Home რუბრიკები სამართალი ლიტვის საზღვრის გადაკვეთისათვის წლის განმავლობაში 90 ქართველი დააკავეს

ლიტვის საზღვრის გადაკვეთისათვის წლის განმავლობაში 90 ქართველი დააკავეს

589

მიმდინარე წლის განმავლობაში ლიტვაში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 90 მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული წლის ამ პერიოდის მონაცემებით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას საქართველოს 34 მოქალაქე ცდილობდა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად უცხოელთა რეგისტრაციის ცენტრში მყოფთაგან ყველაზე მეტი სწორედ საქართველოს მოქალაქეა. ისინი ლიტვაში თავშესაფარს ითხოვენ, რეგისტრაციის ცენტრის ერთი დღე-ღამით დატოვების უფლებით სარგებლობენ და ხშირად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წასვლას ცდილობენ.
ლიტვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, მთლიანობაში ლიტვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას 17 ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის (39), ავღანეთის (27), ბელორუსიის (14), სომხეთის (11) მოქალაქე ცდილობდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here