Home რუბრიკები პოლიტიკა სააკოიდები, ქმედუუნარო ოპოზიცია და გაცვეთილი მახათი

სააკოიდები, ქმედუუნარო ოპოზიცია და გაცვეთილი მახათი

661

დღეს ისე იოლად სტატიის დაწერა საქართველოში არაფერზე შეიძლება, როგორც ე. წ. ვარდების რევოლუციის დამანგრეველ შედეგებზე, რომელსაც მე ვარდნეხვის რევოლუციას ვუწოდებ, რითაც ჩემს დამოკიდებულებას ამ მოვლენისადმი მოკლედ გამოვხატავ _ ეს არის ხელში ვარდებით მოსული ბინძური ხელისუფლება! და არ დავღლი მკითხველს იმაზე განსჯით, რაც მან ისედაც შესანიშნავად იცის _ სააკაშვილის (სააკოვის) და მისი «გუნდის» რვაწლიანი მმართველობა, რაც, იმედია, გაისად დასრულდება, დამღუპველი აღმოჩნდა საქართველოსთვის მრავალი თვალსაზრისით, გამოირჩეოდა სოციალური უსამართლობით, ისედაც დაბალი ცხოვრების დონის კიდევ უფრო გაუარესებით, მოსახლეობის დიდი ნაწილის საბანკო ვალების არტახებში მოქცევით, სახელმწიფო ტერორით, სასამართლოს ტოტალური პოლიტიზაციით, სამარცხვინო ომით, ქვეყნის დაქუცმაცების ტენდენციის გაძლიერებით, საკუთარ ხალხთან ძალადობით, მმართველთა ურცხვი სიცრუით, თავხედობით, აღვირახსნილობით და კიდევ სხვა «სიკეთეებით». ამიტომ ჩემთვის პატივსაცემი გაზეთის _ «საქართველო და მსოფლიოს» თხოვნას, სტატიის სახით გამოვეხმაურო ვარდნეხვის რევოლუციის მერვე წლისთავს, სიამოვნებით ვიღებ, ოღონდ მსურს, ვთქვა ის, რაც, ჩემი დაკვირვებით, ჯერ არ თქმულა ქართულ პრესაში. კერძოდ, შევეცდები, მოკლედ გავაანალიზო ვარდნეხვის ხელისუფლებასთან ბრძოლის ძირითადი ეპიზოდები (ეს ბრძოლა კი საკმაოდ მალე გაჩაღდა), ავხსნა, თუ რატომ აღმოჩნდა წარუმატებელი მეტწილად გონებაშეზღუდულ, ხეპრე, კარიკატურულ სააკოიდებთან ბრძოლა და რა დასკვნები უნდა გაკეთდეს სამომავლოდ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here