Home რუბრიკები სამართალი სახალხო დამცველის რეკომენდაცია გიგი უგულავას

სახალხო დამცველის რეკომენდაცია გიგი უგულავას

570


სახალხო დამცველი თბილისის მერს, გიგი უგულავას რეკომენდაციით მიმართავს და მოქალაქე დარეჯან წიკლაურის განცხადებასთან დაკავშირებით კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს.

დარეჯან წიკლაურის განცხადებით, მას დაკავებული საცხოვრებელი ფართის დაკავებაზე უარი უკანონდ ეთქვა. სახალხო დამცველი საკითხით წიკლაურის 23 სექტემბრისა და 16 დეკემბრის განცხადებების საფუძველზე დაინტერესდა.

წიკლაურმა დაბა წყნეთში, გრიშაშვილის ქ. №20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით მიმართა ქ. თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობას. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მას უარი იმ მიზეზით ეთქვა, რომ მის მიერ წარდგენილი დომკუმენტაციით ვერ ხერხდებოდა ამ დოკუმენტებში მითითებული და საკადასტრო ნახაზზე მითითებული ფართის იდენტიფიკაცია.2010 წლის 23 სექტემბერს მოქალაქემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მერიას და მოითხოვა დიდგორის რაიონის გამგეობის 2010 წლის 17 სექტემბრის აქტის ბათილად ცნობა. თუმცა მერიამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„მოცემულ შემთხვევაში, მოქალაქე დ. წიკლაურისათვის საცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა კანონიერი მოსარგებლისათვის საცხოვრებელ თუ არასაცხოვრებელ ფართობზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” მე–5 მუხლის მე–4 პუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, კერძოდ: თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოქალაქე დარეჯან წიკლაურის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტი დადასტურებულია მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით“,–ნათქვამია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.

სახალხო დამცველი თბილისის მერიას გამგეობის მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე მიუთითებს, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here