Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ტელეკომპანია „მაესტროს თანამშრომლებისადმი

ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ტელეკომპანია „მაესტროს თანამშრომლებისადმი

575

ყურადღებით ვაკვირდები თქვენი ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ვხედავ, როგორ ცდილობს ხელისუფლება სხვადასხვა ავანტიურისტების ხელით მოსპოს თავისუფალი სიტყვის ის ნაშთებიც კი, რომელთა შენარჩუნებაც თქვენი და თქვენი კოლეგების დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა. კარგად გვახსოვს, თუ როგორი დარტყმა იყო ქართული საზოგადოებისათვის „იმედის“ განადგურება და, აშკარაა, ხელისუფალმა მიიჩნია, რომ უკვე შესაძლებელია მასირებული შეტევა მედიაზე და, ბეჭდურ მედიასთან ერთად, თქვენი რიგიც დადგა.როგორც ჩანს, მან ვერ გააცნობიერა, რომ თქვენ გაქვთ ის, რისი დათრგუნვაც შეუძლებელია: თავისუფალი სიტყვისა და თქვენი პროფესიული ღირსების ერთგულება.

მე დავუშვი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ჩემ ცხოვრებაში, როდესაც ვენდე დღევანდელ ხელისუფალთა კეთილ ზრახვებს და დავხურე მე-9 არხი. ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, დავიჯერე მათი ლიბერალური და დემოკრატიული რიტორიკის. ამ დახურვით უნებურად ხელი შევუწყვე დამოუკიდებელი მედიის განადგურების ინერციის გაძლერებას.

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ და, შესაბამისად, გავიმარჯვებთ ჩვენ ყველა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს გაგვიტყუოს სამართლებრივი სივრციდან და ყველაფერს აკეთებს სიტუაციის დასაძაბად. ჩვენ ერთად აუცილებლად მოვძებნით კანონის ფარგლებში ბრძოლისა და ადამიანებამდე თავისუფალი სიტყვის მიტანის საშუალებებს.

მშვიდად იყავით და იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი ვამაყობთ თქვენით. სწორედ, თქვენისთანა ადამიანები ქმნიან ქვეყნის უკეთეს მომავალს!

ბიძინა ივანიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here