Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილის პასუხი „საქართველო და მსოფლიოს“ შეკითხვაზე

ბიძინა ივანიშვილის პასუხი „საქართველო და მსოფლიოს“ შეკითხვაზე

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს გეოპოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებას მარტო არ გეგმავს. ამის შესახებ ბიზნესმენმა საკუთარ რეზიდენციაში დღეს გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამ განცხადებით ივანიშვილმა „საქართველო და მსოფლიოს“  შეკითხვას უპასუხა, – თუ როგორ აპირებს ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კავკასიაში, უფრო კონკრეტულად კი, საქართველოში რუსეთის, თურქეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დაბალანსებას მას შემდეგ, რაც ამერიკამ  ძალიან დიდი ფული ჩადო ამ რეგიონში და მისი ინტერესებიც შესაბამისად გაიზარდა.
 

 
„დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი შეკითხვისთვის. ეს მართლაც არ არის კითხვა ბეღურებზე და პინგვინებზე, თუმცა ვეცდები ვუპასუხო. ჩვენი გუნდი, სადაც აუცილებლად იქნებიან ექსპერტებიც, ამ საკითხზე ერთად ვიმუშვებთ. ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, როგორც ამას მიჩვეულები ვართ, ჩემგან ნუ ელით. საქართველოში არსებობენ სპეციალისტები კავკასიის დარგში. საბედნიეროდ, გვყავს პოლიტოლოგები და  ანალიტიკოსებიც, რომლებიც გეოპოლიტიკაშიც კარგად ერკვევიან. გარწმუნებთ, მეც საკმაოდ კარგად ვერკვევი იმისათვის, რომ ანალიზი გავაკეთო. უნდა მოვახერხოთ, ჩვენი ადგილი ვნახოთ ისეთ რთულ სისტემაში, როგორიცაა კავკასიაში ამერიკის, რუსეთისა და თურქეთის ინტერესების დაბალანსება, საქართველოს პოზიცია და ინტერესები. ეს იოლი ნამდვილად არ იქნება, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here