Home რუბრიკები პოლიტიკა მებადური მიშა

მებადური მიშა

ეს მერამდენედ, ჩვენი მრავალმხრივი პრეზიდენტი კვალიფიკაციას იცვლის და მებადურის პროფესიას ეუფლება. არც სომალელი მეკობრეების ეშინია, არც გაყინული თევზის შემომტან მაფიას ეპუება. „ჩვენ ახლა უნდა ვიდგეთ დიდი ბადით საქართველოს საზღვრებთან და დავიჭიროთ სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოქცეული კაპიტალი“, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას საკუთარ სასახლეში.

იქვე გაირკვა, რომ თურმე „სამეზობლოში შექმნილია ისეთი ვითარება, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებს ინვესტორები ტოვებენ და ამ სიტუაციით საქართველომ უნდა ისარგებლოს“. იმხელა საკონსტიტუციო უმრავლესობაში ერთი კაციც არ მოიძებნა, რომ სააკაშვილისთვის ეკითხა: – თავის ფეხით მოსულ ბიძინა ივანიშვილს რომ მოქალაქეობას ჩამოართმევ, ვინ უნდა გამოიქცეს საქართველოში ინვესტიციების ჩასადებადო?
„ვერც ერთი ქვეყანა ახლოს ვერ მოვა საქართველოსთან საინვესტიციო ფონით, კორუფციის არქონით, უსაფრთხოების უმაღლესი დონით. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როცა სხვა ქვეყნიდან კაპიტალი გარბის და საქართველოს აქვს შანსი, პირიქით, თავისი ეკონომიკური პოტენციალი გაზარდოს ამ გაქცეული კაპიტალის ხარჯზე”, – აცხადებს სააკაშვილი.
ბატონო პრეზიდენტო, ვინც აქ არის, იმასაც ნუ გააქცევთ ქვეყნიდან და სხვა მხრივ, იმ ბადესაც თუ ვანო მერაბიშვილს დააჭერინებ ხელში, კარგ თევზსაც დაიჭერ!
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here