Home რუბრიკები საზოგადოება ლაშა-გიორგი ლომიძე: ბიძინა ივანიშვილი სიონისტურ გეგმას ასრულებს

ლაშა-გიორგი ლომიძე: ბიძინა ივანიშვილი სიონისტურ გეგმას ასრულებს

3994

პოლიტიკურმა ორგანიზაცია «მძლეველმა» ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, 2002 წელს შეაგროვა მილიონ 600 ათასი ხელმოწერა ხელისუფლების ძირეული შეცვლის მოთხოვნით. შევარდნაძე უნდა წასულიყო, უნდა შეცვლილიყო ქვეყნის მართვის პოლიტიკური სისტემაც. წელიწად-ნახევარში შევარდნაძე მართლაც წავიდა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. «საქართველო და მსოფლიო» მოგითხრობთ იმ სენსაციურ შეთანხმებაზე, რომელიც «მძლეველსა» და შევარდნაძეს შორის მოხდა და რომელიც გარე ძალების ჩარევით შეიცვალა. კაპიტალიზმზე, სიონისტურ შეთქმულებაზე, ბურჯანაძისა და ივანიშვილის როლზე საქართველოში მიმდინარე პროცესებში გვესაუბრება პოლიტიკური გაერთიანება «მძლეველის» თავმჯდომარე ლაშა-გიორგი ლომიძე:

_ ჩვენ არა მარტო შევაგროვეთ ხელმოწერები, ეს იყო ხალხის გამოხატული ნება. ჩავატარეთ ხელმომწერთა ყრილობა საერთაშორისო და ჩვენი სამართლის ნორმების სრული დაცვით. შეთანხმებაც იყო, რომ შევარდნაძე უნდა წასულიყო, ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მოხდა, მშვიდობიანი გზით. თუმცა ეს შეთანხმება ჩაშალეს იმ დღეს, როდესაც მოლაპარაკება შედგა სახელმწიფო კანცელარიაში _ 2002 წლის 20 იანვარს. შევარდნაძესთან ჩვენს საუბარს უსმენდნენ ოკეანის გაღმიდანაც და ჩრდილოეთიდანაც. მაშინდელი კანცელარიის უფროსი პეტრე მამრაძე იკვეხნიდა, რომ ეს მისი კარიერის უმაღლესი წერტილი იყო, როდესაც მოლაპარაკება ონლაინ რეჟიმში ისმინებოდა ამერიკაშიც და რუსეთშიც. პირობა იყო ასეთი, რომ უნდა შექმნილიყო კომისია. მისი ხელმძღვანელი იქნებოდა აწ გარდაცვლილი ვლადიმერ ალფენიძე. კომისიას უნდა შეესწავლა ხელმოწერებით გამოხატული ნების უტყუარობა.

_ ეს სენსაციური ინფორმაციაა, გამოდის, რომ თქვენ შევარდნაძეს ხელისუფლებიდან წასვლა მოთხოვეთ, ისიც დაგეთანხმათ და კომისიის შექმნა გადაწყვიტა

_ დიახ, სწორედ ასე იყო. უბრალოდ, ჩვენ დაბლოკილნი ვიყავით და ჩვენი ინფორმაციები არ ვრცელდებოდა. შეხვედრა დამთავრდა დაახლოებით საღამოს 6 საათზე და შეხვედრის მეორე დღეს, 21-ში, დილის 6 საათზე ჩამოფრინდა ზბიგნევ ბჟეზინსკი და შემდეგ, 5 საათის ინტერვალით, _ პატრუშევი თავის მოადგილესთან ერთად.

_ და რა მოხდა?

_ მოხდა ის, რომ ამ კომისიის მუშაობა დაიბლოკა, მაგრამ ჩვენ წავედით ალტერნატიული გზით, ჩავატარეთ ეროვნული ყრილობა, რომელმაც ლეგიტიმაცია მისცა დელეგატების ნებას და დაიგეგმა ქუჩაში გამოსვლით შევარდნაძის მშვიდობიანი შეცვლა. პოლიტიკურ სპექტრთან მოლაპარაკება იყო, მაგრამ მოლაპარაკება იმ პოლიტიკურმა ძალამ ჩაშალა, რომელიც შემდეგ გამოვიდა ქუჩაში და რომელსაც აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა. ერთი სიტყვით, შეთანხმება შესრულდა – შევარდნაძე  მშვიდობიანი ფორმით უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც, უბრალოდ, ამ ძალამ ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა. ოკეანსგაღმა ძალამ ეს ნაბიჯი ჩრდილოელ ძალასთან შეუთანხმებლად არ გადადგა. ყველა ჩვენგანი თვითმხილველი ვიყავით ამის. შემდგომ, როდესაც პატივცემული სააკაშვილი მობრძანდა, იმ დროიდანაც დავიწყეთ მუშაობა და, როდესაც ყრილობა ჩავატარეთ, ისევ ჩაგვიშალეს. ეს უკვე _ 2007 წელს, ისევ ამერიკის მონდომებით და, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის გარეშეც არ მოხდებოდა ეგ ამბავი.

_ რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის «სახალხო კრების» კონცეფციაც.

_ რაც შეეხება «კრებას», ჩვენ ეს საკითხი 1995 წელს დავსვით. სხვათა შორის, იმხანად, როდესაც შევარდნაძესთან შეხვედრას ვამზადებდით, მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს _ ნინო ბურჯანაძეს შევხვდით. მაშინვე იცოდა ქალბატონმა ნინომ ეს იდეა და კონცეფცია. მისი აზრი იყო, რომ ხელმოწერებით გამოხატული ნება უზენაესია და დაგვპირდა, რომ შეხვედრა შევარდნაძესთანაც შედგებოდა.

_ გინდათ, თქვათ, რომ ბურჯანაძემ «სახალხო კრების» იდეა მოგპარათ?

_ კრების იდეა ჩვენგან წამოვიდა. იმას კი არ ვამბობ, რომ პლაგიატია, უბრალოდ, კარგია, რომ ამ იდეას ისინი ემხრობიან და ესაა სწორედ გამოსავალი. ძალიან მივესალმები. თუმც კი როგორც პიროვნების და პოლიტიკური სუბიექტის მიმართ გარკვეული პრეტენზიები მაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს ჩემი სიმპათიები მაინც მის მიმართაა, ვინაიდან ამ იდეას დღემდე ერთგულებს. ჩვენი პოლიტიკური პარტიის პრეტენზია შემოიფარგლება იმით, რომ წყობილება შეიცვალოს. ჩემთვის პროდასავლური მიმდინარეობის ნებისმიერი სუბიექტი, გინდ ჩრდილოეთის, ყველა მისაღებია, ოღონდ ქართული სახელმწიფოებრიობის შენების იდეას დაეთანხმონ. წყობილების შეცვლაც თავისთავად გულისხმობს დროებით კოალიციურ მთავრობას, ამ ფორმატში მუშაობას.

_ თქვენ ამბობთ, რომ წესწყობილება უნდა შეიცვალოს. როგორი უნდა იყოს, რა იდეოლოგიას უნდა ეყრდნობოდეს?

_ დღევანდელ მსოფლიოში სახელმწიფოს მიერ კაპიტალის მფლობელის ინტერესი ტარდება. დარღვეულია უმრავლესობის ნება, ლაპარაკობენ ადამიანის უფლებების დაცვაზე და ერის, ხალხის უფლება დაუცველია. სოციალიზმი იყო ერთგვარად წინ გადადგმული ნაბიჯი. რაც არ უნდა გვიკიჟინონ, რომ საბჭოთა კავშირში თურმე ერი გამორიცხული იყო, ასე არ არის. სტალინმა სწორედ ეროვნული ნიშნით შექმნა რესპუბლიკები. იყო საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკა, 15-თაგან ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი და წარმატებული. ახლა რა მდგომარეობაშიც ვართ, კარგად ვხედავთ.

უნდა შეიცვალოს საკუთრების ფორმა. ქართველი ხალხის საკუთრებად უნდა გამოცხადდეს წყალი, მიწა, სასარგებლო წიაღისეული, სულიერი, მატერიალური ფასებულობები. რაც რამ დაკარგული გვაქვს, უკან უნდა დაგვიბრუნდეს. ქართული ეროვნული იდეოლოგიისთვის საბაზისოა ქრისტიანული მორალი, ზნეობრიობა, მეტი არაფერი. სხვათა შორის, საბჭოთა დროს უფრო ზნეობრივი ადამიანები ვცხოვრობდით, მართალია, ათეისტები, მაგრამ ბევრად უფრო ზნეობრივები, ვიდრე დღეს. ძალიან წესიერი საზოგადოება იყო. მისასალმებელია, რომ დღეს ამ აზრით მრავალი პოლიტიკური ძალაა გამსჭვალული. უბრალოდ, გვაკლია ერთად დაჯდომა და საქმის ერთად კეთება.

_ ეს ახლა ძალიან აქტუალური თემაა, ბიძინა ივანიშვილსაც ამას უკიჟინებენ, ყველა გააერთიანე სააკაშვილის წინააღმდეგო, მაგრამ ასე არ ხდება. როგორ გგონიათ, რატომ?

_ შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილთან ქართული ეროვნულობის საკითხი ძალიან მოიკოჭლებს. მისი გუნდის პოლიტიკური აქტივობები არ მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ «ქართული ოცნება» მართლაც ქართულ ეროვნულ საქმე აკეთებს. დღეს სომხურ დაშნაკურ პოლიტიკურ ელიტას ანაცვლებს სიონისტური მიმდინარეობა. მათ იდეოლოგებს, რაბინებს გაცხადებული აქვთ, რომ მათი სულიერი სამშობლო, მეორე იერუსალიმი საქართველოა, ესაა მათი აღთქმული ქვეყანა, ესე იგი, აქ უნდა მოვიდნენ. ამ შემთხვევაში ხელის შემშლელი ვინ არის? – ქართველი ერი… 

_ თქვენი სიტყვებით გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი ასრულებს სიონისტურ გეგმას?

_ გვინდა-არ გვინდა, ასრულებს. სიონელ ბრძენთა ოქმებშიც ასე ეწერათ, რომ ქვეყანას 2 მილიონერი ეყოფა. ახლა ის მილიონერები მილიარდერები არიან, დანარჩენი კი ბოგანო ხალხი უნდა იყოს, მართვას ადვილად შევძლებთო. 2 მილიონერი გამოჩნდა, ერთი პატივცემული აწ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი იყო და, როდესაც მან ვერ გაამართლა, ახლა მეორე შემოიყვანეს თამაშში. შესაძლებელია, ეს ახლა არ ესიამოვნოთ, მაგრამ…

_ ამბობთ, რომ ივანიშვილი ებრაელია?

_ ამის შესახებ მისი სტუდენტობისას იყო ცნობილი, რასაც მისი დეკანიც ადასტურებს. პროფესორ კუჭუხიძეს ნათქვამი აქვს, რომ ის არის ივანაშვილი და არა ივანიშვილი და ეროვნების გრაფაში ებრაელი ეწერა. მაშინ ეს გრაფა სავალდებულო იყო. შემთხვევით ხომ არ მოხდა, რომ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს ენდნენ მსოფლიო მმართველები? რევოლუციაც მათ არ დაგვატეხეს თავს? უბრალოდ, მათ პოლიტიკური საკითხი მოამზადეს 2000 წლისთვის, გლობალური მოვლენისთვის, რასაც ერთმმართველობა ჰქვია.

_ რა გამოსავალია აქედან?

_ არის ის ახალი იდეა, რომლითაც უნდა წარიმართოს ქვეყნიერება. იზოლაცია მიუღებელია. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ჩვენი წარსული დაკავშირებულია იმასთან, რასაც მართლმადიდებლური რუსეთი ჰქვია. დღესაც რუსეთთან უნდა მოხერხდეს პოლიტიკური საკითხების გადაჭრა რწმენის საფუძველზე. ამის მაგალითს თუნდაც ჩვენი უწმინდესი გვაძლევს. დღევანდელ სამყაროში ყველაფერი დაიწნეხა, შემჭიდროვდა. მთელ მსოფლიოში გამოსვლებია. ყველა მიხვდა, რომ კაპიტალიზმია ის, რაც კაცობრიობას გადაიყოლებს. ეს აპირისპირებს ქვეყნებს. ჩვენ გთავაზობთ ნეიტრალიტეტს, ხალხისთვის მისი საკუთრების და ერისთვის ძალაუფლების დაბრუნებას. უნდა ჩატარდეს სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მთავრობას და დანიშნავს არჩევნებს.

ესაუბრა

ნანა დევდარიანი

 

14 COMMENTS

  1. იმედია ეს სიმართლე არ არის, თორემ დავიღუპეთ და ესაა. მე პირადად ებრაელების გაზრდილი ვარ და ჩემი ებრაელები ძალიანაც მიყვარს, ჩემი უახლოესი მეგობარი იყო ჯემალ აჯიაშვილი, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ქართულ ლიტერატურას, მაგრამ, რაც ივანიშვილმა განაცხადა ისრაელში ვიზიტისას, რომ ისრაელი (დღეს ძალიან მილიტარისტული სახელმწიფო) ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდეს, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. არ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორები არ გვყავდეს, იქნებ მეგობრები ვეძებოთ?

  2. სექტა საკუთარი არსებობის გასამართლებლად რა საოცრებებს არ მოიგონებს, სამწუხაროდ 1 ადამიანის ტყუილი ძალიან ბევრს სჯერა, მარაზმია ხალხო ქრისტიანულ ქვეყანაში ვიღაცას ამ მარაზმის სჯეროდეს

  3. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ეს სტატია და სიმართლე ვთქვა განცვიფრებული დავრჩი იმის გამო რომ თურმე საქართველოში არის ის ძალა რომელიც ჭეშმარიტებისათვის და ქართული ეთნოსის გადარჩენისათვის იბრძვის – თუმცა უმრავლესობისათვის დაუნახავად.
    ივანაშვილი ჭეშმარიტად ურიაა(ებრაელი).
    დამისახელეთ თუნდაც ერთი ეთნიკური ქართველი, რომელსაც აქვს ამხელა წარმატებისათვის მიღწეული ვაჭრობა-მამაძაღლობებში. ვერ დასახელებთ! იმიტომ რომ ქართველ ეთნოსს გენეტიკურად არ გააჩნია "იყიდე-გაყიდეს" და ხალხის მოტყუების/სხვისი უბედურებით საკუთარი ცხოვრების მოწყობის ინსტიქტი.
    რაც შეეხება 26 საუკუნოვან ძმობას, მინდა უბრალო და ყველასათვის ცნობილი ისტორიული მასალა მოვიყვანო:
    1917 წლის სახელმწიფო გადატრიალება რუსეთის იმპერიაში, რომლის ნაწილიც იყო საქართველო დაყოფილი გუბერნიებად, მოაწყვეს ეთნიკურმა ებრაელებმა. მთავარი მოქმედი პირები იყვნენ იზრაილ ლაზარეს ძე გელფანდი და ლეიბა დავითის ძე ბრონშტეინი, რომელთაც მარიონეტკად ყავდათ დედით ებრაელი ლენინი. მათ 90% ებრაელებისაგან დააკომპლექტეს ახლად შექმნილი სოციალისტური ქვეყნის მთავრობა. 1921 წელს ზუსტად ებრაელებისაგან დაკომპლექტებულმა სოციალისტური ქვეყნის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპაციის და ის მან სისრულეში მოიყვანა. 1921 წელს ზუსტად ებრაელმა ბრონშტეინმა შექმნა აფხაზეთში, 1922 წელს კი შიდა ქართლის ცხინვალის რეგიონში ავტონომიური რესპუბლიკები. ზუსტად მათ გადასცეს თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხებს ქართული მიწები!
    აი ეგაა 26 საუკუნოვანი "ძმობა"!

  4. კი უნდა ჩატარდეს სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა… მაგრამ მონაწილე ხალხი საგულდაგულოდ საიმედოდ უნდა შეირჩეს…..ჩვენი ქვეყანა უნდა მართოს მარტლმადიდებლურად მოაზროვნეხალხმა

  5. Martlac vetanxmebi – unda chatardes saqartvelos erovnuli yriloba da qveyanam unda airchios scori gza — tanascorobaze daamyarebuli da ara iseti rogoric dges gvaqvs batonymobaa qveyanashi .. xalxi damonebuli da gaubedurebulia .. iyideba faqtiyrad saqartvelo .. gadavarchinot unda chveni samshoblo da qartveli tavis samshobloshi ar unda ichagrebodes da aravis ar unda emonebodes . Amas schirdeba patrioti mtavrobis chamoyalibeba — da ara iseti rac dges gvaqvs . Avirchiet da yvela chveni batoni gaxda . Didi dafiqreba gvmartebs qartvelebs .

  6. ბატონი ლაშა-გიორგი ლომიძე სრულ ჭეშმარიტებას ამბობს! გადარჩენის ერთადერთი გზა ნეიტრალიტეტსა და ფორმაციის შეცვლაშია ,რაც სულიერი მისიაც არის! რაც ახლა ხდება თბილისში ეს ფარსია ებრაულ მასონობისგან მოწყობილი, რაც ქართველი ერის გამოთაყვანებას ემსახურება.

  7. ესენი მაგარი “ფანატი“ სასტავი იყო. ისე ხელმოწერებს კი აგროვებდნენ, მაგრამ მოთხოვნა სხვა იყო როგორც მახსოვს რაღაც მესიაზეც იყო იქ საუბარი …….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here