიშნა, რომ ამ პროცესში ზოგმა ქართველმა აირჩია გზა, რომლის მიხედვითაც «ქართველობა ეს იგივეა, იყო ეთნიკურად ქართველი და მართლმადიდებელი». ჯონ ბასის აზრით, ეს მიდგომა არ ტოვებს ადგილს საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, რომელთაც განსხვავებული რწმენა და ეთნიკურობა გააჩნიათ».

ამერიკის ელჩის ამ ქართველთა შეურაცხმყოფელ აბდაუბდას იქვე კვერს უკრავს ე. წ. ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი:

«ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო და სასარგებლო იყო იმის მოსმენა, რომ არსებობს დიდი ოპტიმიზმი საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის. გადადგმულია ნაბიჯები, თუმცა კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი, არა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, არამედ, როგორც ბატონმა ელჩმა განაცხადა, მენტალური რევოლუციის ნიშნითაც, რომელიც ამჟამად სკოლებში და სხვადასხვა საზოგადოებრივ წრეში საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ახლო მომავალში ტოლერანტობის დამკვიდრება».

რა უნდა უპასუხო ამ პასკვილს? ის, რომ, მიუხედავად მრავალგზის რბევა-დაპყრობა-აწიოკებისა, «ის ოცწლიანი პროცესი» კი არა, მინიმუმ 3000 წელი ქართველები თავად ვწყვეტდით, თუ ვინ ვართ და რას ნიშნავს, იყო ქართველი, თუ ის, რომ ვის, ვის და ქართველებს სხვისგან (მითუმეტეს იანკებისგან) არ გვესწავლება ტოლერანტობა, ანუ რელიგიურ-ეთნიკური შემწყნარებლობა, რისი დასტურიც თუნდაც თბილისში, ერთ ფიორა ადგილზე, მეჩეთის, სინაგოგის, სომხურ-გრიგორიანული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის არსებობაა?..

 იქნებ ის შევახსენოთ  ქართველთა სისხლში (26 მაისი) გასვრილ  ბლანჟეიან დიპლომატს, რომელიც «ჰუმანურ საკითხებზე» ლექციებს გვიკითხავს, რომ შუა საუკუნეების თამარის საქართველოში სიკვდილით დასჯა, ფაქტობრივად, გაუქმებული იყო, ჯონ ბასის ამერიკაში კი დღესაც ხრაკავენ სიკვდილმისჯილებს ელექტრო სკამებზე.

 რა ნამუსით ძრავენ საერთოდ სიტყვასაც კი ამერიკელები ჰუმანიზმზე? იანკებმა არ გაწყვიტეს ინდიელები ან აფრიკელ ზანგებს საუკუნეების განმავლობაში ტყავს ვინ აძრობდა და სულს ვინ ხდიდა მონობაში?  თუ კუკლუკსკლანი ვერა-ვაკის ძველი ბიჭების საძმო იყო და არა ამერიკის რასობრივი ტერორის ლეგალური ორგანიზაცია? ან ატომური გენოციდი ვინ მოაწყო ხიროსიმა-ნაგასაკში?

ერთი სიმართლე მაინც წამოსცდა დეიმონ ვილსონს _ საქართველოს სკოლებში მართლაც მიმდინარეობს მენტალური რევოლუციის პროცესი, რაც «ვარდების რევოლუციის» ბუნებრივი ყლორტებია.

უფრო გასაგები ენით კი: საქართველოს განათლების რეფორმის ეგიდით მიმდინარეობს ჩვენი მომავალი თაობების «დემოკრატიულად» გახრწნაგადაგვარების პროცესი, რომლის შედეგიც გიგა ბოკერიას, გიგი თევზაძის, ლევან რამიშვილისა და შინ თუ გარეთ სხვა მრავალი ნეოლიბერტარიანელი ხლისტისთვის საოცნებო . . ახალი ქართველის ჯიშის გამოყვანა უნდა იყოს, ანუ ქართველის, რომლისთვისაც უცხო იქნება საკუთარი ეთნიკურობით ჯანსაღი სიამაყე და მართლმადიდებლობა, რაც, ჯონ ბასის სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვეძვირფასება, როგორც თავად ამბობს, «ქართველთა ნაწილს».

და ბოლოს, წინამდებარე წერილის «გვირგვინად» იმას გთავაზობთ, რითაც დავიწყე, ოღონდ ამჯერად პენტაგონის «ბალკონიდან»:

«ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში პირველად გაიმართება ღონისძიება, რომელიც გეების, ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების უფლებების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს CNN, პენტაგონის განცხადებაზე დაყრდნობით.

ე. წ. გეი-აღლუმი  ამ თვის ბოლოს გაიმართება. აქციის გამართვის ზუსტ დროსა და პროგრამაზე ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობილია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას სამინისტროს მაღალჩინოსნები მიიღებენ.

The Washington Post-ის მონაცემებით, საუბარია, რომ აქცია იქნება დაახლოებით ისეთი, როგორიც ტარდება პენტაგონში ეთნიკური და რასობრივი ჯგუფების მხარდასაჭერად. 15 ივნისს, დილით პენტაგონის საიტზე, სავარაუდოდ, გავრცელდება თავდაცვის მინისტრის _ ლეონ პანეტას ვიდეომიმართვა.

სავარაუდოდ, ის მადლობას გადაუხდის სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს სამსახურისთვის და მიულოცავს არმიას, გაცხადებული გეების მიმართ სამხედრო სამსახურის აკრძალვის მოხსნას».

 ჯერ  მადამ ჰილარიმ გამოაცხადა ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად პედერასტების უფლებების დაცვა, შემდეგ ობამამ პირდაპირ მიაბა ამერიკის ფინანსური დახმარება მოცემულ ქვეყანაში ამ უფლებების დაცვის დონეს, რასაც მოჰყვა მაისივნისში პედერასტების პარადების კასკადი მსოფლიო მასშტაბით, აგერ სემინარიც გამართეს ალბანეთში, ხვალზეგ კი პენტაგონიც შედგება ოფიციალურად პედერასტულ რელსებზე და ჰერი, ჰერი ლიბერასტულგახლისტებული მსოფლიო თანამეგობრობისკენ!!!

ეს ყველაფერი უკვე აღარ არის პედერასტების უფლებების «უწყინარი» დაცვა, რასაც აქამდე აკეთებდნენ გრანტებით გამაძღარი . . არასამთავრობოები. როდესაც მსოფლიოს ერთი პოლიტიკურეკონომიკურად უძლიერესი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტი სოდომის ცოდვის «აპეკუნობა» ხდება, როდესაც ამ უძლიერესი ქვეყნის დიპლომატები თავად მიუძღვებიან გეიპარადებს, როდესაც მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო მანქანა _ პენტაგონი ხდება პედერასტული, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის მეშვეობით და პატრონაჟით ხორციელდება მასონური ძალების მიერ მთელი პლანეტის სოდომგომორიზაცია.

იქნებ ახლა მაინც დავფიქრდეთ, ქართველებო, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საით მიგვაქანებს ჩვენი «სტრატეგიული მოკავშირე»?

აღარ დადგა დრო, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის, მისი ბაზრის დაბრუნების «ლაითი» თემების ნაცვლად, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და პირდაპირ ვთქვათ, რომ ქართველი ერის ფიზიკურ-მენტალური გადარჩენა სწორედაც რომ ერთმორწმუნე რუსეთის ქოლგის ქვეშ არის შესაძლებელი.

როგორც მეუფე იობმა ბრძანა ამასწინათ, საქართველოს გადარჩენა მართლმადიდებელ ერთა პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირშია. ასეთი კავშირის შექმნა რომ მხოლოდ რუსეთის ეგიდით არის შესაძლებელი, სადავო არ უნდა იყოს.

მე მეუფე იობის მჯერა. მეუფე იობის და ჩვენი მხცოვანი პატრიარქის, მისი უწმინდესობის, რომელიც «ჯიუტად» არ ეშვება რუსეთისკენ სავალ გზებს, რადგანაც იცის, რომ დღეს რუს-ქართველთა სარწმუნოებრივი ერთობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ამ 200 წლის წინ, სულკურთხეული მეფე ერეკლეს დროს, იყო…

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here