Home ახალი ამბები საქართველო 3-12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს, სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა...

3-12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს, სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება

96
3-12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს, სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება

3-12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 26 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

პრემიერმინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, როგორც დამატებითი საწოლების მობილიზების, ისე მედიკამენტების, ჟანგბადის თუ ტესტების მარაგების მართვის კუთხით. აღინიშნა, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი სისტემა მზად არის, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს. რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება. ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.

ამასთანავე, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიისას გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი ღამით იმოქმედებს _ 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. პარალელურად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი.

Ipn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here