Home რუბრიკები სამართალი თომას ჰამერბერგს საქართველოში პატიმრების გარდაცვალების და წამების შესახებ სპეციალურ ანგარიშს წარუდგენენ

თომას ჰამერბერგს საქართველოში პატიმრების გარდაცვალების და წამების შესახებ სპეციალურ ანგარიშს წარუდგენენ

677

როცა პენიტენციალურ სისტემაში ქვეყანაზე უარყოფითი ანგარიშები არსებობს, იქ დემოკრატიაზე საუბარი არ შეიძლება.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის, თომას ჰამერბერგის სპეციალური მიწვევით ადვოკატი მანანა კობახიძე და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში მიემგზავრებიან.  
კომისარს პრაქტიკოსი ადვოკატებისგან მართლმსაჯულების ხარისხზე დეტალური ინფორმაცია აინტერესებს. „საქართველო და მსოფლიო“ მანანა კობახიძეს  ვიზიტთან დაკავშირებით ესაუბრა:

– რა ანგარიშის წარდგენას აპირებთ ჰამერბერგისათვის?
– ეროსაბჭოს ეგიდით ადამიანის უფლებათა დამცველებს შორის შეხვედრაზე, რომელსაც თომას ჰამერბერგი უძღვება, ძირითადი აქცენტი წამების აკრძალვაზე გაკეთდება. შეხვედრაზე ერთ–ერთი პრიორიტეტული თემა ადამიანის უფლებათა დამცველთა მდგომარეობა იქნება. ჩვენ წამოვწევთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოში პატიმრების მდგომარეობა, ადვოკატების მიმართ მოპყრობა.
–  რომელი კონკრეტული ფაქტების წარდგენას აპირებთ ევროკომისარისათვის?
– აუცილებლად იქნება ფაქტები ციხეში პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტი ციხეში გარდაცვალების ფაქტებს დაეთმობა, გახსოვთ ალბათ ბოლო ფაქტი რუსთავის ციხეში პატიმარის გარდაცვალებასთან დაკავშრებით. ასევე წარვადგენთ მალხაზ არქანიას გახმაურებული საქმის დეტალებს. ვისაუბრებთ იმის შესახებაც, თუ რა მძიმე სიტუაციაში გვიწევს მუშაობა ადვოკატებს.
– რა დადებითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამ შეხვედრამ?
– რა თქმა უნდა შეხვედრის შემდეგ ყველაფერი ანგარიშის სახით ქვეყნდება, რომელიც ქვეყანაში არსებულ სიტუაციას აფასებს. ქვეყნის იმიჯზეც მოქმედებს უარყოფითი ანგარიშები. არ შეიძლება ასეთ შემთხვევაში შემდეგ დემოკრატიაზე ისაუბრო, როცა ასეთი ანგარიშები არსებობს.
– რამდენად მნიშნელოვანია თქვენი აზრით ხელისუფლებისათვის ასეთი ანგარიშები?
– გვახსოვს ალბათ  აპრილში თომას ჰამერბერგის ვიზიტი, რის შემდეგაც ევროკომისარმა საკმაოდ უარყოფითი ანგარიში გამოაქვეყნა, თუმცა დამეთანხმებით, რომ ამით პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. პირიქით, მდგოამრეობა გაუარესდა კიდეც. სიტყვის თავისუფლებისათვის უამრავი ადამიანი დააპატიმრეს და გადაჭარბებული ზომებიც კი მიიღეს აქციის დასაშლელად 26 მაისის მოვლენების დროს. ნარკოტიკების, იარაღის ჩადება, იმ ადამიანების ციხეში დატოვება, რომელსაც ჰამერბერგი ანგარიშში როგორც პოლიტიკური ნიშნით დევნილს ისე მოიხსენიებს, კვლავ ჩვეულებრივი ამბავია.  ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ჰამერბერგმა ხაზგასმით აღნიშნა ანგარიშში მერაბ რატიშვილის საქმე, ევროსასამართლოს გადავუგზავნეთ მასალები, თუმცა მაინც არაფერი იცვლება. ძალიან დიდი ხანია ხელისუფლება ამ მითითებებს და რეკომენდაციებს ყურად არ იღებს. შედეგიც სახეზეა. რომ გითხრათ, რომ რაიმე ქმედით ზომებს ველით ხელისუფლებისგან, მოგატყუებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here