GEWORLD.GE:
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობა მრავალ წელს ითვლის, მრავალი მიმართულებითაა განშტოებული და, რაც მთავარია, საჯაროდ მის მიერ გაწეულ სიქველეზე, მხოლოდ ერთეულები ლაპარაკობენ. დღემდე, ქართული მედიით არ გამოქვეყნებულა ივანიშვილის რომელიმე საქველმოქმედო პროექტის ან პროექტების ფინანსური ანგარიში, დასაფინანსებელი პირები ან ობიექტები და საქველმოქმედო მიზნით გაწეული ხარჯი.
“საქართველო და მსოფლიო” პირველად აქვეყნებს ამგვარი ტიპის დოკუმენტურ მასალას. ეს გახლავთ საჩხერეში, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ქველმოქმედების მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილი. შეიძლება ითქვას, რომ არც ეს დოკუმენტური მასალაა სრულყოფილი ცნობისმოყვარე მკითხველისთვის. მასში, მაგალითად, ჩამოთვლილია საჩხერის რაიონის 32 სკოლა, რომელთაც ქველმოქმედი ყოველთვიურად ეხმარება, ცნობილია, თითოეულ სკოლას რა თანხას ურიცხავს, მაგრამ ვერ მოვიძიეთ უფრო დეტალური ინფორმაცია _ რამდენი თანხა ხმარდება პედაგოგთა ხელფასებს, პრემიებს, რამდენი _ სასკოლო ინფრასტრუქტურას, ბავშვთა კვებას ან სხვა მიზნებს. თუმცა, ვიმეორებთ, ეს ინფორმაცია მეტად საყურადღებოა, რადგან ეს არის ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის მცირე, მაგრამ შედარებით დეტალური ინფორმაცია. დავძენ, რომ ეს არის უახლესი, 2011 წლის ოქტომბრის მონაცემები.
საჩხერის 32 სახელმწიფო სკოლას ბიძინა ივანიშვილი ყოველთვიურად 2 მილიონ 919 000 ლარს ურიცხავს, ანუ წლიურად მათი შენახვა 3 მილიონ 502 800 ლარი ჯდება. საჩხერის რაიონის კულტურის განყოფილებას (კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს ეხმარება და მის გარეშე, საჩხერის თვითმმართველობის სტრუქტურები არაფრის მაქნისები არიან) 1610 ლარს ურიცხავს თვეში, იმავე გამგეობის ბალანსზე მყოფ კულტურის სახლს, რომლითაც დიდად მოაქვთ თავი საჩხერის ნაცლიდერებს, ივანიშვილი თვეში 10 ათას 780 ლარს აძლევს. წლიურად, გამგეობის ამ ორივე სუბიექტის დაფინანსება 148 ათას 680 ლარი უჯდება ქველმოქმედს.
მის საგრანტო პროექტში (ასეა _ გრანტის სახითაა გაცემული და გაწერილი ეს თანხები და არა, როგორც საქველმოქმედო. ცხადია, იმიტომ რომ კანონით, სახელმწიფო უწყებების დაფინანსება საქველმოქმედო ფორმით აკრძალულია. მოკლედ, მაჩუქე, მაგრამ საჩუქარი არ დაარქვა, გრანტი უწოდე _ გეუბნება სახელმწიფო) ფიგურირებს “ეკოპროექტი”, თვეში ამ “ეკოპროექტის” დაფინანსებას 6 940 ლარი ხმარდება, წლიურად _ 71 ათას 280 ლარი. ეს “ეკოპროექტი” კი, სხვა არაფერია, თუ არა საჩხერის სამაშველო სამსახურის სახანძრო რაზმისთვის გაწეული ქველმოქმედება, სახანძრო რაზმიც, მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ქვემდებარეა.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში კიდევ მრავლად შეგხვდებათ ისეთი სოციალური ჯგუფები, რომელთა პატრონობაც სახელმწიფოს საქმეა, მაგრამ ისინი ვის როგორ პატრონობენ, კარგად მოგეხსენებათ. ბატონი ბიძინა კი, მარტო ამ ერთი დოკუმენტის მიხედვით, 8 დემოგრაფიულ ჯგუფს აფინანსებს და საკმაოდ სოლიდურადაც. რომ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ეს დახმარება, ამ სოციალურ ჯგუფთაგან, ზოგიერთი, შესაძლოა, დღეს არც არსებულიყო, რადგან ქვეყნის სოციალურ პროგრამებზე დამოკიდებული ადამიანები პანტა-პუნტით იხოცებიან. სულ, ამ დოკუმენტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი, 21 სკოლის გარდა, კიდევ 13 პროექტს ახორციელებს, სულ _ 45 პროექტს. ყოველთვიურად ამ 45 პროექტის დაფინანსება 459 ათას 530 ლარი ჯდება, ყოველწლიურად კი _ 5 მილიონ 514 360 ათასი ლარი.
ოქტომბერი 2011 წ.
# გრანტის პროგრამა კატეგორია თანხა
1 არგვეთის საჯარო სკოლა სკოლები 10300.00
2 ჩიხის საჯარო სკოლა სკოლები 11600.00
3 ცხამის საჯარო სკოლა სკოლები 7550.00
4 ცხომარეთის სკოლა სკოლები 4100.00
5 გამოღ. არგვეთის საჯარო სკოლა სკოლები 5700.00
6 გორისის საჯარო სკოლა სკოლები 9700.00
7 იატავაზის საჯარო სკოლა სკოლები 5650.00
8 ჯალაურთის საჯარო სკოლა სკოლები 9700.00
9 კორბოულის # 1 საჯარო სკოლა სკოლები 10800.00
10 კორბოულის # 2 საჯარო სკოლა სკოლები 12950.00
11 ლიჩის საჯარო სკოლა სკოლები 4900.00
12 მახათაურის საჯარო სკოლა სკოლები 6600.00
13 მერჯევის საჯარო სკოლა სკოლები 9200.00
14 მოხვის საჯარო სკოლა სკოლები 4650.00
15 მოძვის საჯარო სკოლა სკოლები 5500.00
16 ნიგვზარის საჯარო სკოლა სკოლები 7550.00
17 ორღულის საჯარო სკოლა სკოლები 6250.00
18 პერევის საჯარო სკოლა სკოლები 9100.00
19 ქორეთის საჯარო სკოლა სკოლები 8650.00
20 საჩხერის # 1 საჯარო სკოლა სკოლები 18050.00
21 საჩხერის # 2 საჯარო სკოლა სკოლები 14600.00
22 საჩხერის # 3 საჯარო სკოლა სკოლები 11050.00
23 საირხის საჯარო სკოლა სკოლები 9850.00
24 სარეკის საჯარო სკოლა სკოლები 10500.00
25 სავანის საჯარო სკოლა სკოლები 11050.00
26 სისვაძეების საჯარო სკოლა სკოლები 7800.00
27 შომახეთის სკოლა სკოლები 5750.00
28 სპეთის საჯარო სკოლა სკოლები 6300.00
29 სხვიტორის საჯარო სკოლა სკოლები 9300.00
30 ჭალის საჯარო სკოლა სკოლები 12100.00
31 ჭალოვანის საჯარო სკოლა სკოლები 8000.00
32 ჭორვილის საჯარო სკოლა სკოლები 17100.00
სულ სკოლები: სკოლები 291900.00
33 რესურსცენტრი რესურსცენტრი 2000.00
სულ რესურსცენტრი რესურსცენტრი 2000.00
34 კულტურის განყოფილება კულტურის განყოფილება და კულტურის სახლი 1610.00
35 კულტურის სახლი კულტურის განყოფილება და კულტურის სახლი 10780.00
სულ კულტურის განყოფილება და კულტურის სახლი: კულტურის განყოფილება და კულტურის სახლი 12390.00
36 სახანძრო რაზმი ეკოპროექტი 5940.00
სულ ეკოპროექტი: ეკოპროექტი 5940.00
37 მრავალშვილიანები დემოგრაფიული 32800.00
სულ დემოგრაფიული: დემოგრაფიული 32800.00
38 დავრდომილები სოციალური რეაბილიტაცია 5000.00
39 დიალიზიანები სოციალური რეაბილიტაცია 1600.00
40 ინვალიდი ბავშვები სოციალური რეაბილიტაცია 8200.00
41 მებრძოლები სოციალური რეაბილიტაცია 7000.00
42 ობლები სოციალური რეაბილიტაცია 31800.00
43 სოციალურად დაუცველი სოციალური რეაბილიტაცია 8500.00
44 სოციალურად დაუცველი ოჯახები სოციალური რეაბილიტაცია 51800.00
45 უდედ–მამო სოციალური რეაბილიტაცია 600.00
სულ სოციალური რეაბილიტაცია: სოციალური რეაბილიტაცია 114500.00
სულ 459 530 ლარი.
ოთხასმორმოცდაცხრამეტი ათას ხუთას ოცდაათი ლარი.
ლევან ჯავახიშვილი