Home რუბრიკები საზოგადოება მამა ელიზბარი: «თავისუფლების ინსტიტუტის» მამამთავარი და «ნაცმოძრაობის» იდეოლოგი ლევან რამიშვილი მორმონია!

მამა ელიზბარი: «თავისუფლების ინსტიტუტის» მამამთავარი და «ნაცმოძრაობის» იდეოლოგი ლევან რამიშვილი მორმონია!

2286

ლევან რამიშვილს ღმერთი და ხატი რომ არ სწამს, ამას არც თვითონ მალავს. სწორედ მისი და მისი თანაგუნდელების _ «თავისუფლების ინსტიტუტის» ძალისხმევის შედეგად მიიღო პარლამენტმა ე. წ. კანონი რელიგიის შესახებ, რომელიც არამარტო ტრადიციულ კონფესიებს ანიჭებს პრივილეგირებულ მდგომარეობას საქართველოში, არამედ იმ რელიგიურ მიმდინარეობებსაც, რომლებიც ევროსაბჭოს თუნდაც ერთ ქვეყანაშია ლეგალიზებული. არადა, ევროსაბჭოს არაერთ ქვეყანაში მრავალი უღმერთო სექტა გატოლებულია ტრადიციულ კონფესიებთან. «თავისუფლების ინსტიტუტის» მხარდაჭერილი ეს კანონი შენელებული მოქმედების ნაღმია. კაცმა არ იცის, მომავალში რომელ მკრეხელურ, ღვთისმგმობელ სექტას გაუხსნის ხელისუფლება კარს და სასათბურე პირობებს შეუქმნის. ტრადიციულად, ამგვარი სექტების ლიდერებსა და მათ მიმდევრებს იმ ქვეყნებში, სადაც შედიან საქადაგებლად და დასამკვიდრებლად, ამერიკისა და ევროკავშირის რიგი ქვეყნებისა უკან დიდ ფულს მიადევნებენ-ხოლმე.

საქართველოში კი უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა, ხალხს, არც მეტი, არც ნაკლები, შია და წამლის ფული არ აქვს. ქვეყანაში მრავლად არიან მცირედ მორწმუნენი, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მოქალაქეთა 85% მართლმადიდებელია. დიახ, ჩვენდა საუბედუროდ, საქართველო ნოყიერი ნიადაგია ათასი ჯურის სექტანტთათვის ფეხის მოსაკიდებლად.

«საქართველო და მსოფლიოს» სარწმუნო წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ ლევან რამიშვილს არა მარტო სექტანტების ბედი აწუხებს, არა მარტო მათი უფლებებისთვის იბრძვის, არამედ მას პირადი, პირდაპირი ინტერესიც აქვს, როცა ასეთი თავგამოდებით ეფოფრება ნებისმიერი სექტის მიმდევრებს. წყაროს ინფორმაციით, ლევან რამიშვილი მორმონია. დაუდასტურებელი ინფორმაციით,  მან უარყო მართლმადიდებლობა და მორმონთა რელიგიას ეზიარა, რომელიც თვით ამერიკაში, 50 შტატში იდევნება და მხოლოდ ერთ _ იუტას შტატშია ლეგალიზებული. ევროპის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მორმონთა სექტის რელიგიურ მიმდინარეობად აღიარებას აპირებენ, ულტრალიბერალური დემოკრატიის ჰოლანდიაა; ჰოდა, აი, საფრთხეც: ჰოლანდია ევროსაბჭოს წევრია. თუ ეს ქვეყანა მორმონებს სხვა რელიგიურ კონფესიებს გაუთანაბრებს, ჩვენი პარლამენტარების მიერ ხელაწეული კანონის თანახმად, მორმონები შემოვლენ საქართველოში და მოითხოვენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას, რაც მათ საქართველოში მოქმედ ტრადიციულ რელიგიებთან, მათ შორის, მართლმადიდებლობასთან გაათანაბრებს.

ისე, რომ იცოდეთ, საქართველოში უკვე არიან მორმონთა სექტის მიმდევრები. თბილისში, ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს მეპატრონენი მორმონები არიან, ისინი ნომრებში კლიენტებს სპეციალურად ახვედრებენ ძვირფას ქაღალდზე დაბეჭდილ ილუსტრირებულ მორმონულ ლიტერატურას. მართალია, ჯერ ცოტანი არიან, მაგრამ, თუ წყაროს დავეყრდნობით, მათ ისეთი პატრონი ჰყავთ, მალე მომრავლდებიან _ «თავისუფლების ინსტიტუტს» ფული არ უჭირს, ლევან რამიშვილი კი არა მარტო ამ ინსტიტუტის მთავარი იდეოლოგია, არამედ ხელისუფლების «რუხი კარდინალიც».

მორმონთა სექტა XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა. სექტა დააარსა ჯოზეფ სმიტმა. მას მიმდევრები წინასწარმეტყველად მოიხსენიებენ. სმიტი სწორუპოვარი თაღლითი იყო. 1926 წელს იგი მკითხაობისა და ჯადოქრობის გამო დააპატიმრეს, მერე ყალბი ფულის ბეჭდვაშიც ამხილეს.E სმიტი ხალხს ღმერთის სახელით ელაპარაკებოდა, ატყუებდა. ნიუ იორკში ყელში ამოუვიდათ სმიტის ცრუპენტელობა და პოლიციის ძალით გაყარეს ის და მისი მიმდევრები შტატიდან. ისინი ოჰაიოში გადაბარგდნენ. აქედანაც გაყარეს და მინესოტას მიაშურეს, მაგრამ ხალხი ყველგან მტრულად იყო განწყობილი სმიტისა და მისი თაღლითების მიმართ. მინესოტადან გამოძევებულებმა ილოინიოსის შტატს მიაშურეს, აქედანაც გაყარეს და ბოლოს იუტას შტატში დამკვიდრდნენ.

კომპლექსიანი თუ სიძვისმოყვარული მამაკაცები (ქალებიც) მორმონებს იმიტომ უერთდებოდნენ, რომ სმიტმა შემოიღო მრავალცოლიანობა და მრავალქმრიანობა. ერთ მამაკაცს ერთდროულად შეეძლო იმდენი ცოლი ჰყოლოდა, რამდენსაც გასწვდებოდა. თავად სმიტს 27 ცოლი ჰყავდა.

სექტის წევრი ჯონ ბენეტი 1844 წელს განუდგა ჯონ სმიტს და პოლიციაში მისი ცრუ ქადაგებები, აღვირახსნილობა ამხილა. სმიტს არაერთი ურჩი სექტანტის მკვლელობაც ედებოდა ბრალად, რომელთაც სექტის დატოვება სურდათ, «მამამთავარმა» კი ისინი დახოცა. სმიტი და მისი ძმა დააპატიმრეს და პოლიციის დილეგში ჩასვეს. ხალხი გამოძიებასა და სასამართლოს აღარ დაელოდა, აღელვებული და ბრბოდქცეული დილეგში შეიჭრა, პოლიციამ სროლა ატეხა, რის დროსაც სმიტი და მისი ძმა დაიღუპნენ.

1877 წელს სმიტის მემკვიდრე ბრაიმიანგი გახდა, რომელსაც 30 ცოლი ჰყავდა. შეშინებულმა იანგმა სექტანტები იუტას შტატში გადაიყვანა. მორმონებმა არაერთხელ მიმართეს იუტას შტატის მმართველებს, რომ მათთვის ლეგალური არსებობის უფლება მიეცათ, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება, მრავალცოლიანობის ტრადიციის გამო, უარს აცხადებდა. 1890 წელს მორმონებმა ოფიციალურად უარი თქვეს მრავალცოლიანობაზე. 1896 წელს კი იუტას შტატში მათ ლეგალიზაციას მიაღწიეს. თუმცა მორმონებმა მოატყუეს შტატის მესვეურნი, ლეგალიზაციის მერე მრავალცოლიანობა არაოფიციალურად აღადგინეს.

სექტაში ავტორიტარიზმი და ტოტალური კონტროლი სუფევს. ითრგუნება პიროვნება და იდევნება განსხვავებული აზრი. თითოეული სექტანტი ვალდებულია, თავისი შემოსავლის 10% ორგანიზაციას შესწიროს. რიგითმა მორწმუნეებმა არ იციან, რომ სექტაში არიან «სიკვდილის ანგელოზები» _ ჯალათები, რომლების ლიდერის მიერ მოძულებულ წევრებს სჯიან, ზოგჯერ, სიკვდილით.

საქართველოში მორმონები პირველად 90-იან წლებში ჩამოვიდნენ. მას შემდეგ ავრცელებენ თავიანთ ლიტერატურას, ხსნიან საქველმოქმედო ფონდებს, მიუსაფართა თავშესაფრებს, უცხო ენებისა და კომპიუტერის უფასო კურსებს და თან ფრთხილად, შეპარვით ქადაგებენ თავიანთ «რელიგიას».

ავტორიტარიზმი, ადამიანთა ტოტალური კონტროლი, განსხვავებული აზრის დევნა, ხშირად ამგვარი ადამიანების დასჯა და სექტის მუდმივი პროპაგანდა, სადამსჯელო რაზმები _ «ზონდერები», ლიდერის ბრძანების განუხრელად შესრულება _ ეს ყველაფერი «მორმონთა სექტასა» და ჩვენს ხელისუფლებას აერთიანებს. მათაც იგივე წესები აქვთ, იგივე დიქტატორული და ავხორცული მიდრეკილებები ახასიათებთ, როგორიც ჩვენი ხელისუფლების მრავალ წარმომადგენელს. რაც მთავარია, ამ ყველაფრის შერბილებას  ყველაზე თავგამოდებით «თავისუფლების ინსტიტუტელი» პოლიტიკოსები ცდილობენ _ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეგ ყველაფერი გეჩვენებათო. ამ უბედურებათა იდეური მამები «თავისუფლების ინსტიტუტში» სხედან.

ამ ყველაფრის მერე, რატომ გვიკვირს ე. წ. კანონი რელიგიის შესახებ, რომელიც პარლამენტმა რიხით მიიღო? ამ პარლამენტს ხომ «თავისუფლების ინსტიტუტიდან» გამოჩეკილი დეპუტატები მწყემსავენ; ამათი მამამთავრები კი უმაღლეს ხელისუფლებაში არიან, რომელთა უმთავრესი მიზანია, რაც შეიძლება დაასუსტონ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ერთმანეთს წაჰკიდონ მღვდელმთავრები, დააკნინონ კათოლიკოს-პატრიარქის ავტორიტეტი და გავლენა. ამ ჯგუფის ოცნებაა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დაშალონ, იგივე დამართონ, რაც საბერძნეთის ეკლესიას დაემართა და მათი ბინძური ვნებების, ზრახვების ერთადერთი შემაკავებელი მცირე ეპარქიებად დააქუცმაცონ. ამას ჯერ ღიად ვერ ამბობენ, ხალხის რისხვისა ეშინიათ, მაგრამ მათი საქმიანობა პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორში თუ მედიაში ყოველდღიურად ადასტურებს, რომ გაალმასებულნი იბრძვიან თავიანთი სანუკვარი მიზნისთვის. რელიგიურ უმცირესობებზე ზრუნვაც ამ გეგმის ნაწილია.

ღმერთმა ნუ ქნას, საწადელს მიაღწიონ, თორემ, თუ ეკლესია დაუძლურდა, საქართველოს რაც დარჩა, ბითუმად გაყიდიან უცხოელებზე, ხალხს კი მართლა სულს ამოხდიან. საამისო მეთოდები ოხრად მოიძებნება ამ უღმერთოთა არსენალში.

ლევან რამიშვილის გამორმონებისა და «თავისუფლების ინსტიტუტში» შეყრილი სხვა სექტანტების შესახებ «საქართველო და მსოფლიო» მამა ელიზბარს (დიაკონიძე) ესაუბრა. მას დიდად არ გაჰკვირვებია რამიშვილის  გაურჯულოების ამბავი.

_ დაუჯერებელი და გასაკვირი არაფერია მაგ ამბავში. მე როგორც ვიცი, «თავისუფლების ინსტიტუტის» მამამთავარი და «ნაცმოძრაობის» იდეოლოგი ლევან რამიშვილი მორმონია. იგი იუტას შტატში სწავლობდა, სადაც მორმონთა  სექტის ცენტრი მდებარეობს. სხვათა შორის, ვინც იუტაში ჩადის სასწავლებლად, ყველა პირობას უქმნიან, მორმონი გახდეს. ერთი ჩემი ნათესავი ბიჭი გააგზავნეს ამ რამდენიმე წლის წინ იუტაში სასწავლებლად. იძულებული გახდა, მორმონი გამხდარიყო, თორემ აგდებდნენ უნივერსიტეტიდან. მე ამ ჩემს ნათესავს კი არ ვამართლებ, რაც იყო, იმას გიყვებით. ეს ბიჭი მერე, საბედნიეროდ, ხელახლა მოინათლა ქრისტიანად. აი, ლევან რამიშვილი ამას არ იზამს, ის მორმონია, დარჩება მორმონად და მართლმადიდებლობის მტრად.

_ ლევან რამიშვილი არ არის ერთადერთი ამ ინსტიტუტიდან, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვმიტანილია სექტანტობაში. ამ უღმერთო ორგანიზაციაში მრავლად არიან სხვადასხვა სექტის მიმდევრები. როცა ისინი რელიგიურ უმცირესობათა უფლებებს იცავენ, გამოდის, სხვისი უფლებები კი არ ადარდებთ, საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან.

_ კი, თავიანთ უუფლებობას აკანონებენ, ძირს უთხრიან ქართულ ეკლესიას და თან ამაში გრანტებს იღებენ უცხოეთიდან. თავიანთი აღვირახსნილობით, უზნეო ქმედებებით, ამ ხალხმა დიდი საფრთხე შეუქმნა მართლმადიდებლობას საქართველოში. ჯანდაბას, დაიცვან თავიანთი უფლებები, მაგრამ ჩემს ხარჯზე, უმრავლესობის ხარჯზე ნუ დაიცავენ, რელიგიური უმრავლესობის უფლებებს ნუ ლახავენ.

_ მორმონებს აქვთ უზარმაზარი ფინანსური რესურსი, «თავისუფლების ინსტიტუტი» გრანტებს არ დაიშურებს იმ ადამიანებისთვის, ვინც მორმონი გახდება. იქ ფულიც და ძალაუფლებაც რამიშვილის ხელშია. ასე შემოიკრებს თანამოაზრეებს და იეღოველები მოგვენატრება.

_ არის ამის რეალური საფრთხე, მით უფრო, როცა ამდენი გაჭირვებულია ქვეყანაში.…ეგენი იბრძვიან თავის დასამკვიდრებლად, ჩვენც უნდა ვებრძოლოთ, დასაგმობი და აღსაკვეთი უნდა აღვკვეთოთ, ცხადია, მისაღები მეთოდებით. ურჯულო სექტანტებს არ უნდა მივცეთ ქადაგების საშუალება. სამწუხაროდ, ჩვენს ეკლესიაში ბევრი ასე არ ფიქრობს: იყვნენ, იქადაგონ თავიანთი სისულელეები, ჩვენ ჩვენი ვთქვათო. იმაზე არ ფიქრობენ, ქადაგების გარდა, ათასი ბინძური მეთოდით რომ იბირებენ ხალხს. ეკლესიამ უფრო აქტიურად უნდა ებრძოლოს ამათ. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ყველა სექტა შეგვეხო, მაგრამ ვერაფერი დაგვაკლო, რადგან ეკლესია აქტიურად ებრძოდა მათ და მაშინ ვერ მოიკიდეს ფეხი. სამწუხროდ, ახლა ნამეტანი გათამამდნენ, რაშიც მათ ყველანაირად უწყობს ხელს ხელისუფლება, რადგან ხელისუფლებაც თავად არიან _ «თავისუფლების ინსტიტუტში» და სხვა ამგვარ ეშმაკისეულ ორგანიზაციებში გამობრძმედილი ანტიმართლმადიდებლები.

ჯაბა ლეონიძე

 

1 COMMENT

  1. საინტერესოა საიდან მოიტანეთ ეს ცნობა. ლევან რამიშვილი მორმონი არაა, ის თავს ქრისტიანად მიიჩნევს. მას იუტაში არასდროს უსწავლია – მხოლოდ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. მგონი იუტაში საერთოდ არცაა ნამყოფი. მორმონებზე რაც წერია კი სჯობდა ჟურნალისტს უფრო სანდო წყაროდან ეთარგმნა. ნახევარი ტყუილია. ღმერთს ებარებოდეთ.

  2. ვვინ უკეთებდა 90–იანი წლების ბოლოს თბილისში ადამიანებს ჩიპებს მათზე კონტროლის მიზნით,საინტერესოა? ამის შესახებ ბოკერიას და რამიშვილს რა ინფორმაცია აქვთ?

  3. ჩვენი ანუ ქართველთა უბედურებაა,"ტოტალური" გაუნათლებლობა!

  4. მერე მართლმადიდებლური ეკლესია ამ ფულს ღვთის სიტყვით თუ ვერ ებრძვის, ფულით ებრძოლოს 🙂 წელიწადში 1 მილიარდიანი ბრუნვა აქვს ქართულ ეკლესიას და რია ვიცი… მერა მერე ჯიპებზე ვინ მოჯდება და სარეცხის ფხვნილის ექსპორტს ვინ გააკეთებს თურქეთიდან

  5. ამ კაცს ერთი ცოლიც არ ჰყავს, მგონი, და როგორი მორმონია! რაღაც დაუჯერებლად მეჩვენება. სხვა თუ არაფერი, ეს კაცი განათლების დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის და სექტანტი არ გახდებოდა, შეიძლება იყოს ათეისტი და არა სექტანტი (რომელი რომელზე უარესია, ამის განსჯას არ ვაპირებ).

  6. უყურე შენ არ გამოუჩნდნენ ამ ნაძირალა რამიშვილს ქომაგები?
    ყველა თავის ნაირს ეტრფის!
    -ეს თახსირი რამიშვილი ხომ იქ იყო, როცა გლდანში ეკლესიას ანგრევდნენ და ეს არაკაცი უყურებდა როგორ ცემდნენ მისი ჯარისკაცები წიხლებით ძირს დაგდებულ ქალებს!
    -იყო დრო როცა წაქცეულ კაცზე დარტყმა დიდ სირცხვილად ითვლებოდა.ამათმა კი მოხუცი ქალებიც არ დაინდეს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here