მთავარი პოლიტიკა სოსო თოფურიძე ტაძარს აშენებს?

სოსო თოფურიძე ტაძარს აშენებს?

1198
გააზიარეთ

თბილისთან ახლოს, კრწანისში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სამონასტრო კომპლექსი შენდება. შეჭირვებულთა მფარველი წმინდანის სახელობის მონასტერს, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, ე. წ. კუდის უფროსი სოსო თოფურიძე აშენებს. აღნიშნულ მშენებლობაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე კი თოფურიძის თვალშისაცემ კავშირებზე გადავიტანოთ ყურადღება, რომელიც მან ეკლესიასთან დაამყარა.
ლეიბორისტების მიერ რეფორმირებული პოლიციის «დოქსოპულოდ» მონათლულმა თოფურიძემ საზოგადოებას თავი «კუდის» ხმაურიანი ოპერაციებით გააცნო და ნაციონალური არხების სახე გახდა. თოფურიძის ბრიფინგები, ბევრს 30-იან წლებს ახსენებდა. ასეთი იმიჯის მქონე თოფურიძე მოგვიანებით გასართობი შოუ-პროგრამების სახედ იქცა, ამაზე ვანო ჯავახიშვილმა იზრუნა. უკანასკნელად კი პოპულარულმა სოსომ ჰოლივუდის კინოვარსკვლავებთან ერთად იპოზიორა. საუბარია პროექტზე «შერონ სტოუნი გადაარჩენს საქართველოს». გახსოვთ, ალბათ, თბილისში ჩამოსულ მეგავარსკვლავს თოფურიძე ორი დღის მანძილზე გვერდიდან არ მოშორებია. დაბოლოს, სოსო ჰოლივუდის სექსსიმბოლოს საპატრიარქოში შეუძღვა და მის უწმინდესობას შეახვედრა. შერონ სტოუნის ვიზიტმა საპატრიარქოში მართლმადიდებელი მრევლის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. აქვე იმ შემთხვევასაც გავიხსენებ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირებს რომ შეუძღვა თოფურიძე სამებაში და პატრიარქს დაალოცვინა. ამ კადრებმა მაშინ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ეს ის ფაქტებია, რაც გაცხადდა და ყველამ იცის.

ახლა კი იმაზე, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი კრწანისში მშენებარე მონასტერთან დაკავშირებით. ამის შესახებ იმ სასულიერო პირს ვესაუბრეთ, რომელიც აღნიშნულ მშენებლობაში მონაწილეობდა. მის სახელს და გვარს მისივე თხოვნით არ ვახმაურებთ.

_ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მონასტერი ბატონი სოსო თოფურიძის ფინანსური და ფიზიკური ძალისხმევით შენდება. მე როგორც ვიცი, ამ კაცს ახლო ურთიერთობა აქვს სასულიერო პირებთან, ათონის მთასაც ხშირად სტუმრობს.

_ რა ეტაპზეა ეკლესიის მშენებლობა და რამდენად მასშტაბურია?

_ ეს სამონასტრო კომპლექსია და საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე შენდება. ღვთისმსახურება უკვე მიმდინარებს და კელიებიც გაკეთდა, სადაც ბერები ცხოვრობენ.

_ ტერიტორიულად სად არის ეს მონასტერი?

_ თბილისთან ახლოს, კრწანისის თავზე.

ერთი სიტყვით ეს ის ოფიციალური ინფორმაციაა, რომელიც ფაქტებით დასტურდება, არაოფიციალურად კი ჩვენთვის ცნობილი ხდება სინოდის წევრებთან ერთად თოფურიძის ხშირი მიმოსვლა ათონის მთაზე. სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და, როგორც სასულიერო პირი გვეუბნება, იქ რამდენიმე კელია უკვე აშენდა და ბერებიც იმყოფებიან, ღვთისმსახურებაც მიმდინარეობს და მალე სოსო თოფურიძის ფინანსური ძალისხმევით მთლიანად დასრულდება.

მამაო პირად საუბარში იმასაც გვეუბნება, რომ მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება და ესეც თოფურიძეს მოუგვარებია მთავრობასთან. რა ფინასები გაიღო სოსო თოფურიძემ მონასტრის ასაშენებლად, ეს ინფორმაცია მამაომ არ გაახმაურა. თუ ბატონი სოსო ამის გახმაურებას გადაწყვეტს, სიამოვნებით მოვუსმენთ. თან ახლა უანგარო ქველმოქმედების გასაჯაროება მოდაში შემოვიდა.

რაც შეეხება ფინანსურ სახსრებს, ეკლესიის დახმარებაში დასაძრახი არაფერია, პირიქით, ბატონ სოსოს წარმატებას ვუსურვებთ ამ საქმეში, უბრალოდ, ერთი საეჭვო გარემობაა, კერძოდ ის, რომ მედიასაშუალებებში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაციები თოფურიძის საეჭვო კავშირებზე საბანკო ანგარიშებთან. როგორც ამბობენ, «კუდი» საეკლესიო ანგარიშებს გაურკვეველი წარმომავლობის ფულისთვის იყენებს. ერთი ასეთი გადარიცხვის შესახებ ფარული სატელეფონო ჩანაწერებიდან გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის.

საუბარია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოგონილ «კოკაინის» საქმეზე, რომლის შესახებაც სტუდია «ჯიენესმა» რამდენიმეჯერ ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება. ფარულ სატელეფონო ჩანაწერში «კუდის» თანამშრომელი სოსოს სახელით ძებნილ ნუგზარ ბოჭორიშვილს 3 მილიონი ევროს ჩარიცხვას სთხოვს და ძებნილის სტატუსის მოხსნას ჰპირდება.

ამ მძიმე ბრალდებებისთვის სოსო თოფურიძეს პასუხი დღემდე არ გაუცია. შესაბამისად, მისი პერსონის ირგვლივ კითხვის ნიშნები გროვდება.
ირაკლი მამალაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. რას ნიშნავს თოფურიძის დაფინსანსებით. ე. ი. თოფურიძე იყო უწმინდური და უწმინდურად შოულობდა ფულს თუ არა ეკლესია სუფთა ფულით შენდება? ვინც თოფურიძის ფულით აშენებულ ეკლესიაში ლოცულოBს და ვინც მრევლია ამ ეკლესიაში როგორ თვლიან. სასიკეთოდ წაადგება იქ ლოცვა საქართველოს, ძალიან მეეჭვება. მრევლი და მსახურები არ უნდა გაეკარონ ამ ადგილს და საინტერესოა ვინ აკურთხა ადგილი. თუ ძალით აკურთხებინეს. ამიტომაა ქვეყნის საქმე კარგად.ფული ,,მომეცი და საიდან იშოვნე არა აქვს მნიშვნელობა" შეიძლება თქვას ყაჩაღმა, მაგრამ უწმინდურობით ნაშოვნი ფულით აშენებული სამლოცველო? იქნებ ვცდები და არა აქვს მნიშვნელობა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here