Home რუბრიკები საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადება

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადება

ა.წ. 24 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის პრესმდივან ირაკლი ტრიპოლსკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირველი სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 2011 წლის 1-ელ ნოემბერს 16:00 საათზე გაიმართება. შეთანხმდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი  30-40 წუთის განმავლობაში განახორციელებდა. დღეს მედიაში ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ხათუნა ბერძენიშივილის განცხადება. ბერძენიშვილი ამბობს, რომ პირდაპირ ეთერში ტრანსლირება შეწყდება მაშინ, როცა ის საინტერესო აღარ იქნება.

მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, არ დაარღვიოს შეთანხმება და მოახდინეთ პრესკონფერენციის ტრანსლირება შეთანხმების შესაბამისად. დაე, საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს, რა არის მათთვის საინტერესო და რა უინტერესო. მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს მოწმობს ისიც, რომ პრესკონფერენციაზე დასასწრებად აკრედიტაცია 200-მდე ჟურნალისტმა გაიარა.
პატივისცემით, ბიძინა ივანშვილის პრესსამდივნო
 
 
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here