Home რუბრიკები ეკონომიკა ჩაშლილი გარიგების მიუხედავად, „ამერიაბანკი“ საქართველოში შემოსვლას ისევ გეგმავს

ჩაშლილი გარიგების მიუხედავად, „ამერიაბანკი“ საქართველოში შემოსვლას ისევ გეგმავს

700

„ამერიაბანკის“ ქართულ ბაზარზე შესვლის გეგმა აქტიურად ხორციელდება. როგორც სომხური მედია იუწყება, ამის შესახებ დღეს, 30 იანვარს ერევანში გამართულ შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ბანკის განვითარების დირექტორმა ტიგრან ჯრბაშიანმა განაცხადა. „ჩვენ ველით, რომ გაზაფხულზე პირველ პროექტთან დაკავშირებით სიახლეები გვექნება“, – აღნიშნა ბანკირმა commersant-თან საუბრისას, თუმცა ამ საკითხზე რაიმე კონკრეტული ინფორმაციის გამჟღავნებისგან მან თავი შეიკავა.შეგახსენებთ: ოქტომბერში ჯრბაშიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის სტრატეგიის ფარგლებში „ამერიაბანკი“ ერთ-ერთი ქართული ბანკის შეძენის მიზნით მოლაპარაკებებს მართავს, რისი მიზეზიც ქართული ბაზრისადმი კლიენტების დიდი დაინტერესებაა.

ჯრბაშიანის თქმით, ბანკი სექტემბერში უკვე მზად იყო, გამოეცხადებინა გარიგების შესახებ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. ამის მიუხედავად, ბანკი, მისი თქმით, დაწყებულ მოლაპარაკებებს განაგრძობს.

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ამერიაბანკი“ „HSBC-საქართველოს“ აქტივების შეძენას გეგმავდა, თუმცა დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველოდან გასული ბრიტანული საბანკო ჯგუფის 4,5 მილიონი დოლარის ღირებულების საცალო პორტფელი „რესპუბლიკამ“ შეიძინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here