Home რუბრიკები საზოგადოება ”ვერასოდეს დავიჯერებ, რომ რესპუბლიკელებს, დემოკრატებსა და ხელსუფლებას შორის არ არსებობს არანარი კავშირი”

”ვერასოდეს დავიჯერებ, რომ რესპუბლიკელებს, დემოკრატებსა და ხელსუფლებას შორის არ არსებობს არანარი კავშირი”

618


თანამემამულენო!

20 წლის წინათ, 1992 წლის იანვარში, ჩვენს სამშობლოს შავი დღე გაუთენდა. ამ დღეს საქართველოს მტრების მიერ მოწყობილი პუტჩის შედეგად სამშობლო დატოვა დღემდე ერთადერთმა კანონიერმა პრეზიდენტმა და მთავრობამ, რისი ლოგიკური შედეგიც არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. ჩვენ მივიჩნევთ , რომ შურისძიება გრძელდება. 20 წელია საქართველოს მართავს შევარდნაძის პარტიული ნომენკლატურა, და მათი ნაშიერები, ცხვრის ქურქში გადაცმული მგლები. დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საფრთხე ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას, დამონებულია ქართველი ერი! დღემდე დევნილობაში იმყოფა ქართველი პატრიოტების დიდი ნაწილი! ყოველივე ამის ფონზე განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზოგიერთ ოპოზიციონერთა და ვაი ექსპერტთა ინიციატივა, რომ საქართველომ თავისი ნებით აღიაროს აფხაზეთის, თავისი ძირძველი მიწა-წყლის დამოუკიდებლობა. ყოველივე ამას ისინი ამართლებენ რაღაც გაუგებარი დიპლომატიური ხრიკებით, რომლებიც არანაირად არ ითვალისწინებს საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ინტერესებს. განსაკუთრებით საგანგაშოა ბატონი მამუკა არეშიძის არგუმენტი, რომ აფხაზეთის აღიარება, არსებული ხელისუფლების მიერ შექმნილი „ჩიხიდან“ გამოსვლის საშუალება იქნება. აფხაზეთთან შექმნილი ვითარება სრულიად კანონზომიერია ანტიეროვნული ხელისუფლების პირობებში და არ უნდა გახდეს მსგავსი ინიციატივების საბაბი. ყოველი ასეთი განცხადება ჩვენს მიერ აღიქმება როგორც სამშობლოს ღალატი!

აგრეთვე დამაფიქრებელია ამ იდეის მხარდამჭერთა კონცენტრირება საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ირგვლივ , რომელიც დღეს ბევრისთვის საქართველოს გადარჩენის ერთადერთ იმედად გვევლინება.თანამემამულენო! ქართული ოცნება არასოდეს ყოფილა საქართველო აფხაზეთის, სამაჩაბლოს,ჯავახეთის, აჭარის …. ქართველების გარეშე! მოგიწოდებთ არ დაუშვათ ამ საკითხზე მსჯელობაც კი! არ დაუშვათ სამარცხვინო ფაქტი, რომ საქართველომ თავისი ნებით აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა! ეს საქართველოს აღსასრულის ტოლფასია! ეს ჩვენი გმირი წინაპრების აბუჩად აგდებაა! საქართველოს ისტორიის ფეხქვეშ გათელვაა! საქართველოს თავისუფლების იდეიის საბოლოო განადგურებაა!

გახსოვდეთ, რომ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე დათმო, რათა იმედი გადაერჩინა და არ მოაწერა ხელი აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

ჩვენ, საქართველოს ხსნის საერთშორისო კავშირი, „ნათლის მხედარი“ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად მივიჩნევთ საქართველოში სამრთლიანობის და კანონიერების აღდგენას. ყოვლელივე ამის მისაღწევად აუცილებელია გაერთაინდეს ყველა ეროვნული ძალა, ყოველგვარი პარტიული და პიროვნული უთანხმოების მიუხედავად, რომ შესაძლებელი გახდეს კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, რომელიც გახდება გარანტი სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა.

ქართველებო, გამოფხიზლდით! უკუაგდეთ პიროვნული ინტერესები ! ნუ გახდებით მატერიალიზმის მსხვერპლნი! ნუ მიატოვებთ გადარჩენილ იმედს ობლად! დადგა ჟამი ჩვენი გამოცდისა!

ჩვენთან არს ღმერთი!

უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე ბევრი რამ მოხდა, რამაც საქართველოს მომავალ პოლიტიკურ პერსპექტივებთან მიმართებაში ჩემი აღშფოთება გამოიწვია. როგორც იცით ადრე ინტერვიუშიც გამოვხატე ჩემი აზრი რესპუბლიკლებისა და დემოკრატების საგრძნობლად დაწინაურების შესახებ „ქართულ ოცნებაში“, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ იმის იმედი მქონდა, რომ ალბათ ბატონ ბიძინას გარკვული მიზნები ამოძრავებდა, რომელთა გაშიფრვაც არ უნდოდა ნაადრევად და ჯერ კიდევ შერჩევის და ჩამოყალიბების პროცესს განიცდიდა მისი პოლიტიკური ხედვა , ამიტომ ვიმედოვნებდი, რომ სულ მალე მოხდებოდა დაბალანსება ქართული ოცნების კონტინგენტისა.

ეს იმედები გამიცრუვდა სულ ორიოდე კვირის შემდეგ, როდესაც შედგა ქართული ოცნების პრეზენტაცია. მაშინ კიდევ უფრო შორს ვიგრძენი თავი იმ ქართული ოცნებისაგან, რომელიც ბატონმა ბიძინამ დაგვისახა. ვეჭვობ, რომ ჩვენი ოცნებების გზები ნელ -ნელ იყრება! აქვე მინდა ავღნიშნო, რომ თავიდანვე ცოტა უხერხულობას ვგრძნობდი მოძრაობის სახელწოდების გამო, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ოცნებას, ჩვენდა სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში აუსრულებლობის ნეგატიური ასპექტი დასდევს აჩრდილად. ვშიშობდი , რომ ისევ მეოცნებე რომანტიკოს პატრიოტებად ხომ არ ფიქრობს ეს ადამიანი ჩვენს დატოვებას, რომელნიც მომავლის იმედით ნებისმეირი სახის აწმყოს ეგუებიან, თუმცა მუდამ ცდილობენ აწმყოდან გაქცევას. აწმყოდან გაქცევას არა პრაქტიკულად, არამედ ოცნების და ფანტაზიის ხარჯზე, ანუ „აწმყო თუ არა გვწყალობს მომავალი შენია“, რომელიც მეტად აქტუალური იყო ილიას დროს, ისევ აქტუალური რჩება დღესაც, მაგრამ უკვე მარდიული უიმედობის

სასოწარკვეთილ გამოძახილს ემსგავსება! აი ეს ასპექტიც ამოვიცანი მე ქართულ ოცნებაში და ასევე ნაკლებ სარგებლიანად მენიშნა ამ სახელწოდებით საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე სერიოზულად აღქმის პოტენციალიც. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ „ქართული ოცნება“ კოალიციის სახელიც იქნებოდა, ვფიქრობ, რომ თითქოს ის უფრო ქართულ ემოციური ხასიათზე ზემოქმედებისთვის იყო გათვლილი, ვიდრე სერიოზული პოლიტიკური ოპონირებისთვის, თუმცა ეს ყოველივე უმნიშვნელოა იმ უფრო საგანგაშო ვითარებასთან, რაც დღეს ქართულ საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში შეიქმნა. მიუხედავ ჩემი უდიდესი უკმაყოფილებისა და შეურიგებლობისა ახლანდელ ხელისუფლებასთან, მე პირადად არ ვარ მზად მხარი დავუჭირო ნებისმიერ პიროვნებას მხოლოდ მათი დადებითი თვისებების და თუნდაც ამაგის გამო! ჩემთვის უმთავრესი საქართველოს, როგორც ეროვნულ- სახელმწიფოებრივი სუბიექტის მომავალია და სრულებით არ მაკმაყოფილებს საქართველოსგან მხოლოდ საინვესტიციო პლაცდარმის შექმნის პერსპექტივა, რომლის მსგავსნიც ევროპელ კოლონიზატორებს და ამერიკელებს არაერთი შეუქმნიათ. მაგრამ ამ ქვეყნების მსოფლიო პოლიტიკური წონა , მიუხედავად მათი შედარებითი ეკონომიური დაწინაურებისა მაინც არაადექვატურია მათი დემოკრატიული სისუსტის გამო. უფრო მეტიც, მაღელევებს ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ პოლიტიკაში და მისმა კატეგორიულმა ტონმა ქუჩის პროტესტის წინააღმდეგ ერთგავარი პოლიტიკური სტაგნაცია გამოიწვია ქვეყანაში. ბევრი ამბობს -მივცეთ მას ასპარეზიო, რა თქმა უნდა ასეც უნდა ვქნათ, მაგრამ ასპარეზის მიცემა ჩვენთვის სილაში თავის ჩარგვას არ უნდა ნიშნავდეს, მაშინ როდესაც მე იმედი მქონდა, რომ ის შეძლებდა მიმქრალი მუხტის აღდგენას. ჩემდა სამწუხაროდ , მე მგონი პირიქით ხდება, ყოველდღე უამრავი, ქვეყნისთვის საბედისწერო მნიშვნელობის ინფორმაცია ვრცელდება ,რომელთა იგნორირებასაც პოტენციურად სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოსთვის, მაგრამ ყველაფერს გულგრილად და ზერელედ ხვდება ქართველი ხალხი უკეთესი მომავლის იმედით. ასეთ მოვლენებში ვგულისხმობ აფხაზეთის დმოუკიდებლობის აღიარების ინიციატივას, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ბატონმა მამუკა არეშიძემ გააჟღერა და ასევე ჯავახეთის სომეხთა განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება გამოიწვევს მათ საქართველოდან გამოყოფას! ამ უაღრესად მნიშვნელოვან ინფორმაციებს ჩემდა გაუგებარი მიზეზების გამო, დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია, მაშინ, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსთა მხრიდან მწვავე რეაქციას ასეთ საკითხებზე ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, ჩვენს განცხადებაში ჩვენი პოზიცია უკვე დაფიქსირებულია, მაგრამ ეს ზღვაში წვეთიც კი არ არის იმისთვის თუ რა უნდა გაკეთებულიყო საზოგადოების მხრიდან!! ყველაზე შემაშფოთებელი არის ის, რომ

ჩემდა გასაოცრად ხალხში ამ იდეამ გარკვეული ქულების დაგროვება დაიწყო და ამის მიზეზი ის კი არ გახლავთ რომ ისინი ჩაწვდენენ ამ ინიციატივის ღრმა, დიპლომატიურ, მნიშვნელობას (რომლის არსებობისაც მე პირადად ერთი წამითაც არ მჯერა) არამედ ის მისაღები ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის „ქართული ოცნების „ პლატფორმიდან გაჟღერდა. მოგეხსენებათ მამუკა არეშიძე „ქართული ოცნების“ რეგიონული პოლიტიკისა და ეროვნული უმცირესობების– ჯგუფის ხელმძღვანელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არსებსობს მიზეზი დედამიწის ზურგზე, რომელიც გაამართლებს ჩვენს მიერ აფხაზეთის აღიარებას! ეს საქართველოსთვის საბოლო დამარცხება იქნება! რაც არ უნდა იდგეს ამ ინიციატივის მიღმა, გაუმართლებელია და სასაცილოც ასეთი გადაწყვეტილების მიღება რუსეთის პოლიტიკურად გაცურების ან მოჩვენებითი დიპლომატიური აკორდის მიღწევის მიზნით. რუსეთს საკმაო ტერიტორიები აქვს მიტაცებული ჩვენი, ასევე სხვა ჩვენს მეზობლებსაც, მაგრამ კარგად ვხედავთ, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ტერიტორიების ოდესმე საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე საუბარიც კი. საქართველოს მიერ აფხაზეთის აღიარება პანდორას ყუთის გახსნის ტოლფასი იქნება, საიდანაც ამოსული ბოროტი საბოლოოდ გაანადგურებს ქართული სახელმწიფოებრიობის იმედს, რომელიც მერწმუნეთ ოცნებაზე ბევრად უფრო ძლიერი და მდგრადი იყო ყოველთვის! როგორი შემოთავაზებაც არ უნდა იყოს , ამაზე საუბარიც კი დაუშვებლად მიმაჩნია და საერთოდ მაეჭვებს ამ იდეის პიონერთა „ქართულ ოცნებაში“ მასობრივი კონცენტრაცია. თუ სააკშვილის ხელისუფლბას შეცვლა უწერია, უკვე მეეჭება, რომ ამ ძალებით შესაძლებელი გახდება დემოკრატიულ , თავისუფალ არჩევნებში მისი დამარცხება. უფრო მეტიც პოლიტიკურ გვამებად ქცეული პარტიებისთვის სიცოხლის კოცნის ჩაბერვა შესაძლოა შემთხვევითი სრულიადაც არ არის და ვეჭვობ რომ, არც აფხაზეთის საკითხის წამოჭრაა შემთვევითი, რადგან იკვეთება ორი ალტერნატივა- პრეზიდენტი, რომელიც ქართველებს ჰპირდება რომ 2013 წელს სოხუმში იზეიმებს და ოპოზიცია ქართული ოცნების სახით, რომლის ბირთვიც მომხრეა, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. სააკაშვილის არავის სჯერა, მაგრამ აქ დამოკიდებულებებზეა საუბარი. არსებობს ორი მხარე, ერთი, რომლიც აფხაზეთის დაკარგვას არ ეგუება, ხოლო მეორე კი პირიქით მზად არის სრული კაპიტულაციისთვის. მიჩდება ეჭვი, რომ ხომ არ არის ეს მცდელობა მსგავსი ხრიკებით მოხდეს ოპოზიციური სპექტრის შეგნებული დისკრედიტაცია დროთა მანძილზე, რათა სააკაშვილი კიდევ ერთხელ უალტერნატივო ლიდერად წარმოჩნდეს? ! ვაკვირდები რა მსოფლიო პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში და ასევე ჩვენი შიდა პოლიტიკის ასპექტებს, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მოვლენები ალფრედ ჰიჩკოკისეული სცენარის მიხედვით ვითარდება. მე მახსენება ჰიჩკოკის მეტად საინტერესო ფილმის „უცნობნი

მატარებელში“ სიუჟეტი. ამ ფილმში უნიკალალური სტრატეგია იგეგმება ,ჯვარედინი მკვლელობის“ სახით, ანუ ორი უცნობი მოილპარაკებს, რომ ერთმანეთის მკვლელობა გაცვალონ, რითაც აბსოლუტურად ანადგურებენ კონვენციური გამოძიების მეთოდებით დანაშაულის გახსნის შესაძლებლობას. არცერთს ჩადენილი მკვლობის მოტივი არ გააჩნია, რადგან მსხვერპლთან თითქოს არაფერი აკავშირებთ და საჭიროების შემთხვევაში ისინი ერთამანეთისთვის უტყუარი ალიბის გარანტები ხდებიან. როგორც ვატყობ ამჯერადაც “ დანაშაულები„ გაიცვალა საქართველოსთან მიმართებაში. ვაშინგტონიც და მოსკოვი ერთმანეტის საქმეს აკეთებს, მაგრამ მათი პირდაპირი დაკავშირება ამათუიმ საკითხთან დაბეჯითებით ძალიან ძნელია თუ არა შეუძლებელი. ამ ქვეყენების სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს კარგა ხანია დაუპირისპირდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და საჭირო იყო დიპლომატიური, სარგებლიანი გამოსავალის გამონახვა, რისი შედეგიც იყო ამერიკისა ოპერაცია სახლეწოდებით „ვარდების რევოლუცია,“ რომელშიც რუსეთი აქტიურად მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრ ივანოვის მეშვეობით და სწორედ ივანოვს მოაგვარებინა ის ფორსმაჟორული საკითხები, რომელთა გადაჭრაც ”რევოლუციონერებმა” დამოუკიდებლად ვერ შეძლეს. თუმცა რა მიზანს ისახავდა ეს ყოველივე 5 წლის თავზე გამოჩდა, 2008 წელს ამერიკის მიერ წაქეზებული და შემდგომ აბსოლიტურად იგნორირებული, განცხადებების და პროტესტების იმედად დატოვებული ეგრეთწოდებული აგვისტოს ომი. შედეგი -დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლო! ვეჭვობ, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორისაც შესაძლოა „ჯვარედინი მკვლელობა“ იყოს დაგეგმილი, რადგან ვერასოდეს დავიჯერებ, რომ რესპუბლიკელებს, დემოკრატებსა და ხელსუფლებას შორის არ არსებობს არანარი კავშირი, როგორც თავად ირწმუენბიან.

აქედან გამომდინარე შევძლებთ კი არსებული ოპოზიციური გუნდით, ნაციონალების მიერ შექმნილი სიტემის და მათი იდეოლოგიის დამარცხებას, რომლიც უკვე ,თურმე ივანიშვილისთვისაც არც თუ ისე მიუღებელი უნდა იყოს, რადგან ის აცხადებს რომ მთავრობის იდეოლოგებთან ითანამშრომელბს თუ ისინი პოზიციებს შეიცვლიან. რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანმა პოზიცია შეიცვალოს, მაგრამ ის პიროვნულად ვერ შეიცვლება, საქართველოში კი პოლიტიკა სწორედაც რომ პირადი, პიროვნული ემოციების, პირადი სიძულვივლის, პირადი სიყვარულის, პირადი უპირატესობების დონეზე დგას! ამ შემთხვევაში პოზიციის ცვალებადობა ვერ იქნება ნდობის გარანტი.

‎”შეიძლება პრეტენზიები გქონდეს ამ ორი პარტიის მიმართ, რომელიც ივანიშვილმა პარტნიორებად დაასახელა, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის სწორი კრიტიკა – ამით მან გამოკვეთა თავისი ფუნდამენტური შეხედულებები თავის ორიენტაციასთან დაკავშირებით.“ ძალიან მაღელვებს გია ხუხაშვილის ეს სიტყვები, რადგან, თუ ბატონი ბიძინას ორიენტაცია მხოლოდ რესპულიკელებით და დემოკრატებით განისაღვრება, მაშინ ვწუხვარ, რომ ჩემთვის ქართული ოცნება ისევე სწრაფად მთავრდება, როგორც დაიწყო!

და ბოლოს, შობა ახალ წელს გილოცავთ ქართველებო!

სიყვარულის, ერთიანობის, ძლიერების, ქართველთა მოდგმის გადარჩენის ყოფილიყოს 2012 წელი.

ჯულიანა დიუმა: „ნათლის მხედარის“, საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here