Home რუბრიკები ისტორია ანტისტალინური უნამუსობა

ანტისტალინური უნამუსობა

855

«აღვირახსნილი თვითნებობა»

ხრუშჩოვის «დახურულ მოხსენებას» წითელ ხაზად გასდევს სტალინის დადანაშაულება პარტიის დამსახურებულ წევრთა დევნადასჯაში. პრიმიტიული ჩანაფიქრია: მას და მოხსენების შემდგენლებს მიზნად ჰქონდათ დასახული მეოცე ყრილობის დელეგატებისთვის, შემდეგ კი მთელი პარტიისთვის ლამის ხალხისთვის წამებულ რაინდად წარედგინათ ნიკიტა, რომელიც, ღმერთმა დაგვიფარა, და  სრულიად შემთხვევით გადაურჩა სტალინის მსახვრალ ხელს.

ჩვენი პუბლიკაციის ამ მონაკვეთში საუბარი გვექნება მაღალი რანგის გამორჩეულ კომუნისტებზე, რომელთა ბედზეც წერს გროვერ ფერი თავის წიგნში «ანტისტალინური უნამუსობა».

ესენი არიან: ანდრეი ანდრეევი, ყოფილი ტროცკისტი, შემდეგ _ სტალინის აქტიური მხარდამჭერი, 1926 წლიდან ჯერ კანდიდატი, შემდეგ _ პოლიტბიუროს წევრი 1952 წლამდე, მუშაობდა მთელ რიგ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე პარტიაში, სსრკ უმაღლეს საბჭოში და . .; ვიაჩესლავ მოლოტოვი, ანასტას მიქოიანი, ასევე პოლიტბიუროს წევრები, რომელთა წარდგენა ჩვენს მკითხველებს არ სჭირდებათ.

კიდევ ერთი: აქ აღწერილი ამბები განვითარდა სკკპ ცკის 1952 წლის პლენუმზე, რომელიც პარტიის XIX ყრილობას ფეხდაფეხ მოჰყვა.

ჯერ ანდრეევის შესახებ.

ხრუშჩოვი: «სტალინმა ერთპიროვნულად  ჩამოაცილა პოლიტბიუროში მუშაობას… ანდრეი ანდრეევიჩ ანდრეევი.

ეს იყო არნახულად აღვირახსნილი თვითნებობა».

კაცმა რომ თქვას, ზუსტად არავინ იცის, რა თქვა სტალინმა სკკპ ცკ-ის ოქტომბრის (1952 წლის) პლენუმზე, რადგან ოფიციალური სტენოგრაფიული ანგარიში დღემდე საჯაროდ არ გამოუტანიათ (მიქოიანის თქმით, სტალინისა და სხვა გამომსვლელების სიტყვების სტენოგრამები არ იწერებოდა). დანამდვილებით ცნობილია მხოლოდ ერთი რამ: სტალინის სიკვდილის შემდეგ ახალმა პარტიულმა ხელმძღვანელობამ უდიდესი ძალისხმევა შეალია იმას, რომ არა მარტო შეეცვალა მისი ძირითადი დებულებები, არამედ ამოეშალა ისინი მეხსიერებიდან.

ამიტომაა, რომ ანდრეევის ძველი პოლიტბიუროდან ცკ-ის ახალ პრეზიდიუმში არშეყვანის ოფიციალური მიზეზი დღემდე ზუსტად ცნობილი არ არის. მაგრამ, გროვერ ფერის განცხადებით, ჩვენ გვაქვს სხვა საფუძველი განსაცხადებლად იმისა, რომ ხრუშჩოვი აქაც ცრუობს.

ანდრეევი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობიდან 1953 წლის 15 მარტს გაათავისუფლეს, ანუ სტალინის გარდაცვალებიდან 10 დღის შემდეგ. თუ ანდრეევის სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმში არშეყვანის ფაქტს «აღვირახსნილ თვითნებობად» შევაფასებთ, სრული უფლება გვაქვს, ვთქვათ, რომ ამავე შეფასებას იმსახურებს ხრუშჩოვის, მალენკოვისა და ბერიას უმოქმედობა, როცა ისინი აღნიშნული «უსამართლობის» გამოსწორებას არ შეეცადნენ, უფრო მეტიც, _ მინისტრთა საბჭოდანაც გაათავისუფლეს. იმავე შეფასებას იმსახურებს ანდრეევის გადაყვანა სსრკ უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის წევრის აშკარად დეკორატიულ თანამდებობაზე.

პარტიის ცეკას  1952 წლის ოქტომბრის პლენუმზე სტალინის სიტყვის არაოფიციალური ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ანდრეევი სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმში არ აირჩიეს იმიტომ, რომ იგი პრაქტიკულად დაყრუვდა. რაღაც ამგვარს გვაცნობებს მწერალი კონსტანტინ სიმონოვიც, რომელიც პლენუმს ესწრებოდა. არსებული ცნობებიდან ირკვევა, რომ ანდრეევი პრეზიდიუმის წევრთა სიაში არ შეიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამრიგად, პლენუმის ოფიციალური სტენოგრამის არარსებობის შემთხვევაშიც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხრუშჩოვი ტყუოდა, რომ «აღვირახსნილი თვითნებობა» ბინძური ცილისწამებაა.

გადავიდეთ მოლოტოვისა და მიქოიანის პრობლემაზე.

ხრუშჩოვმა განაცხადა: «ავიღოთ ცკ-ის პირველი პლენუმი, რომელიც პარტიის XIX ყრილობის შემდეგ გაიმართა, როცა გამოვიდა სტალინი და პლენუმზე დაახასიათა ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ მოლოტოვი და ანასტას ივანოვიჩ მიქოიანი და ჩვენი პარტიის ამ უხუცეს მოღვაწეებს წარუდგინა ყოვლად დაუსაბუთებელი ბრალდებები.

გამორიცხული არ არის, სტალინი კიდევ რამდენიმე თვე ხელმძღვანელად რომ დარჩენილიყო, მაშინ ამხანაგები: მოლტოვი და მიქოიანი ამ ყრილობაზე შეიძლება ვერ გამოსულიყვნენ».

იმ ყველაფრიდან, რაც პლენუმის მონაწილეთა მცირერიცხოვანმა მონაწილეებმა წერილობითი ფორმით დაგვიტოვეს, დაბეჯითებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სტალინმა გააკრიტიკა მოლოტოვი და მიქოიანი.

ამის ამოკითხვა შეგვიძლია შემდეგი მემუარულ-პუბლიცისტური წიგნებიდან: ა.ი. მიქოიანი «ასე იყო», დ.თ. შეპილოვი «მიუტმასნელი», კონსტანტინ სიმონოვი «ჩემი თაობის ადამიანის თვალით», დაბოლოს, სტალინის სიტყვის მოკლე ჩანაწერი, რომელიც ლ.ე. ეფრემოვმა გააკეთა. მიქოიანი, რა თქმა უნდა, ცენტრალური კომიტეტის «ვეტერანი» იყო, სამი დანარჩენი ავტორი _ ცკ-ის ახალი წევრები. ეფრემოვის ჩანაწერის გარდა, რომლის ჩაწერის ზუსტი თარიღი უცნობია, ყველა სხვა  მოვლენის მრავალი წლის შემდეგაა დაწერილი.

რომ გავერკვეთ, ლაპარაკობდა თუ არა ხრუშჩოვი სიმართლეს, უნდა ვიცოდეთ:

_ პირველი. ბრალდებები, რომლებიც სტალინმა მოლოტოვსა და მიქოიანს წაუყენა, საფუძვლიანი იყო ან «არაფრით იყო დასაბუთებული»;

_ მეორე. საფუძვლიანია თუ არა განცხადება, რომ მოლოტოვი და მიქოიანი ვერ გამოვიდოდნენ XX ყრილობაზე, სტალინი ხელისუფლების სათავეში რომ დარჩენილიყო.

წყარო ამის შესახებ ასე ლაპარაკობს:

შეპილოვის თქმით, მოლოტოვის კრიტიკას სტალინმა სულ რამდენიმე აბზაცი მიუძღვნა, უფრო ნაკლები _ მიქოიანის კრიტიკას. ეს უკანასკნელი, როგორც მოგონების ავტორი განმარტავს, შეეცადა უარეყო მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და შეუტია მოლოტოვს, განაცხადა, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ახლახან დახვრეტილ ვოზნესენსკისთან, რაც უნდა შეფასებულიყო  როგორც «საშინელი კრიმინალი». მაგრამ თვითონ შეპილოვს არ მიაჩნდა, რომ სტალინის მიერ გამოთქმული შენიშვნები უსაფუძვლო იყო ან შეიცავდა ფარულ მუქარას მოლოტოვისა და მიქოიანის სიცოცხლის ხელყოფის თვალსაზრისით. პლენუმზე სტალინის მიერ წარმოთქმული სიტყვა შეპილოვმა გაიხსენა მხოლოდ იმიტომ, რომ განემარტა, რატომ არ შეიყვანეს ერთიც და მეორეც 1952 წელს არჩეული პრეზიდიუმის ბიუროს შემადგენლობაში.

სიმონოვმა ძალიან მოკლე ჩანაწერში, რომელიც პლენუმს მიეძღვნა და რომელიც 1953 წლის მარტითაა დათარიღებული, უყურადღებოდ დატოვა მოლოტოვისა და მიქოიანის კრიტიკა და აქცენტი გადაიტანა სტალინის დაბეჯითებით მოწოდებაზე, დაეცვათ ლენინური სიმტკიცე და შეუპოვრობა. უფრო ვრცელ მოგონებებში, რომლებიც 1979 წელს გამოიცა, სიმონოვმა გაიხსენა, როგორი სასტიკი კრიტიკა დაიმსახურა მოლოტოვმა, და გაგვიზიარა თავისი ბუნდოვანი შთაბეჭდილება იმის თაობაზე, რომ ბრალდებები, რომლებიც მოლოტოვსა და მიქოიანს წარუდგინეს, ეფუძნებოდა მათთვის დამახასიათებელ წინასწარ განწყობას «კაპიტულანტობის» მიმართ. სიმონოვის მტკიცებით, მიქოიანიც მკაცრად იქნა გაკრიტიკებული, მაგრამ ვერ აღიდგინა, კონკრეტულად რის გამო. სიმონოვის თქმით, მოლოტოვმა და მიქოიანმა ითხოვეს სიტყვა, რათა მათი მისამართით გამოთქმული კრიტიკისთვის გაეცათ პასუხი (ეს, სხვათა შორის, აბათილებს ხრუშჩოვის განცხადებას, რომ სტალინი ითხოვდა «მისი აზრისადმი უსიტყვო მორჩილებას»). სიმონოვი მიიჩნევდა, რომ მოლოტოვისა და მიქოიანის კრიტიკა საჭირო გახდა პრეზიდიუმის ბიუროში მათი არშეყვანის გასამართლებლად.

მიქოიანის მემუარებში, რომლებიც, აგრეთვე, წლების შემდეგ დაიწერა, ნათქვამია, რომ სტალინმა მოლოტოვი საგარეო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების გამო გაკიცხა, ხოლო მოგონებათა ავტორი, ე. ი. მიქოიანი _ საშინაო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების გამო. მიქოიანის მემუარებში სტალინი წარმოდგენილია როგორც მკაცრი, მაგრამ პატივსადები კრიტიკოსი. ამიტომ მემუარისტი არაფერს ამბობს იმის თაობაზე, რომ სტალინის სიტყვის მოსმენისას შეშფოთდა თავისი ბედისა გამო.

ეფრემოვის ჩანაწერში სტალინი საყვედურს გამოთქვამს მოლოტოვისა და მიქოიანის ცალკეული საქციელის გამო, მაგრამ მის კრიტიკაში არ ჩანს მუქარის ნატამალი.

ხრუშჩოვი თავის ვრცელ მემუარებში სულ რამდენიმე სტრიქონს უთმობს 1952 წლის ოქტომბრი პლენუმს.

დაბოლოს, ბრალდებები, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, კრიტიკა მოლოტოვისა და მიქოიანისა, ვერ ჩაითვლება «დაუსაბუთებლად». დასაშვებია, მას კრიტიკას საფუძვლად ედო მცდარად შეფასებული გარემოებანი, მაგრამ არა გარემოებების საერთოდ არარსებობა. აქ, უნდა ვივარაუდოთ, საქმე გვაქვს სტალინისა და პოლიტბიუროს ორი დანარჩენი წევრის განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებთან.

ხოლო ხრუშჩოვის განცხადება _ სტალინს კიდევ რომ ეცოცხლა, საეჭვოა, მოლოტოვი და მიქოიანი ამ ყრილობაზე გამოსულიყვნენო, ქარს გატანილი სიტყვებია, რომლის არც დადასტურებაა შესაძლებელი, არც უარყოფა. სამაგიეროდ აშკარაა, რომ ხრუშჩოვის ვარაუდებზე აგებული ვერსია არ ესადაგება სტალინის მოქმედებასა და სიტყვებს პარტიის XIX ყრილობაზე. მოლოტოვი და მიქოიანი, მართალია, არ აურჩევიათ პრეზიდიუმის ბიუროს ძალიან ვიწრო შემადგენლობაში, მაგრამ მაინც აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის და მისი პრეზიდიუმის (25 კაცი) შემადგენლობაში. ის, რომ ისინი ბიუროს მიღმა აღმოჩნდნენ, სრულიადაც არ ნიშნავდა, რომ მათ მოესპობოდათ მომდევნო ყრილობაზე გამოსვლის შესაძლებლობა.

წყაროთა ბაზის მდგომარეობა, სამწუხაროდ, საშუალებას არ გვაძლევს, დავამტკიცოთ, რომ ხრუშჩოვმა აქაც იცრუა, მაგრამ, ამავე დროს, არავითარი საფუძველი არ გაგვაჩნია, სიტყვაზე ვენდოთ მას.

ჩვენ მიერ ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ნიკიტა ხრუშჩოვი პოლიტბიუროს წევრების «დაცვით» ცდილობდა თავის წარმოჩენას «ხალხისთვის წამებულ რაინდად», ვის თავზეც განადგურების დამოკლეს მახვილი მუდმივად ეკიდა, ადასტურებს კიდევ ერთი ცილისწამება სტალინის წინააღმდეგ. გროვერ ფერის მოჰყავს ციტატა, სადაც ხრუშჩოვი სტალინის «მზაკვრულ გეგმაზე» ლაპარაკობს:

«სტალინს, როგორც ჩანს, პოლიტბიუროს ძველ წევრებთან ანგარიშის გასწორების თავისი გეგმები ჰქონდა. მისი წინადადება, რომ XIX პარტყრილობის შემდეგ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმში არჩეული ყოფილიყო 25 კაცი, მიზნად ისახავდა პოლიტბიუროს ძველი წევრების თავიდან მოცილებას, მათ სანაცვლოდ ნაკლებად გამოცდილი ადამიანების შეყვანას, რათა მათ ექოთ და ედიდათ იგი. შეიძლება კიდეც მივიჩნიოთ, რომ ეს ჩაფიქრებული იყო, რათა შემდგომ გაენადგურებინათ პოლიტბიუროს ძველი წევრები და ამით სტალინის იმ უგვანო საქმეთა კვალი დაეფარათ, რომელთა შესახებ ახლა მოგახსენებთ.

ხრუშჩოვი უსინდისოდ ტყუოდა, ასკვნის ფერი, რადგან არავითარი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს, მისი ამ განცხადებისთვის ძირი რომ გაემაგრებია. არ მტკიცდება მისი ეს განცხადება მონაწილეების ჩანაწერებითაც. მაგალითად, ეფრემოვის ჩანაწერის მიხედვით, სტალინმა პლენუმზე წარმოთქმულ სიტყვაში ნათლად ჩამოაყალიბა მიზეზები პრეზიდიუმის გაფართოებული შემადგენლობით არჩევის შესახებ (პოლიტბიუროს წინა შემადგენლობასთან შედარებით).

40 წლის ეფრემოვს გულის სიღრმეში ჩარჩა სტალინის სიტყვები პარტიის ხელმძღვანელი რიგების ენერგიული და უფრო ახალგაზრდა მუშაკებით შევსების აუცილებლობის შესახებ: შემთხვევითი არ არის, რომ ეფრემოვის ჩანაწერში სწორედ ამ ნაწილს უკავია საკმაოდ დიდი ადგილი.

თავი 10. ხრუშჩოვისეულ «მხილებათა» შედეგები ყალბი რეაბილიტაციები

თავის «დახურულ მოხსენებაში» ხრუშჩოვმა ილაპარაკა «ცკ პრეზიდიუმის პარტიული კომისიის» მუშაობის შესახებ, რომელიც, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, გაარკვია შემდეგი: «ბევრი პარტიული, საბჭოთა, სამეურნეო მუშაკი, ვინც 1937-1938 წლებში «მტრებად» გამოაცხადეს, არასოდეს ყოფილან მტრები, ჯაშუშები, მავნებლები და მისთ. ისინი ყოველთვის პატიოსან კომუნისტებად რჩებოდნენ». შემდეგ მომხსენებელი გადავიდა ზოგიერთი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეების განხილვაზე, ვისი უდანაშაულობაც, მისი აზრით, სრულად დასტურდება.

კომისიის დოკუმენტები, რომელთაც სათავეში პ.ნ. პოსპელოვი ედგა, სრულად გამოქვეყნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. თითქმის ერთდროულად გასაჯაროვდა სსრ კავშირის გენერალური პროკურორის რუდენკოს მიერ ხელმოწერილი სარეაბილიტაციო ცნობები, რომლებითაც სარგებლობდა პოსპელოვი. ერთი და იგივე ციტატები და სხვა დამთხვევები გვარწმუნებს, რომ სწორედ სარეაბილიტაციო მასალები ედო საფუძვლად პოსპელოვის მოხსენებას.

პოსპელოვის კომისიის მოხსენება რამდენჯერმე განიხილეს ისეთ ატმოსფეროში, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. ამიტომ იყო, რომ რაიმე ფალსიფიცირების შესახებ იქ საკითხი არც წამოჭრილა. ზოგიერთი ზედმეტობა აშკარად თვალშისაცემია. მაგალითად, მოხსენების ერთ-ერთ განყოფილებაში  ავტორები ასკვნიან, რომ ოპოზიციური მოღვაწეობის «ბლოკები» და «ცენტრები»  შინსახკომის გამომძიებელთა ფალსიფიკაციის ნაყოფია. მაგრამ, როგორც დღეს ცნობილია, ტროცკის პირად არქივში აღმოჩენილია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს საბჭოთა კავშირში ტროცკისტებისა და «მემარჯვენეთა» «ბლოკის» არსებობას.

ასეა თუ ისე, სარეაბილიტაციო მასალები ჯერ არასოდეს გამხდარა სამეცნიერო-ისტორიული კვლევის საგანი. დღემდე შესრულებული ყველა ნაშრომი, მაგალითად, როგოვინისა და ნაუმოვის შრომები ემყარება ციტატებს «დახურული მოხსენებიდან» და ხრუშჩოვის მოგონებების მოკლე მონათხრობს.

გროვერ ფერი მიმოიხილავს ზოგიერთი იმ პარტიული ხელმძღვანელის სარეაბილიტაციო მასალებს, რომლებიც დასახელებული იყო ხრუშჩოვის «დახურულ მოხსენებაში, ხოლო ცნობების, დადგენილებების შინაარსი შედარებულია პოსტსაბჭოთა პერიოდში გამოქვეყნებულ წყაროებთან. ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო მასალების მიზანი არ ყოფილა ამა თუ იმ რეპრესირებული პირის ბრალეულობის თუ უდანაშაულობის დადასტურება. სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო, რადგან ჩვენთვის ცნობილი მონაცემები იქ საერთოდ არ განუხილავთ. და, ვინ იცის, კიდევ რა ცნობები ინახება გამოძიების საარქივო საქმეებში, რომელთა შინაარსი ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია?

იბადება კითხვა: საერთოდ რატომ ამზადებდნენ სარეაბილიტაციო ცნობებს? თუ ცკ-ის იმ წევრებზე ვილაპარაკებთ, რომლებიც მოხსენებაში არიან ნახსენები, ერთადერთი გონივრული ახსნა შეიძლება იყოს გარეგნულად სარწმუნო მასალებით ხრუშჩოვის მომარაგება, რათა ამა თუ იმ პირის უდანაშაულობის შესახებ განცხადება ლიტონ სიტყვებად არ დარჩენილიყო.

მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვან პიროვნებებზე, უფრო დაბალი რგოლის პარტიის წევრებსა და უამრავ უბრალო ადამიანზე სარეაბილიტაციო ცნობები სრულიად განსხვავებული მიზეზებით მზადდებოდა. ყველა თუ არა, მათი უმეტესობა დაიწერა რეპრესირებულების ნათესავების მომართვის საპასუხოდ, და ასეთი წერილობითი შუამდგომლობების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია საჯაროდ გამოტანილი.

მაგრამ აქაც არ შეგვიძლია სრულად ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამ პირთა ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის განხილვა მიმდინარეობდა არსებულ მოთხოვნათა მეტ-ნაკლები დაცვით. აი ერთი თვალსაჩინო მაგალითი.

იყო თუ არა ალექსანდრ ტიველი უდანაშაულო?

ამერიკელ მკვლევარს, ჯონ გეინტს უფლება მისცეს, გასცნობოდა ალექსანდრ ტიველ-ლევიტის პერსონალურ პარტიულ საქმეს. ლევიტი სასამართლოს განაჩენით 1937 წელს დახვრიტეს. 1957 წლის მაისში სსრკ უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა ეს განაჩენი, ტიველი პარტის რიგებში აღადგინეს, თუმცა მის პარტიულ დოსიეში არ აღმოჩნდა სისხლის სამართლის საქმის განხილვის რაიმე კვალი: იქ მხოლოდ მითითებულია, რომ მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ურთიერთგამომრიცხავ და საეჭვო მასალებზეა დაფუძნებული.

მეორე მხრივ, არსებობს უამრავი სხვა ცნობა ტიველის შესახებ. ირკვევა, რომ მისი მიჩნევა «ჩვეულებრივ საბჭოთა ობივატელად» არ შეიძლება, როგორც მას გეტიმ უწოდა. ტიველი ზინოვიევის მდივნად მუშაობდა (ყურადღებას იქცევს არცთუ უმნიშვნელო გარემოება: იგი ებრაელობის ნიშნით ჰყავდა ზინოვიევს შერჩეული: ზინოვიევის ნამდვილი გვარ-სახელია _ ოვსეი-გერშ არონის ძე რადომისლსკი). დაწერა წიგნი, რომელიც კომინტერნის ათწლიანი არსებობის ოფიციალურ ისტორიად იქცა. მეორე საჩვენებელ სასამართლო პროცესზე (1937 წლის იანვარი) ორმა მთავარმა ფიგურანტმა _ იური (გრიგორი) პიატაკოვმა და გრიგორი სოკოლნიკოვმა ტიველი დაასახელეს შეთქმულების მათთვის ცნობილ ერთ-ერთ მონაწილედ. ამასთან, სოკოლნიკოვის ჩვენების მიხედვით, მასთან ტიველმა პირადი კავშირი დაამყარა, როგორც ტროცკისტული ჯგუფის წევრმა, რომელიც სტალინის მკვლელობას ამზადებდა:

«სოკოლნიკოვი»: 1935 წელს ჩემთან მოვიდა ტიველი და მაცნობა, რომ იგი დაკავშირებულია ზაკს-გლადნევის ტერორისტულ ჯგუფან. ტიველი მეკითხებოდა ამ ჯგუფის შემდგომი მოქმედების მითითებების თაობაზე.

თავმჯდომარე: ვისზე აპირებდა ეს ჯგუფი თავდასხმას?

სოკოლნიკოვი: ტიველი მაშინ მეუბნებოდა, რომ მათ დავალებული ჰქონდათ სტალინის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობა… მე ტიველთან უშუალოდ ვიყავი დაკავშირებული, ტიველი იყო უშუალოდ დაკავშირებული ზაკს-გლადნევის ჯგუფთან. იყო თუ არა ტიველი თვითონ ამ ჯგუფის წევრი, არ ვიცი».

და კიდევ: აქ ნახსენები ზაკს-გლადნევი ასევე მუშაობდა გამომცემლობაში და იყო ზინოვიევის სიძე _ დის ქმარი. ვიქტორ სერჟმა აღწერა შეხვედრა  ზინოვიევთან, რომელიც 1927 წელს ზაკსის ბინაში გაიმართა ზუსტად ტროცკისტული დემონსტრაციის ჩავარდნის შემდეგ და მიმართული იყო მაშინდელი პარტიული ხელმძღვანელობის წინააღმდეგ (ანუ სტალინისა და ბუხარინის წინააღმდეგ). დემონსტრაციის სხვა საფანელი იყო ურყევი ტროცკისტის, ადოლფ იოფეს თვითმკვლელობა, რომელმაც სიცოცხლესთან ანგარიში გაასწორა პროტესტის ნიშნად. ამ შეხვედრაზე განიხილეს ოპოზიციის იატაკქვეშ გადასვლის გეგმები.

აქაც თვალშისაცემია ნაციონალური წარმომავლობის ხაზი, რომელიც უმნიშვნელო არ უნდა იყოს _ ტიველი _ სოკოლნიკოვი (გირშ იანკელის ძე ბრილიანტი) _ ზაკსი _ ზინოვიევი _ იოფე _ ტროცკი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი, როგორც საყოველთაოდ იყო ცნობილი ლეიბა ბრონშტეინი.

სოკოლნიკოვმა და პიატაკოვმა ტიველი არა მხოლოდ აღნიშნულ პროცესზე დაასახელეს, არამედ წინასწარი გამოძიების დროსაც.

გეტის სიტყვებით, ტიველის რეაბილიტაცია მისი ცოლის შუამდგომლობის შედეგად მოხდა, რომელმაც ითხოვა «ხალხის მტრის» შვილის დამღა ჩამოერეცხათ მისი ვაჟისთვის. ტიველი რეაბილიტირებულია, მაგრამ იმ მცირერიცხოვანი წყაროებიდან, რომლებიც დღეს ხელმისაწვდომია, ირკვევა, რომ მას კავშირი ჰქონდა 1930 წლის შეთქმულებათა სერიასთან. იგივე და უფრო მეტიც შეიძლება ითქვას მაღალი რანგის ბოლშევიკი ხელმძღვანელების შესახებ, რომლებიც ხრუშჩოვის მოხსენებაში სტალინური ტერორის მსხვერპლად არიან მოხსენიებულნი.

სტალინის ანტისემიტიზმი _ მორიგი ბოროტი ცილისწამება

მკითხველი მიაქცევდა ყურადღებას, რომ ჩვენს ამ პუბლიკაციაში ერთგვარად გამოვყავით შეთქმულების მონაწილეთა ეროვნული კუთვნილება, კერძოდ,   ებრაელობა. სამწუხაროდ, ოცდაათიანი წლების შეთქმულებათა მონაწილეებისთვის ასეთი ეროვნული დაჯგუფებების შექმნა უცხო ხილი არ იყო. ისინი ასე უფრო დაცულად გრძნობენ თავს, ასე უფრო სანდოდ მიაჩნდათ ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფებების წევრთა სიმტკიცე და გაუტეხელობა.

პირიქით კი გამოვიდა: საარქივო დოკუმენტები მოწმობს, რომ ისინი დაპატიმრებისთანავე ისეთი მზადყოფნით იწყებდნენ თანამონაწილეთა დასახელებას, ისე დეტალურად და დაწვრილებით ყვებოდნენ თავიანთი ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, თითქოს იმთავითვე მზად იყვნენ აღიარებითი ჩვენებების მისაცემად.

გროვერ ფერის წიგნში «ანტისტალინური უნამუსობა» ასეთი ფაქტები საკმაო რაოდენობითაა მოხმობილი. ამ ქვეთავშიც წავიკითხეთ. მაგრამ პარალელურად ვრცელდებოდა სისინი იმის თაობაზე, რომ ყველაფერი _ ებრაელთა დაპატიმრებები _ უწინარეს ყოვლისა, პარტიის პოლიტიკის ნაწილი იყო. ეს პოზიცია      «ახალი დემოკრატების» ლამის მთავარ ბრალდებად იქცა, სტალინის ანტისემიტიზმის შედეგია.

სიცრუეა, ცილისწამებაა და იმ მეთოდებზე პასუხისმგებლობას, რითაც შეთქმულები ხელმძღვანელობდნენ, სტალინს ვერ დავაკისრებთ.

ცნობილი ისტორიკოსი ალექსანდრ ბუშკოვი თავის წიგნში «სტალინი. ყინულის ტახტი» საფუძვლიანად განიხილავს ამ საკითხს და ასკვნის, რომ იმ რანგისა და გაქანების ბელადებისთვის, როგორიც სტალინი იყო, სრულიად უცხოა ეროვნული მიდრეკილებანი. «სტალინი მთელი ცხოვრების მანძილზე, _ წერს იგი, _ ისტორიაში უდიდესი პრაგმატიკოსი იყო. მისი მოღვაწეობა სრულად დაცლილია ყოველგვარი «ანტისა» და «იზმებისგან». თუ ადამიანი საჭიროა, მას აამაღლებენ და სიკეთით ავსებენ, აპატიებენ, გულისგულში მტერიც რომ იყოს, თუ რომელიმე საქმისთვის საჭიროა იგი. ასეთია სტალინის ფილოსოფია ყოველგვარი «ანტის» გარეშე…

სტალინი, მეჩვენება, რომ ძველბერძნულ ღმერთებს ჰგავდა, რომლებიც იყვნენ საოცრად კოლორიტულები, ადამიანურები, უძლიერესნი, ბოროტები, შურისმაძიებლები, მეხთამტეხნი

ბევრი დაიწერა იმაზე, რომ სტალინი თითქოს აპირებდა ყველა საბჭოელი ებრაელის ურალს იქით გადასახლებასთითქოს უკვე შედგენილი და დაგზავნილი იყო მათი სიები, მათთვის სასწრაფოდ აგებული იყო ახალთახალი ბანაკები

მაგრამ ეს ყველაფერი საშინელ ლაყბობად დარჩა: არც ერთი სია არსად არავის უნახავს, არავითარი მოწმე, არავინ მნახველი. ის ადამიანებიც კი, მაგალითად, როგორიც . კოსტირენკოა, ვისაც სტალინის პიროვნება არ აღაფრთოვანებს, კატეგორიულად უარყოფენ სტალინის მიერ ებრაელთა მასობრივი დეპორტაციის ჩანაფიქრის არსებობასაც კი».

სტალინის დამოკიდებულებას ებრაელი ერისადმი  მომდევნო პუბლიკაციებში გავაშუქებთ.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here