31 იანვარს, საღამოს 35-ე საფეხბურთო სკოლის მოსწავლეების დაჭრის სავარაუდო მიზეზებზე ამავე სკოლის მასწავლებლები საუბრობენ. მათი თქმით, დაჭრა უცნობ ბიჭებთან შეკამათებას მოჰყვა.
„ორი უცნობი ბიჭი, რომელიც აგვიხირდაო რაღაც თემაზე. კამათი მოჰყვა ამ ახირებას, ბავშვები შეკამათდნენ ერთმანეთში და მერე ისე დაგვჭრეს ამ ბიჭებმა, რომ ვერ მივხვდითო. როდესაც სისხლის დავინახეთ საკუთარ თავზე მერე მივხვდით, რომ დაჭრილები ვართ და ვიღაცამ გადმოგვიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ბავშვების თქმით, ორი ბიჭი იყო,“- აცხადებს 35-ე სკოლის პედაგოგი ეთერ მაისურაძე.
სოკოლის დირექტორი შემთხვევამდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე დაპირისპირებას გამორიცხავს და ამბობს, რომ, როგორც დაჭრილი მოზარდების მშობლები ამბობენ, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდები რეპეტიტორთან მიდიოდნენ.
„როგორც მშობლებმა ამიხსნეს, ეს მოხდა წითელი ბაღის ტერიტორიაზე. ბავშვები მოდიოდნენ, ერთი მგონი მიდიოდა მასწავლებელთა და იქ დახვდნენ ვიღაც გაურკვეველი ჯგუფი, რომელსაც იკვლევს საგამოძიებო უწყება,“- აცხადებს თბილისის 35-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიკვილაძე.
ორივე დაჭრილი არასრულწლოვანი თბილისის 35-ე საჯარო სკოლაში პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან გადავიდა.
თბილისის 35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლეე 31 იანვარს წითელ ბაღთან დაჭრეს. დაჭრილი მოზარდები რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაახლოებით 20:00საათზე გადაიყვანეს.
მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
შსს-მ არასრულწლოვანების დაჭრაში ბრალდებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.