Home რუბრიკები საზოგადოება ზურაბ კვარაცხელია: მიხეილ სააკაშვილის განცხადების ქვეტექსტი ისიც იყო, რომ ამიერიდან სოხუმზე აღარ...

ზურაბ კვარაცხელია: მიხეილ სააკაშვილის განცხადების ქვეტექსტი ისიც იყო, რომ ამიერიდან სოხუმზე აღარ უნდა ვიფიქროთ

554


საქართველოს პრეზიდენტის მიერ ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან გაკეთებული განცხადება ყულევსა და ანაკლიას შორის 500-ათასიანი ქალაქ ლაზიკის გაშენების შესახებ მოსახლეობის უმრავლესობამ პრეზიდენტის ფანტაზიის ნაყოფად და პიარაქციად აღიქვა, თუმცა ზურაბ კვარაცხელია ამ განცხადებაში მზაკვრულ მიზნებსაც ხედავს. ამიტომაც, როგორც სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თავს უფლება მისცა, მიემართა სამეგრელოს მოსახლეობისთვის.
«ღმერთო ჩემო, მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ ავანტურაზეა წამსვლელი, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნოს. რომელი მონარქი ან რომელი დადიანი ან ბაგრატიონი ეს მყავს, ერთპიროვნულად რომ იღებს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას?! დარწმუნებული ვარ, ჯეროვანი განსჯისა და აწონ-დაწონის გარეშე გადაწყვეტილებას გვირგვინოსნებიც კი არ იღებდნენ. თუ დააკვირდით, სააკაშვილის ამ ავანტურისტული განცხადების ქვეტექსტი ისიც იყო, რომ ამიერიდან სოხუმზე აღარ უნდა ვიფიქროთ. ხალხის დასაქმება თუ უნდა, სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და სამრეწველო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე უნდა იფიქროს. ერთ რამეზე მსურს კიდევ საზოგადოების ყურადღება გამახვილება: რატომ მაინც და მაინც ლაზიკა? რატომ მიდის სამთავრობო არხებზე ხაზგასმა იმისა, რომ ისტორიული ლაზიკის ტერიტორია ჭოროხის შესართავამდე გრძელდებოდა? ხომ არ არის ამაში მზაკვრული ჩანაფიქრი _ ამჟამინდელი თურქეთის შემადგენლობაში არსებული ისტორიული ლაზეთის (ლაზონის) სამუდამო დავიწყებისა?

ჩემს მშობლიურ კუთხეს, ჩემს თანამემამულეებს, ჩემს მრავალგზის მოტყუებულ მეგრელებს მინდა მივმართო: ხალხნო! გატყუებთ ეს კაცი, სატანასავით მაცდური და საშიშია. ამ კაცს ჩვენი გადაშენება სწადია. იფხიზლე, ჩემო კოლხო და ჩემო იბერო, იფიქრე იმაზე, რომ არსებობს შენთვის უფრო დიდი ფასეულობები, ვიდრე ეს მიშას პიარაქციებია,» _ აღნიშნა ზურაბ კვარაცხელიამ.

ლადო ქირია,

ზუგდიდი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here