Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინის ახალი ერა და ამერიკის ძველი სახე…

პუტინის ახალი ერა და ამერიკის ძველი სახე…

936

წინამდებარე წერილზე მუშაობას, მართალია, გასულ პარასკევს შევუდექი, მაგრამ, როდესაც გაზეთის ეს ნომერი დღის სინათლეს იხილავს, იმ დროისთვის  რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ვლადიმერ პუტინი რომ იქნება, ამის თქმა ახლავე შეიძლება. არც იმის დასადასტურებლად დაგვჭირდება «ბრძენთა ხმობა», რომ ყოველგვარი გაყალბების გარეშე «ხელმესამედ» არჩევა 6 წლის მერე ლამის ავტომატურ რეჟიმში «ხელმეოთხეობაში» გადავა, ანუ 2012 წლის 5 მარტიდან პუტინის 12-წლიანი მმართველობის ახალი ერა იწყება!

დიახ, იქაური ე.წ. არასისტემური ოპოზიცია (როგორც მათ დაარქვეს) აქედანვე იმუქრება გაყალბებული არჩევნების შედეგების არმიღებით და სანქცირებული მიტინგის უფლებაც წინასწარ, 5 მარტს დაიბევეს.

ჰოდა, სანამ ეგ «ВНЕСИСТЕМНАЯ» ოპოზიცია, უფრო მარტივად და ჩვენთვის გასაგებ ენაზე კი, იქაური «თავისუფლების ინსტიტუტი» ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს «ჩამოაყირავებს», მანამდე მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ, რათა უკეთ გავერკვეთ, თუ რა და რატომ ხდება დღეს თანამედროვე, ერთმორწმუნე (!!!) რუსეთში

გასულ საუკუნეში რუსეთის ჯერ თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუცია, ხოლო შემდეგ ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალება რომ საერთაშორისო სიონისტების შეთქმულების შედეგი იყო, იმდროისთვის უძლიერესი და უმდიდრესი რუსული მართლმადიდებლური  მონარქიული იმპერიის წინააღმდეგ და რუსეთის დაშლის პირველი სცენარიც რომ მაშინ დაიწერა, ამაზე სერიოზულ, ისტორიულ-ანალიტიკურ წრეებში არ დავობენ.

სამოქალაქო ომის ქაოსი _ აი მთავარი ინსტრუმენტი რუსეთის დაშლისა. ეს რომ ასე იყო, ამაში ამასწინათ რუსეთის ტელევიზიით გასული დოკუმენტური ფილმიდანაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ფილმიდან, რომელიც უკანასკნელ ხანს გამომზეურებულ (აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით არის შექმნილი, რომლის მთავარი გმირებიც ვლადიმერ ილიჩი და მისი უსაყვარლესი ფავორიტი, ლევ დავიდოვიჩ (ბრონშტეინი) ტროცკი არიან, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების სპეცსამსახურებთან რევოლუციამდე პირდაპირ თუ ირიბად თანამშრომლობდნენ, რევოლუციის შემდეგ კი ვალებს უბრუნებდნენ პატრონებს, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, ტონობით რუსული ოქროს გაზიდვით ამერიკისა თუ ევროპის ბანკებში და რუსეთის სისხლში თუ ცრემლში ჩახრჩობით.

თუმცა ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი მაინც ტროცკი იყო, რადგანაც სულით არამდგრადმა ლენინმა ათაშანგისგან ხორციელად ლპობაც დაიწყო. სწორედ ტროცკის ეკუთვნის დეფინიციის _ «ხალხის მტერი», ავტორობა, რომელიც მასიურად დასახვრეტთა მიმართ მის მიერ გაცემულ წერილობით ბრძანებაში იხმარა პირველად.

მაგრამ, რუსეთის საბედნიეროდ, ბოლშევიკებში რუსეთის პატრიოტებიც ერივნენ, რომელთაგან უპირველესი ქართველი სტალინი აღმოჩნდა. იოსებ ბესარიონოვიჩი, რომელსაც ლევ დავიდოვიჩი საკუთარ ვიწრო წრეში დაცინვით კინტოს ეძახდა. ჰოდა, ამ კინტომ უტირა დედა ბოლშევიკებში სიონისტურ დაჯგუფებას და პრაქტიკულად დაშლის პირას მყოფი რუსეთი კვლავ მსოფლიოს უძლიერეს და უდიდეს, ამჯერად ატომურ იმპერიად აქცია.

გასული საუკუნის მიწურულს, ისტორია განმეორდა და ახლა ტყლიპიანი გორბაჩოვის თამადობით ტროცკისტების იდეურმა მემკვიდრეებმა დაამხეს და ლამის დაშალეს სტალინის გადარჩენილი რუსეთი, რომელსაც მხსნელად გასული საუკუნის ბოლოს ვლადიმერ პუტინი მოევლინა

ქაოსიდან, უმძიმესი მდგომარეობიდან შეძლო ამ კაცმა ქვეყნის მეტ-ნაკლებად გამოყვანა და რა გასაკვირია, რომ  «იძულებითი დემოკრატიული რევერანსის» შემდეგ, რასაც მედვედევის უღიმღამო პრეზიდენტობა ჰქვია, მადლიერმა რუსმა ხალხმა კვლავ აირჩიოს ვლადიმერ პუტინი, რათა ის «მეტნაკლებობა» მეტობისკენ გადახაროს.

ამ ისტორიული ექსკურსიდან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივად მოჩანს, თუ რატომ ააგო პუტინმა თავისი წარმატებული საარჩევნო კამპანია პატრიოტულ, აშკარად ანტიამერიკულ რიტორიკაზე. რასაც რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა მიესალმება, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ე.წ. არაბული გაზაფხულების შემდეგ დასავლურ მედიაში კვლავ  აქტიურად განიხილება რუსეთის დაშლის, საუკუნისწინანდელი გეგმების თანამედროვე ვარიაციები, რომელთა ერთ-ერთი ავტორი, ალენ დალესის სულიერი მემკვიდრე და დღეს პრეზიდენტ ობამას მთავარი იდეოლოგი  ზბიგნევ ბჟეზინსკია.

კომუნიზმის დამარცხების შემდეგ გლობალიზაციის უპირველესი მტერი მართლმადიდებლობაა და ახლა ის უნდა დავამარცხოთო! _ დაახლოებით ეს განაცხადა ვიზუალურად ამ ხორცშესხმულმა მეფისტოფელმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჰოდა, ვინ და რა იგულისხმება მართლმადიდებლობის დამარცხებაში, თუ არა რუსეთი, როგორც უპირველესი ბასტიონი მსოფლიო მართლმადიდებლური რელიგიისა?

არც ეს იკმარეს და რუს დათვს გასაღიზიანებლად რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის განცხადება აუფრიალეს ცხვირწინ. მეფისტოფელის არ იყოს, ვერც მიხრწნილების ასაკში გადამდგარი მადლენას ციტირებაზე დავდებ თავს, მაგრამ შინაარსს ზუსტად მოგახსენებთ:

სამწუხაროა (ან უსამართლობაა), რომ უზარმაზარი ტერიტორიები და გლობალური მნიშვნელობის ბუნებრივი სიმდიდრეები (ურალს იქით არსებული ოქრო, ნავთობი, გაზი და ა.შ. მენდელეევის მთელი სისტემა), მხოლოდ რუსეთს ეკუთვნისო!

თავი დავანებოთ იმას, რომ მსგავსი განცხადება ისეთი დონის თავხედობა, ისეთ «დაუკრეფავში გადასვლაა», რომ ამერიკელებისგანაც კი გასაკვირია მსგავსი არადიპლომატიური გულახდილობა, რადგანაც მთავარი ამ განცხადების შედეგია, რამაც ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი იქონია, რამაც ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოხსნა რუსი ამომრჩევლის უმეტესობის თვალში ვლადიმერ პუტინის ნაციონალისტურ-პატრიოტული ანტიამერიკული კამპანიის მიმართ.

 ამიტომ ვისაც «ნატოს ოფისის დვარნიაშკის» (როგორც ბატონმა რეზო ამაშუკელმა უწოდა), თენგიზ გოგოტიშვილის პასკვილების, ანუ «რუსთავი 2»-ის გარდა, სხვა არაქართული ტელევიზიების ცქერის საშუალება აქვს, სასაცილოდ არ ეყოფოდა იმის მტკიცება, რომ პუტინის მხარდამჭერ მიტინგებზე 100 ათასობით ადამიანი ავტობუსებით მიჰყავდათ ძალდატანებით.

«არა, ნარინჯისფერ ჭირს!», «რუსეთის მოკავშირეები მხოლოდ არმია და ფლოტია!», «ჩვენ ვიცით ლაკირებული ხელთათმანის დიპლომატია, მაგრამ ამ ხელთათმანის ქვეშ ფოლადის მუშტი გვაქვს!» _ აი ძირითადი ლოზუნგები პუტინის საარჩევნო კამპანიისა.  

მართალია, არასისტემურმა ოპოზიციამ თეთრი ლენტები შეირჩია საკუთარ სიმბოლოდ, მაგრამ პირველ ლოზუნგში  უკრაინის რევოლუციაზეა მინიშნება, ზოგადად «ფერად რევოლუციებსა» და მათ აპოლოგეტებზე რუსეთში (ვალერია ნოვოდვორსკაია, კოსტია ბოროვოი და ბორის ნემცოვები, ანუ იქაურ  «თავისუფლების ინსტიტუტზე»), რომლებიც ბევრს ბაქიბუქობენ, მაგრამ 100-დან 200 კაცამდე მეტის მობილიზებას ვერ ახერხებენ სამიტინგოდ.

რაც შეეხება მეორე ლოზუნგს, ის თავის დროზე რუსეთის ერთერთ წარმატებულ იმპერატორ ალექსანდრე მესამეს ეკუთვნის. ხოლო მესამე, უფრო თეზა, ვიდრე ლოზუნგი, ისეთი რიხით დაახეთქა რუსეთის ერთერთმა ცნობილმა «ქორმა», დიმიტრი როგოზინმა, რომ

თანაც სად? მისივე ორგანიზებულ, რუსეთის «სსკ»-სამხედრო სამრეწველო კომპლექსის, არმიისა და ფლოტის მხარდამჭერ მასობრივ შეკრებაზე, სადაც სიტყვით რუსეთის პატრიარქიც (!!!) კი გამობრძანდა.

ჩვენ, დიახაც უზარმაზარი ტერიტორიები გვაქვს და მას ისე დავიცავთ, რომ მტერი შემოვიდეს კი არა, «никто даже чтобы нос не посмел сунут», ხოლო რაც შეეხება ჩვენს ბუნებრივ სიმდიდრეებს _ «не то что говорить, даже думать про ето забудте!»-.

 ერთ-ერთი შეკრებიდან «მოკითხვა შეუთვალა» ვლადიმერ პუტინმა ოკეანისგაღმელ «მეგობრებს», რის პარალელურად ეკრანზე მიდიოდა რუსეთის «ჟანგიანი», მაგრამ მაინც რატომღაც უახლესი სამხედრო ტექნიკის მიღწევების დემონსტრირება, უახლესი ტანკების, თვითმფრინავების, ატომური სუბმარინების, რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების და ა. შ. სხვა მრავალი შეტევითი თუ თავდაცვითი ტექნიკის სახით, რომლის ხილვისას ნორმალური ადამიანი დარწმუნდებოდა, რომ რუსებს «ძალაც შესწევთ ქადილისა»…

რუსეთში მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი მსოფლიო გლობალისტ-სიონისტების ბრძოლაც არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ზუსტად ისე, როგორც გასული საუკუნის დასაწყისში!!!

აი, მეტ-ნაკლებად ობიექტირი სურათი რუსეთში მიმდინარე მოვლენებისა, რომლებიდანაც ერთი დასკვნის გაკეთება უკვე შეიძლება _ რუსეთში იწყება ვლადიმერ პუტინის მმართველობის ახალი, როგორც მინიმუმ, 12-წლიანი ერა. და კიდევ: როგორც მინიმუმ, 12 წელიწადი რუსეთის ფედერაცია არ დაიშლება, მიუხედავად ჩვენში თუ დასავლეთში არსებული, ტვინგაცხელებული «ექსპერტების» პროგნოზებისა!

ამის გარანტია კი, სამხედრო პოტენციალთან ერთად, დიახაც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომლის პატრიარქის ერთი მოწოდება ხშირად გაცილებთ ეფექტიანია, ვიდრე თუნდაც ვლადიმერ პუტინის კარგად გათვლილი პიარაქციები.  რუსეთში ოდიდგან ასე იყო და დღესაც ეკლესია და სახელმწიფო ერთსულ და ერთხორც არიან, რაც საქილიკო კი არა, ანგარიშგასაწევი ფაქტორია.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, რა გველის ჩვენ, პატარა საქართველოს, პუტინის ახალ ერაში? თუ არ მოვიშლით აბსოლუტურად უპერსპექტივო «ნატო, ნატოს!» სკანდირებას, რასაც, დიდი ალბათობით, ივანიშვილის კოალიციაც აპირებს ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, კარგი არაფერი, მაგრამ ეს ცალკე თემაა და ამაზე სხვა დროს… 

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. ყველაზე საინტერესო კი ისაა რომ არავინ ჩადის პუტინთან სალაპარაკოდ (მხედველობაში მაქვს საქარტველოს მტავრობა ) უმაგისოდ კი არაფერი გამოვა …მე მგონი ჯობია ჩვენი პრეზიდენტი ან პრემიერ მინისტრი ცავიდეს და დაელაპარაკოს იქნება და რას გვეუბნება ..ტუ არის შესაზლებელი საქართველოს გაერთიანება ალბად მხოლოდ ამ გზით ამიტომ აქ ერთმანეთის ჭამას ჯობია სამსობლოზე იფიქრონ ..და თუკი არის შესაზლებელი საქართველოს გაერთიანება მასინ ალბად აჯობებდა ნატოს ძახილს (მაინც არ გვიგებენ ) მოსკოვსჰი წასვლა და შეტანხმება !!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here