Home რუბრიკები საზოგადოება რა უჯდება ივანიშვილს ქართული მედია?

რა უჯდება ივანიშვილს ქართული მედია?

681


სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა დოკუმენტ „ხარჯების ანგარიშგების“ ასლი, რომელიც „ქართულმა ოცნების“ მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის 2011 წლის 01 ნოემბრიდან 2012 წლის 1-ელ იანვრამდე ჩარიცხულ თანხებს ასახავს.

ნონა ყანდიაშვილი გამოქვეყნებული დოკუმენტის ნამდვილობას ადასტურებს. ბიძინა ივანიშვილის მოძრაობამ მედიასაშუალებებს ორ თვეში 733 929 ლარი ჩაურიცხა

ყველაზე მეტი თანხა სტუდია „მაესტროს“ აქვს მიღებული, 195 621 ლარი – სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის;

ტელეკომპანია „კავკასიას“ 177 892 ლარი – სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის.

რეგიონული მედიასაშუალებებიდან რადიო „ჰერეთს“ – 83 261 ლარი, სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის;გაზეთ „გურია ნიუსს“ – 54 150 ლარი, საქმიანობის რეკლამირებისთვის;

სრული სახით ანგარიშგება ასე გამოიყურება:

2011 წლის 9 დეკემბერს, რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელს 20 340 ლარი საეთერო დროის გამოყოფისთვის;

9 დეკემბერს ტელეკომპანია „კავკასიას“ ტრანსლაციის უზრუნვესაყოფად 30 000 ლარი;

13 დეკემბერს გაზეთ „რეზონანსს“ სარეკლამო მომსახურებისთვის 2400 ლარი;

13 დეკემბერს ტელერადიო კომპანია „თრიალეთს“ 10 000 ლარი პრეზენტაციის ეთერში გაშვებისთვის;

19 დეკემბერს ინტერნეტ ტრანსლაციისთვის შპს „ნიუსრუმს“ 828 ლარი;

19 დეკემბერს ფოტომომსახურებისთვის შპს „ახალ ამბებს“ 1416 ლარი;

19 დეკემბერს შპს ახალი ამბების სააგენტო კავკასუსნიუსს“ საინფორმაციო მხარდაჭერისთვის 1987 ლარი;

19 დეკემბერს ტრანსლაციის უზრუნველყოფისათვის შპს „რადიოცენტრი პლიუსს“ 2110 ლარი;

22 დეკემბერს გიორგი უძილაურს სოციალური მედიის მონიტორიგისთვის – 5625 ლარი;

22 დეკემბერს სააგენტო „ჯი ეიჩ ენს“ პრესრელიზების გავრცელებისათვის 600 ლარი;

22 დეკემბერს შპს ტელეარხი „25“-ს ტრანსლაციის უზრუნველყოფისთვის 663 ლარი;

23 დეკემბერს საინფორმაციო მხარდაჭერისთვის შპს „ახალი ამბების სააგენტო კავკასუს ნიუსს“ 1986 ლარი;

26 დეკემბერს გიორგი უძილაურს სოციალური მედიის მონიტორინგისთვის 375 ლარი;

26 დეკემბერს შპს „საგამომცემლო ცენტრს საერთო სიტყვა“ ერთჯერადი სპეცგამოცემის მომზადებისთვის 14 000 ლარი;

29 დეკემბერს შპს „რე ანიმატორს“ სატელევიზიო ვიდეორგოლისთვის 17 630 ლარი;

29 დეკემბერს შპს „რეანიმატორს“ სატელევიზო ვიდეორგოლის მოსამზადებლად 72 370 ლარი;

29 დეკემბერს რადიო „უცნობს“ საქმიანობისთვის რეკლამირებისთვის 31 400 ლარი;

29 დეკემბერს შპს „რადიო ცენტრი პლიუსს“ საქმიანობის რეკლამირებისთვის 31 400 ლარი;

29 დეკემბერს ტელეკომპანია „კავკასიას“ – სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის 147 892 ლარი;

29 დეკემბერს შპს „ჩოხატაურის მაცნეს“ (გაზეთი „გურია ნიუსი“) საქმიანობის რეკლამირებისთვის 54 150 ლარი;

29 დეკემბერს შპს „გაზეთი რუსთავის ამბებს“ საქმიანობის რეკლამირებისთვის 7 875 ლარი;

29 დეკემბერს სტუდია „მაესტროს“ სარეკლამო რგიოლების განთავსებისთვის 195 621 ლარი;

29 დეკემბერს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის 83 261 ლარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here