Home რუბრიკები პოლიტიკა გიხაროდენ! სააკაშვილმა გვარი დაიბრუნა

გიხაროდენ! სააკაშვილმა გვარი დაიბრუნა

664

სააკაშვილმა რომ გვარი გამოიცვალა, ჩვენთვის მისივე ოფიციალური ვებგვერდიდან გახდა ცნობილი; მთავარ გვერდზეც და ვრცელ ინფორმაციაში მისივე ადმინისტრაცია პრეზიდენტს სააკაკაშვილად მოიხსენიებდა 31 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე. 16 საათსა 09 წუთზე ჩვენს მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ქართულ ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. იხ. ბმული http://geworld.ge/index.php/world/293-katpolitika/3113-saakashvilma-gvari-gamoicvala.

დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდს და აი, სულ რაღაც ერთი კვირისა და 5 საათის შემდეგ პარეზიდენტის ადმინისტრაციამ შეცდომა გაასწორა. გიხაროდენ! სააკაშვილის გვარი გასწორდა და იგი აღარ მოიხსენიება სააკაკაშვილად!
 
 
 
 

ხელისუფლებას, რომელსაც ელემენტარული შეცდომის შესასწორებლად ერთი კვირა და 5 საათი არ ყოფნის, რა უნდა მოთხოვო? ესეც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხომ არ არის? ესენი გაზრდიან პენსიებს და 45-60 წლის ადამიანებს დაასაქმებენ? ესენი ააშენებენ ქვეყანას და `ბადით ხელში~ მოიზიდავენ ინვესტიციებს?
 
 
თქვენ ის ბიჭები არა ხართ, ქვეყანას რომ მიხედავენ. თქვენ ის ბიჭები ხართ, ქართველს რომ მოქალაქეობას ჩამოართმევენ, მაგრამ ესეც რომ აღარ უშველით!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here